საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ომები და არმიები - მაღალპოლიგრაფიული გამოცემა სამხედრო ისტორიაზე
ომები და არმიები - მაღალპოლიგრაფიული გამოცემა სამხედრო ისტორიაზე

ომე­ბი და არ­მი­ე­ბი - სამ­ხედ­რო ის­ტო­რი­ა­ზე გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ის“ მიერ მა­ღალ­პო­ლიგ­რა­ფი­ულ დო­ნე­ზე გა­მო­ცე­მუ­ლი ასე­თი და­სა­ხე­ლე­ბის წიგ­ნი თა­ვი­სი ში­ნა­არ­სი­თა და ილუსტრა­ცი­ე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს­თვის სი­ახ­ლეა.

წიგნ­ში გან­ხი­ლუ­ლია უძ­ვე­ლე­სი დრო­ის, შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის, თა­ნა­მედ­რო­ვე ეპო­ქი­სა და XX სა­უ­კუ­ნის ომე­ბი და არ­მი­ე­ბი. მკი­თხველს სა­შუ­ა­ლე­ბა აქვს გა­ეც­ნოს ომე­ბის 4 700-წლი­ან ქრო­ნო­ლო­გი­ას, სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­სა თუ სა­ხელ­მწი­ფოს ყვე­ლა­ზე სა­ხელ­გან­თქმულ სარ­დლებს. ინ­ფოგ­რა­ფი­კის სა­ხით წარ­მოდ­გე­ნი­ლია კა­დე­შის (ძვ.წ. 1275), თერ­მო­პი­ლეს (ძვ.წ. 480), გავ­გა­მე­ლას (ძვ. წ. 331), კა­ნეს (ძვ.წ. 216), მა­ნას­კერ­ტის (1071), ლე­პან­ტოს (1571) და ზო­გი­ერ­თი სხვა ბრძო­ლა, რომ­ლებ­საც სამ­ხედ­რო ის­ტო­რი­ა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი უკა­ვი­ათ. XX სა­უ­კუ­ნის ომე­ბი­დან გა­მო­ცე­მა­ში ასა­ხუ­ლია მდი­ნა­რე სო­მას­თვის მიმ­დი­ნა­რე ბრძო­ლე­ბი (1916), თავ­დას­ხმა პერლ-ჰარ­ბორ­ზე (1941), ნორ­მან­დი­ის სა­დე­სან­ტო ოპე­რა­ცია (1944), 1980-იან წლებ­ში ამე­რი­კე­ლე­ბის მზა­დე­ბა „ვარ­სკვლა­ვუ­რი ომე­ბის­თვის“ და სხვ.

მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ილუსტრა­ცი­ე­ბი მკი­თხველს სრულ წარ­მოდ­გე­ნას უქ­მნის, მა­გა­ლი­თად, რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბოდ­ნენ ასუ­რე­თის, მა­კე­დო­ნი­ის, სპარ­სე­თის, კარ­თა­გე­ნი­სა თუ სხვა ძვე­ლი ქვეყ­ნე­ბის არ­მი­ე­ბი. რითი იყ­ვნენ შე­ი­ა­რა­ღე­ბულ-აღ­ჭურ­ვი­ლე­ბი მა­შინ­დე­ლი ქვე­ი­თი თუ ცხე­ნო­სა­ნი მებ­რძო­ლე­ბი, რას წარ­მო­ად­გენ­და საბ­რძო­ლო ეტ­ლე­ბი.

ძვე­ლი დრო­ის ქვეყ­ნე­ბი­დან რო­მის იმ­პე­რი­ას ყვე­ლა­ზე სრულ­ყო­ფი­ლი და ძლი­ე­რი სამ­ხედ­რო სის­ტე­მა ჰქონ­და. რო­მა­ელ­თა სა­უ­კე­თე­სოდ შე­ი­ა­რა­ღე­ბულ-მომ­ზა­დე­ბულ არ­მი­ის აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა­ში შე­დი­ო­და სხვა­დას­ხვა სა­ალ­ყო ტექ­ნი­კა, რო­მელ­თა ნი­მუ­შე­ბიც წიგ­ნის ფურ­ცლებ­ზეა ნაჩ­ვე­ნე­ბი.

