პოლიტიკა
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალი კვლევის თანახმად, COVID-19-ის ანტისხეულები ორგანიზმში დიდხანს არ რჩება და ისინი შესაძლოა, 2 თვეში გაქრეს
ახალი კვლევის თანახმად, COVID-19-ის ანტისხეულები ორგანიზმში დიდხანს არ რჩება და ისინი შესაძლოა, 2 თვეში გაქრეს

იმ ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მი, რო­მელ­მაც კო­რო­ნა­ვირუ­სი და­ა­მარ­ცხა, COVID-19-ის ან­ტის­ხე­უ­ლებს დიდ­ხანს ვერ ინარ­ჩუ­ნებს, გან­სა­კუთ­რე­ბით იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ინ­ფი­ცი­რე­ბულ­მა ვირუ­სი უსიმპტო­მოდ გა­და­ი­ტა­ნა. ამის შე­სა­ხებ "ბიზ­ნეს ინ­სა­ი­დე­რი“ კვლე­ვა­ზე დაყ­რდნო­ბით წერს.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ჟურ­ნალ Nature Medicine-ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი კვლე­ვის მი­ხედ­ვით, გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლის ორ­გა­ნიზ­მმა შე­საძ­ლოა, სულ რამ­დე­ნი­მე თვე­ში და­კარ­გოს ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი - ცი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ებ­რძვი­ან ვირუსს და ხელს უშ­ლი­ან თა­ვი­დან და­ინ­ფი­ცი­რე­ბას.

კვლე­ვის შე­დეგ­მა ახა­ლი კი­თხვე­ბი გა­ა­ჩი­ნა COVID-19-ის მი­მართ იმუ­ნი­ტე­ტის გა­მო­მუ­შა­ვე­ბის შე­სა­ხებ და სა­მეც­ნი­ე­რო წრე­ებ­ში კი­დევ უფრო სა­ეჭ­ვო გა­ხა­და ეფექ­ტუ­რი ვაქ­ცი­ნის შექ­მნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

კვლე­ვა ჩი­ნეთ­ში ჩა­ტარ­და. მეც­ნი­ე­რებ­მა ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი შე­ა­მოწ­მეს 37 ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი და გა­მო­ხა­ტუ­ლი სიმპტო­მე­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტე­ბის სხე­ულ­ში, ასე­ვე 37 ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ უსიმპტო­მო პა­ცი­ენ­ტის ორ­გა­ნიზ­მში - რო­გორც და­ა­ვა­დე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის პე­რი­ოდ­ში, ასე­ვე ვირუ­სის გა­და­ტა­ნის შემ­დეგ.

კვლე­ვა გა­მიზ­ნუ­ლი იყო ორ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხის მი­სა­ღე­ბად:

1. უვი­თარ­დე­ბათ თუ არა ადა­მი­ა­ნებს იმუ­ნი­ტე­ტი ვირუ­სის გა­და­ტა­ნის შემ­დეგ?

2. რამ­დენ ხანს შე­იძ­ლე­ბა შე­ნარ­ჩუნ­დეს ორ­გა­ნიზ­მში კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი?

კვლე­ვა­ში ჩარ­თულ ადა­მი­ან­თა უმე­ტე­სო­ბას ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბი­დან, და­ახ­ლო­ე­ბით, ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­უ­ნარ­ჩუნ­დათ.

გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბი­დან 8 კვი­რის შემ­დეგ, ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი იმ ადა­მი­ა­ნებ­ში, რომ­ლებ­საც COVID-19-ის გა­მო­ხა­ტუ­ლი სიმპტო­მე­ბი ჰქონ­დათ, 40%-მდე შემ­ცირ­და, ხოლო უსიმპტო­მო პა­ცი­ენ­ტებ­ში - 13%-მდე.

"ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­მაც ვირუ­სი უსიმპტო­მოდ გა­და­ი­ტა­ნეს, ვირუ­სის და­მარ­ცხე­ბის შემ­დეგ ჰქონ­დათ უფრო სუს­ტი იმუ­ნუ­რი სის­ტე­მა", - ნათ­ქვა­მია კვლე­ვის დას­კვნა­ში.

