სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საზაფხულო არდადეგებზე საკითხავი - 5 წიგნი 6-8 წლის ბავშვებისთვის
საზაფხულო არდადეგებზე საკითხავი - 5 წიგნი 6-8 წლის ბავშვებისთვის

ზა­ფხულ­ში ბავ­შვებს ბევ­რი თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო აქვთ, იმ­დე­ნად, რომ გარ­თო­ბას­თან ერ­თად, შე­მეც­ნე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბით და­კა­ვე­ბას და არ­და­დე­გე­ბის ნა­ყო­ფი­ე­რად გა­ტა­რე­ბას შეძ­ლე­ბენ. ამა­ში კი, ჩვე­ნი - უფ­რო­სე­ბის დახ­მა­რე­ბა დას­ჭირ­დე­ბათ. 6-8 წლის ბავ­შვე­ბის წიგნ­თან და­მე­გობ­რე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ამის­თვის მათ ჩვე­ნი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი და­ეხ­მა­რე­ბა. შეგ­ვიძ­ლია, გა­ვიხ­სე­ნოთ, თა­ვად რას ვკი­თხუ­ლობ­დით ამ ასაკ­ში და მო­ვუყ­ვეთ ჩვე­ნი გა­მოც­დი­ლე­ბი­სა და ემო­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ. ამით პა­ტა­რებს ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბას კი­დევ უფრო გა­ვუმ­ძაფ­რებთ.

გთა­ვა­ზობთ 5 წიგნს, რომ­ლე­ბიც ბავ­შვებს სა­ზა­ფხუ­ლო არ­და­დე­გე­ბის სა­სი­ა­მოვ­ნოდ და სა­ინ­ტე­რე­სოდ გა­ტა­რე­ბა­ში შე­უ­წყობს ხელს:

ვინი პუ­ჰის თავ­გა­და­სა­ვა­ლი

ვინი პუჰი ყვე­ლა ბავ­შვის საყ­ვა­რე­ლი და გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი პერ­სო­ნა­ჟია. წიგნ­ში პა­ტა­რა გა­ეც­ნო­ბა ოთხ ჯა­დოს­ნურ მო­თხრო­ბას, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა თა­ო­ბი­სათ­ვის საყ­ვა­რე­ლი და­თუ­ნია პუ­ჰი­სა და მისი მე­გობ­რე­ბის თავ­გა­და­სავ­ლებს გვი­ამ­ბობს. წიგ­ნის გვერ­დე­ბი გა­ფორ­მე­ბუ­ლია ულა­მა­ზე­სი ილუსტრა­ცი­ე­ბით, რომ­ლე­ბიც ბავ­შვს თვალ­წინ და­უ­ხა­ტავს წიგნ­ში მო­თხრო­ბილ ამ­ბებს.

ელი­სის თავ­გა­და­სა­ვა­ლი სა­ოც­რე­ბა­თა ქვე­ყა­ნა­ში; რა ნახა ელის­მა სარ­კის მიღ­მა

აბ­სურ­დის ჟან­რის ლი­ტე­რა­ტუ­რის შე­დევ­რე­ბად აღი­ა­რე­ბულ ამ ნა­წარ­მო­ე­ბებ­ში, რომ­ლე­ბიც უხ­ვა­დაა გა­ჯე­რე­ბუ­ლი მა­თე­მა­ტი­კუ­რი, ლინგვის­ტუ­რი თუ ფი­ლო­სო­ფი­უ­რი ხუმ­რო­ბე­ბი­თა და ილუ­ზი­ე­ბით, მო­თხრო­ბი­ლია პა­ტა­რა გო­გო­ნას ელი­სის ამ­ბა­ვი, რო­მე­ლიც ხვდე­ბა უც­ნა­უ­რი არ­სე­ბე­ბით და­სახ­ლე­ბულ წარ­მო­სახ­ვით სამ­ყა­რო­ებ­ში. ავ­ტო­რის მიერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბულ­მა თხრო­ბის სტილ­მა და სტრუქ­ტუ­რამ უდი­დე­სი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის მრა­ვალ დარ­გზე.

