სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„კავკასუს ონლაინსა“ და კომუნიკაციების კომისიას შორის არსებული პრობლემა ამერიკის სავაჭრო პალატასთან ონლაინ შეხვედრაზე განიხილეს
„კავკასუს ონლაინსა“ და კომუნიკაციების კომისიას შორის არსებული პრობლემა ამერიკის სავაჭრო პალატასთან ონლაინ შეხვედრაზე განიხილეს

კავ­კა­სუს ონ­ლა­ინ­მა, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში ამე­რი­კის სა­ვაჭ­რო პა­ლა­ტის წევ­რმა, პა­ლა­ტის თავ­მჯდო­მა­რეს, კომ­პა­ნი­ა­სა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­მი­სი­ას შო­რის შექ­მნი­ლი პრობ­ლე­მის შე­სა­ხებ წე­რი­ლით მი­მარ­თა.

„კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნის“ გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორს რე­ვაზ კო­ბა­ლა­ძე­სა და ამე­რი­კის სა­ვაჭ­რო პა­ლა­ტის პრე­ზი­დენტს მა­იკლ ქა­უ­გილს შო­რის ონ­ლა­ინ შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თა.

„ონ­ლა­ინ შეხ­ვედ­რის ფარ­გლებ­ში, ჩვენ დაწ­ვრი­ლე­ბით გან­ვი­ხი­ლეთ ყვე­ლა პრობ­ლე­მუ­რი სა­კი­თხი ნახ­სე­ნე­ბი თე­მის გარ­შე­მო, რათა ამე­რი­კის სა­ვაჭ­რო პა­ლა­ტის წევ­რებს მაქ­სი­მა­ლუ­რად ზუს­ტი წარ­მოდ­გე­ნა ჰქო­ნო­დათ კო­მი­სი­ა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ზე. გარ­და ამი­სა, წე­რი­ლი, რო­მე­ლიც საქ­მის ძი­რი­თად მა­სა­ლას მო­ი­ცავს, გა­ვუგ­ზავ­ნეთ ამე­რი­კის სა­ვაჭ­რო პა­ლა­ტის აღ­მას­რუ­ლე­ბელ დი­რექ­ტორს სა­ქარ­თვე­ლო­ში“- აცხა­დებს რე­ვაზ კო­პა­ლა­ძე.

აქვე გთა­ვა­ზობთ წე­რილს, რო­მე­ლიც „კავ­კა­სუს ონ­ლა­ინ­მა“ ამე­რი­კის სა­ვაჭ­რო პა­ლა­ტის პრე­ზი­დენტს სა­ქარ­თვე­ლო­ში ბა­ტონ მა­იკლ ქა­უ­გილს და აღ­მას­რუ­ლე­ბელ დი­რექ­ტორს ბა­ტონ ჯორჯ ველ­ტონს გა­უგ­ზავ­ნა:

„მო­გახ­სე­ნებთ, რომ შპს „კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნი“ („კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნი“, ან „კომ­პა­ნია“) წარ­მო­ად­გენს „ელექტრო­ნუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად ავ­ტო­რი­ზე­ბულ პირს და სა­ბი­თუ­მო ინ­ტერ­ნეტ მომ­სა­ხუ­რე­ბის ერთ-ერთ უმ­სხვი­ლეს მიმ­წო­დე­ბელს სა­ქარ­თვე­ლო­ში. წი­ნამ­დე­ბა­რე წე­რი­ლით გვსურს, თქვე­ნი ყუ­რა­დღე­ბა გა­ვა­მახ­ვი­ლოთ იმ საფრ­თხე­ებ­სა და რის­კზე, რო­მელ­თა წი­ნა­შეც დღეს დგას კომ­პა­ნია.

სა­ქარ­თვე­ლოს კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ეროვ­ნულ­მა კო­მი­სი­ამ („კო­მი­სია“) 2019 წლის 17 ოქ­ტომ­ბერს მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა (N გ-19-18/605), რომ­ლი­თაც კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნი ცნო სა­მარ­თალ­დამ­რღვე­ვად („გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა“); კერ­ძოდ, კო­მი­სი­ამ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვად მი­იჩ­ნია უცხო­ურ სა­წარ­მო „ნელ­გა­დო ლი­მი­თედ­ში“ ბოლო ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი მე­სა­კუთ­რის მიერ კუთ­ვნი­ლი 49% წი­ლის გას­ხვი­სე­ბა კო­მი­სი­ის წი­ნას­წა­რი თან­ხმო­ბის გა­რე­შე. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით კო­მი­სი­ამ „კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნი“ წე­რი­ლო­ბით გა­აფრ­თხი­ლა და და­ა­ვალ­დე­ბუ­ლა ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი მე­სა­კუთ­რის მიერ წი­ლის გას­ხვი­სე­ბამ­დე არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის აღ­დგე­ნა („ნას­ყი­დო­ბის შებ­რუ­ნე­ბა“).

