საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ექიმი, რომელიც კორონავირუსიანებთან მუშაობდა, ისეთ სტრესში იყო, ეგონა ვერ გადაიტანდა" - რა ფსიქოლოგიური პრობლემები მოუტანა ადამიანებს პანდემიამ
"ექიმი, რომელიც კორონავირუსიანებთან მუშაობდა, ისეთ სტრესში იყო, ეგონა ვერ გადაიტანდა" - რა ფსიქოლოგიური პრობლემები მოუტანა ადამიანებს პანდემიამ

Covid-19-ის პან­დე­მი­ამ ბევრ სხვა სირ­თუ­ლეს­თან ერ­თად, ადა­მი­ა­ნებს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბიც მო­უ­ტა­ნა, გა­ამ­ძაფ­რა მათი ემო­ცი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, რა­მაც ფსი­ქო­ლო­გებ­თან მი­მარ­თვი­ა­ნო­ბაც გა­ზარ­და.

სას­წავ­ლო-შე­მეც­ნე­ბით­მა ცენ­ტრმა "რავი" ამ ფონ­ზე სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გა­მო­ი­ჩი­ნა და "ფე­ის­ბუქ­ზე" შექ­მნა ჯგუ­ფი „ფსი­ქო­ლოგ­თან ერ­თად“ და ყვე­ლა მსურ­ველს უწევ­და უფა­სო ფსი­ქო­ლო­გი­ურ დახ­მა­რე­ბას, ას­წავ­ლი­და, რო­გორ გამ­კლა­ვე­ბოდ­ნენ პან­დე­მი­ით გა­მოწ­ვე­ულ სტრესს. ცენ­ტრი დახ­მა­რე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე პი­რებს უფა­სო ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ ფსი­ქო­ლო­გი­ურ კონ­სულ­ტა­ცი­ას უწევს, რო­მე­ლიც მი­ნი­მუმ ორ სა­ათს გრძელ­დე­ბა.

ცენ­ტრის მუ­შა­ო­ბის შე­სა­ხებ AMBEBI.GE-ს "რა­ვის" დი­რექ­ტო­რი, ფსი­ქო­თე­რა­პევ­ტი მაია ბა­რა­მი­ძე ესა­უბ­რე­ბა:

- პან­დე­მი­ით გა­მოწ­ვე­უ­ლი ემო­ცი­უ­რი ჩი­ვი­ლე­ბის მქო­ნე ბევრ ადა­მი­ანს გა­უ­წი­ეთ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი დახ­მა­რე­ბა. რო­გორ აი­სა­ხა კო­რო­ნა­ვირუ­სი ადა­მი­ა­ნე­ბის ფსი­ქო­ლო­გი­ურ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე? ძი­რი­თა­დად რა ჩი­ვი­ლე­ბით მოგ­მარ­თავ­დნენ?

- პან­დე­მი­ის გამო, გან­სა­კუთ­რე­ბით და­სა­წყის­ში, ფაქ­ტობ­რი­ვად 24-სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში ყო­ველ­გვა­რი ანა­ზღა­უ­რე­ბის გა­რე­შე ვმუ­შა­ობ­დით. ჯგუფ­ში მუ­შა­ობ­და ერთი ფსი­ქო­ლო­გი და ორი ად­მი­ნის­ტრა­ტო­რი - სოფი ჩუ­ბი­ნი­ძე და ნი­ნია ყო­ჩიშ­ვი­ლი, რომ­ლე­ბიც მო­მარ­თვის­თა­ნა­ვე პა­სუ­ხობ­დნენ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი დახ­მა­რე­ბის მსურ­ვე­ლებს. დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ვეხ­მა­რე­ბო­დით სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რებ ადა­მი­ა­ნებს, ხოლო დრო­ის გან­სხვა­ვე­ბის გამო გვი­წევ­და, ემიგ­რან­ტებს დავ­ხმა­რე­ბო­დით ღა­მის სა­ა­თებ­ში.