"ელი­სის თავ­გა­და­სა­ვა­ლი სა­ოც­რე­ბა­თა ქვე­ყა­ნა­ში“ პირ­ვე­ლად 1864 წელს გა­მო­ი­ცა. წიგ­ნი ინ­გლი­სელ­მა მხატ­ვარ­მა და კა­რი­კა­ტუ­რის­ტმა სერ ჯონ ტე­ნი­ელ­მა და­ა­სუ­რა­თა. ტე­ნი­ელსვე ეკუთ­ვნის ლუის კე­რო­ლის მე­ო­რე ნა­წარ­მო­ე­ბის, „რა ნახა ელის­მა სარ­კის მიღ­მა“, ილუსტრა­ცი­ე­ბი. გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-მა“ და­ვით ახა­ლა­ძის თარ­გმა­ნის გა­სა­ფორ­მებ­ლად სწო­რედ ეს ილუსტრა­ცი­ე­ბი გა­მო­ი­ყე­ნა.

პა­ტა­რა პრინ­ცი

„პა­ტა­რა პრინ­ცი“ ან­ტუ­ან დე სენტ-ეგ­ზი­უ­პერ­მა 1944 წელს ფრან­გუ­ლი რე­ვი­ე­რის თავ­ზე ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფა­ში და­ღუპ­ვამ­დე ცოტა ხნით ადრე და­წე­რა და თა­ვად­ვე და­ა­სუ­რა­თა. ეს არის ზღა­პა­რი-იგა­ვი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე მთა­ვარ­ზე: ჩვენს პალ­ნე­ტა დე­და­მი­წა­ზე, ერ­თგუ­ლე­ბა­სა და მე­გობ­რო­ბა­ზე, სიყ­ვა­რულ­სა და მო­ვა­ლე­ო­ბა­ზე... და კი­დევ, სი­ლა­მა­ზე­ზე.

ნე­ტავ, მალე გა­ვიზ­რდე­ბი?!

არ დაგ­ვა­ვი­წყდეს ლექ­სე­ბიც, რომ­ლი­თაც ბავ­შვე­ბი ენას გა­ი­ტე­ხენ."ნე­ტავ, მალე გა­ვიზ­რდე­ბი?!" თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თვე­ლი ავ­ტო­რის - ვასო გუ­ლე­უ­რის სა­ბავ­შვო ლექ­სე­ბის ახა­ლი კრე­ბუ­ლია.ამ წიგნ­ში ბავ­შვე­ბი აღ­მო­ა­ჩე­ნენ ლექ­სებს სა­კუ­თარ სა­ხე­ლებ­ზე და არა მარ­ტო, რომ­ლებ­საც ძა­ლი­ან მალე შე­იყ­ვა­რე­ბენ და ის­წავ­ლი­ან.

კოს­მო­სი

ეს არის წიგ­ნი მოძ­რა­ვი ჩა­ნარ­თე­ბით, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც, ბავ­შვე­ბი აღ­მო­ა­ჩე­ნენ კოს­მო­სის სა­ოც­რე­ბებს დე­და­მი­წის ორ­ბი­ტი­დან შო­რე­ულ გა­ლაქ­ტი­კე­ბამ­დე.

ამ წიგ­ნი­დან შე­ი­ტყო­ბენ, რა პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს ვარ­სკვლა­ვე­ბის წი­აღ­ში, რას წარ­მო­ად­გენს პლა­ნე­ტე­ბი და რო­გორ არის აგე­ბუ­ლი კოს­მო­სუ­რი ხო­მალ­დი. გა­ეც­ნო­ბი­ან სა­ო­ცარ ფაქ­ტებს და და­ათ­ვა­ლი­ე­რე­ბენ ილუსტრა­ცი­ებს, რო­მელ­თა სა­შუ­ა­ლე­ბით, ჩვენს სა­ო­ცარ სამ­ყა­როს უკეთ გა­იც­ნო­ბენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

საზაფხულო არდადეგებზე საკითხავი - 5 წიგნი 6-8 წლის ბავშვებისთვის

საზაფხულო არდადეგებზე საკითხავი - 5 წიგნი 6-8 წლის ბავშვებისთვის

ზაფხულში ბავშვებს ბევრი თავისუფალი დრო აქვთ, იმდენად, რომ გართობასთან ერთად, შემეცნებითი აქტივობებით დაკავებას და არდადეგების ნაყოფიერად გატარებას შეძლებენ. ამაში კი, ჩვენი - უფროსების დახმარება დასჭირდებათ. 6-8 წლის ბავშვების წიგნთან დამეგობრება მნიშვნელოვანია, ამისთვის მათ ჩვენი რეკომენდაციები დაეხმარება. შეგვიძლია, გავიხსენოთ, თავად რას ვკითხულობდით ამ ასაკში და მოვუყვეთ ჩვენი გამოცდილებისა და ემოციების შესახებ. ამით პატარებს ცნობისმოყვარეობას კიდევ უფრო გავუმძაფრებთ.

