სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სიკვდილის არ მეშინია... მუხლებზე დაჩოქილს ვერც კადიროვი და ვერც ვერავინ ვერ მნახავს" - გაბუნიას პასუხი ჩეჩნეთის ლიდერს
"სიკვდილის არ მეშინია... მუხლებზე დაჩოქილს ვერც კადიროვი და ვერც ვერავინ ვერ მნახავს" - გაბუნიას პასუხი ჩეჩნეთის ლიდერს

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი გი­ორ­გი გა­ბუ­ნია ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რის გუ­შინ­დელ მი­მარ­თვას პა­სუ­ხობს და ამ­ბობს, რომ რამ­ზან კა­დი­რო­ვის­თვის ბო­დი­შის მოხ­დას არ აპი­რებს.

იგი კა­დი­როვს "კო­მი­კურ ფი­გუ­რას" უწო­დებს და ამ­ბობს, რომ ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რი მას ვერ შე­ა­ში­ნებს.

"შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცამ თქვას, რომ ვერ არის ეს ბი­ჭიო, მაგ­რამ კა­დი­რო­ვი ჩემ­თვის კო­მი­კუ­რი ფი­გუ­რაა, თა­ვი­სი ვი­ზუ­ა­ლი­დან და­წყე­ბუ­ლი სა­უბ­რით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ვიცი რომ მა­საც აქვს ძა­ლა­უფ­ლე­ბა, კრი­მი­ნა­ლის ძა­ლა­უფ­ლე­ბა. უბე­დუ­რე­ბაც ამა­შია, რომ მსგავ­სი კო­მი­კუ­რი ფი­გუ­რე­ბის უნდა გე­ში­ნო­დეს... საფრ­თხე რე­ა­ლუ­რია, მაგ­რამ მე სიკ­ვდი­ლის შიში არ მაქვს. ამი­ტომ კა­დი­რო­ვი პი­რა­დად მე ვერ შე­მა­ში­ნებს. ისიც ვიცი, რომ ეს მხო­ლოდ მე არ მე­ხე­ბა. ეს არის მთლი­ა­ნად ქვეყ­ნის და­ში­ნე­ბა.

მან რომ ჩემი ლიკ­ვი­და­ცია მო­ახ­დი­ნოს, ეს იქ­ნე­ბა ბევ­რი სირ­თუ­ლე­ე­ბის მომ­ტა­ნი და ბევ­რი ადა­მი­ა­ნი და­შინ­დე­ბა... მაგ­რამ მე მინ­და კა­დი­როვს ვუ­თხრა ის, რომ ჩემი პო­ზი­ცია არ იც­ვლე­ბა. ვფიქ­რობ იმას, რა­საც მა­ნამ­დე ვფიქ­რობ­დი მის ძვირ­ფას პუ­ტინ­ზე. უფრო მე­ტის თქმაც შე­მიძ­ლია მას­ზე. ბო­დი­შის მოხ­და­ზე ლა­პა­რა­კიც ზედ­მე­ტია და მუხ­ლებ­ზე და­ჩო­ქილს მე ვერც კა­დი­რო­ვი და ვერც ვე­რა­ვინ ვერ მნა­ხავს. ამის­თვის ჩემი მოკ­ვლა მო­უ­წევს და მერე შე­უძ­ლია ჩემი გვა­მი და­ა­ჩო­ქოს მუხ­ლებ­ზე" - აღ­ნიშ­ნა გა­ბუ­ნი­ამ "ტვ პირ­ვე­ლის" ეთერ­ში.

ცნო­ბის­თვის, ჩეჩ­ნე­თის ლი­დერ­მა მი­მარ­თვა "ტე­ლეგ­რამ­ზე" და­წე­რა და გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ას ბო­დი­შის მოხ­დის­კენ მო­უ­წო­და.

"მე ხაზს ვუს­ვამ, რომ ჩვენ არ დაგ­ვი­წყე­ბია იმის შე­სა­ხებ, რო­გორ შე­უ­რა­ცხყო მან ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო, რაც ნიშ­ნავს, რომ გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ამ, რო­გორც ადრე ვამ­ბობ­დი, ჯობს და­ი­ჩო­ქოს და ბო­დი­ში მო­ი­ხა­დოს მომ­ხდა­რის­თვის. მან შე­უ­რა­ცხყო არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნი, არა­მედ ყვე­ლა რუსი. მივ­მარ­თავ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, მი­ი­ღონ ზო­მე­ბი, რო­მე­ლიც ხელს შე­უ­წყობს ამ მო­ქა­ლა­ქის ხე­ლა­ხალ აღ­ზრდას“ , - წერს კა­დი­რო­ვი.

