სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ტურისტებს, რომლებსაც PCR ტესტის ვალიდური დოკუმენტი არ ექნებათ, კორონავირუსზე ტესტი აეროპორტში ჩაუტარდებათ"
"ტურისტებს, რომლებსაც PCR ტესტის ვალიდური დოკუმენტი არ ექნებათ, კორონავირუსზე ტესტი აეროპორტში ჩაუტარდებათ"

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი, ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძე აცხა­დებს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­სულ იმ ტუ­რის­ტებს, რომ­ლებ­საც PCR ტეს­ტის ვა­ლი­დუ­რი დო­კუ­მენ­ტი არ ექ­ნე­ბათ, კო­რო­ნა­ვირუს­ზე PCR ტეს­ტი აე­რო­პორ­ტში ჩა­უ­ტარ­დე­ბათ.

ამას­თან, რო­გორც მი­ნის­ტრმა 1-ელი ივ­ლი­სი­დან სა­ერ­თა­შო­რი­სო ტუ­რის­ტე­ბის მი­ღე­ბის სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით აღ­ნიშ­ნა, არ უქ­მდე­ბა სა­კა­რან­ტი­ნო სივ­რცე­ე­ბი.

„ყვე­ლა წესი შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია. გვაქვს მრავ­ლო­ბი­თი პუნ­ქტე­ბი, რომ სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მოხ­დეს ტუ­რის­ტე­ბის გა­ტესტვა. ასე­ვე, ვი­ნარ­ჩუ­ნებთ ყვე­ლა დღემ­დე არ­სე­ბულ სა­კა­რან­ტი­ნო სივ­რცეს. უბ­რა­ლოდ რა­ო­დე­ნობ­რი­ვი ცვლი­ლე­ბა გვაქვს შე­ტა­ნი­ლი აქ. გარ­კვე­ულ სას­ტუმ­როს ვაძ­ლევთ ტუ­რის­ტე­ბის მი­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას, თუმ­ცა ყვე­ლა სას­ტუმ­რო ვალ­დე­ბუ­ლია გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბი. გვაქვს ტეს­ტე­ბის საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბა, გვაქვს კო­ორ­დი­ნა­ცია და და­ლა­გე­ბუ­ლი ლო­ჯის­ტი­კა ყვე­ლა ლა­ბო­რა­ტო­რი­ას­თან, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს. ეს ნიშ­ნავს, რომ ეტა­პობ­რი­ვად, დღი­უ­რად 3000, 4000 და უკვე შე­მოდ­გო­მა­ზე 10 000 ტეს­ტის ჩა­ტა­რე­ბა შეგ­ვეძ­ლე­ბა, რაც ად­რე­ულ დი­აგ­ნოს­ტი­კას უზ­რუნ­ველ­ყოფს.

ქვეყ­ნებს შო­რის სხვა­დას­ხვა ტი­პის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი არ­სე­ბობს. პირ­ვე­ლი, რა მო­თხოვ­ნაც გვაქვს არის, რომ ტუ­რისტს თან ექ­ნე­ბა PCR ტეს­ტის ვა­ლი­დუ­რი დო­კუ­მენ­ტი, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ კო­ვი­დი არ აქვს. იმ ტუ­რის­ტე­ბის­თვის, რომ­ლებ­საც დო­კუ­მენ­ტი არ ექ­ნე­ბათ, ჩვენ უზ­რუნ­ველ­ვყოფთ ტეს­ტის ჩა­ტა­რე­ბას აე­რო­პორ­ტში და იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მი­ვი­ღებთ ტუ­რის­ტე­ბის დიდ ნა­კა­დებს, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბია სას­ტუმ­რო­ებ­თან, სა­დაც ტუ­რის­ტე­ბის გან­თავ­სე­ბა მოხ­დე­ბა და და­ე­ლო­დე­ბი­ან ტეს­ტის პა­სუ­ხებს,“ - აღ­ნიშ­ნა მი­ნის­ტრმა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
nugzari
0