ადა­მი­ა­ნე­ბი სხვა­დას­ხვა ჩი­ვი­ლე­ბით მოგ­ვარ­თავ­დნენ, და­წყე­ბუ­ლი ში­შე­ბით, შფოთვი­თი აშ­ლი­ლო­ბით, დამ­თავ­რე­ბუ­ლი ძლი­ე­რი სტრე­სით, პა­ნი­კუ­რი შე­ტე­ვე­ბი­თაც კი, რას­თა­ნაც გამ­კლა­ვე­ბა სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბით ადა­მი­ანს არ შე­უძ­ლია.

ყვე­ლას სჭირ­დე­ბო­და დახ­მა­რე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად პრო­ფე­სი­ი­სა, მა­გა­ლი­თად, იყო ერთი ექი­მი, რო­მე­ლიც თა­ვად მუ­შა­ობ­და კო­რო­ნა­ვირუ­სი­ან პა­ცი­ენ­ტებ­თან, იმ­დე­ნად ძლი­ე­რი სტრე­სის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბო­და, რომ ეგო­ნა, ვერ გა­და­ი­ტან­და. აღე­ნიშ­ნე­ბო­და კო­რო­ნა­ვირუ­სის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ფსი­ქო­სო­მა­ტუ­რი ჩი­ვი­ლე­ბი - მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა, ყე­ლის ტკი­ვი­ლი, ხრჩო­ბის შეგ­რძნე­ბა და ა.შ. სი­ნამ­დვი­ლე­ში ეს იყო ემო­ცი­უ­რი რე­აქ­ცია. დას­ჭირ­და გა­და­უ­დე­ბე­ლი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი დახ­მა­რე­ბა. ძა­ლი­ან ეფექ­ტუ­რი გა­მოდ­გა მას­თან მუ­შა­ო­ბა და მა­ლე­ვე და­უბ­რუნ­და ცხოვ­რე­ბის ჩვე­ულ რიტმს.

ადა­მი­ა­ნებს ჰქონ­დათ ძა­ლი­ან რე­ა­ლუ­რი ში­შე­ბი და ხა­ტავ­დნენ ყვე­ლა­ზე კოშ­მა­რულ სუ­რა­თებ­საც კი. ყვე­ლას თა­ვი­სი ვერ­სია ჰქონ­და, თუ რა­ტომ გაჩ­ნდა სა­ერ­თოდ კო­რო­ნა­ვირუ­სი. ზოგი ამას სა­კუ­თა­რი შეც­დო­მე­ბის სა­ზღა­უ­რა­დაც კი აღიქ­ვამ­და. ჩვენ ყვე­ლა ადა­მი­ანს, რო­მელ­მაც მოგ­ვმარ­თა, გა­ვუ­წი­ეთ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი კონ­სულ­ტა­ცია და არ­ცერ­თი მათ­გა­ნი არ დაგ­ვი­ტო­ვე­ბია დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე.

- თქვენს ცენ­ტრის საქ­მი­ა­ნო­ბი­სა და მიზ­ნე­ბის შე­სა­ხე­ბაც გვი­ამ­ბეთ. რო­გორც ვიცი, სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტებს გეგ­მავთ...

- „რა­ვის“ მთა­ვა­რი მი­ზა­ნია უფრო სა­ინ­ტე­რე­სო, ჰუ­მა­ნუ­რი, მოს­წავ­ლე­ებ­ზე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად მორ­გე­ბუ­ლი და სწავ­ლე­ბის მარ­ტი­ვი მე­თო­დე­ბის დამ­კვიდ­რე­ბა. არა­სო­დეს ვი­ყა­ვი კმა­ყო­ფი­ლი სწავ­ლე­ბის ქარ­თუ­ლი მო­დე­ლით. მოს­წავ­ლე ვალ­დე­ბუ­ლე­ბის გამო არ უნდა და­დი­ო­დეს სკო­ლა­ში, მის­თვის სწავ­ლე­ბის მე­თო­დი არ უნდა იყოს რუ­ტი­ნუ­ლი, ეს უნდა იყოს მის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო და შე­მეც­ნე­ბი­თი.

