მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ტიტანიკის" ჩაუძირავი ლედი - ვინ იყო ქალი, რომელიც სამ ისტორიულ საზღაო კატასტროფას გადაურჩა
"ტიტანიკის" ჩაუძირავი ლედი - ვინ იყო ქალი, რომელიც სამ ისტორიულ საზღაო კატასტროფას გადაურჩა

თუ გე­მის და­ღუპ­ვას ცო­ცხა­ლი გა­და­ურ­ჩით, თავს შე­გიძ­ლი­ათ იღ­ბლი­ა­ნი უწო­დოთ და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ, გე­მის ბორტზე ფეხს აღა­რას­დროს აად­გამთ. თუმ­ცა, ვა­ი­ო­ლეტ კონ­სტანს ჯე­სო­პი ყვე­ლა­ზე იღ­ბლი­ა­ნი ქა­ლია. ის სამი ტრან­სატ­ლან­ტი­კუ­რი ლა­ი­ნე­რის და­ღუპ­ვას გა­და­ურ­ჩა. ესე­ნია "ოლიმ­პი­კი", "ტი­ტა­ნი­კი" და "ბრი­ტა­ნი­კა". უფრო მე­ტიც, პენ­სი­ა­ზე გას­ვლამ­დე გე­მებ­ზე მუ­შა­ობ­და.

ვა­ი­ო­ლეტ ჯე­სო­პი 1887 წლის 2 ოქ­ტომ­ბერს არ­გენ­ტი­ნა­ში და­ი­ბა­და. ირ­ლან­დი­ე­ლი ემიგ­რან­ტე­ბის ოჯახ­ში მე­ცხრე ბავ­შვი იყო. ბავ­შვო­ბა­ში ტუ­ბერ­კუ­ლო­ზი შე­ე­ყა­რა და ექი­მებ­მა რამ­დე­ნი­მე თვის სი­ცო­ცხლე უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლეს, თუმ­ცა გო­გო­ნამ და­ა­ვა­დე­ბა და­ა­მარ­ცხა და ჯან­სა­ღი იყო სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე.

დე­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ოჯა­ხი ბრი­ტა­ნეთ­ში დაბ­რუნ­და. მა­ნამ­დე გო­გო­ნა სა­მო­ნას­ტრო სკო­ლა­ში სწავ­ლობ­და. ოჯახს მძი­მე ტვირ­თად რომ არ დას­წო­ლო­და და და-ძმე­ბის გა­მო­საკ­ვე­ბი ფული ჰქო­ნო­და, ვა­ი­ო­ლე­ტი სამ­გზავ­რო ლა­ი­ნერ­ზე სტი­უ­არ­დე­სად მო­ე­წყო. სა­დაც მა­ნამ­დე დე­და­მი­სი მუ­შა­ობ­და. თუმ­ცა, მისი სამ­სა­ხურ­ში აყ­ვა­ნა გარ­თულ­და. იმ პე­რი­ოდ­ში ლა­ი­ნერ­ზე სა­შუ­ა­ლო ასა­კის ქალ­ბა­ტო­ნე­ბი მუ­შა­ობ­დნენ, ვა­ი­ო­ლე­ტი კი 21 წლის გახ­ლდათ. მის სი­ნორ­ჩე­სა და მიმ­ზიდ­ვე­ლო­ბას შე­იძ­ლე­ბა უსი­ა­მოვ­ნე­ბა გა­მო­ეწ­ვია მგზავ­რებ­სა და ეკი­პა­ჟის თა­ნამ­შრომ­ლებს შო­რის. კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ჯე­სოპ­მა ხე­ლის თხოვ­ნის სამი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა მი­ი­ღო. ერთ-ერთი ზღაპ­რუ­ლად მდი­და­რი მგზავ­რი გახ­ლდათ.

ვა­ი­ო­ლე­ტი მხო­ლოდ ერთხელ იყო გა­თხო­ვი­ლი, ისიც 6 თვით და შვი­ლე­ბი არას­დროს ჰყო­ლია. გემ­ზე კი მა­ინც აიყ­ვა­ნეს სა­მუ­შა­ოდ და ისიც იმ პი­რო­ბით, თუ ბებ­რუ­ხა­ნას სა­მო­სი ეც­მე­ო­და და უმა­კი­ა­ჟოდ იქ­ნე­ბო­და.

