საზოგადოება
სამართალი
პოლიტიკა

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამხედრო
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყოველთვის ვეცდები, ვიყო ბოლო, ვისაც ამ ქვეყანაში თვალებს ამოსთხრიან" - მაკო გომურის ემოციური პოსტი 20 ივნისის მოვლენებიდან ერთი წლის თავზე
"ყოველთვის ვეცდები, ვიყო ბოლო, ვისაც ამ ქვეყანაში თვალებს ამოსთხრიან" - მაკო გომურის ემოციური პოსტი 20 ივნისის მოვლენებიდან ერთი წლის თავზე

20 ივ­ნი­სის აქ­ცი­ის დარ­ბე­ვის დროს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტი მაკო გო­მუ­რი ერთი წლის წი­ნან­დელ მძი­მე ღა­მეს იხ­სე­ნებს. ვრცელ პოს­ტში 19 წლის გო­გო­ნა წერს, რო­გორ შეც­ვა­ლა მისი ცხოვ­რე­ბა და მო­მა­ვა­ლი ერთი წლის წი­ნან­დელ­მა მძი­მე ღა­მემ, მი­მარ­თავს სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და პი­რა­დად გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას:

"20 ივ­ნი­სი

20 ივ­ნი­სი

20 ივ­ნი­სი

მთე­ლი ერთი წე­ლია, ამის გარ­და არა­ფე­რი ტრი­ა­ლებს გო­ნე­ბა­ში. ბევრ რა­მეს ვუშ­ვებ, ბევრ რა­მე­ზე ვი­წყებ ფიქ­რს,ბევრ რა­მეს ვა­კე­თებ, მაგ­რამ 20 ივ­ნის­ზე ფიქ­რით იწყე­ბა დღე და მთავ­რდე­ბა.

ვინ იყო მაკო 20 ივ­ნი­სამ­დე?

ბავ­შვო­ბა­ში, მახ­სოვს, მა­მა­ჩე­მი ხე­ე­ბის ტო­ტებს დას­დევ­და, რაც გა­მოშ­ვე­რი­ლი იყო, ამ­ტვრევ­და - თვა­ლი არ იტ­კი­ნოო. უფრო ძა­ლი­ან ადრე, სამ­სა­ხურ­ში მი­დი­ო­და, მოტ­რი­ალ­და, თვა­ლებ­ზე მა­კო­ცა, წა­ვი­და, გა­ვე­კი­დე, თან ხელ­ში ნა­ფო­ტი მე­ჭი­რა, წა­ვი­ქე­ცი და ნა­ფოტ­ზე თვა­ლის ქვე­და მხა­რე და­ვარ­ტყი. შრა­მი ახ­ლაც მაქვს იმ დიდ შრა­მებ­თან ერ­თად.

მა­შინ გა­დავ­რჩი. გა­ვი­ზარ­დე, გავ­ხდი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გოგო, თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბით, უნი­ვერ­სი­ტე­ტი­თა და სამ­სა­ხუ­რით და ზოგ­ჯერ ცოტა გარ­თო­ბე­ბით, თუ დრო დარ­ჩე­ბო­და. ცოტა არე­უ­ლი გოგო, მაგ­რამ წყნა­რი ცხოვ­რე­ბით.

ვინ გახ­და მაკო 20 ივ­ნი­სის შემ­დეგ?

"ეს ის გო­გოა, აი რუს­თა­ველ­ზე რომ თვა­ლი ამოს­თხა­რეს" - გავ­ლი­სას უკან გა­მო­ყო­ლე­ბუ­ლი ფრა­ზა.

იცით,რა ცუდი მო­სას­მე­ნია? არა არ იცით, მარ­ტო იმათ­მა ვი­ცით, ვი­საც რუს­თა­ველ­ზე თვა­ლი ამოგვ­თხა­რეს. და რის გამო? ან ვის გამო? ან ვინ? ან რა­ტომ? რას ვუ­შა­ვებ­დი? რას ვა­შა­ვებ­დი?