ერთხელ ერთი სა­ინ­ტე­რე­სო ახალ­გაზ­რდის პოსტმა მი­იქ­ცია ჩემი ყუ­რა­დღე­ბა, ნი­ნია ყო­ჩიშ­ვი­ლი წერ­და თა­ვი­სი პე­და­გო­გი­უ­რი მე­თო­დე­ბი­სა და მიდ­გო­მე­ბის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში. მივ­ხვდი, რომ ეს ზუს­ტად ის იყო, რაც მომ­წონ­და და სწავ­ლე­ბის სა­უ­კე­თე­სო ვერ­სი­ად წარ­მო­მედ­გი­ნა, ნი­ნია ახა­ლი თა­ო­ბის­თვის იყო ძა­ლი­ან კარ­გი ახალ­გაზ­რდა მას­წავ­ლე­ბე­ლი, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მიდ­გო­მე­ბი­თა და საგ­ნის სწავ­ლე­ბის მარ­ტი­ვი და შე­დეგ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მე­თო­დე­ბით.

ერ­თობ­ლი­ვად გა­დავ­წყვი­ტეთ სას­წავ­ლო-შე­მეც­ნე­ბი­თი ცენ­ტრი დაგ­ვე­ფუძ­ნე­ბი­ნა. იმ­დე­ნად გვინ­დო­და ამ იდე­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, რომ მა­ლე­ვე და­ვი­წყეთ ზრუნ­ვა. იმ­დე­ნად, რამ­დე­ნა­დაც არ გვქონ­და სკო­ლის გახ­სნის ფი­ნან­სუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, და­ვი­წყეთ სას­წავ­ლო ცენ­ტრით. დიდ­ხანს ვე­ძებ­დით ისეთ მას­წავ­ლებ­ლებს, რომ­ლებ­საც ისე­თი ახ­ლე­ბუ­რი და თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის­თვის შე­სა­ბა­მი­სი მიდ­გო­მე­ბი და მე­თო­დო­ლო­გია ექ­ნე­ბო­დათ, რო­გორ­საც მო­ი­თხოვს 21-ე სა­უ­კუ­ნის მოს­წავ­ლე გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის­გან. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ვი­პო­ვეთ ასე­თი მას­წავ­ლებ­ლე­ბი.

რამ­დე­ნი­მე თვე­ში ცენ­ტრმა ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა და­ი­წყო. ჩვე­ნი ცენ­ტრის მას­წავ­ლე­ბელ­თა უმე­ტე­სო­ბა ან მეც­ნი­ე­რი, ან­დაც უნი­ვერ­სი­ტე­ტის ლექ­ტო­რია, ყვე­ლას აქვს თა­ვი­სი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი პროგ­რა­მა. ძა­ლი­ან გაგ­ვა­ხა­რა იმ ფაქ­ტმა, რომ ჩვენ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას და­თან­ხმდა მა­რი­ამ წე­რე­თე­ლი, ის­ტო­რი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი, რომ­ლის მოს­წავ­ლე­ებ­საც ყო­ველ­თვის მა­ღა­ლი შე­დე­გე­ბი აქვთ. ასე­ვე ბედ­ნი­ე­რე­ბი ვართ, რომ ჩვე­ნი ცენ­ტრის მას­წავ­ლე­ბე­ლი გახ­და ეკა მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლი, ინ­გლი­სუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც მიმ­დი­ნა­რე წლი­დან უნი­ვერ­სი­ტეტ­შიც და­ი­წყებს ლექ­ცი­ე­ბის კი­თხვას და უფრო მეტ ადა­მი­ანს შე­ეძ­ლე­ბა, გა­ი­ზი­ა­როს მისი ცოდ­ნა.