1908 წელს, ვა­ი­ო­ლეტ ჯე­სო­პი White Star Line-ის კომ­პა­ნი­ა­ში აიყ­ვა­ნეს სა­მუ­შა­ოდ და აქე­დან იწყე­ბა მისი თავ­გა­და­სა­ვა­ლი. მისი პირ­ვე­ლი გემი "მა­ჯეს­ტი­კი" იყო. მი­უ­ხე­და­ვად მცი­რე ანა­ზღა­უ­რე­ბი­სა, თვე­ში 2,10 გირ­ვან­ქა სტერ­ლინ­გი გა­მოს­დი­ო­და (200 გირ­ვან­ქა სტერ­ლინ­გი დღე­ვან­დე­ლი კურ­სით), სა­მუ­შაო მოს­წონ­და. მგზავ­რე­ბიც მუ­დამ კმა­ყო­ფი­ლე­ბი იყ­ვნენ მი­სით. შემ­დეგ კი "ოლიმ­პი­კი" გახ­ლდათ. რო­მე­ლიც 1911 წლის 20 სექ­ტემ­ბერს კრე­ი­სერ "ჰო­უკს" შე­ე­ჯა­ხა. კა­ტას­ტრო­ფა უმ­სხვერ­პლოდ დას­რულ­და, მაგ­რამ "ტი­ტა­ნი­კის" შემ­თხვე­ვა­ში მსოფ­ლიო კა­ტას­ტრო­ფა დატ­რი­ალ­და. კომ­პა­ნი­ა­ში იცოდ­ნენ გა­მოც­დი­ლი და გუ­ლის­ხმი­ე­რი ვა­ი­ო­ლე­ტის შე­სა­ხებ და მდიდ­რულ ლა­ი­ნერ­ზე მი­ი­პა­ტი­ჟეს სა­მუ­შა­ოდ.

გე­მის ბედი ყვე­ლამ იცით, იგი აის­ბერგს შე­ე­ჯა­ხა და 1500 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა. ვა­ი­ო­ლეტ ჯე­სო­პი მე-16 ნომ­რის ნავ­ში იჯდა. აი, რას იხ­სე­ნებ­და მოგ­ვი­ა­ნე­ბით: "ქა­ლე­ბი ქმრებს ემ­შვი­დო­ბე­ბოდ­ნენ, ბავ­შვებ­საც ატან­დნენ, მაგ­რამ თა­ვად, ში­შის გამო, არაფ­რის დი­დე­ბით არ სხდე­ბოდ­ნენ ნავ­ში. კა­პი­ტან­მა მიბ­რძა­ნა, პირ­ვე­ლი ჩავ­მჯდა­რი­ყა­ვი ნავ­ში, რათა მან­დი­ლოს­ნე­ბის­თვის მა­გა­ლი­თი მი­მე­ცა".

გა­დარ­ჩე­ნი­ლი მგზავ­რე­ბი გემ­მა "კარ­პა­ტი­ამ" აიყ­ვა­ნა. ვა­ი­ო­ლეტ ჯე­სო­პი მშვი­დო­ბით დაბ­რუნ­და ხმე­ლეთ­ზე. რო­გორ გგო­ნი­ათ, ორი კა­ტას­ტრო­ფის შემ­დეგ ადა­მი­ა­ნი კი­დევ აად­გამს ფეხს გემ­ზე? რა თქმა უნდა, არა, მაგ­რამ ვა­ი­ო­ლე­ტი სხვა­ნა­ი­რად ფიქ­რობ­და. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ტიტანიკის" ჩაუძირავი ლედი - ვინ იყო ქალი, რომელიც სამ ისტორიულ საზღაო კატასტროფას გადაურჩა

"ტიტანიკის" ჩაუძირავი ლედი - ვინ იყო ქალი, რომელიც სამ ისტორიულ საზღაო კატასტროფას გადაურჩა

თუ გემის დაღუპვას ცოცხალი გადაურჩით, თავს შეგიძლიათ იღბლიანი უწოდოთ და დარწმუნებულები ვართ, გემის ბორტზე ფეხს აღარასდროს აადგამთ. თუმცა, ვაიოლეტ კონსტანს ჯესოპი ყველაზე იღბლიანი ქალია. ის სამი ტრანსატლანტიკური ლაინერის დაღუპვას გადაურჩა. ესენია "ოლიმპიკი", "ტიტანიკი" და "ბრიტანიკა". უფრო მეტიც, პენსიაზე გასვლამდე გემებზე მუშაობდა.