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კო­მი­სი­ამ კომ­პა­ნი­ას და­ა­კის­რა ისე­თი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რომ­ლის შეს­რუ­ლე­ბის არც სა­მარ­თლებ­რი­ვი და არც ფაქ­ტობ­რი­ვი მე­ქა­ნიზ­მი კომ­პა­ნი­ას არ აქვს, რად­გან „კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნი“ არ არის ნას­ყი­დო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის მხა­რე. სწო­რედ ამის გამო კომ­პა­ნია დღემ­დე ვერ ას­რუ­ლებს კო­მი­სი­ის მიერ და­კის­რე­ბულ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას. ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის გამო კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნი კო­მი­სი­ამ 2019 წლის 12 დე­კემ­ბერს 30 000 ლა­რით, 2020 წლის 6 თე­ბერ­ვალს 90 000 ლა­რით, ხოლო 2020 წლის 12 მარტს 270 000 ლა­რით და­ა­სან­ქცი­რა. 2020 წლის 28 მა­ისს კო­მი­სი­ამ მო­რი­გი წარ­მო­ე­ბა და­ი­წყო „კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნის­თვის“ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის და­კის­რე­ბა­ზე. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად სხდო­მა ჩა­ნიშ­ნუ­ლია 2020 წლის 25 ივ­ნისს. აღ­ნიშ­ნულ სხდო­მა­ზე კო­მი­სია გა­ნი­ხი­ლავს „კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნის­თვის“ ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის შე­ჩე­რე­ბის სა­კითხს და­კის­რე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის გამო.

კო­მი­სი­ის მიერ „კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნის­თვის“ ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის შე­ჩე­რე­ბა გა­მო­უს­წო­რე­ბელ ზი­ანს მო­უ­ტანს უშუ­ა­ლოდ კომ­პა­ნი­ას და ნე­გა­ტი­ურ გავ­ლე­ნას იქო­ნი­ებს სა­ტე­ლე­კო­მუ­ნი­კა­ციო ბა­ზარ­ზე კონ­კუ­რენ­ცი­ის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე. კომ­პა­ნი­ის­თვის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის შე­ჩე­რე­ბა არა მარ­ტო და­ა­ზა­რა­ლებს სა­ბი­თუ­მო მომ­სა­ხუ­რე­ბის ბა­ზარს, არა­მედ მო­ბი­ლუ­რი და ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ქსე­ლის სა­ცა­ლო ინ­ტერ­ნეტ-მომ­ხმა­რებ­ლებს უსაფრ­თხო და ხა­რის­ხი­ა­ნი ინ­ტერ­ნეტ კავ­ში­რის გა­რე­შე და­ტო­ვებს. ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის შე­ჩე­რე­ბა, ასე­ვე, ნე­გა­ტი­ურ გავ­ლე­ნას იქო­ნი­ებს სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯეტ­ზეც, რად­გან „კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნი“ ავ­ტო­რი­ზე­ბა­დი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სავ­ლე­ბი­დან იხ­დის გა­და­სა­ხა­დებს.

„კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნი“ დღემ­დე ცდი­ლობს, რომ მიმ­დი­ნა­რე და­ვის ფარ­გლებ­ში ოპ­ტი­მა­ლუ­რი გა­მო­სა­ვა­ლი იპო­ვოს, რაც ერთი მხრივ, შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცემს კო­მი­სი­ას უზ­რუნ­ველ­ჰყოს სა­კუ­თა­რი მიზ­ნე­ბი­სა და ამო­ცა­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბა და მე­ო­რე მხრივ, აა­რი­დებს კომ­პა­ნი­ას გა­მო­უს­წო­რე­ბელ ზი­ანს. კო­მი­სია ითხოვს ნას­ყი­დო­ბის შებ­რუ­ნე­ბას, რად­გან მი­აჩ­ნია, რომ ტრან­ზაქ­ცია უქ­მნის საფრ­თხეს კონ­კუ­რენ­ცი­ას ბა­ზა­რის შე­სა­ბა­მის სეგ­მენტზე. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია აღი­ნიშ­ნოს, რომ კო­მი­სი­ამ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ისე, რომ არ შე­უს­წავ­ლია და არ ჩა­უ­ტა­რე­ბია შე­სა­ბა­მი­სი კვლე­ვა იმის და­სად­გე­ნად, რა გავ­ლე­ნას ახ­დენს ნას­ყი­დო­ბის ტრან­ზაქ­ცია კონ­კუ­რენ­ცი­ის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე. სწო­რედ ამ მიზ­ნით ითხოვ­და კომ­პა­ნია 2020 წლის 17 ოქ­ტომ­ბრის წარ­მო­ე­ბის ფარ­გლებ­ში და ასე­ვე, 2020 წლის 14 თე­ბერ­ვლის გან­ცხა­დე­ბით კო­მი­სი­ის მიერ ბაზ­რის კვლე­ვის და ანა­ლი­ზის ჩა­ტა­რე­ბას კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად. მი­უ­ხე­და­ვად ხსე­ნე­ბუ­ლი­სა, კო­მი­სი­ამ კომ­პა­ნი­ის თხოვ­ნა გა­ნუ­ხილ­ვე­ლად და­ტო­ვა.