კი­თხვე­ბი, მხო­ლოდ კი­თხვე­ბი. პა­სუ­ხე­ბის გა­რე­შე. კი­თხვე­ბი, რო­მე­ლიც გჭამს, ტვინს გი­ჭამს, ქა­ოსს ქმნის. ქა­ოსს, რო­მელ­საც 1 წე­ლია ვერ და­ვაღ­წიე თავი.

გა­რეთ ასე­თი ვარ - ლაღი, კარ­გი, მხი­ა­რუ­ლი, ათა­სი და კი­დევ ათი­ა­თა­სი სი­სუ­ლე­ლე.

სი­ნამ­დვი­ლე­ში, ყო­ველ­თვის დიდი ქა­ო­სია თავ­ში, გო­ნე­ბა­ში. რად­გან უსა­მარ­თლო­ბაა ყო­ველ ფე­ხის ნა­ბიჯ­ზე. რად­გან ზოგ­ჯერ შენი არ ეს­მით და გინ­და გა­ა­გე­ბი­ნო. რად­გან გინ­და იყ­ვი­რო, ისე იყ­ვი­რო, რო­გორც ტყვი­ის მოხ­ვედ­რი­სას და­ვიყ­ვი­რე, რო­გორც 2 დღის უკან ფე­ი­ერ­ვერ­კის გას­რო­ლი­სას და­ვიყ­ვი­რე, შე­მე­შინ­და და ძა­ლი­ან და­ვიყ­ვი­რე.

20 ივ­ნი­სის შემ­დეგ ბევ­რი შიში გაჩ­ნდა. ზოგ­ჯერ პარ­ლა­მენ­ტთან მე­ქა­ნი­კუ­რად სწრა­ფად ჩა­ვივ­ლი ხოლ­მე. გას­რო­ლის ან შე­ჯა­ხე­ბის ხმის დროს ვი­მა­ლე­ბი. რო­დე­საც ვინ­მე მაკ­ვირ­დე­ბა, მა­საც ვე­მა­ლე­ბი ჰოლ­მე. არ ვიცი, რამ­დენ ხანს გაგ­რძელ­დე­ბა ეს.

შენ ძლი­ე­რი ხარ სა­დაც აქამ­დე მოხ­ვე­დი, ცო­ტაც რა, და­ი­კი­დე რას გე­ტყვი­ან. ხო, აქამ­დე მო­ვე­დი, ზუს­ტად ვიცი ბო­ლო­შიც გა­ვალ, ისიც ვიცი, ბოლო უჯრე­დი­დან გა­მო­ვი­ღებ ძა­ლას.

ხალ­ხი?

მა­თიც მეს­მის, დაღ­ლი­ლია, დათ­რგუ­ნუ­ლია, ვე­ღარ იგე­ბენ ვინ მარ­თა­ლია, რო­მე­ლია სწო­რი გზა და ა.შ. იმ ქა­ლი­საც მეს­მის, პარ­ლა­მენ­ტის წინ ბლო­გის ჩა­წე­რის დროს "ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტი” რომ მე­ძა­ხა. შე­იძ­ლე­ბა, ჩვე­ნი ბრა­ლი­ცაა. საკ­მა­რი­სად ვერ ვაჩ­ვე­ნეთ, ვერ და­ვა­ნა­ხეთ ხალ­ხს სი­მარ­თლე და სწო­რი გზა, არ ვიცი.

უბ­რა­ლოდ გული მწყდე­ბა, რო­დე­საც უსა­მარ­თლოდ ჩემ­სკენ გა­მოს­რო­ლილ სი­ტყვებს ვი­გებ. რად­გან ასე არაა. და ამის ყვი­რი­ლიც მინ­და ზოგ­ჯერ, რომ არა­ვის­ტი არ ვარ. მე ვარ 19 წლის ბავ­შვი, რო­მელ­საც უსა­მარ­თლოდ ეს­რო­ლეს და ეძებს სა­მარ­თალს. რა­დაც არ უნდა და­მიჯ­დეს ვი­პო­ვი.