ვაიოლეტ ჯესოპი 1887 წლის 2 ოქტომბერს არგენტინაში დაიბადა. ირლანდიელი ემიგრანტების ოჯახში მეცხრე ბავშვი იყო. ბავშვობაში ტუბერკულოზი შეეყარა და ექიმებმა რამდენიმე თვის სიცოცხლე უწინასწარმეტყველეს, თუმცა გოგონამ დაავადება დაამარცხა და ჯანსაღი იყო სიცოცხლის ბოლომდე.

დედის გარდაცვალების შემდეგ ოჯახი ბრიტანეთში დაბრუნდა. მანამდე გოგონა სამონასტრო სკოლაში სწავლობდა. ოჯახს მძიმე ტვირთად რომ არ დასწოლოდა და და-ძმების გამოსაკვები ფული ჰქონოდა, ვაიოლეტი სამგზავრო ლაინერზე სტიუარდესად მოეწყო. სადაც მანამდე დედამისი მუშაობდა. თუმცა, მისი სამსახურში აყვანა გართულდა. იმ პერიოდში ლაინერზე საშუალო ასაკის ქალბატონები მუშაობდნენ, ვაიოლეტი კი 21 წლის გახლდათ. მის სინორჩესა და მიმზიდველობას შეიძლება უსიამოვნება გამოეწვია მგზავრებსა და ეკიპაჟის თანამშრომლებს შორის. კარიერის განმავლობაში ჯესოპმა ხელის თხოვნის სამი შემოთავაზება მიიღო. ერთ-ერთი ზღაპრულად მდიდარი მგზავრი გახლდათ.

ვაიოლეტი მხოლოდ ერთხელ იყო გათხოვილი, ისიც 6 თვით და შვილები არასდროს ჰყოლია. გემზე კი მაინც აიყვანეს სამუშაოდ და ისიც იმ პირობით, თუ ბებრუხანას სამოსი ეცმეოდა და უმაკიაჟოდ იქნებოდა.

1908 წელს, ვაიოლეტ ჯესოპი White Star Line-ის კომპანიაში აიყვანეს სამუშაოდ და აქედან იწყება მისი თავგადასავალი. მისი პირველი გემი "მაჯესტიკი" იყო. მიუხედავად მცირე ანაზღაურებისა, თვეში 2,10 გირვანქა სტერლინგი გამოსდიოდა (200 გირვანქა სტერლინგი დღევანდელი კურსით), სამუშაო მოსწონდა. მგზავრებიც მუდამ კმაყოფილები იყვნენ მისით. შემდეგ კი "ოლიმპიკი" გახლდათ. რომელიც 1911 წლის 20 სექტემბერს კრეისერ "ჰოუკს" შეეჯახა. კატასტროფა უმსხვერპლოდ დასრულდა, მაგრამ "ტიტანიკის" შემთხვევაში მსოფლიო კატასტროფა დატრიალდა. კომპანიაში იცოდნენ გამოცდილი და გულისხმიერი ვაიოლეტის შესახებ და მდიდრულ ლაინერზე მიიპატიჟეს სამუშაოდ.

გემის ბედი ყველამ იცით, იგი აისბერგს შეეჯახა და 1500 ადამიანი გარდაიცვალა. ვაიოლეტ ჯესოპი მე-16 ნომრის ნავში იჯდა. აი, რას იხსენებდა მოგვიანებით: "ქალები ქმრებს ემშვიდობებოდნენ, ბავშვებსაც ატანდნენ, მაგრამ თავად, შიშის გამო, არაფრის დიდებით არ სხდებოდნენ ნავში. კაპიტანმა მიბრძანა, პირველი ჩავმჯდარიყავი ნავში, რათა მანდილოსნებისთვის მაგალითი მიმეცა".

გადარჩენილი მგზავრები გემმა "კარპატიამ" აიყვანა. ვაიოლეტ ჯესოპი მშვიდობით დაბრუნდა ხმელეთზე. როგორ გგონიათ, ორი კატასტროფის შემდეგ ადამიანი კიდევ აადგამს ფეხს გემზე? რა თქმა უნდა, არა, მაგრამ ვაიოლეტი სხვანაირად ფიქრობდა. წაიკითხეთ სრულად

ივლისის ფინანსური და სასიყვარულო ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - რა პროგნოზებს აკეთებენ ასტროლოგები

როგორ გადაიღო ცნობილმა რუსმა ფოტოგრაფმა დავით ყიფიანის გენიალური კადრი - "5 წლის შემდეგ, იმ დღეს პირველად დადგა მოედანზე ფეხი..."

დღის ფოტო: ბათუმში მილიონ ყვავილს რგავენ