ქარ­თვე­ლი მკი­თხვე­ლის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სოა შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის პე­რი­ო­დი, სა­დაც გან­ხი­ლუ­ლია და­ვი­თი­სა და თა­მა­რის ეპო­ქა. ინ­ფოგ­რა­ფი­კი­თაა ნაჩ­ვე­ნე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის ისე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ბრძო­ლე­ბი, რო­გო­რიც იყო დიდ­გო­რი და შამ­ქო­რი.

ფლო­ტის მოყ­ვა­რუ­ლებს, სა­შუ­ა­ლე­ბა აქვთ, გა­ეც­ნონ ბერ­ძნუ­ლი ტრი­რე­მის, ვი­კინ­გე­ბის დრა­კა­რის, შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გა­ლე­რის, ია­პო­ნუ­რი ჯავ­შნო­სან „მი­კა­სას“, მე-2 მსოფ­ლიო ომის გერ­მა­ნუ­ლი წყალ­ქვე­შა ნა­ვი­სა და სხვა ხო­მალ­დე­ბის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებს.

დენთმა და ცე­ცხლსას­როლ­მა ია­რაღ­მა ომე­ბის წარ­მო­ე­ბა მთლი­ა­ნად შეც­ვა­ლა. ამის სა­ი­ლუსტრა­ცი­ოდ, წიგნ­ში ნაჩ­ვე­ნე­ბია ძვე­ლი და თა­ნა­მედ­რო­ვე ცე­ცხლსას­რო­ლი და მსუ­ბუ­ქი შე­ი­ა­რა­ღე­ბის, ჯავ­შან­ტექ­ნი­კის, თვითმფრი­ნა­ვე­ბის, შვე­ულმფრე­ნე­ბის, რა­კე­ტე­ბის ზო­გი­ერ­თი ნი­მუ­ში.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ წიგ­ნის ერთი თავი თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის ერთ-ერთ მტკივ­ნე­ულ პრობ­ლე­მას, ომებ­ში ბავ­შვე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და­ეთ­მო.

წიგ­ნის დას­კვნი­თი თავი ეძღვნე­ბა გა­ე­როს სამ­შვი­დო­ბო ძა­ლებს. დღეს მსოფ­ლი­ოს მრა­ვალ ცხელ წერ­ტილ­ში გა­ე­როს მრა­ვა­ლე­როვ­ნუ­ლი ძა­ლე­ბი სამ­შვი­დო­ბო ფუნ­ქცი­ებს ას­რუ­ლე­ბენ. მკი­თხველს სა­შუ­ა­ლე­ბა აქვს გა­ეც­ნოს სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ა­ში მყოფ ცის­ფერ­ჩა­ფხუ­ტი­ან­თა ეკი­პი­რე­ბას, თავ­დაც­ვით შე­ი­ა­რა­ღე­ბას, სახ­მე­ლე­თო სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბებს და ა.შ.

წიგ­ნი _ ომე­ბი და არ­მი­ე­ბი, სა­ინ­ტერ­სო იქ­ნე­ბა ყვე­ლას­თვის, ვინც სამ­ხედ­რო ის­ტო­რი­ი­თაა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

ომები და არმიები - მაღალპოლიგრაფიული გამოცემა სამხედრო ისტორიაზე

ომები და არმიები - მაღალპოლიგრაფიული გამოცემა სამხედრო ისტორიაზე

ომები და არმიები - სამხედრო ისტორიაზე გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ მიერ მაღალპოლიგრაფიულ დონეზე გამოცემული ასეთი დასახელების წიგნი თავისი შინაარსითა და ილუსტრაციებით საქართველოსთვის სიახლეა.

