სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვვარაუდობდით, რომ გარედან შემოტანილი ინფექცია იყო, ახლა ამის მტკიცება, ძნელია" - 2-ვე მედპერსონალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, რესპუბლიკური საავადმყოფოს მედდაა
"ვვარაუდობდით, რომ გარედან შემოტანილი ინფექცია იყო, ახლა ამის მტკიცება, ძნელია" - 2-ვე მედპერსონალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, რესპუბლიკური საავადმყოფოს მედდაა

ორი­ვე სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი, რო­მელ­საც კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და, რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს მედ­დაა. რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტო­რის ლე­ვან გო­ფო­ძის გან­ცხა­დე­ბით, კლი­ნი­კა­ში უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბის ცვლი­ლე­ბა არ იგეგ­მე­ბა.

„მედ­პერ­სო­ნა­ლის შემ­თხვე­ვა­ში კლას­ტე­რე­ბის მო­ძი­ე­ბა რომ და­ი­წყო, ასე­თი ვა­რა­უ­დი გა­მოთ­ქვა და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრმა, რომ ეს გა­რე­დან შე­მო­ტა­ნი­ლი ინ­ფექ­ცია იყო. ახლა ამის მტკი­ცე­ბა ცოტა ძნე­ლია. ჩვენ უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბის ცვლი­ლე­ბას არ ვგეგ­მავთ, რად­გან პრო­ტო­კო­ლი, რომ­ლი­თაც 3,5 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ვმუ­შა­ობ­დით, აბ­სო­ლუ­ტუ­რად შე­უ­ვა­ლი იყო კო­ვიდ ინ­ფექ­ცი­ის­თვის. თუ არ ჩავ­თვლით იმას, რომ შე­საძ­ლებ­ლია გა­რე­და­ნაც მოხ­და ამის ვირუ­სის შე­მო­ტა­ნა, სხვა მხრივ, დღე­საც ვინც მუ­შა­ობს, პრო­ტოკლს სრუ­ლად იცავს და ვე­რა­ფერს და­ვუ­მა­ტებთ. სა­ბედ­ნი­ე­როდ „სკა­ფან­დრი­დან“ და­წყე­ბუ­ლი, დაც­ვის ყვე­ლა სა­შუ­ა­ლე­ბით დას­რუ­ლე­ბუ­ლი, ჩვე­ნი მედ­პერ­სო­ნა­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია. არ შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ რა­ღაც არ გვქონ­და და ამის გამო მოხ­და ინ­ფი­ცი­რე­ბა. ყო­ველ­თვის, ყველ­გან არის დამ­ცა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, სხვა არის თუ ვინ­მემ ეს წესი და­არ­ღვია. რა თქმა უნდა, თუ დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვე­ბი გა­მოვ­ლინ­დე­ბა, შე­სა­ბა­მის ზო­მებს მი­ვი­ღებთ. ამ ეტაპ­ზე ასე­თი ინ­ფორ­მა­ცია არ გვაქვს“, - გა­ნა­ცხა­და გო­ფო­ძემ.

რო­გორც ლე­ვან გო­ფო­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ამ დრო­ის­თვის კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მე­დი­კო­სე­ბის რი­ცხვი მათ კლი­ნი­კა­ში 11-ს შე­ად­გენს.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, მედ­პერ­სო­ნა­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია. რაც შე­ე­ხე­ბა სხვა პა­ცი­ენ­ტებს, გო­ფო­ძის თქმით, გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე 1 პა­ცი­ენ­ტი ჰყავთ, რო­მე­ლიც მარ­თვით სუნ­თქვა­ზეა.

“26 კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტი გვყავს, გუ­შინ­დე­ლი ანა­ლი­ზე­ბის მი­ხედ­ვით, 5 პა­ცი­ენ­ტი დაგ­ვე­მა­ტა, აქე­დან 3 ცხე­ლე­ბის ცენ­ტრი­დან და 2 მედ­დაა. გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე 1 პა­ცი­ენ­ტი გვყავს, ის რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, მარ­თვით სუთ­ქვა­ზეა. ასე­ვე გვყავს 2 გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ყუ­რა­დღე­ბო პა­ცი­ენ­ტი, მათ პნევ­მო­ნია აქვთ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა ხა­რის­ხის და ისი­ნიც არი­ან რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, თუმ­ცა მარ­თვი­თი სუნ­თქვა არ სჭირ­დე­ბათ, მხო­ლოდ ჟანგბა­დი მი­ე­წო­დე­ბათ წნე­ვის პი­რო­ბებ­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა მედ­პერ­სო­ნალს, მათი მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია" რა­ი­მე მძი­მე გა­მოვ­ლი­ნე­ბა ამ და­ა­ვა­დე­ბის არც ერთს არ აქვს, მაგ­რამ ჩვენ­თან არი­ან და დაკ­ვირ­ვე­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბი­ან. 11 მედ­პერ­სო­ნა­ლია ჯამ­ში ჩვე­ნი და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, ასე­ვე 11 მედ­პერ­სო­ნა­ლია კა­რან­ტინ­ში, გარ­და ამი­სა, კონ­ტაქ­ტე­ბის მო­ძი­ე­ბა პა­რა­ლე­ლუ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს. და­ნარ­ჩე­ნი ახა­ლი 3 ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის კლას­ტე­რის მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. მე რო­გორც ვიცი, მათი კონ­ტაქ­ტე­ბი მეტ-ნაკ­ლე­ბად ცნო­ბი­ლია, მაგ­რამ ეს გუ­შინ სა­ღა­მოს და­დას­ტურ­და და ამ კონ­ტაქ­ტე­ბის მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს ინ­ტენ­სი­უ­რად. მათი მდგო­მა­რე­ო­ბაც და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია. მხო­ლოდ 1 პა­ცი­ენ­ტი სა­ჭი­რო­ებს მეტ ყუ­რა­დღე­ბას იმი­ტომ, რომ იქაც პნევ­მო­ნი­აა და ეს პა­ცი­ენ­ტით გა­და­ვა ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში”, - გა­ნა­ცხა­და გო­ფო­ძემ.