ისიც ვიცი, ხში­რად მო­მა­ძა­ხე­ბენ რომ მე ვლა­პა­რა­კობ მა­ინც და იმათ­მა რა ქნან, ვინც ვე­ღა­რას­დროს და­ი­ლა­პა­რა­კებს.

რომ მე ვი­თხოვ მა­ინც და იმათ­მა რა ქნან, ხმა რომ არ ამო­ა­ღე­ბი­ნეს. რომ მე ვიბ­რძვი და მათ ბრძო­ლის უფ­ლე­ბაც წა­არ­თვეს. რომ მე მიმ­კურ­ნა­ლეს მა­ინც და ისი­ნი ცო­ცხალ-მკვდრე­ბი მი­ა­ტო­ვეს.

და რო­დემ­დე? ასე უნდა შე­ვე­გუ­ოთ მო­მა­ვალ­შიც ძა­ლა­დო­ბას? მე არ ვა­პი­რებ. თუნ­დაც ბრძო­ლის ბო­ლოს სულ მარ­ტო დავ­რჩე, ბოლო წა­მამ­დე ვი­ზამ იმ­დენს, რომ სა­კუ­თა­რი სა­მარ­თა­ლი ვი­პო­ვო.

არ ვიცი, რო­გო­რი 1,5,10,20,50 წელი იქ­ნე­ბა მო­მა­ვალ­ში. სად ვიქ­ნე­ბი ან რას გა­ვა­კე­თებ. ერთი ვიცი, ყო­ველ­თვის ვეც­დე­ბი, ვიყო ბოლო, ვი­საც ამ ქვე­ყა­ნა­ში თვა­ლებს ამოს­თხრი­ან.

აქ­ცი­ის დაშ­ლის დროს მაკო გო­მურ­მა და გი­ორ­გი სუ­ლაშ­ვილ­მა თვა­ლი და­კარ­გეს

ეს ფოტო იცით ალ­ბათ, ბოლო ფო­ტოა სა­დაც ორი­ვე სა­კუ­თა­რი თვა­ლი მაქვს. ის ხელი ჩემი დი­საა, რომ ჩამ­კი­და, აღარ გა­უშ­ვია ოცი ივ­ნი­სის შემ­დეგ.

გა­ხა­რია რამ­დე­ნიც არ უნდა იძა­ხო, რომ არ გახ­სოვს რა მოხ­და და გა­ვი­წყდე­ბა, რამ­დე­ნიც არ უნდა აპ­რა­ვო რომ ჩვე­ნი თვა­ლე­ბით შტურ­მი აა­რი­დე მაგ წყე­ულ შე­ნო­ბას, სი­მარ­თლეს ვერ მოკ­ლავ ჩემ­ში, ვერც ხალ­ხში. არას­დროს იგი­ვეს არ ვუ­სურ­ვებ შენს შვი­ლებს. მი­ახ­ლო­ვე­ბულ­საც კი. შენ კი იმას გი­სურ­ვებ, ორი თვა­ლით და­ი­ნა­ხო ის, რა­საც მე ვხე­დავ ერ­თით. იქ­ნებ შეძ­ლო.

ხვალ მი­ვალ ისევ იქ, ვინც არ უნდა მო­ვი­დეს,რო­მელ­მა პო­ლი­ტი­კოს­მაც არ უნდა ილა­პა­რა­კოს,მი­ვალ და ჩემს წილ პრო­ტესტს გა­მოვ­ხა­ტავ და ჩემს სათ­ქმელს იქაც გე­ტყვით.

მახ­სოვს და ერთი თვა­ლი­თაც გხე­დავთ, უფრო კარ­გად, ვიდ­რე აქამ­დე" - წერს მაკო გო­მუ­რი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ყოველთვის ვეცდები, ვიყო ბოლო, ვისაც ამ ქვეყანაში თვალებს ამოსთხრიან" - მაკო გომურის ემოციური პოსტი 20 ივნისის მოვლენებიდან ერთი წლის თავზე

"ყოველთვის ვეცდები, ვიყო ბოლო, ვისაც ამ ქვეყანაში თვალებს ამოსთხრიან" - მაკო გომურის ემოციური პოსტი 20 ივნისის მოვლენებიდან ერთი წლის თავზე

