მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვიცი რომ გაინტერესებთ, ამიტომ, აქვე ვიტყვი - მე არსად ვაპირებ აქედან წასვლას" - რას ამბობს ინგა გრიგოლია "ტვ პირველიდან" წასულ კოლეგებზე
"ვიცი რომ გაინტერესებთ, ამიტომ, აქვე ვიტყვი - მე არსად ვაპირებ აქედან წასვლას" - რას ამბობს ინგა გრიგოლია "ტვ პირველიდან" წასულ კოლეგებზე

"ტვ პირ­ვე­ლის" ყო­ფი­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ინგა გრი­გო­ლია ტე­ლე­კომ­პა­ნი­ა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს გა­მო­ეხ­მა­უ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ის კო­ლე­გე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით არ­სად წას­ვლას არ აპი­რებს:

"ვიცი რომ გა­ინ­ტე­რე­სებთ, დღეს რამ­დე­ნი­მე ჟურ­ნა­ლის­ტმა და­მი­რე­კა და მკი­თხა, ამი­ტომ აქვე ვი­ტყვი - მე არ­სად ვა­პი­რებ აქე­დან წას­ვლას, რად­გან "ტვ პირ­ვე­ლია" ჩემი ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლი ტე­ლე­ვი­ზია, რომ­ლის თა­ვი­სუფ­ლე­ბის მსგავ­სი სხვა არხი იშ­ვი­ა­თად მი­ნა­ხავს, რო­მე­ლიც ჩემი ხე­ლე­ბით გავ­ზარ­დე სხვებ­თან ერ­თად და რო­მელ­შიც მთე­ლი ენერ­გია ჩავ­დე.

ძა­ლი­ან მწყდე­ბა გული აქე­დან წა­სულ ჩემს კო­ლე­გებ­ზე - დი­ა­ნა­ზე, ჟი­ჟი­ზე, ვა­ხო­ზე, ძა­ლი­ან მძი­მეა ჩემ­თვის ამ სი­ტყვე­ბის თქმა.... რთუ­ლად გა­და­ვი­ტა­ნე მათი წას­ლა, იმ­დე­ნად რთუ­ლად, რომ სი­ტყვებს ვერ ვპო­უ­ლობ ჩემი სათ­ქმე­ლის სრუ­ლად გად­მო­სა­ცე­მად და რაც არ უნდა ვთქვა, მა­ინც არ იქ­ნე­ბა ის, რა­საც მე ახლა გან­ვიც­დი.

VIDEO: "ძა­ლი­ან მძი­მეა ჩემ­თვის ამ სი­ტყვე­ბის თქმა... შე­ა­ში­ნეთ, ვინც შე­გი­ში­ნე­ბი­ათ!"

თავს არ მო­გახ­ვევთ ჩემს ადა­მი­ა­ნურ დარ­დებს, ნერ­ვი­უ­ლო­ბას, ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემი გა­და­სა­ტა­ნია - ჩემ­მა ასაკ­მა მას­წავ­ლა ემო­ცი­ე­ბის და დარ­დის კონ­ტრო­ლი. მთე­ლი გუ­ლით ვუ­სურ­ვებ აქე­დან წა­სულ ჩემს კო­ლე­გებს დიდ წარ­მა­ტე­ბას სხვა არ­ხებ­ზე, დიდ წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ სა­კუ­თარ პრო­ფე­სი­ა­ში, რო­მე­ლიც მათ­თვის მუ­დამ თა­ნამ­დე­ვი იყო და იქ­ნე­ბა კი­დეც.

აქ და­ვას­რუ­ლებ ამ თე­მას და გა­ვაგ­რძე­ლებ ჩემს პრო­ფე­სი­ულ ცხოვ­რე­ბას ჩემს საყ­ვა­რელ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში. მე ჩემი არ­ჩე­ვა­ნი მაქვს და ჩემი არ­ჩე­ვა­ნია "ტვ პირ­ვე­ლი", რო­მე­ლიც შვი­ლი­ვით მიყ­ვარს" - გა­ნა­ცხა­და ინგა გრი­გო­ლი­ამ სა­ავ­ტო­რო გა­და­ცე­მის და­წყე­ბამ­დე.

