მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
განისაზღვრა პრიორიტეტულ პირთა სია, ვინც სავალდებულო ტესტირებას გაივლის - გაეცანით ჩამონათვალს
განისაზღვრა პრიორიტეტულ პირთა სია, ვინც სავალდებულო ტესტირებას გაივლის - გაეცანით ჩამონათვალს

სა­ქარ­თვე­ლო­ში ეკო­ნო­მი­კის გახ­სნის პა­რა­ლე­ლუ­რად გაზ­რდი­ლი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი რის­კე­ბის ეფექ­ტუ­რი მარ­თვის მიზ­ნით, მთავ­რო­ბამ ის მა­ღა­ლი რის­კის ჯგუ­ფე­ბი გან­სა­ზღვრა, რო­მელ­თაც სა­ვალ­დე­ბუ­ლო PCR ტეს­ტი­რე­ბა მუდ­მი­ვად ჩა­უ­ტარ­დე­ბათ.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ი­დან აც­ნო­ბეს, სა­ვალ­დე­ბუ­ლო ტეს­ტი­რე­ბას და­ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა მათ შო­რის, ნე­ბის­მი­ე­რი კლი­ნი­კის პა­ცი­ენ­ტი, რო­მელ­საც ტემ­პე­რა­ტუ­რა უფიქ­სირ­დე­ბა, ასე­ვე სა­კა­რან­ტი­ნო სივ­რცე­ებ­სა და თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში მყო­ფი პი­რე­ბი, სა­კა­რან­ტი­ნო სივ­რცის და­ტო­ვე­ბამ­დე ან/და თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის ვა­დის გას­ვლამ­დე 24 სა­ა­თით ადრე.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, მთავ­რო­ბის გან­კარ­გუ­ლე­ბით, კო­ვიდ-19-ით ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვის სტან­დარ­ტუ­ლი გან­მარ­ტე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის გარ­და, სა­ვალ­დე­ბუ­ლო ტეს­ტი­რე­ბას დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბულ პრი­ო­რი­ტე­ტულ პირ­თა ნუს­ხა­ში არი­ან:

