ავტორი:

აშშ-მა COVID-19-ის მკურნალობისთვის "ჰიდროქსიქლოროქინის", იგივე "პლაქვენილის" გამოყენების ნებართვა გააუქმა

აშშ-მა COVID-19-ის მკურნალობისთვის "ჰიდროქსიქლოროქინის", იგივე "პლაქვენილის" გამოყენების ნებართვა გააუქმა

აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) COVID-19-ის მკურნალობისთვის მედიკამენტების - „ჰიდროქსიქლოროქინისა“ (პლაქვენილი) და „ქლოროქინის“ საგანგებო შემთხვევებში გამოყენების ნებართვა გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

კვლევების განხილვის შემდეგ, FDA-მ დაადგინა, რომ მედიკამენტები არ აკმაყოფილებს "ნორმატიულ კრიტერიუმებს" გადაუდებელი მოხმარების ნებართვის მისაღებად, რადგან სავარაუდოა, რომ „ჰიდროქსიქლოროქინი“ და „ქლოროქინი“ Covid-19- ს მკურნალობაში უახლესი სამეცნიერო მტკიცებულებების საფუძველზე ეფექტური არ არის.

”FDA-მ ახალი ინფორმაციის და თანდართული მემორანდუმში განხილული სხვა ინფორმაციის საფუძველზე, დაასკვნა, რომ HCQ-სა და CQ-ს არ არის მიზანშეწონილი კორონავირუსის სამკურნალოდ. არ არის მიზანშეწონილი იმის მტკიცება, რომ ამ მედიკამენტის ცნობილი და პოტენციური სარგებელი აჭარბებს მათ გამოყენებასთან ასოცირებულ რისკებს“, - აცხადებს აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მეცნიერი დენიზ ჰინტონი.

პანდემიის საწყის ეტაპზე, კორონავირუსთან ბრძოლის საქმეში მედიკოსები მთავარ იმედს მალარიის საწინააღმდეგო წამალ "ჰიდროქსიქლოროქინზე" (საქართველოში უფრო ცნობილი როგორც "პლაქვენილი") ამყარებდნენ, რომელიც ქლოროქინის ერთ-ერთი ვერსიაა. ეს წამალი დაახლოებით 1940 წლიდან არსებობს.

მაისის თვეში სამედიცინო ჟურნალ "ლანცეტში" გამოქვეყნდა სტატია, რომლის თანახმადაც, იმ ადამიანებში, ვინც პრეპარატ „ჰიდროქსიქლოროქინს“, იმავე „პლაქვენილს“ იღებს, გულის პრობლემებით გარდაცვალების რისკი იზრდება. შედეგად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „სოლიდარობის კვლევიდან“ მედიკამენტი დროებით ამოიღო. ამას მოჰყვა საფრანგეთის მთავრობის რეაგირება, რომელმაც „პლაქველინის“ საავადმყოფოებში მოხმარება შეაჩერა.

ანალოგიურად მოიქცა საქართველოც, რომელიც პრეპარატს ზოგიერთი კოვიდინფიცირებული პაციენტის მკურნალობაში აქტიურად გამოიყენებდა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ქვეყანაში “პლაქვენილით” მკურნალობას გვერდითი მოვლენები არ მოჰყოლია. ამაზე ისაუბრა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემაც, რომლის თქმითაც, მძიმე პაციენტებში „პლაქვენილის“ გამოყენება მოხდა, თუმცა გართულებები არ ყოფილა.

შეკვეთილი მკვლელობები, რომელთა კვალიც რამზან კადიროვთან მიდის

"სიცოცხლის გადამრჩენელი სამეცნიერო გარღვევა" - როგორ აფასებს ჯანმო "დექსამეტაზონთან" დაკავშირებულ აღმოჩენას

პუტინთან შეხვედრის მსურველმა "დეზინფექციის გვირაბი" უნდა გაიაროს - ნახეთ, როგორ იცავენ რუსეთის პრეზიდენტს კორონავირუსისგან