წიგნში განხილულია უძველესი დროის, შუა საუკუნეების, თანამედროვე ეპოქისა და XX საუკუნის ომები და არმიები. მკითხველს საშუალება აქვს გაეცნოს ომების 4 700-წლიან ქრონოლოგიას, სხვადასხვა ქვეყნისა თუ სახელმწიფოს ყველაზე სახელგანთქმულ სარდლებს. ინფოგრაფიკის სახით წარმოდგენილია კადეშის (ძვ.წ. 1275), თერმოპილეს (ძვ.წ. 480), გავგამელას (ძვ. წ. 331), კანეს (ძვ.წ. 216), მანასკერტის (1071), ლეპანტოს (1571) და ზოგიერთი სხვა ბრძოლა, რომლებსაც სამხედრო ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უკავიათ. XX საუკუნის ომებიდან გამოცემაში ასახულია მდინარე სომასთვის მიმდინარე ბრძოლები (1916), თავდასხმა პერლ-ჰარბორზე (1941), ნორმანდიის სადესანტო ოპერაცია (1944), 1980-იან წლებში ამერიკელების მზადება „ვარსკვლავური ომებისთვის“ და სხვ.

მრავალფეროვანი ილუსტრაციები მკითხველს სრულ წარმოდგენას უქმნის, მაგალითად, როგორ გამოიყურებოდნენ ასურეთის, მაკედონიის, სპარსეთის, კართაგენისა თუ სხვა ძველი ქვეყნების არმიები. რითი იყვნენ შეიარაღებულ-აღჭურვილები მაშინდელი ქვეითი თუ ცხენოსანი მებრძოლები, რას წარმოადგენდა საბრძოლო ეტლები.

ძველი დროის ქვეყნებიდან რომის იმპერიას ყველაზე სრულყოფილი და ძლიერი სამხედრო სისტემა ჰქონდა. რომაელთა საუკეთესოდ შეიარაღებულ-მომზადებულ არმიის აღჭურვილობაში შედიოდა სხვადასხვა საალყო ტექნიკა, რომელთა ნიმუშებიც წიგნის ფურცლებზეა ნაჩვენები.

ქართველი მკითხველისთვის განსაკუთრებით საინტერესოა შუა საუკუნეების პერიოდი, სადაც განხილულია დავითისა და თამარის ეპოქა. ინფოგრაფიკითაა ნაჩვენები საქართველოს ისტორიის ისეთი მნიშვნელოვანი ბრძოლები, როგორიც იყო დიდგორი და შამქორი.

ფლოტის მოყვარულებს, საშუალება აქვთ, გაეცნონ ბერძნული ტრირემის, ვიკინგების დრაკარის, შუა საუკუნეების გალერის, იაპონური ჯავშნოსან „მიკასას“, მე-2 მსოფლიო ომის გერმანული წყალქვეშა ნავისა და სხვა ხომალდების თავისებურებებს.

დენთმა და ცეცხლსასროლმა იარაღმა ომების წარმოება მთლიანად შეცვალა. ამის საილუსტრაციოდ, წიგნში ნაჩვენებია ძველი და თანამედროვე ცეცხლსასროლი და მსუბუქი შეიარაღების, ჯავშანტექნიკის, თვითმფრინავების, შვეულმფრენების, რაკეტების ზოგიერთი ნიმუში.

აღსანიშნავია ისიც, რომ წიგნის ერთი თავი თანამედროვეობის ერთ-ერთ მტკივნეულ პრობლემას, ომებში ბავშვების მონაწილეობას დაეთმო.

წიგნის დასკვნითი თავი ეძღვნება გაეროს სამშვიდობო ძალებს. დღეს მსოფლიოს მრავალ ცხელ წერტილში გაეროს მრავალეროვნული ძალები სამშვიდობო ფუნქციებს ასრულებენ. მკითხველს საშუალება აქვს გაეცნოს სამშვიდობო მისიაში მყოფ ცისფერჩაფხუტიანთა ეკიპირებას, თავდაცვით შეიარაღებას, სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებებს და ა.შ.

წიგნი _ ომები და არმიები, საინტერსო იქნება ყველასთვის, ვინც სამხედრო ისტორიითაა დაინტერესებული.

„ჰოლანდ პარკში იმ ჩემს სკამზე ვიჯექი და მერლინ მონროს ველოდებოდი“ –აკა მორჩილაძის ნაწარმოებები „იკითხე ქართულის“ სერიაში გამოიცა

აუდიოწიგნების პლატფორმა gudabooks.ge-ზე „ლიბერთინსის“ კვირეული დაიწყო

"გახდი ბესტსელერის ავტორი 2020-ის" ფინალისტების ვინაობა ცნობილია