  • ნე­ბის­მი­ერ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­სა თუ ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ა­ში მოხ­ვედ­რი­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი, რომ­ლებ­საც აღე­ნიშ­ნე­ბათ ცხე­ლე­ბა და ამავდრო­უ­ლად რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის ნიშ­ნე­ბი, ან ექი­მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მხო­ლოდ ცხე­ლე­ბის ან სხვა სა­ეჭ­ვო კლი­ნი­კუ­რი ნიშ­ნე­ბის მქო­ნე პი­რე­ბი;
  • სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში მო­მუ­შა­ვე და პირ­ვე­ლა­დი ჯან­დაც­ვის სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი;
  • სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბი­სა და კა­ტას­ტრო­ფის ბრი­გა­დე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი;
  • ხან­დაზ­მულ­თა და შშმ პირ­თა სა­დღე­ღა­მი­სო სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბი და მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნა­ლი;
  • ჩა­სა­რი­ცხი ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბი, და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მო­თავ­სე­ბამ­დე;
  • ტუ­ბერ­კუ­ლოზ­ზე ახ­ლად დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბუ­ლი ყვე­ლა პირი, შე­სა­ბა­მის მკურ­ნა­ლო­ბა­ში ჩარ­თვამ­დე;
  • ფსი­ქი­ატ­რი­ულ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში მო­მუ­შა­ვე პერ­სო­ნა­ლი;
  • იმ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნა­ლი, რომ­ლებ­შიც მკურ­ნა­ლო­ბენ ტუ­ბერ­კუ­ლოზ­ზე დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბულ პა­ცი­ენ­ტებს;
  • დი­ა­ლიზ­ზე მყო­ფი პა­ცი­ენ­ტე­ბი და მათი მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნა­ლი;
  • სა­კა­რან­ტი­ნო სივ­რცე­ებ­ში, ასე­ვე თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში მყო­ფი პი­რე­ბი სა­კა­რან­ტი­ნო სივ­რცის და­ტო­ვე­ბამ­დე ან/და თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის ვა­დის გას­ვლამ­დე 24 სა­ა­თით ადრე;
  • სა­კა­რან­ტი­ნო სივ­რცე­ებ­ში მო­მუ­შა­ვე პერ­სო­ნა­ლი;
  • სა­ბა­ჟო-გამ­შვებ და სა­სა­ზღვრო პუნ­ქტებ­ში, აგ­რეთ­ვე გა­ფორ­მე­ბის ეკო­ნო­მი­კურ ზო­ნებ­ში და­საქ­მე­ბუ­ლი პი­რე­ბი, მათ შო­რის, სა­მე­დი­ცი­ნო და ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი სამ­სა­ხუ­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი;
  • ყვე­ლა სტა­ცი­ო­ნა­რუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მიმ­ღე­ბის, ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ი­სა და რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბებ­ში და­საქ­მე­ბუ­ლი პერ­სო­ნა­ლი და ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბი;
  • და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის და მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ცენ­ტრე­ბის ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბი, რომ­ლე­ბიც უშუ­ა­ლოდ ახორ­ცი­ე­ლე­ბენ კონ­ტაქ­ტე­ბის კვლე­ვას და/ან ტეს­ტი­რე­ბას;
  • ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის (პო­ლი­მე­რა­ზუ­ლი ჯაჭ­ვუ­რი რე­აქ­ცია ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ დი­აგ­ნოს­ტი­კა­ში ჩარ­თუ­ლი პერ­სო­ნა­ლი;
  • სა­ერ­თა­შო­რი­სო სატ­ვირ­თო გა­და­ზიდ­ვე­ბის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მძღო­ლე­ბი;
  • სამ­ხედ­რო სა­ვალ­დე­ბუ­ლო და სა­კონ­ტრაქ­ტო (პრო­ფე­სი­ულ) სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში გა­საწ­ვე­ვი და აქ­ტი­ურ რე­ზერვში მი­სა­ღე­ბი პი­რე­ბი, ასე­ვე სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ა­ში ან გა­დას­რო­ლის­წი­ნა სწავ­ლე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე პერ­სო­ნა­ლი და ქვეყ­ნის ფარ­გლებს გა­რეთ სწავ­ლე­ბა­ში წარ­საგ­ზავ­ნი პი­რე­ბი;
  • სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს მმარ­თვე­ლო­ბის სფე­რო­ში მოქ­მე­დი სა­ხელ­მწი­ფო საქ­ვე­უ­წყე­ბო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის - სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის ის მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბი, რო­მელ­თაც უშუ­ა­ლო შე­ხე­ბა აქვთ ბრალ­დე­ბუ­ლებ­თან/მსჯავ­რდე­ბუ­ლებ­თან და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სი და­ნა­ყო­ფე­ბი;
  • სა­ქარ­თვე­ლოს გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს სა­ხელ­მწი­ფო კონ­ტროლს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლი სსიპ - სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, რომ­ლებ­საც შე­ხე­ბა აქვთ სა­ერ­თა­შო­რი­სო სატ­ვირ­თო გა­და­ზიდ­ვე­ბის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბელ ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მძღო­ლებ­სა და ექ­სპე­დი­ტო­რებ­თან;
  • სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი - სა­ქა­ლა­ქო და სა­ქა­ლაქთა­შო­რი­სო ტრან­სპორ­ტის მძღო­ლე­ბი, კონ­ტრო­ლი­ო­რე­ბი.

უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე, რო­მე­ლიც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით ვი­დე­ო­კონ­ფე­რენ­ცი­ის ფორ­მატ­ში გა­ი­მარ­თა, აღი­ნიშ­ნა, რომ კო­რო­ნა­ვირუს­თან ბრძო­ლის ამ ეტაპ­ზე შე­საძ­ლო შემ­თხვე­ვე­ბის დრო­ულ იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა­სა და მკურ­ნა­ლო­ბას გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, ტეს­ტი­რე­ბის სის­ტე­მა ამ კუ­თხით და­მა­ტე­ბი­თი ქმე­დი­თი ინ­სტრუ­მენ­ტია.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Giorgi sixarulidze
1189

პრემიერ გახარიას მორიგი სწორი გადაწყვეტილება ! 

???
1

ჩა­სა­რი­ცხი ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბი, და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მო­თავ­სე­ბამ­დე--ვის რიცხავთ და რომელ დაწესებულებაში?

sponsored by ContentRoom
ავტორი:

განისაზღვრა პრიორიტეტულ პირთა სია, ვინც სავალდებულო ტესტირებას გაივლის - გაეცანით ჩამონათვალს

განისაზღვრა პრიორიტეტულ პირთა სია, ვინც სავალდებულო ტესტირებას გაივლის - გაეცანით ჩამონათვალს

საქართველოში ეკონომიკის გახსნის პარალელურად გაზრდილი ეპიდემიოლოგიური რისკების ეფექტური მართვის მიზნით, მთავრობამ ის მაღალი რისკის ჯგუფები განსაზღვრა, რომელთაც სავალდებულო PCR ტესტირება მუდმივად ჩაუტარდებათ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, სავალდებულო ტესტირებას დაექვემდებარება მათ შორის, ნებისმიერი კლინიკის პაციენტი, რომელსაც ტემპერატურა უფიქსირდება, ასევე საკარანტინო სივრცეებსა და თვითიზოლაციაში მყოფი პირები, საკარანტინო სივრცის დატოვებამდე ან/და თვითიზოლაციის ვადის გასვლამდე 24 საათით ადრე.