20 ივნისის აქციის დარბევის დროს დაზარალებული სამოქალაქო აქტივისტი მაკო გომური ერთი წლის წინანდელ მძიმე ღამეს იხსენებს. ვრცელ პოსტში 19 წლის გოგონა წერს, როგორ შეცვალა მისი ცხოვრება და მომავალი ერთი წლის წინანდელმა მძიმე ღამემ, მიმართავს საზოგადოებას, ხელისუფლებას და პირადად გიორგი გახარიას:

"20 ივნისი

20 ივნისი

20 ივნისი

მთელი ერთი წელია, ამის გარდა არაფერი ტრიალებს გონებაში. ბევრ რამეს ვუშვებ, ბევრ რამეზე ვიწყებ ფიქრს,ბევრ რამეს ვაკეთებ, მაგრამ 20 ივნისზე ფიქრით იწყება დღე და მთავრდება.

ვინ იყო მაკო 20 ივნისამდე?

ბავშვობაში, მახსოვს, მამაჩემი ხეების ტოტებს დასდევდა, რაც გამოშვერილი იყო, ამტვრევდა - თვალი არ იტკინოო. უფრო ძალიან ადრე, სამსახურში მიდიოდა, მოტრიალდა, თვალებზე მაკოცა, წავიდა, გავეკიდე, თან ხელში ნაფოტი მეჭირა, წავიქეცი და ნაფოტზე თვალის ქვედა მხარე დავარტყი. შრამი ახლაც მაქვს იმ დიდ შრამებთან ერთად.

მაშინ გადავრჩი. გავიზარდე, გავხდი ჩვეულებრივი გოგო, თავისი ცხოვრებით, უნივერსიტეტითა და სამსახურით და ზოგჯერ ცოტა გართობებით, თუ დრო დარჩებოდა. ცოტა არეული გოგო, მაგრამ წყნარი ცხოვრებით.

ვინ გახდა მაკო 20 ივნისის შემდეგ?

"ეს ის გოგოა, აი რუსთაველზე რომ თვალი ამოსთხარეს" - გავლისას უკან გამოყოლებული ფრაზა.

იცით,რა ცუდი მოსასმენია? არა არ იცით, მარტო იმათმა ვიცით, ვისაც რუსთაველზე თვალი ამოგვთხარეს. და რის გამო? ან ვის გამო? ან ვინ? ან რატომ? რას ვუშავებდი? რას ვაშავებდი?

კითხვები, მხოლოდ კითხვები. პასუხების გარეშე. კითხვები, რომელიც გჭამს, ტვინს გიჭამს, ქაოსს ქმნის. ქაოსს, რომელსაც 1 წელია ვერ დავაღწიე თავი.

გარეთ ასეთი ვარ - ლაღი, კარგი, მხიარული, ათასი და კიდევ ათიათასი სისულელე.

სინამდვილეში, ყოველთვის დიდი ქაოსია თავში, გონებაში. რადგან უსამართლობაა ყოველ ფეხის ნაბიჯზე. რადგან ზოგჯერ შენი არ ესმით და გინდა გააგებინო. რადგან გინდა იყვირო, ისე იყვირო, როგორც ტყვიის მოხვედრისას დავიყვირე, როგორც 2 დღის უკან ფეიერვერკის გასროლისას დავიყვირე, შემეშინდა და ძალიან დავიყვირე.

20 ივნისის შემდეგ ბევრი შიში გაჩნდა. ზოგჯერ პარლამენტთან მექანიკურად სწრაფად ჩავივლი ხოლმე. გასროლის ან შეჯახების ხმის დროს ვიმალები. როდესაც ვინმე მაკვირდება, მასაც ვემალები ჰოლმე. არ ვიცი, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს.

შენ ძლიერი ხარ სადაც აქამდე მოხვედი, ცოტაც რა, დაიკიდე რას გეტყვიან. ხო, აქამდე მოვედი, ზუსტად ვიცი ბოლოშიც გავალ, ისიც ვიცი, ბოლო უჯრედიდან გამოვიღებ ძალას.

ხალხი?