მეც­ნი­ერ­თა თქმით, ამ ეტაპ­ზე უც­ნო­ბია ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის და­ბა­ლი დონე არის თუ არა საკ­მა­რი­სი იმუ­ნი­ტე­ტის­თვის და იმის­თვის, რომ ადა­მი­ა­ნი მე­ო­რედ აღარ და­ინ­ფი­ცირ­დეს. ზო­გი­ერ­თი კვლე­ვის თა­ნახ­მად, ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბაც კი შე­საძ­ლოა საკ­მა­რი­სი იყოს თა­ვი­დან და­ინ­ფი­ცი­რე­ბის ასა­რი­დებ­ლად, თუმ­ცა მეც­ნი­ე­რებს ამ სა­კი­თხზე ზუს­ტი პა­სუ­ხი არ აქვთ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კვლე­ვის ფარ­გლებ­ში მეც­ნი­ე­რებ­მა შე­ის­წავ­ლეს ორი სა­ხის ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი - იმუ­ნოგ­ლო­ბუ­ლი­ნი G (igG) და იმუ­ნოგ­ლო­ბუ­ლი­ნი M (igM).

ზო­გა­დად, ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მი, პირ­ველ რიგ­ში, გა­მო­ი­მუ­შა­ვებს igM ან­ტის­ხე­უ­ლებს ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ის სა­პა­სუ­ხოდ, ხოლო igG გა­მო­მუ­შავ­დე­ბა მა­შინ, როცა ადა­მი­ა­ნი დიდი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­შია ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი. მეც­ნი­ერ­თა თქმით, იმუ­ნი­ტე­ტის ხან­გრძლი­ვად შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თვის igG უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

კვლე­ვა­ში ჩარ­თუ­ლი იმ ადა­მი­ა­ნე­ბი­დან, რომ­ლებ­მაც ვირუ­სი უსიმპტო­მოდ გა­და­ი­ტა­ნეს, 7-ს, ხოლო სიმპტო­მი­ა­ნე­ბი­დან 6-ს სხე­ულ­ში igG ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი არ აღ­მო­აჩ­ნდათ ვირუ­სის გა­და­ტა­ნი­დან 3-4 კვი­რის შემ­დეგ. უფრო მე­ტიც, ამ ადა­მი­ა­ნე­ბის ორ­გა­ნიზ­მში არც igM არ იყო გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი.

8 კვი­რის შემ­დეგ igG ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის დონე შემ­ცირ­და სხვა პა­ცი­ენ­ტებ­შიც. 71%-ით შემ­ცირ­და უსიმპტო­მო პა­ცი­ენ­ტე­ბის ჯგუფ­ში, ხოლო 76%-ით იმ ადა­მი­ა­ნებ­ში რომ­ლებ­მაც ვირუ­სი გა­მო­ხა­ტუ­ლი სიმპტო­მე­ბით გა­და­ი­ტა­ნეს.

ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის გარ­და, კვლე­ვის მო­ნა­წი­ლე­ებს სხვა ტი­პის ან­ტის­ხე­უ­ლე­ბიც გა­მო­უ­მუ­შავ­დათ. მეც­ნი­ე­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ყვე­ლა ორ­გა­ნიზ­მი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად და აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვაგ­ვა­რად რე­ა­გი­რებს ვირუს­ზე და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ტი­პის ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი უმუ­შავ­დე­ბათ, თუმ­ცა სა­ერ­თო სუ­რა­თი ისაა, რომ 8 კვი­რის შემ­დეგ მათი რა­ო­დე­ნო­ბა ზო­გი­ერთ პა­ცი­ენ­ტში მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შემ­ცირ­და, ზო­გი­ერ­თის ორ­გა­ნიზ­მი­დან კი სა­ერ­თოდ გაქ­რა.

კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი შტა­მი, COVID-19 ჩი­ნე­თის ქა­ლაქ უხა­ნი­დან გავ­რცელ­და. ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ პან­დე­მია 11 მარტს გა­მო­ა­ცხა­და. ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით ბევ­რი რამ ჯერ კი­დევ ბუნ­დო­ვა­ნია და მის სამ­კურ­ნა­ლოდ არ არ­სე­ბობს მე­დი­კა­მენ­ტი და არც ვაქ­ცი­ნა.