უფრო კონკრეტულად, მთავრობის განკარგულებით, კოვიდ-19-ით ინფიცირების შემთხვევის სტანდარტული განმარტებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხაში არიან:

  • ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებასა თუ ამბულატორიაში მოხვედრილი პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ ცხელება და ამავდროულად რესპირატორული დაავადების ნიშნები, ან ექიმის გადაწყვეტილებით, მხოლოდ ცხელების ან სხვა საეჭვო კლინიკური ნიშნების მქონე პირები;
  • სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე და პირველადი ჯანდაცვის სამედიცინო პერსონალი;
  • სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარებისა და კატასტროფის ბრიგადების თანამშრომლები;
  • ხანდაზმულთა და შშმ პირთა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში მოთავსებული ბენეფიციარები და მომსახურე პერსონალი;
  • ჩასარიცხი ბენეფიციარები, დაწესებულებაში მოთავსებამდე;
  • ტუბერკულოზზე ახლად დიაგნოსტირებული ყველა პირი, შესაბამის მკურნალობაში ჩართვამდე;
  • ფსიქიატრიულ სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე პერსონალი;
  • იმ სამედიცინო დაწესებულებების მომსახურე პერსონალი, რომლებშიც მკურნალობენ ტუბერკულოზზე დიაგნოსტირებულ პაციენტებს;
  • დიალიზზე მყოფი პაციენტები და მათი მომსახურე პერსონალი;
  • საკარანტინო სივრცეებში, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი პირები საკარანტინო სივრცის დატოვებამდე ან/და თვითიზოლაციის ვადის გასვლამდე 24 საათით ადრე;
  • საკარანტინო სივრცეებში მომუშავე პერსონალი;
  • საბაჟო-გამშვებ და სასაზღვრო პუნქტებში, აგრეთვე გაფორმების ეკონომიკურ ზონებში დასაქმებული პირები, მათ შორის, სამედიცინო და ეპიდემიოლოგიური სამსახურების წარმომადგენლები;
  • ყველა სტაციონარული სამედიცინო დაწესებულების მიმღების, ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციულ განყოფილებებში დასაქმებული პერსონალი და ეპიდემიოლოგები;
  • დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრების ეპიდემიოლოგები, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ კონტაქტების კვლევას და/ან ტესტირებას;
  • ახალი კორონავირუსის (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია ლაბორატორიულ დიაგნოსტიკაში ჩართული პერსონალი;
  • საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლები;
  • სამხედრო სავალდებულო და საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში გასაწვევი და აქტიურ რეზერვში მისაღები პირები, ასევე სამშვიდობო მისიაში ან გადასროლისწინა სწავლებაში მონაწილე პერსონალი და ქვეყნის ფარგლებს გარეთ სწავლებაში წარსაგზავნი პირები;
  • საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ის მოსამსახურეები, რომელთაც უშუალო შეხება აქვთ ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან და შინაგან საქმეთა სამინისტროების შესაბამისი დანაყოფები;
  • საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტოს ის თანამშრომლები, რომლებსაც შეხება აქვთ საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლებსა და ექსპედიტორებთან;
  • საზოგადოებრივ ტრანსპორტში დასაქმებულები - საქალაქო და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მძღოლები, კონტროლიორები.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა, აღინიშნა, რომ კორონავირუსთან ბრძოლის ამ ეტაპზე შესაძლო შემთხვევების დროულ იდენტიფიცირებასა და მკურნალობას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება, შესაბამისად, ტესტირების სისტემა ამ კუთხით დამატებითი ქმედითი ინსტრუმენტია.

ანა დოლიძემ, ალეკო ელისაშვილმა და ლევან კობერიძემ ახალი პოლიტიკური პლატფორმა შექმნეს

ქალი, რომელმაც ყოფილ სტუდენტზე იქორწინა და დღეს ოფიციალურად მილიონერი დეპუტატია - ნატო ჩხეიძის უცნობი ცხოვრება

LIVE "ნიუსრუმიდან" - თინა ხიდაშელი, ნაზი ჯანეზაშვილი