ჩვენ ძა­ლი­ან ვა­მა­ყობთ ჩვე­ნი გუნ­დით! მე, რო­გორც ფსი­ქო­ლო­გი, მთლი­ა­ნად ვი­ყა­ვი ჩარ­თუ­ლი სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში, იქ­ნე­ბო­და ეს ბავ­შვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, მშობ­ლებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა და მას­წავ­ლებ­ლებ­თან ერ­თად ახა­ლი იდე­ე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის გზე­ბის გან­ხილ­ვა.

სა­ა­ბი­ტუ­რი­ენ­ტო კურ­სე­ბის გარ­და გვაქვს ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი წრე, რო­მელ­საც ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თვე­ლი პო­ე­ტი, საშა გვე­ლე­სი­ა­ნი, ხელ­მძღვა­ნე­ლობს. გვაქვს მარ­თლწე­რი­სა და მარ­თლმე­ტყვე­ლე­ბის სწრა­ფი კურ­სი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­თვის, სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის მე­ნე­ჯე­რე­ბის­თვი­სა და სა­კი­თხით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რე­ბის­თვის. შევ­ქმე­ნით მოძ­რა­ვი ლექ­ცი­ე­ბის პროგ­რა­მა - "სხვა ის­ტო­რია“, რო­მელ­საც უძღვე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი არ­ქი­ვის მკვლე­ვა­რი და მრა­ვა­ლი სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მო­ჩე­ნის ავ­ტო­რი - ქე­თე­ვან პა­პუ­ნაშ­ვი­ლი, მოძ­რა­ვი ლექ­ცი­ის იდეა გუ­ლის­ხმობს სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა კუ­თხის მო­ნა­ხუ­ლე­ბა­სა და ლექ­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბას ღია სივ­რცე­ში, გაშ­ლილ მინ­დორ­ზე, მთე­ბით გარ­შე­მორ­ტყმულ სივ­რცე­ში.

ვგეგ­მავთ ახალ სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტებს. ვა­პი­რებთ, გაც­ვლი­თი პროგ­რა­მა გა­ვა­კე­თოთ საფ­რან­გეთ­ში. მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით.

ცენ­ტრმა გა­უძ­ლო იმ გა­მოწ­ვე­ვებს, რო­მე­ლიც თან ახ­ლდა პან­დე­მი­ას, ისე, რომ მოს­წავ­ლე­ე­ბი, რო­მელ­თა მშობ­ლებ­საც შე­ექ­მნათ ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბი, არ გაგ­ვეშ­ვა და მე­ტიც, შეგ­ვექ­მნა ში­და­საგ­რან­ტო სის­ტე­მა, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ქუ­ლის მქო­ნე მსმე­ნელს უფი­ნანსდე­ბო­და ერთი თვით სწავ­ლის სა­ფა­სუ­რი, ყვე­ლა თვეს თა­ვი­სი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ჰყავ­და. ასე­ვე კარ­გად მო­ვერ­გეთ სწავ­ლე­ბის დის­ტან­ცი­ურ ფორ­მას და აქაც ჩვენ ვმუ­შა­ობ­დით მოს­წავ­ლე­ე­ბის მო­ტი­ვა­ცი­ის ასა­მაღ­ლებ­ლად, რა­მაც მოგ­ვცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ არ და­ვარ­დნი­ლი­ყო სწავ­ლის ხა­რის­ხი.

ჩვენს გუნდს ძა­ლი­ან უხა­რია, როცა ვხე­დავთ, რო­გორ იზ­რდე­ბი­ან ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბი, ძა­ლი­ან გვიყ­ვარს და გვე­ი­მე­დე­ბა თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი.