ბრი­ტა­ნე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის თქმით, ამ ეტა­პის­თვის ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბა "დექ­სა­მე­ტა­ზო­ნია", რო­მელ­საც კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი კრი­ტი­კუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნა შე­უძ­ლია. რაც შე­ე­ხე­ბა ვაქ­ცი­ნას, ექ­სპერ­ტე­ბის ვა­რა­უ­დით, ის 2020 წლის ბო­ლოს­თვის უნდა იყოს მზად.

ამ დრო­ის­თვის, გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბით, ვირუ­სით 8.6 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­და, მათ შო­რის, 455 000-ზე მეტი პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო 4.5 მი­ლი­ო­ნი გა­მო­ჯან­მრთელ­და.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კოსტა ბუკია
7

უკვე ტვინი იბურღება ამ კორონაზე ლაპარაკით ლეიკემიით დაავადებულებს მიხედეთ ჯობია და კიბოთი დაავადებულებს ერთი გადასხმა 2000 ლარი რო ღირს ხალხზე მზრუნველებო.

qeTo
9

ვეღარ დაგვაბოლეეეეეებთ! წერეთ და იკითხეთ რამდენიც გიონდათ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ახალი კვლევის თანახმად, COVID-19-ის ანტისხეულები ორგანიზმში დიდხანს არ რჩება და ისინი შესაძლოა, 2 თვეში გაქრეს

ახალი კვლევის თანახმად, COVID-19-ის ანტისხეულები ორგანიზმში დიდხანს არ რჩება და ისინი შესაძლოა, 2 თვეში გაქრეს

იმ ადამიანის ორგანიზმი, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა, COVID-19-ის ანტისხეულებს დიდხანს ვერ ინარჩუნებს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ინფიცირებულმა ვირუსი უსიმპტომოდ გადაიტანა. ამის შესახებ "ბიზნეს ინსაიდერი“ კვლევაზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, ჟურნალ Nature Medicine-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გამოჯანმრთელებულის ორგანიზმმა შესაძლოა, სულ რამდენიმე თვეში დაკარგოს ანტისხეულები - ცილები, რომლებიც ებრძვიან ვირუსს და ხელს უშლიან თავიდან დაინფიცირებას.

კვლევის შედეგმა ახალი კითხვები გააჩინა COVID-19-ის მიმართ იმუნიტეტის გამომუშავების შესახებ და სამეცნიერო წრეებში კიდევ უფრო საეჭვო გახადა ეფექტური ვაქცინის შექმნის შესაძლებლობა.

კვლევა ჩინეთში ჩატარდა. მეცნიერებმა ანტისხეულები შეამოწმეს 37 ინფიცირებული და გამოხატული სიმპტომების მქონე პაციენტების სხეულში, ასევე 37 ინფიცირებული, მაგრამ უსიმპტომო პაციენტის ორგანიზმში - როგორც დაავადების მიმდინარეობის პერიოდში, ასევე ვირუსის გადატანის შემდეგ.

კვლევა გამიზნული იყო ორ კითხვაზე პასუხის მისაღებად:

1. უვითარდებათ თუ არა ადამიანებს იმუნიტეტი ვირუსის გადატანის შემდეგ?

2. რამდენ ხანს შეიძლება შენარჩუნდეს ორგანიზმში კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები?

კვლევაში ჩართულ ადამიანთა უმეტესობას ანტისხეულები გამოჯანმრთელებიდან, დაახლოებით, ორი თვის განმავლობაში შეუნარჩუნდათ.

გამოჯანმრთელებიდან 8 კვირის შემდეგ, ანტისხეულები იმ ადამიანებში, რომლებსაც COVID-19-ის გამოხატული სიმპტომები ჰქონდათ, 40%-მდე შემცირდა, ხოლო უსიმპტომო პაციენტებში - 13%-მდე.

"ადამიანებს, რომლებმაც ვირუსი უსიმპტომოდ გადაიტანეს, ვირუსის დამარცხების შემდეგ ჰქონდათ უფრო სუსტი იმუნური სისტემა", - ნათქვამია კვლევის დასკვნაში.