გთავაზობთ 5 წიგნს, რომლებიც ბავშვებს საზაფხულო არდადეგების სასიამოვნოდ და საინტერესოდ გატარებაში შეუწყობს ხელს:

ვინი პუჰის თავგადასავალი

ვინი პუჰი ყველა ბავშვის საყვარელი და განუმეორებელი პერსონაჟია. წიგნში პატარა გაეცნობა ოთხ ჯადოსნურ მოთხრობას, რომლებიც ყველა თაობისათვის საყვარელი დათუნია პუჰისა და მისი მეგობრების თავგადასავლებს გვიამბობს. წიგნის გვერდები გაფორმებულია ულამაზესი ილუსტრაციებით, რომლებიც ბავშვს თვალწინ დაუხატავს წიგნში მოთხრობილ ამბებს.

ელისის თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში; რა ნახა ელისმა სარკის მიღმა

აბსურდის ჟანრის ლიტერატურის შედევრებად აღიარებულ ამ ნაწარმოებებში, რომლებიც უხვადაა გაჯერებული მათემატიკური, ლინგვისტური თუ ფილოსოფიური ხუმრობებითა და ილუზიებით, მოთხრობილია პატარა გოგონას ელისის ამბავი, რომელიც ხვდება უცნაური არსებებით დასახლებულ წარმოსახვით სამყაროებში. ავტორის მიერ შემოთავაზებულმა თხრობის სტილმა და სტრუქტურამ უდიდესი გავლენა მოახდინა თანამედროვე ხელოვნების მრავალ დარგზე.

"ელისის თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში“ პირველად 1864 წელს გამოიცა. წიგნი ინგლისელმა მხატვარმა და კარიკატურისტმა სერ ჯონ ტენიელმა დაასურათა. ტენიელსვე ეკუთვნის ლუის კეროლის მეორე ნაწარმოების, „რა ნახა ელისმა სარკის მიღმა“, ილუსტრაციები. გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ დავით ახალაძის თარგმანის გასაფორმებლად სწორედ ეს ილუსტრაციები გამოიყენა.

პატარა პრინცი

„პატარა პრინცი“ ანტუან დე სენტ-ეგზიუპერმა 1944 წელს ფრანგული რევიერის თავზე ავიაკატასტროფაში დაღუპვამდე ცოტა ხნით ადრე დაწერა და თავადვე დაასურათა. ეს არის ზღაპარი-იგავი ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე მთავარზე: ჩვენს პალნეტა დედამიწაზე, ერთგულებასა და მეგობრობაზე, სიყვარულსა და მოვალეობაზე... და კიდევ, სილამაზეზე.

ნეტავ, მალე გავიზრდები?!

არ დაგვავიწყდეს ლექსებიც, რომლითაც ბავშვები ენას გაიტეხენ."ნეტავ, მალე გავიზრდები?!" თანამედროვე ქართველი ავტორის - ვასო გულეურის საბავშვო ლექსების ახალი კრებულია.ამ წიგნში ბავშვები აღმოაჩენენ ლექსებს საკუთარ სახელებზე და არა მარტო, რომლებსაც ძალიან მალე შეიყვარებენ და ისწავლიან.

კოსმოსი

ეს არის წიგნი მოძრავი ჩანართებით, რომლის საშუალებითაც, ბავშვები აღმოაჩენენ კოსმოსის საოცრებებს დედამიწის ორბიტიდან შორეულ გალაქტიკებამდე.

ამ წიგნიდან შეიტყობენ, რა პროცესი მიმდინარეობს ვარსკვლავების წიაღში, რას წარმოადგენს პლანეტები და როგორ არის აგებული კოსმოსური ხომალდი. გაეცნობიან საოცარ ფაქტებს და დაათვალიერებენ ილუსტრაციებს, რომელთა საშუალებით, ჩვენს საოცარ სამყაროს უკეთ გაიცნობენ.

20 წელი ლიტერატურის ქომაგი - ჟურნალი "გზა" განახლებული ფორმატით, ლიტერატურულ ჩანართთან ერთად გამოვა

ომები და არმიები - მაღალპოლიგრაფიული გამოცემა სამხედრო ისტორიაზე

„ჰოლანდ პარკში იმ ჩემს სკამზე ვიჯექი და მერლინ მონროს ველოდებოდი“ –აკა მორჩილაძის ნაწარმოებები „იკითხე ქართულის“ სერიაში გამოიცა