პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა edX საქართველოშია – 40–ზე მეტი კურსი სექტემბრიდან ამოქმედდება
ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა edX საქართველოშია – 40–ზე მეტი კურსი სექტემბრიდან ამოქმედდება

მიმ­დი­ნა­რე წელს ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბამ სრუ­ლად ჩა­ა­ნაც­ვლა სწავ­ლე­ბის ტრა­დი­ცი­უ­ლი ფორ­მა და ამას უკვე არ­ჩე­ვა­ნის ფორ­მა აღარ აქვს. ყვე­ლა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და ონ­ლა­ინ ფორ­მა­ტით გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სი. თუმ­ცა მე­ო­რე მხრივ, პან­დე­მი­ამ და კა­რან­ტინ­მა სტუ­დენ­ტე­ბის გარ­და, ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­საც გა­უ­ჩი­ნა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ სხვა­დას­ხვა სას­წავ­ლო კურ­სი ონ­ლა­ინ შე­ეს­წავ­ლათ და მი­ე­ღოთ ის ცოდ­ნა, რო­მელ­საც აქამ­დე გარ­კვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო ვერ ახერ­ხებ­დნენ.

მო­თხოვ­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე სა­ქარ­თვე­ლო­ში ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბის პლატ­ფორ­მა გაძ­ლი­ერ­და. სექ­ტემ­ბრი­დან კი სექ­ტორ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­ახ­ლე იგეგ­მე­ბა. მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი edX-ის ბა­ზა­ზე შექ­მნი­ლი გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის პლატ­ფორ­მა ESx.ge სექ­ტემ­ბრი­დან 40–ზე მეტი ახა­ლი, სა­ერ­თა­შო­რი­სო კურ­სით და­ი­წყებს ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას. MiniMBA, ინო­ვა­ცი­ე­ბის, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის, ბიზ­ნე­სის, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის, ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი სა­მარ­თლის, ციფ­რუ­ლი მე­დი­ის და სხვა მრა­ვა­ლი ინ­დუსტრი­ის შე­სა­ხებ, ვი­დეო გაკ­ვე­თი­ლე­ბის და ლექ­ცი­ე­ბის, რი­დე­რე­ბის, პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბის, სა­მეც­ნი­ე­რო პუბ­ლი­კა­ცი­ე­ბის, პოდ­კას­ტე­ბის და სხვა სა­ხით ხდე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი.

“პრო­ექ­ტის მი­ზა­ნია, ინ­ტერ­ნეტ სივ­ცე­ში ერ­თი­ა­ნი ქარ­თუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რცის შექ­მნა, რო­მე­ლიც გა­ა­ერ­თი­ა­ნებს მა­ღა­ლი ხარსხის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კონ­ტენტს და იქ­ნე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რის­თვის. ზო­გა­დად, ონ­ლა­ინ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პლატ­ფორ­მე­ბი მსოფ­ლი­ო­ში ერთ–ერთი ყვე­ლა­ზე მზარ­დი ინ­დუსტრი­აა და ძა­ლი­ან დიდი პერ­სპექ­ტი­ვა გა­აჩ­ნია. ეს პრო­ცე­სი გან­სა­კუთ­რე­ბით კო­ვიდ19–ით გა­მოწ­ვე­ულ­მა პან­დე­მი­ამ და­აჩ­ქა­რა და ის სწრა­ფად და გა­მარ­თუ­ლად უნდა წა­რი­მარ­თოს სა­ქარ­თვე­ლო­შიც. სწო­რედ ამი­ტომ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ქვე­ყა­ნა­ში გაჩ­ნდა სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზარ­ზე მე­ტად მი­ღე­ბუ­ლი და მო­წი­ნა­ვე სის­ტე­მა, რო­მელ­ზეც და­შენ­და ქარ­თუ­ლი პლატ­ფორ­მა. ის გა­ა­ერ­თი­ა­ნებს არა მარ­ტო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მა­სა­ლებს უნი­ვერ­ტის­ტე­ტე­ბი­დან, არა­მედ მო­ი­ცავს სხვა­დას­ხვა მოკ­ლე­ვა­დი­ან კურ­სებს, რომ­ლის მომ­წო­დებ­ლე­ბიც იქ­ნე­ბი­ან ად­გი­ლობ­რი­ვი და სა­ე­რა­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნი­ე­ბი და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი,“ – გან­მარ­ტავს ESx.ge–ის პარტნი­ო­რის, BTU AI–ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი მი­ხე­ილ ბა­ტი­აშ­ვი­ლი.

გლო­ბა­ლურ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პლატ­ფორ­მა­ზე ESx.ge, მა­სა­ლას და კურ­სებს წა­რად­გე­ნენ მსხვი­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი და გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბი, ქარ­თვე­ლი და უცხო­ე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი. ESx.ge-ს სა­მეც­ნი­ე­რო საბ­ჭო და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლია აქ­ტი­უ­რი, სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნის მეც­ნი­ე­რე­ბის­გან, რომ­ლე­ბიც გან­სა­ზღვრა­ვენ პლატ­ფორ­მის სა­მეც­ნი­ე­რო და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პო­ლი­ტი­კას, თე­მა­ტი­კას და სტან­დარტს.