სას­წავ­ლო-შე­მეც­ნე­ბი­თი ცენ­ტრი „რავი“ მო­მა­ვალ სას­წავ­ლო წელს აპი­რებს გა­ფარ­თო­ე­ბას და ახა­ლი სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბის და­მა­ტე­ბას.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაია
1

დიდი მადლობა დაინტერესებისთვის. <3

კორონავირუსი.
0

ადამიანებს რა მოუტანა არ ვიცით, მაგრამ აფთიაქებს, რა მოუტანა? 70 თეთრიანი "ნამორდნიკები", ლარი რომ ღირს, ეს კარგად ვიცით.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"ექიმი, რომელიც კორონავირუსიანებთან მუშაობდა, ისეთ სტრესში იყო, ეგონა ვერ გადაიტანდა" - რა ფსიქოლოგიური პრობლემები მოუტანა ადამიანებს პანდემიამ

"ექიმი, რომელიც კორონავირუსიანებთან მუშაობდა, ისეთ სტრესში იყო, ეგონა ვერ გადაიტანდა" - რა ფსიქოლოგიური პრობლემები მოუტანა ადამიანებს პანდემიამ

Covid-19-ის პანდემიამ ბევრ სხვა სირთულესთან ერთად, ადამიანებს ფსიქოლოგიური პრობლემებიც მოუტანა, გაამძაფრა მათი ემოციური მდგომარეობა, რამაც ფსიქოლოგებთან მიმართვიანობაც გაზარდა.

სასწავლო-შემეცნებითმა ცენტრმა "რავი" ამ ფონზე სოციალური პასუხისმგებლობა გამოიჩინა და "ფეისბუქზე" შექმნა ჯგუფი „ფსიქოლოგთან ერთად“ და ყველა მსურველს უწევდა უფასო ფსიქოლოგიურ დახმარებას, ასწავლიდა, როგორ გამკლავებოდნენ პანდემიით გამოწვეულ სტრესს. ცენტრი დახმარების საჭიროების მქონე პირებს უფასო ინდივიდუალურ ფსიქოლოგიურ კონსულტაციას უწევს, რომელიც მინიმუმ ორ საათს გრძელდება.

ცენტრის მუშაობის შესახებ AMBEBI.GE-ს "რავის" დირექტორი, ფსიქოთერაპევტი მაია ბარამიძე ესაუბრება:

- პანდემიით გამოწვეული ემოციური ჩივილების მქონე ბევრ ადამიანს გაუწიეთ ფსიქოლოგიური დახმარება. როგორ აისახა კორონავირუსი ადამიანების ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე? ძირითადად რა ჩივილებით მოგმართავდნენ?

- პანდემიის გამო, განსაკუთრებით დასაწყისში, ფაქტობრივად 24-საათიან რეჟიმში ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ვმუშაობდით. ჯგუფში მუშაობდა ერთი ფსიქოლოგი და ორი ადმინისტრატორი - სოფი ჩუბინიძე და ნინია ყოჩიშვილი, რომლებიც მომართვისთანავე პასუხობდნენ ფსიქოლოგიური დახმარების მსურველებს. დღის განმავლობაში ვეხმარებოდით საქართველოში მცხოვრებ ადამიანებს, ხოლო დროის განსხვავების გამო გვიწევდა, ემიგრანტებს დავხმარებოდით ღამის საათებში.

ადამიანები სხვადასხვა ჩივილებით მოგვართავდნენ, დაწყებული შიშებით, შფოთვითი აშლილობით, დამთავრებული ძლიერი სტრესით, პანიკური შეტევებითაც კი, რასთანაც გამკლავება საკუთარი ძალებით ადამიანს არ შეუძლია.