მათიც მესმის, დაღლილია, დათრგუნულია, ვეღარ იგებენ ვინ მართალია, რომელია სწორი გზა და ა.შ. იმ ქალისაც მესმის, პარლამენტის წინ ბლოგის ჩაწერის დროს ,,ნაციონალისტი” რომ მეძახა. შეიძლება, ჩვენი ბრალიცაა. საკმარისად ვერ ვაჩვენეთ, ვერ დავანახეთ ხალხს სიმართლე და სწორი გზა, არ ვიცი.

უბრალოდ გული მწყდება, როდესაც უსამართლოდ ჩემსკენ გამოსროლილ სიტყვებს ვიგებ. რადგან ასე არაა. და ამის ყვირილიც მინდა ზოგჯერ, რომ არავისტი არ ვარ. მე ვარ 19 წლის ბავშვი, რომელსაც უსამართლოდ ესროლეს და ეძებს სამართალს. რადაც არ უნდა დამიჯდეს ვიპოვი.

ისიც ვიცი, ხშირად მომაძახებენ რომ მე ვლაპარაკობ მაინც და იმათმა რა ქნან, ვინც ვეღარასდროს დაილაპარაკებს.

რომ მე ვითხოვ მაინც და იმათმა რა ქნან, ხმა რომ არ ამოაღებინეს. რომ მე ვიბრძვი და მათ ბრძოლის უფლებაც წაართვეს. რომ მე მიმკურნალეს მაინც და ისინი ცოცხალ-მკვდრები მიატოვეს.

და როდემდე? ასე უნდა შევეგუოთ მომავალშიც ძალადობას? მე არ ვაპირებ. თუნდაც ბრძოლის ბოლოს სულ მარტო დავრჩე, ბოლო წამამდე ვიზამ იმდენს, რომ საკუთარი სამართალი ვიპოვო.

არ ვიცი, როგორი 1,5,10,20,50 წელი იქნება მომავალში. სად ვიქნები ან რას გავაკეთებ. ერთი ვიცი, ყოველთვის ვეცდები, ვიყო ბოლო, ვისაც ამ ქვეყანაში თვალებს ამოსთხრიან.

აქციის დაშლის დროს მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა თვალი დაკარგეს

ეს ფოტო იცით ალბათ, ბოლო ფოტოა სადაც ორივე საკუთარი თვალი მაქვს. ის ხელი ჩემი დისაა, რომ ჩამკიდა, აღარ გაუშვია ოცი ივნისის შემდეგ.

გახარია რამდენიც არ უნდა იძახო, რომ არ გახსოვს რა მოხდა და გავიწყდება, რამდენიც არ უნდა აპრავო რომ ჩვენი თვალებით შტურმი აარიდე მაგ წყეულ შენობას, სიმართლეს ვერ მოკლავ ჩემში, ვერც ხალხში. არასდროს იგივეს არ ვუსურვებ შენს შვილებს. მიახლოვებულსაც კი. შენ კი იმას გისურვებ, ორი თვალით დაინახო ის, რასაც მე ვხედავ ერთით. იქნებ შეძლო.

ხვალ მივალ ისევ იქ, ვინც არ უნდა მოვიდეს,რომელმა პოლიტიკოსმაც არ უნდა ილაპარაკოს,მივალ და ჩემს წილ პროტესტს გამოვხატავ და ჩემს სათქმელს იქაც გეტყვით.

მახსოვს და ერთი თვალითაც გხედავთ, უფრო კარგად, ვიდრე აქამდე" - წერს მაკო გომური.

როგორ გამოიყურებოდა 23 წლის წინ ნანიკო ხაზარაძე - ტელეწამყვანის ფოტოები გაგაოცებთ

"აწუხებდა სრულწლოვანი ტიპი, ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით თუ ცოლად არ გაყვებოდა..." - მამა 15 წლის ქალიშვილის დაცვას სამართალდამცველებს სთხოვს

ნინო კუზანოვა გახარიასა და ტიკარაძესთან ერთად - რა კომენტარი დატოვა ია ფარულავამ კარდიოლოგის ფოტოზე