პირ­ვე­ლი კურ­სი, რომ­ლი­თაც ESx.ge სექ­ტემ­ბრი­დან ხდე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი, არის MiniMBA - პირ­ვე­ლი სრუ­ლად ავ­ტო­მა­ტი­ზე­ბუ­ლი კურ­სი სა­ქარ­თვე­ლო­ში. კურ­სი გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით და ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის პლატ­ფორ­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სის სა­ლექ­ციო პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გა­რე­შე. კურ­სი აერ­თი­ა­ნებს მო­დუ­ლებს მე­ნე­ჯმენ­ტის, ინო­ვა­ცი­უ­რი მე­წარ­მე­ო­ბის და ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის შე­სა­ხებ, რო­მელ­საც გა­უ­ძღვე­ბა AI ავა­ტა­რი - პირ­ვე­ლი, ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი ციფ­რუ­ლი ლექ­ტო­რი. ავა­ტა­რის მიერ წა­რი­მარ­თე­ბა ლექ­ცი­ე­ბი, სა­სე­მი­ნა­რო აქ­ტი­ვო­ბე­ბი შე­სა­ბა­მი­სი და­ვა­ლე­ბე­ბით, ჩა­ტარ­დე­ბა ვე­ბი­ნა­რე­ბი. ავ­ტო­მა­ტი­ზი­რე­ბუ­ლი კურ­სის ფარ­გლებ­ში და­გეგ­მი­ლია აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რო­მე­ლიც აღ­რმა­ვებს აღ­ნიშ­ნულ სფე­რო­ებ­ში თე­ო­რი­ულ ცოდ­ნას და მო­ნა­წი­ლეს უვი­თა­რებს პრაქ­ტი­კულ უნა­რებს წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბიზ­ნე­სის შე­საქ­მნე­ლად.

ESx.ge პლატ­ფორ­მა­ზე ეტა­პობ­რი­ვად გა­იხ­სნე­ბა უნი­კა­ლუ­რი კურ­სე­ბი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­მარ­თლებ­რი­ვი რე­გუ­ლი­რე­ბის მი­მარ­თულ­ბით: ელ.ვაჭ­რო­ბის სა­მარ­თა­ლი, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის სა­მარ­თა­ლი, ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის სა­მარ­თა­ლი, ინ­ტერ­ნეტ სა­მარ­თა­ლი და ა.შ. რო­მე­ლიც ქარ­თულ ენა­ზე მომ­ხმა­რებ­ლის­თის პირ­ვე­ლად ხდე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი და გან­კუთ­ვნი­ლია არა მხო­ლოდ იუ­რის­ტე­ბის­თვის, არა­მედ ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სფე­რო­ში მო­მუ­შა­ვე პირ­თათ­ვის.

მი­ხე­ილ ბა­ტი­აშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, რომ კურ­სზე სწავ­ლა შე­ეძ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს. სწავ­ლე­ბის ორი მო­დუ­ლი იქ­ნე­ბა. ერთი იქ­ნე­ბა მსმე­ნე­ლი მო­დუ­ლი, რო­დე­საც და­რე­გის­ტრი­რე­ბულ მსმე­ნელს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბა გა­ეც­ნოს ატ­ვირ­თულ მა­სა­ლებს. მე­ო­რე მხრივ კი მსურ­ვე­ლე­ბი შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი ტეს­ტი­რე­ბის გავ­ლის შემ­დეგ სერ­თი­ფი­კა­ტის აღე­ბა­საც შეძ­ლე­ბენ.

მაშა
0

შეეფერება გვარს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა edX საქართველოშია – 40–ზე მეტი კურსი სექტემბრიდან ამოქმედდება

ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა edX საქართველოშია – 40–ზე მეტი კურსი სექტემბრიდან ამოქმედდება

მიმდინარე წელს ონლაინ სწავლებამ სრულად ჩაანაცვლა სწავლების ტრადიციული ფორმა და ამას უკვე არჩევანის ფორმა აღარ აქვს. ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება იძულებული გახდა ონლაინ ფორმატით გაეგრძელებინა სწავლების პროცესი. თუმცა მეორე მხრივ, პანდემიამ და კარანტინმა სტუდენტების გარდა, ფართო საზოგადოებასაც გაუჩინა შესაძლებლობა, რომ სხვადასხვა სასწავლო კურსი ონლაინ შეესწავლათ და მიეღოთ ის ცოდნა, რომელსაც აქამდე გარკვეული მიზეზების გამო ვერ ახერხებდნენ.