ყველას სჭირდებოდა დახმარება, მიუხედავად პროფესიისა, მაგალითად, იყო ერთი ექიმი, რომელიც თავად მუშაობდა კორონავირუსიან პაციენტებთან, იმდენად ძლიერი სტრესის ქვეშ იმყოფებოდა, რომ ეგონა, ვერ გადაიტანდა. აღენიშნებოდა კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ფსიქოსომატური ჩივილები - მაღალი ტემპერატურა, ყელის ტკივილი, ხრჩობის შეგრძნება და ა.შ. სინამდვილეში ეს იყო ემოციური რეაქცია. დასჭირდა გადაუდებელი ფსიქოლოგიური დახმარება. ძალიან ეფექტური გამოდგა მასთან მუშაობა და მალევე დაუბრუნდა ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

ადამიანებს ჰქონდათ ძალიან რეალური შიშები და ხატავდნენ ყველაზე კოშმარულ სურათებსაც კი. ყველას თავისი ვერსია ჰქონდა, თუ რატომ გაჩნდა საერთოდ კორონავირუსი. ზოგი ამას საკუთარი შეცდომების საზღაურადაც კი აღიქვამდა. ჩვენ ყველა ადამიანს, რომელმაც მოგვმართა, გავუწიეთ ფსიქოლოგიური კონსულტაცია და არცერთი მათგანი არ დაგვიტოვებია დახმარების გარეშე.

- თქვენს ცენტრის საქმიანობისა და მიზნების შესახებაც გვიამბეთ. როგორც ვიცი, საინტერესო პროექტებს გეგმავთ...

- „რავის“ მთავარი მიზანია უფრო საინტერესო, ჰუმანური, მოსწავლეებზე ინდივიდუალურად მორგებული და სწავლების მარტივი მეთოდების დამკვიდრება. არასოდეს ვიყავი კმაყოფილი სწავლების ქართული მოდელით. მოსწავლე ვალდებულების გამო არ უნდა დადიოდეს სკოლაში, მისთვის სწავლების მეთოდი არ უნდა იყოს რუტინული, ეს უნდა იყოს მისთვის საინტერესო და შემეცნებითი.

ერთხელ ერთი საინტერესო ახალგაზრდის პოსტმა მიიქცია ჩემი ყურადღება, ნინია ყოჩიშვილი წერდა თავისი პედაგოგიური მეთოდებისა და მიდგომების შესახებ სოციალურ ქსელში. მივხვდი, რომ ეს ზუსტად ის იყო, რაც მომწონდა და სწავლების საუკეთესო ვერსიად წარმომედგინა, ნინია ახალი თაობისთვის იყო ძალიან კარგი ახალგაზრდა მასწავლებელი, ფსიქოლოგიური მიდგომებითა და საგნის სწავლების მარტივი და შედეგზე ორიენტირებული მეთოდებით.

ერთობლივად გადავწყვიტეთ სასწავლო-შემეცნებითი ცენტრი დაგვეფუძნებინა. იმდენად გვინდოდა ამ იდეის განხორციელება, რომ მალევე დავიწყეთ ზრუნვა. იმდენად, რამდენადაც არ გვქონდა სკოლის გახსნის ფინანსური შესაძლებლობა, დავიწყეთ სასწავლო ცენტრით. დიდხანს ვეძებდით ისეთ მასწავლებლებს, რომლებსაც ისეთი ახლებური და თანამედროვეობისთვის შესაბამისი მიდგომები და მეთოდოლოგია ექნებოდათ, როგორსაც მოითხოვს 21-ე საუკუნის მოსწავლე განათლების სისტემისგან. საბედნიეროდ, ვიპოვეთ ასეთი მასწავლებლები.

რამდენიმე თვეში ცენტრმა ფუნქციონირება დაიწყო. ჩვენი ცენტრის მასწავლებელთა უმეტესობა ან მეცნიერი, ანდაც უნივერსიტეტის ლექტორია, ყველას აქვს თავისი ინდივიდუალური პროგრამა. ძალიან გაგვახარა იმ ფაქტმა, რომ ჩვენთან თანამშრომლობას დათანხმდა მარიამ წერეთელი, ისტორიის მასწავლებელი, რომლის მოსწავლეებსაც ყოველთვის მაღალი შედეგები აქვთ. ასევე ბედნიერები ვართ, რომ ჩვენი ცენტრის მასწავლებელი გახდა ეკა მირიანაშვილი, ინგლისურის მასწავლებელი, რომელიც მიმდინარე წლიდან უნივერსიტეტშიც დაიწყებს ლექციების კითხვას და უფრო მეტ ადამიანს შეეძლება, გაიზიაროს მისი ცოდნა.