ცნო­ბის­თვის, ეს 2 მედ­და ბოლო 24 სა­ათ­ში და­დას­ტუ­რე­ბულ 15 შემ­თხვე­ვა­ში შე­დის. დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­თა რა­ო­დე­ნო­ბა 15-ით გა­ი­ზარ­და და 879 გახ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ვვარაუდობდით, რომ გარედან შემოტანილი ინფექცია იყო, ახლა ამის მტკიცება, ძნელია" - 2-ვე მედპერსონალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, რესპუბლიკური საავადმყოფოს მედდაა

"ვვარაუდობდით, რომ გარედან შემოტანილი ინფექცია იყო, ახლა ამის მტკიცება, ძნელია" - 2-ვე მედპერსონალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, რესპუბლიკური საავადმყოფოს მედდაა

ორივე სამედიცინო პერსონალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, რესპუბლიკური საავადმყოფოს მედდაა. რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ლევან გოფოძის განცხადებით, კლინიკაში უსაფრთხოების ნორმების ცვლილება არ იგეგმება.

„მედპერსონალის შემთხვევაში კლასტერების მოძიება რომ დაიწყო, ასეთი ვარაუდი გამოთქვა დაავადებათა კონტროლის ცენტრმა, რომ ეს გარედან შემოტანილი ინფექცია იყო. ახლა ამის მტკიცება ცოტა ძნელია. ჩვენ უსაფრთხოების ნორმების ცვლილებას არ ვგეგმავთ, რადგან პროტოკოლი, რომლითაც 3,5 თვის განმავლობაში ვმუშაობდით, აბსოლუტურად შეუვალი იყო კოვიდ ინფექციისთვის. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ შესაძლებლია გარედანაც მოხდა ამის ვირუსის შემოტანა, სხვა მხრივ, დღესაც ვინც მუშაობს, პროტოკლს სრულად იცავს და ვერაფერს დავუმატებთ. საბედნიეროდ „სკაფანდრიდან“ დაწყებული, დაცვის ყველა საშუალებით დასრულებული, ჩვენი მედპერსონალი უზრუნველყოფილია. არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაღაც არ გვქონდა და ამის გამო მოხდა ინფიცირება. ყოველთვის, ყველგან არის დამცავი საშუალებები, სხვა არის თუ ვინმემ ეს წესი დაარღვია. რა თქმა უნდა, თუ დარღვევის შემთხვევები გამოვლინდება, შესაბამის ზომებს მივიღებთ. ამ ეტაპზე ასეთი ინფორმაცია არ გვაქვს“, - განაცხადა გოფოძემ.

როგორც ლევან გოფოძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული მედიკოსების რიცხვი მათ კლინიკაში 11-ს შეადგენს.

მისივე განმარტებით, მედპერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება სხვა პაციენტებს, გოფოძის თქმით, განსაკუთრებით მძიმე 1 პაციენტი ჰყავთ, რომელიც მართვით სუნთქვაზეა.

“26 კოვიდინფიცირებული პაციენტი გვყავს, გუშინდელი ანალიზების მიხედვით, 5 პაციენტი დაგვემატა, აქედან 3 ცხელების ცენტრიდან და 2 მედდაა. განსაკუთრებით მძიმე 1 პაციენტი გვყავს, ის რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუთქვაზეა. ასევე გვყავს 2 განსაკუთრებით საყურადღებო პაციენტი, მათ პნევმონია აქვთ დადასტურებული სხვადასხვა ხარისხის და ისინიც არიან რეანიმაციულ განყოფილებაში, თუმცა მართვითი სუნთქვა არ სჭირდებათ, მხოლოდ ჟანგბადი მიეწოდებათ წნევის პირობებში.

რაც შეეხება მედპერსონალს, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია,, რაიმე მძიმე გამოვლინება ამ დაავადების არც ერთს არ აქვს, მაგრამ ჩვენთან არიან და დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. 11 მედპერსონალია ჯამში ჩვენი დაინფიცირებული, ასევე 11 მედპერსონალია კარანტინში, გარდა ამისა, კონტაქტების მოძიება პარალელურად მიმდინარეობს. დანარჩენი ახალი 3 ინფიცირებული პაციენტების კლასტერის მოძიება მიმდინარეობს. მე როგორც ვიცი, მათი კონტაქტები მეტ-ნაკლებად ცნობილია, მაგრამ ეს გუშინ საღამოს დადასტურდა და ამ კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს ინტენსიურად. მათი მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია. მხოლოდ 1 პაციენტი საჭიროებს მეტ ყურადღებას იმიტომ, რომ იქაც პნევმონიაა და ეს პაციენტით გადავა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში”, - განაცხადა გოფოძემ.

ცნობისთვის, ეს 2 მედდა ბოლო 24 საათში დადასტურებულ 15 შემთხვევაში შედის. დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 15-ით გაიზარდა და 879 გახდა.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა - "გამოჯანმრთელდა 20 ადამიანი"

რა შემოუთვალა კადიროვმა გაბუნიას, როცა ტელეწამყვანმა პუტინს პირდაპირ ეთერში აგინა

"ჩემმა დაცვამ შეამჩნია, რომ თვალთვალი მიმდინარეობდა... მოდიოდა ჩემამდე ხმები - ფრთხილად იყავი" - გიორგი გაბუნიას პირველი კომენტარი მის შესაძლო ლიკვიდაციაზე