მოთხოვნიდან გამომდინარე საქართველოში ონლაინ სწავლების პლატფორმა გაძლიერდა. სექტემბრიდან კი სექტორში განსაკუთრებული სიახლე იგეგმება. მსოფლიოში ცნობილი edX-ის ბაზაზე შექმნილი განათლებისა და მეცნიერების პლატფორმა ESx.ge სექტემბრიდან 40–ზე მეტი ახალი, საერთაშორისო კურსით დაიწყებს ფუნქციონირებას. MiniMBA, ინოვაციების, ტექნოლოგიების, ბიზნესის, სოფლის მეურნეობის, ტექნოლოგიური სამართლის, ციფრული მედიის და სხვა მრავალი ინდუსტრიის შესახებ, ვიდეო გაკვეთილების და ლექციების, რიდერების, პრეზენტაციების, სამეცნიერო პუბლიკაციების, პოდკასტების და სხვა სახით ხდება ხელმისაწვდომი.

“პროექტის მიზანია, ინტერნეტ სივცეში ერთიანი ქართული საგანმანათლებლო სივრცის შექმნა, რომელიც გააერთიანებს მაღალი ხარსხის საგანმანათლებლო კონტენტს და იქნება ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული მხარისთვის. ზოგადად, ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმები მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე მზარდი ინდუსტრიაა და ძალიან დიდი პერსპექტივა გააჩნია. ეს პროცესი განსაკუთრებით კოვიდ19–ით გამოწვეულმა პანდემიამ დააჩქარა და ის სწრაფად და გამართულად უნდა წარიმართოს საქართველოშიც. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში გაჩნდა საერთაშორისო ბაზარზე მეტად მიღებული და მოწინავე სისტემა, რომელზეც დაშენდა ქართული პლატფორმა. ის გააერთიანებს არა მარტო საგანმანათლებლო მასალებს უნივერტისტეტებიდან, არამედ მოიცავს სხვადასხვა მოკლევადიან კურსებს, რომლის მომწოდებლებიც იქნებიან ადგილობრივი და საერათაშორისო კომპანიები და ორგანიზაციები,“ – განმარტავს ESx.ge–ის პარტნიორის, BTU AI–ის დამფუძნებელი მიხეილ ბატიაშვილი.

გლობალურ საგანმანათლებლო პლატფორმაზე ESx.ge, მასალას და კურსებს წარადგენენ მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაციები და გამომცემლობები, ქართველი და უცხოელი მეცნიერები. ESx.ge-ს სამეცნიერო საბჭო დაკომპლექტებულია აქტიური, საერთაშორისო დონის მეცნიერებისგან, რომლებიც განსაზღვრავენ პლატფორმის სამეცნიერო და საგანმანათლებლო პოლიტიკას, თემატიკას და სტანდარტს.

პირველი კურსი, რომლითაც ESx.ge სექტემბრიდან ხდება ხელმისაწვდომი, არის MiniMBA - პირველი სრულად ავტომატიზებული კურსი საქართველოში. კურსი განხორციელდება ციფრული ტექნოლოგიებით და ხელოვნური ინტელექტის პლატფორმების გამოყენებით, ადამიანური რესურსის სალექციო პროცესში მონაწილეობის გარეშე. კურსი აერთიანებს მოდულებს მენეჯმენტის, ინოვაციური მეწარმეობის და ციფრული ტექნოლოგიების შესახებ, რომელსაც გაუძღვება AI ავატარი - პირველი, ქართულენოვანი ციფრული ლექტორი. ავატარის მიერ წარიმართება ლექციები, სასემინარო აქტივობები შესაბამისი დავალებებით, ჩატარდება ვებინარები. ავტომატიზირებული კურსის ფარგლებში დაგეგმილია აქტივობები, რომელიც აღრმავებს აღნიშნულ სფეროებში თეორიულ ცოდნას და მონაწილეს უვითარებს პრაქტიკულ უნარებს წარმატებული ბიზნესის შესაქმნელად.

ESx.ge პლატფორმაზე ეტაპობრივად გაიხსნება უნიკალური კურსები ტექნოლოგიების სამართლებრივი რეგულირების მიმართულბით: ელ.ვაჭრობის სამართალი, სოციალური ქსელების სამართალი, ხელოვნური ინტელექტის სამართალი, ინტერნეტ სამართალი და ა.შ. რომელიც ქართულ ენაზე მომხმარებლისთის პირველად ხდება ხელმისაწვდომი და განკუთვნილია არა მხოლოდ იურისტებისთვის, არამედ ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე პირთათვის.

მიხეილ ბატიაშვილი განმარტავს, რომ კურსზე სწავლა შეეძლება ნებისმიერ მსურველს. სწავლების ორი მოდული იქნება. ერთი იქნება მსმენელი მოდული, როდესაც დარეგისტრირებულ მსმენელს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს ატვირთულ მასალებს. მეორე მხრივ კი მსურველები შემაჯამებელი ტესტირების გავლის შემდეგ სერთიფიკატის აღებასაც შეძლებენ.

სასტუმრო ბათუმში, რომელიც ორიგინალური ინტერიერის გამო ტურისტების ყურადღების ცენტრში ექცევა

უფრთხილდით არასწორად დამზადებულ კარ-ფანჯრებს! - რა საფრთხეს შეიცავს არასწორად დამზადებული კონსტრუქცია

უსაფრთხო, მხიარული და ონლაინ!