მაინტერესებს საოჯახო ტიპის სასტუმრო რომელსაც აქვს ბუკინზე განთავსებული და ელოდება სტუმრებს 2 ივლისისათვის უკრაინიდან და შემდგომში კიდე სხვადასხვა ქვეყნებიდან, , ტურისტიც და რათქმა უნდა ჩვენც მოუთმენლად ველოდებით ამ დღეს, ამჟამად სტუმარი მოემგზავრება უკრაინიდან და აინტერესებს ჩვენთან სწრაფი ტესტი რომ ჩაუტარდება ფასიანი იქნება თუ უფასო..

nino
0

da ah shemosuls tu aeroportshi daudginda virusi ras uzavt?mara ogondac cemoiyvanot turisti da romc hkondes ityvit araoo, samagierod cven amogvketavt saxlebshi araaa

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"ტურისტებს, რომლებსაც PCR ტესტის ვალიდური დოკუმენტი არ ექნებათ, კორონავირუსზე ტესტი აეროპორტში ჩაუტარდებათ"

"ტურისტებს, რომლებსაც PCR ტესტის ვალიდური დოკუმენტი არ ექნებათ, კორონავირუსზე ტესტი აეროპორტში ჩაუტარდებათ"

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ საქართველოში შემოსულ იმ ტურისტებს, რომლებსაც PCR ტესტის ვალიდური დოკუმენტი არ ექნებათ, კორონავირუსზე PCR ტესტი აეროპორტში ჩაუტარდებათ.

ამასთან, როგორც მინისტრმა 1-ელი ივლისიდან საერთაშორისო ტურისტების მიღების საკითხთან დაკავშირებით აღნიშნა, არ უქმდება საკარანტინო სივრცეები.

„ყველა წესი შემუშავებულია. გვაქვს მრავლობითი პუნქტები, რომ საჭიროების შემთხვევაში მოხდეს ტურისტების გატესტვა. ასევე, ვინარჩუნებთ ყველა დღემდე არსებულ საკარანტინო სივრცეს. უბრალოდ რაოდენობრივი ცვლილება გვაქვს შეტანილი აქ. გარკვეულ სასტუმროს ვაძლევთ ტურისტების მიღების საშუალებას, თუმცა ყველა სასტუმრო ვალდებულია გაითვალისწინოს უსაფრთხოების ნორმები. გვაქვს ტესტების საკმარისი რაოდენობა, გვაქვს კოორდინაცია და დალაგებული ლოჯისტიკა ყველა ლაბორატორიასთან, რომელიც ქვეყანაში ფუნქციონირებს. ეს ნიშნავს, რომ ეტაპობრივად, დღიურად 3000, 4000 და უკვე შემოდგომაზე 10 000 ტესტის ჩატარება შეგვეძლება, რაც ადრეულ დიაგნოსტიკას უზრუნველყოფს.

ქვეყნებს შორის სხვადასხვა ტიპის მოლაპარაკებები არსებობს. პირველი, რა მოთხოვნაც გვაქვს არის, რომ ტურისტს თან ექნება PCR ტესტის ვალიდური დოკუმენტი, სადაც აღნიშნულია, რომ კოვიდი არ აქვს. იმ ტურისტებისთვის, რომლებსაც დოკუმენტი არ ექნებათ, ჩვენ უზრუნველვყოფთ ტესტის ჩატარებას აეროპორტში და იმ შემთხვევაში, თუ მივიღებთ ტურისტების დიდ ნაკადებს, მოლაპარაკებებია სასტუმროებთან, სადაც ტურისტების განთავსება მოხდება და დაელოდებიან ტესტის პასუხებს,“ - აღნიშნა მინისტრმა.

როგორი იქნება ხიდი, რომლითაც მზიური ზოოპარკს დაუკავშირდება - ფოტოები

რიყის პარკში მოქალაქეებს საჰაერო ბუშტით ფრენა შეეძლებათ - რა ეღირება ბილეთი?

საქართველოს სასტუმროებში ფასები განახევრდა - "ზოგ ხუთ ვარსკვლავიანში ნომრის ფასი 50 ლარამდეა"