შე­გახ­სე­ნებთ, ტე­ლე­კომ­პა­ნია "პირ­ველ­ში" ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დე­ნი­მე სა­კად­რო ცვლი­ლე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და. არხზე სა­მუ­შა­ოდ მი­ვი­და "მთა­ვა­რი არ­ხის" ყო­ფი­ლი სახე ნო­დარ მე­ლა­ძე სა­კუ­თარ გუნდთან ერ­თად, ინგა გრი­გო­ლი­ამ ტე­ლე­კო­მა­ნი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის პოს­ტი და­ტო­ვა, არ­ხი­დან კი ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი - ვახო სა­ნა­ია, ნინო ჟი­ჟი­ლაშ­ვი­ლი და დი­ა­ნა ტრა­პა­ი­ძე, ერ­თმა­ნე­თის მი­ყო­ლე­ბით წმო­ვიდ­ნენ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Giorgi sixarulidze
759

ხოდა იყავი მანდ და ნოდარა მელაძეს მოუწმინდე როცა მოისაქმებს ! 

დ.ჯ.
756

აი დარდი. კიდევ ბევრს დავწერდი, უბრალოდ(მე მომიტევეთ) არ მიმაჩნიხართ ძლიერ ჟურნალისტად.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ვიცი რომ გაინტერესებთ, ამიტომ, აქვე ვიტყვი - მე არსად ვაპირებ აქედან წასვლას" - რას ამბობს ინგა გრიგოლია "ტვ პირველიდან" წასულ კოლეგებზე

"ვიცი რომ გაინტერესებთ, ამიტომ, აქვე ვიტყვი - მე არსად ვაპირებ აქედან წასვლას" - რას ამბობს ინგა გრიგოლია "ტვ პირველიდან" წასულ კოლეგებზე

"ტვ პირველის" ყოფილი გენერალური დირექტორი, ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია ტელეკომპანიაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის კოლეგებისგან განსხვავებით არსად წასვლას არ აპირებს:

"ვიცი რომ გაინტერესებთ, დღეს რამდენიმე ჟურნალისტმა დამირეკა და მკითხა, ამიტომ აქვე ვიტყვი - მე არსად ვაპირებ აქედან წასვლას, რადგან "ტვ პირველია" ჩემი ყველაზე საყვარელი ტელევიზია, რომლის თავისუფლების მსგავსი სხვა არხი იშვიათად მინახავს, რომელიც ჩემი ხელებით გავზარდე სხვებთან ერთად და რომელშიც მთელი ენერგია ჩავდე.

ძალიან მწყდება გული აქედან წასულ ჩემს კოლეგებზე - დიანაზე, ჟიჟიზე, ვახოზე, ძალიან მძიმეა ჩემთვის ამ სიტყვების თქმა.... რთულად გადავიტანე მათი წასლა, იმდენად რთულად, რომ სიტყვებს ვერ ვპოულობ ჩემი სათქმელის სრულად გადმოსაცემად და რაც არ უნდა ვთქვა, მაინც არ იქნება ის, რასაც მე ახლა განვიცდი.

VIDEO: "ძალიან მძიმეა ჩემთვის ამ სიტყვების თქმა... შეაშინეთ, ვინც შეგიშინებიათ!"

თავს არ მოგახვევთ ჩემს ადამიანურ დარდებს, ნერვიულობას, ეს ყველაფერი ჩემი გადასატანია - ჩემმა ასაკმა მასწავლა ემოციების და დარდის კონტროლი. მთელი გულით ვუსურვებ აქედან წასულ ჩემს კოლეგებს დიდ წარმატებას სხვა არხებზე, დიდ წარმატებას ვუსურვებ საკუთარ პროფესიაში, რომელიც მათთვის მუდამ თანამდევი იყო და იქნება კიდეც.

აქ დავასრულებ ამ თემას და გავაგრძელებ ჩემს პროფესიულ ცხოვრებას ჩემს საყვარელ ტელევიზიაში. მე ჩემი არჩევანი მაქვს და ჩემი არჩევანია "ტვ პირველი", რომელიც შვილივით მიყვარს" - განაცხადა ინგა გრიგოლიამ საავტორო გადაცემის დაწყებამდე.

შეგახსენებთ, ტელეკომპანია "პირველში" ბოლო თვეების განმავლობაში რამდენიმე საკადრო ცვლილება განხორციელდა. არხზე სამუშაოდ მივიდა "მთავარი არხის" ყოფილი სახე ნოდარ მელაძე საკუთარ გუნდთან ერთად, ინგა გრიგოლიამ ტელეკომანიის გენერალური დირექტორის პოსტი დატოვა, არხიდან კი ცნობილი სახეები - ვახო სანაია, ნინო ჟიჟილაშვილი და დიანა ტრაპაიძე, ერთმანეთის მიყოლებით წმოვიდნენ.

ახალი მილიონერი გამოჩნდა!

"ვაქცინაცია საქართველოში ნებაყოფლობითია, ასევე, მოქალაქეებს მივცემთ საშუალებას, აირჩიონ მათთვის სანდო ვაქცინა" - ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 13 მარტიდან შემოვა - რომელ ვაქცინას შემოიტანენ პირველ ეტაპზე