მოგ­მარ­თავთ თხოვ­ნით, წე­რილ­ში მი­თი­თე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბი დე­ტა­ლუ­რად გან­ვი­ხი­ლოთ შეხ­ვედ­რის ფორ­მატ­ში, რათა, თქვე­ნი ჩარ­თუ­ლო­ბით, შევ­ძლოთ იმ ოპ­ტი­მა­ლუ­რი გა­მო­სავ­ლის მო­ძებ­ნა, რაც არ­სე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცემს კომ­პა­ნი­ას გა­აგ­რძე­ლოს ბიზ­ნეს საქ­მი­ა­ნო­ბა და ამა­ვე დროს მის­ცემს სა­შუ­ა­ლე­ბას კო­მი­სი­ას გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს თა­ვი­სი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბე­ბი.” – ნათ­ქვა­მია წე­რილ­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

„კავკასუს ონლაინსა“ და კომუნიკაციების კომისიას შორის არსებული პრობლემა ამერიკის სავაჭრო პალატასთან ონლაინ შეხვედრაზე განიხილეს

„კავკასუს ონლაინსა“ და კომუნიკაციების კომისიას შორის არსებული პრობლემა ამერიკის სავაჭრო პალატასთან ონლაინ შეხვედრაზე განიხილეს

კავკასუს ონლაინმა, როგორც საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის წევრმა, პალატის თავმჯდომარეს, კომპანიასა და კომუნიკაციების კომისიას შორის შექმნილი პრობლემის შესახებ წერილით მიმართა.

„კავკასუს ონლაინის“ გენერალურ დირექტორს რევაზ კობალაძესა და ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტს მაიკლ ქაუგილს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

„ონლაინ შეხვედრის ფარგლებში, ჩვენ დაწვრილებით განვიხილეთ ყველა პრობლემური საკითხი ნახსენები თემის გარშემო, რათა ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს მაქსიმალურად ზუსტი წარმოდგენა ჰქონოდათ კომისიაში მიმდინარე პროცესებზე. გარდა ამისა, წერილი, რომელიც საქმის ძირითად მასალას მოიცავს, გავუგზავნეთ ამერიკის სავაჭრო პალატის აღმასრულებელ დირექტორს საქართველოში“- აცხადებს რევაზ კოპალაძე.

აქვე გთავაზობთ წერილს, რომელიც „კავკასუს ონლაინმა“ ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტს საქართველოში ბატონ მაიკლ ქაუგილს და აღმასრულებელ დირექტორს ბატონ ჯორჯ ველტონს გაუგზავნა:

„მოგახსენებთ, რომ შპს „კავკასუს ონლაინი“ („კავკასუს ონლაინი“, ან „კომპანია“) წარმოადგენს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ავტორიზებულ პირს და საბითუმო ინტერნეტ მომსახურების ერთ-ერთ უმსხვილეს მიმწოდებელს საქართველოში. წინამდებარე წერილით გვსურს, თქვენი ყურადღება გავამახვილოთ იმ საფრთხეებსა და რისკზე, რომელთა წინაშეც დღეს დგას კომპანია.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ („კომისია“) 2019 წლის 17 ოქტომბერს მიიღო გადაწყვეტილება (N გ-19-18/605), რომლითაც კავკასუს ონლაინი ცნო სამართალდამრღვევად („გადაწყვეტილება“); კერძოდ, კომისიამ სამართალდარღვევად მიიჩნია უცხოურ საწარმო „ნელგადო ლიმითედში“ ბოლო ბენეფიციარი მესაკუთრის მიერ კუთვნილი 49% წილის გასხვისება კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე. გადაწყვეტილებით კომისიამ „კავკასუს ონლაინი“ წერილობით გააფრთხილა და დაავალდებულა ბენეფიციარი მესაკუთრის მიერ წილის გასხვისებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა („ნასყიდობის შებრუნება“).