ჩვენ ძალიან ვამაყობთ ჩვენი გუნდით! მე, როგორც ფსიქოლოგი, მთლიანად ვიყავი ჩართული სასწავლო პროცესში, იქნებოდა ეს ბავშვებთან ურთიერთობა, მშობლებთან თანამშრომლობა და მასწავლებლებთან ერთად ახალი იდეებისა და განვითარების გზების განხილვა.

სააბიტურიენტო კურსების გარდა გვაქვს ლიტერატურული წრე, რომელსაც ყველასთვის ცნობილი თანამედროვე ქართველი პოეტი, საშა გველესიანი, ხელმძღვანელობს. გვაქვს მართლწერისა და მართლმეტყველების სწრაფი კურსი ჟურნალისტებისთვის, სოციალური მედიის მენეჯერებისთვისა და საკითხით დაინტერესებული პირებისთვის. შევქმენით მოძრავი ლექციების პროგრამა - ,,სხვა ისტორია“, რომელსაც უძღვება საქართველოს ეროვნული არქივის მკვლევარი და მრავალი საინტერესო აღმოჩენის ავტორი - ქეთევან პაპუნაშვილი, მოძრავი ლექციის იდეა გულისხმობს საქართველოს სხვადასხვა კუთხის მონახულებასა და ლექციის ჩატარებას ღია სივრცეში, გაშლილ მინდორზე, მთებით გარშემორტყმულ სივრცეში.

ვგეგმავთ ახალ საინტერესო პროექტებს. ვაპირებთ, გაცვლითი პროგრამა გავაკეთოთ საფრანგეთში. მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

ცენტრმა გაუძლო იმ გამოწვევებს, რომელიც თან ახლდა პანდემიას, ისე, რომ მოსწავლეები, რომელთა მშობლებსაც შეექმნათ ფინანსური პრობლემები, არ გაგვეშვა და მეტიც, შეგვექმნა შიდასაგრანტო სისტემა, რომლის ფარგლებშიც ყველაზე მაღალი ქულის მქონე მსმენელს უფინანსდებოდა ერთი თვით სწავლის საფასური, ყველა თვეს თავისი გამარჯვებული ჰყავდა. ასევე კარგად მოვერგეთ სწავლების დისტანციურ ფორმას და აქაც ჩვენ ვმუშაობდით მოსწავლეების მოტივაციის ასამაღლებლად, რამაც მოგვცა შესაძლებლობა, რომ არ დავარდნილიყო სწავლის ხარისხი.

ჩვენს გუნდს ძალიან უხარია, როცა ვხედავთ, როგორ იზრდებიან ჩვენი მოსწავლეები, ძალიან გვიყვარს და გვეიმედება თითოეული მათგანი.

სასწავლო-შემეცნებითი ცენტრი „რავი“ მომავალ სასწავლო წელს აპირებს გაფართოებას და ახალი სასწავლო პროგრამების დამატებას.

"მილიონი დოზა Pfizer-ის ვაქცინის შესანახად საქართველოს ლოჯისტიკური ბაზა არ ეყოფა, რადგან ამ რაოდენობის მინუს 80-გრადუსიანი მაცივრები არ გვაქვს" - თენგიზ ცერცვაძე

23 წლის გოგონა, რომელიც პანდემიის დროს სოფელში გადასახლდა და ცხვრებს, ძროხებს და ქათმებს ბებოსთან ერთად უვლის

19 438 ჩატარებული ტესტი და 1618 ახალი ინფიცირებული - როგორია კორონავირუსის ბოლო დღე-ღამის მონაცემები რეგიონების მიხედვით