მეცნიერთა თქმით, ამ ეტაპზე უცნობია ანტისხეულების დაბალი დონე არის თუ არა საკმარისი იმუნიტეტისთვის და იმისთვის, რომ ადამიანი მეორედ აღარ დაინფიცირდეს. ზოგიერთი კვლევის თანახმად, ანტისხეულების მცირე რაოდენობაც კი შესაძლოა საკმარისი იყოს თავიდან დაინფიცირების ასარიდებლად, თუმცა მეცნიერებს ამ საკითხზე ზუსტი პასუხი არ აქვთ.

აღსანიშნავია, რომ კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა შეისწავლეს ორი სახის ანტისხეულები - იმუნოგლობულინი G (igG) და იმუნოგლობულინი M (igM).

ზოგადად, ინფიცირებული ადამიანის ორგანიზმი, პირველ რიგში, გამოიმუშავებს igM ანტისხეულებს ვირუსული ინფექციის საპასუხოდ, ხოლო igG გამომუშავდება მაშინ, როცა ადამიანი დიდი დროის განმავლობაშია ინფიცირებული. მეცნიერთა თქმით, იმუნიტეტის ხანგრძლივად შენარჩუნებისთვის igG უფრო მნიშვნელოვანია.

კვლევაში ჩართული იმ ადამიანებიდან, რომლებმაც ვირუსი უსიმპტომოდ გადაიტანეს, 7-ს, ხოლო სიმპტომიანებიდან 6-ს სხეულში igG ანტისხეულები არ აღმოაჩნდათ ვირუსის გადატანიდან 3-4 კვირის შემდეგ. უფრო მეტიც, ამ ადამიანების ორგანიზმში არც igM არ იყო გამომუშავებული.

8 კვირის შემდეგ igG ანტისხეულების დონე შემცირდა სხვა პაციენტებშიც. 71%-ით შემცირდა უსიმპტომო პაციენტების ჯგუფში, ხოლო 76%-ით იმ ადამიანებში რომლებმაც ვირუსი გამოხატული სიმპტომებით გადაიტანეს.

ზემოთ აღნიშნული ანტისხეულების გარდა, კვლევის მონაწილეებს სხვა ტიპის ანტისხეულებიც გამოუმუშავდათ. მეცნიერები ამბობენ, რომ ყველა ორგანიზმი ინდივიდუალურად და აბსოლუტურად სხვაგვარად რეაგირებს ვირუსზე და განსხვავებული ტიპის ანტისხეულები უმუშავდებათ, თუმცა საერთო სურათი ისაა, რომ 8 კვირის შემდეგ მათი რაოდენობა ზოგიერთ პაციენტში მნიშვნელოვნად შემცირდა, ზოგიერთის ორგანიზმიდან კი საერთოდ გაქრა.

კორონავირუსის ახალი შტამი, COVID-19 ჩინეთის ქალაქ უხანიდან გავრცელდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემია 11 მარტს გამოაცხადა. ვირუსთან დაკავშირებით ბევრი რამ ჯერ კიდევ ბუნდოვანია და მის სამკურნალოდ არ არსებობს მედიკამენტი და არც ვაქცინა.

ბრიტანელი მეცნიერების თქმით, ამ ეტაპისთვის ყველაზე ეფექტური სამკურნალო საშუალება "დექსამეტაზონია", რომელსაც კორონავირუსით ინფიცირებული კრიტიკული პაციენტების სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია. რაც შეეხება ვაქცინას, ექსპერტების ვარაუდით, ის 2020 წლის ბოლოსთვის უნდა იყოს მზად.

ამ დროისთვის, გლობალური მასშტაბით, ვირუსით 8.6 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, მათ შორის, 455 000-ზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 4.5 მილიონი გამოჯანმრთელდა.

"ჩვენ არ ველოდებით ბოდიშებს, მაგრამ ვთვლით, რომ ეს სწორი ნაბიჯი იქნებოდა" - გავრილოვი 20 ივნისის მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს

"ვუყურებდი ჩემი შვილის გათეთრებულ სახეს და ვგრძნობდი, მას ვკარგავდი..." - წინადაცვეთის ტრადიციას შეწირული გოგონების საშინელი ისტორიები ჩრდილო კავკასიაში

WhatsApp-ის მუშაობაში გლობალური შეფერხებაა