აღსანიშნავია, რომ კომისიამ კომპანიას დააკისრა ისეთი ვალდებულება, რომლის შესრულების არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი მექანიზმი კომპანიას არ აქვს, რადგან „კავკასუს ონლაინი“ არ არის ნასყიდობის ხელშეკრულების მხარე. სწორედ ამის გამო კომპანია დღემდე ვერ ასრულებს კომისიის მიერ დაკისრებულ ვალდებულებას. ვალდებულების შეუსრულებლობის გამო კავკასუს ონლაინი კომისიამ 2019 წლის 12 დეკემბერს 30 000 ლარით, 2020 წლის 6 თებერვალს 90 000 ლარით, ხოლო 2020 წლის 12 მარტს 270 000 ლარით დაასანქცირა. 2020 წლის 28 მაისს კომისიამ მორიგი წარმოება დაიწყო „კავკასუს ონლაინისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებაზე. გადაწყვეტილების მისაღებად სხდომა ჩანიშნულია 2020 წლის 25 ივნისს. აღნიშნულ სხდომაზე კომისია განიხილავს „კავკასუს ონლაინისთვის“ ავტორიზაციის შეჩერების საკითხს დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.

კომისიის მიერ „კავკასუს ონლაინისთვის“ ავტორიზაციის შეჩერება გამოუსწორებელ ზიანს მოუტანს უშუალოდ კომპანიას და ნეგატიურ გავლენას იქონიებს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე კონკურენციის მდგომარეობაზე. კომპანიისთვის ავტორიზაციის შეჩერება არა მარტო დააზარალებს საბითუმო მომსახურების ბაზარს, არამედ მობილური და ფიქსირებული ქსელის საცალო ინტერნეტ-მომხმარებლებს უსაფრთხო და ხარისხიანი ინტერნეტ კავშირის გარეშე დატოვებს. ავტორიზაციის შეჩერება, ასევე, ნეგატიურ გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტზეც, რადგან „კავკასუს ონლაინი“ ავტორიზებადი საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავლებიდან იხდის გადასახადებს.

„კავკასუს ონლაინი“ დღემდე ცდილობს, რომ მიმდინარე დავის ფარგლებში ოპტიმალური გამოსავალი იპოვოს, რაც ერთი მხრივ, შესაძლებლობას მისცემს კომისიას უზრუნველჰყოს საკუთარი მიზნებისა და ამოცანების შესრულება და მეორე მხრივ, აარიდებს კომპანიას გამოუსწორებელ ზიანს. კომისია ითხოვს ნასყიდობის შებრუნებას, რადგან მიაჩნია, რომ ტრანზაქცია უქმნის საფრთხეს კონკურენციას ბაზარის შესაბამის სეგმენტზე. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ისე, რომ არ შეუსწავლია და არ ჩაუტარებია შესაბამისი კვლევა იმის დასადგენად, რა გავლენას ახდენს ნასყიდობის ტრანზაქცია კონკურენციის მდგომარეობაზე. სწორედ ამ მიზნით ითხოვდა კომპანია 2020 წლის 17 ოქტომბრის წარმოების ფარგლებში და ასევე, 2020 წლის 14 თებერვლის განცხადებით კომისიის მიერ ბაზრის კვლევის და ანალიზის ჩატარებას კანონის შესაბამისად. მიუხედავად ხსენებულისა, კომისიამ კომპანიის თხოვნა განუხილველად დატოვა.

მოგმართავთ თხოვნით, წერილში მითითებული საკითხები დეტალურად განვიხილოთ შეხვედრის ფორმატში, რათა, თქვენი ჩართულობით, შევძლოთ იმ ოპტიმალური გამოსავლის მოძებნა, რაც არსებულ სიტუაციაში შესაძლებლობას მისცემს კომპანიას გააგრძელოს ბიზნეს საქმიანობა და ამავე დროს მისცემს საშუალებას კომისიას განახორციელოს თავისი უფლებამოსილებები.” – ნათქვამია წერილში.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობის პირველი ფაზა დასრულებულია

ქობულეთსა და შუახევს ახალი სათავგადასავლო ტურისტული მარშრუტი შეემატება

"გზა დედამიწიდან მარსამდე მთვარეზე გაივლის" - ევროპის კოსმოსური სააგენტოს ქართველი თანამშრომელი ილონ მასკსა და მის გრანდიოზულ პროექტებზე