მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთი სატვირთოს მძღოლია, 2 - დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი" - მარინა ეზუგბაია ახალ ინფიცირებულებზე
"ერთი სატვირთოს მძღოლია, 2 - დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი" - მარინა ეზუგბაია ახალ ინფიცირებულებზე

თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტო­რის, მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ი­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, 24 სა­ათ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის 3 ახა­ლი შემ­თხვე­ვი­დან ერთი პირი სატ­ვირ­თოს მძღო­ლია და ეს შემ­თხვე­ვა სხვა ქვეყ­ნი­დან შე­მო­ტა­ნი­ლად ით­ვლე­ბა, ხოლო ორი - ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თან კონ­ტაქტს უკავ­შირ­დე­ბა.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, დღეს "კო­ვიდ19"-სგან 11 ადა­მი­ა­ნი გა­მო­ჯან­მრთელ­და.

"მხო­ლოდ სამი ახა­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა დაგ­ვე­მა­ტა და დღეს 898 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა გვაქვს. და­ე­მა­ტა 11 გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი და ახლა გვყავს 752. დღე­ვან­დელ მო­ნა­ცე­მებს თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, 132 პა­ცი­ენ­ტი მკურ­ნა­ლობს კო­ვი­დის ცენ­ტრებ­ში.

ახა­ლი სამი შემ­თხვე­ვი­დან ერთი სატ­ვირ­თო ავ­ტო­მან­ქა­ნის მძღო­ლია და ეს შე­მო­ტა­ნილ შემ­თხვე­ვად ით­ვლე­ბა, ხოლო ორი არის და­დას­ტუ­რე­ბულ შემ­თხვე­ვას­თან კონ­ტაქ­ტი - ერთი ბოლ­ნი­სი და ერთი მარ­ნე­უ­ლი,"- გა­ნა­ცხა­და ეზუგ­ბა­ი­ამ.

რაც შე­ე­ხე­ბა ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფოს, ეზუგ­ბა­ი­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცენ­ტრში ამ­ჟა­მად 21 კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტი მკურ­ნა­ლობს, მათ შო­რის, რამ­დე­ნი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა სა­შუ­ა­ლო­ზე მძი­მეა.

"რაც შე­ე­ხე­ბა ჩვენს ცენ­ტრს, ჩვენ გუ­შინ ახა­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა არ მიგ­ვი­ღია. მხო­ლოდ ერთი შე­საძ­ლო შემ­თხვე­ვა გვაქვს, რომ­ლის კვლე­ვაც დღეს ჩა­ტარ­დე­ბა. ამ ეტაპ­ზე გვყავს “კო­ვიდ19”-ით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი 21 პა­ცი­ენ­ტი. ამ ეტაპ­ზე ჩვენ მძი­მე პა­ცი­ენ­ტი არ გვყავს, რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნია სა­შუ­ა­ლო­ზე მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბით, და­ნარ­ჩე­ნე­ბი სა­შუ­ა­ლო­ზე მსუ­ბუ­ქი პა­ცი­ენ­ტე­ბი არი­ან," - გა­ნა­ცხა­და ეზუგ­ბა­ი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაია
0

ხშირად მიწევს სამხედრო გზაზე გადაადგილება, და რასაც იქ ნახავთ, არავის უნდა გაუკვირდეს, რომ სატვირთო მანქანის მძღოლები დიდ საფრთხეს წარმოადგენენ. სატვირთო მანქანები სომხური და რუსული ნომრებით ხშირად ჩერდებიან გზაზე, კონტროლი ნოლი. თავისუფლად შედიან მაღაზიებში და ხდება უამრავ ადამიანთან კონტაქტი. და რა თქმა უნდა, არც ნაგვის დაყრაზე არ აგებენ პასუხს. ჩვენი პოლიცია მანქანიდან არ გადმოადგავს ფეხს, რომ გააკონტროლს არ მოხდეს გარემოს დაბინძურება. მარტო საქართველოში შეიძლება მოხდეს, რო ყველას ერთნაირად კიდია ეს ქვეყანა ფეხზე. 

Giorgi sixarulidze
1

ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ ! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ერთი სატვირთოს მძღოლია, 2 - დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი" - მარინა ეზუგბაია ახალ ინფიცირებულებზე

"ერთი სატვირთოს მძღოლია, 2 - დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი" - მარინა ეზუგბაია ახალ ინფიცირებულებზე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევიდან ერთი პირი სატვირთოს მძღოლია და ეს შემთხვევა სხვა ქვეყნიდან შემოტანილად ითვლება, ხოლო ორი - ინფიცირებულთან კონტაქტს უკავშირდება.

მისივე განცხადებით, დღეს "კოვიდ19"-სგან 11 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

"მხოლოდ სამი ახალი დადასტურებული შემთხვევა დაგვემატა და დღეს 898 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. დაემატა 11 გამოჯანმრთელებული და ახლა გვყავს 752. დღევანდელ მონაცემებს თუ გავითვალისწინებთ, 132 პაციენტი მკურნალობს კოვიდის ცენტრებში.

ახალი სამი შემთხვევიდან ერთი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია და ეს შემოტანილ შემთხვევად ითვლება, ხოლო ორი არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი - ერთი ბოლნისი და ერთი მარნეული,"- განაცხადა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოს, ეზუგბაიას ინფორმაციით, ცენტრში ამჟამად 21 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, მათ შორის, რამდენიმეს მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა.

"რაც შეეხება ჩვენს ცენტრს, ჩვენ გუშინ ახალი დადასტურებული შემთხვევა არ მიგვიღია. მხოლოდ ერთი შესაძლო შემთხვევა გვაქვს, რომლის კვლევაც დღეს ჩატარდება. ამ ეტაპზე გვყავს “კოვიდ19”-ით ინფიცირებული 21 პაციენტი. ამ ეტაპზე ჩვენ მძიმე პაციენტი არ გვყავს, რამდენიმე მათგანია საშუალოზე მძიმე მდგომარეობით, დანარჩენები საშუალოზე მსუბუქი პაციენტები არიან," - განაცხადა ეზუგბაიამ.

რა ეტაპზეა გიორგი შაქარაშვილის სამძებრო სამუშაოები - "შეიქმნა საველე შტაბი, რომელსაც საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსი ხელმძღვანელობს"

"რთულია ამ წუთას აქ დგომა... ერთი წლის უკან ასე ვიდექი, ზუსტად იგივე ტანსაცმელი მეცვა" - მაკო გომურის ემოციური მიმართვა აქციაზე

"შევხვდებით არჩევნებზე" - რუსთაველის გამზირზე აქცია ჰიმნით დასრულდა დასრულდა