საზოგადოება
სამხედრო
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს სასტუმროებში ფასები განახევრდა - "ზოგ ხუთ ვარსკვლავიანში ნომრის ფასი 50 ლარამდეა"
საქართველოს სასტუმროებში ფასები განახევრდა - "ზოგ ხუთ ვარსკვლავიანში ნომრის ფასი 50 ლარამდეა"

და­ზუს­ტე­ბით შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით ყვე­ლა სას­ტუმ­რო­ში ფა­სე­ბი თით­ქმის გა­ნა­ხევ­რე­ბუ­ლია, - ამის შე­სა­ხებ “ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სას­ტუმ­რო­ე­ბი­სა და რეს­ტორ­ნე­ბის ფე­დე­რა­ცი­ის დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა, შალ­ვა ალა­ვერ­დაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სას­ტუმ­რო­ე­ბი 15 ივ­ნი­სი­დან შიდა ტუ­რიზ­მის გახ­სნას შემ­ცი­რე­ბუ­ლი ფა­სე­ბით შეხ­ვდნენ და რიგ ხუთ ვარ­სკვლა­ვი­ან სას­ტუმ­რო­ებ­ში ნომ­რის ფასი 50 ლა­რამ­დეა.

„და­ზუს­ტე­ბით შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით ფა­სე­ბი თით­ქმის ყველ­გან გა­ნა­ხევ­რე­ბუ­ლია. ერ­თა­დერ­თი ად­გი­ლი, სა­დაც ფა­სე­ბი გაძ­ვი­რე­ბუ­ლია, არის აბას­თუ­მა­ნი. ასე­თი იაფი ბა­თუმ­ში დას­ვე­ნე­ბა, რო­გორც ახ­ლაა, არას­დროს ყო­ფი­ლა. თან­და­თა­ნო­ბით იხ­სნე­ბი­ან რე­გი­ო­ნუ­ლი სას­ტუმ­რო­ე­ბი, თუმ­ცა წელს ძი­რი­თა­დი მო­თხოვ­ნა ბი­ნებ­სა და კო­ტე­ჯებ­ზე იქ­ნე­ბა. ადა­მი­ა­ნე­ბი უფრო და­ცუ­ლად გრძნო­ბენ აქ თავს, როცა სხვებ­თან შე­ხე­ბა არ აქვთ და ასე­ვე, რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის­გან ნაკ­ლე­ბად წუხ­დე­ბი­ან,” - აღ­ნიშ­ნა ალა­ვერ­დაშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა გახ­სნი­ლი სას­ტუმ­რო­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას, რო­გორც შალ­ვა ალა­ვერ­დაშ­ვი­ლი აცხა­დებს, თბი­ლის­ში სას­ტუმ­რო­ე­ბი სა­ერ­თოდ არ გახ­სნი­ლა და ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი სას­ტუმ­რო­ე­ბის მხო­ლოდ 15%-მდე მუ­შა­ობს.

“მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბის სას­ტუმ­რო­ებ­მა მი­მარ­თეს გახ­სნას­თან და­კავ­ში­რე­ბით. თბი­ლის­ში მა­გა­ლი­თად არ­ცერთ სას­ტუმ­როს არ მი­უ­მარ­თავს, იმი­ტომ, რომ ამ ეტაპ­ზე აზრი არ აქვს თბი­ლის­ში სას­ტუმ­როს გახ­სნას. ვის მო­ემ­სა­ხუ­რონ, ჭი­ა­თუ­რას თუ წყალ­ტუ­ბოს? ამ ეტა­პის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში სას­ტუმ­რო­ე­ბის 15%-ზე მეტი არ გახ­სნი­ლა. გახ­სნა მო­თხოვ­ნა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი,” - აღ­ნიშ­ნა მან.

ალა­ვერ­დაშ­ვი­ლის თქმით, მიმ­დი­ნა­რე წელი სას­ტუმ­რო­ე­ბის­თვის „გა­დარ­ჩე­ნის წელი“ იქ­ნე­ბა. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დათო
4

ტყუილია გაძვირებულია აბსოლიტურად ყველა სასტუმრო

გიორგი
0

რატომ იტყებით? უარესად არის გაძვირებული

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

საქართველოს სასტუმროებში ფასები განახევრდა - "ზოგ ხუთ ვარსკვლავიანში ნომრის ფასი 50 ლარამდეა"

საქართველოს სასტუმროებში ფასები განახევრდა - "ზოგ ხუთ ვარსკვლავიანში ნომრის ფასი 50 ლარამდეა"

დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს მასშტაბით ყველა სასტუმროში ფასები თითქმის განახევრებულია, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა, შალვა ალავერდაშვილმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, სასტუმროები 15 ივნისიდან შიდა ტურიზმის გახსნას შემცირებული ფასებით შეხვდნენ და რიგ ხუთ ვარსკვლავიან სასტუმროებში ნომრის ფასი 50 ლარამდეა.

„დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს მასშტაბით ფასები თითქმის ყველგან განახევრებულია. ერთადერთი ადგილი, სადაც ფასები გაძვირებულია, არის აბასთუმანი. ასეთი იაფი ბათუმში დასვენება, როგორც ახლაა, არასდროს ყოფილა. თანდათანობით იხსნებიან რეგიონული სასტუმროები, თუმცა წელს ძირითადი მოთხოვნა ბინებსა და კოტეჯებზე იქნება. ადამიანები უფრო დაცულად გრძნობენ აქ თავს, როცა სხვებთან შეხება არ აქვთ და ასევე, რეგულაციებისგან ნაკლებად წუხდებიან,” - აღნიშნა ალავერდაშვილმა.

რაც შეეხება გახსნილი სასტუმროების რაოდენობას, როგორც შალვა ალავერდაშვილი აცხადებს, თბილისში სასტუმროები საერთოდ არ გახსნილა და ქვეყანაში არსებული სასტუმროების მხოლოდ 15%-მდე მუშაობს.

“მცირე რაოდენობის სასტუმროებმა მიმართეს გახსნასთან დაკავშირებით. თბილისში მაგალითად არცერთ სასტუმროს არ მიუმართავს, იმიტომ, რომ ამ ეტაპზე აზრი არ აქვს თბილისში სასტუმროს გახსნას. ვის მოემსახურონ, ჭიათურას თუ წყალტუბოს? ამ ეტაპისთვის საქართველოში სასტუმროების 15%-ზე მეტი არ გახსნილა. გახსნა მოთხოვნაზეა დამოკიდებული,” - აღნიშნა მან.

ალავერდაშვილის თქმით, მიმდინარე წელი სასტუმროებისთვის „გადარჩენის წელი“ იქნება. წაიკითხეთ სრულად

"ზონალურ-საათობრივი პარკირება მომდევნო თვეებში თბილისის ყველა უბანში დაინერგება" - მერი

რამდენია საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი და სად უხდიან ყველაზე მეტს დასაქმებულებს

მასშტაბური შენობები, რომლებიც აფრიკის კონტინენტს სრულიად შეცვლიდა - პროექტების ფოტოები