მკითხველის კომენტარები / 59 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Giorgi sixarulidze
1248

ჰალსტუხჭამიას მიერ საქართველოში ნაქურდალი ფულის წინაშე დიდი ხანია შენ დაჩოქილი ხარ შე რა გიწოდო არ ვიცი ! 

ფასკუნჯი 29
20

უმჯობესია ჩეჩნებმა დაიჩოქონ ქართველების წინაშე, მაგათი გენოფონდის გადარჩენისთვის. ეტყობა დაავიწყდათ როგორ გაჟუჟეს რუსებმა და დაავიწყდათ ქართველებმა როგორ გაუღეს კარები. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"სიკვდილის არ მეშინია... მუხლებზე დაჩოქილს ვერც კადიროვი და ვერც ვერავინ ვერ მნახავს" - გაბუნიას პასუხი ჩეჩნეთის ლიდერს

"სიკვდილის არ მეშინია... მუხლებზე დაჩოქილს ვერც კადიროვი და ვერც ვერავინ ვერ მნახავს" - გაბუნიას პასუხი ჩეჩნეთის ლიდერს

ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია ჩეჩნეთის ლიდერის გუშინდელ მიმართვას პასუხობს და ამბობს, რომ რამზან კადიროვისთვის ბოდიშის მოხდას არ აპირებს.

იგი კადიროვს "კომიკურ ფიგურას" უწოდებს და ამბობს, რომ ჩეჩნეთის ლიდერი მას ვერ შეაშინებს.

"შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ ვერ არის ეს ბიჭიო, მაგრამ კადიროვი ჩემთვის კომიკური ფიგურაა, თავისი ვიზუალიდან დაწყებული საუბრით დამთავრებული. ვიცი რომ მასაც აქვს ძალაუფლება, კრიმინალის ძალაუფლება. უბედურებაც ამაშია, რომ მსგავსი კომიკური ფიგურების უნდა გეშინოდეს... საფრთხე რეალურია, მაგრამ მე სიკვდილის შიში არ მაქვს. ამიტომ კადიროვი პირადად მე ვერ შემაშინებს. ისიც ვიცი, რომ ეს მხოლოდ მე არ მეხება. ეს არის მთლიანად ქვეყნის დაშინება.

მან რომ ჩემი ლიკვიდაცია მოახდინოს, ეს იქნება ბევრი სირთულეების მომტანი და ბევრი ადამიანი დაშინდება... მაგრამ მე მინდა კადიროვს ვუთხრა ის, რომ ჩემი პოზიცია არ იცვლება. ვფიქრობ იმას, რასაც მანამდე ვფიქრობდი მის ძვირფას პუტინზე. უფრო მეტის თქმაც შემიძლია მასზე. ბოდიშის მოხდაზე ლაპარაკიც ზედმეტია და მუხლებზე დაჩოქილს მე ვერც კადიროვი და ვერც ვერავინ ვერ მნახავს. ამისთვის ჩემი მოკვლა მოუწევს და მერე შეუძლია ჩემი გვამი დააჩოქოს მუხლებზე" - აღნიშნა გაბუნიამ "ტვ პირველის" ეთერში.

ცნობისთვის, ჩეჩნეთის ლიდერმა მიმართვა "ტელეგრამზე" დაწერა და გიორგი გაბუნიას ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა.

"მე ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენ არ დაგვიწყებია იმის შესახებ, როგორ შეურაცხყო მან ჩვენი სახელმწიფო, რაც ნიშნავს, რომ გიორგი გაბუნიამ, როგორც ადრე ვამბობდი, ჯობს დაიჩოქოს და ბოდიში მოიხადოს მომხდარისთვის. მან შეურაცხყო არაერთი ადამიანი, არამედ ყველა რუსი. მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, მიიღონ ზომები, რომელიც ხელს შეუწყობს ამ მოქალაქის ხელახალ აღზრდას“ , - წერს კადიროვი.

"ორ-სამ კვირაში სავარაუდოდ, ყველა შეზღუდვა მოიხსნება" - თენგიზ ცერცვაძე

ძიუდოისტი ლაშა ბექაური თელ-ავივის გრან სლემის გამარჯვებული გახდა

"კოვიდის გამო იზოლირებულები არიან, მეც ვერ ვნახულობ" - სად არიან ივანიშვილები და რას ამბობს ეკა ჭიჭინაძე ექსპრემიერის ქვეყნიდან წასვლის ინფორმაციაზე?