ავტორი:

მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული დაავადება ოსტეოართრიტია- როგორ ხდება ოსტეოართრიტის თანამედროვე მკურნალობა?

მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული დაავადება ოსტეოართრიტია- როგორ ხდება ოსტეოართრიტის თანამედროვე მკურნალობა?

ადამიანის უფლებებს შორის მთავარია - თავისუფლად გადაადგილების უფლება. საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებების დიდ ნაწილს შედეგად მოსდევს მოძრაობის შეზღუდვა, გაძნელებული გადაადგილება და ინვალიდიზაციის მაღალი მაჩვენებელი. აქედან გამომდინარე ამ დაავადებების მიმართ ინტერესი ყოველთვის მაღალი იყო როგორც სპეციალისტების, ასევე მოსახლეობის მხრივ.

რა დაავადებაა ოსტეოართროზი? როგორია მისი გავრცელების სიხშირე? როგორია მისი მართვა 21-ე საუკუნეში? აღნიშნულ კითხვებზე კომპეტენტურ პასუხსა და თანამედროვე რეკომენდაციებს მოგვაწდვის ექიმი რევმატოლოგი, პროფესორი, საქართველოს ოსტეოპოროზის ასოციაციის პრეზიდენტი, ქ-ნი ლალი კილასონია.

თქვენ ოსტეოართროზი ახსენეთ, ამიტომ პატარა განმარტებას გავაკეთებ. "ოსტეოართროზი’’ ერთ-ერთი ძველი დაავადებაა მედიცინაში, მას საუკუნეების მანძილზე პირველყოფილი ადამიანის დაავადებას უწოდებდნენ და ეს ფაქტი დადასტურებული იყო ძველი სამარხების არქეოლოგიური და ანთროპოლოგიური კვლევების შედეგებით. უკანასკნელ პერიოდამდე ითვლებოდა, რომ დაავადებას საფუძვლად უდევს ხრტილის დეგენერაციული ცვლილებები, მისი რაოდენობრივი კლება, სახსარში შემავალი დაუცველი ძვლოვანი ზედაპირები, ხშირი რეაქტიული ანთება და ტკივილი. აქედან გაჩნდა ტერმინი "ართროზი’’. დღეისათვის ეს მოსაზრება რადიკალურად შეიცვალა. მრავალრიცხოვანი კვლევების შედეგად დაავადება განიხილება, როგორც სახსრების ქრონიკული იმუნური ანთება, რომელსაც მოსდევს სახსრის პრატიკულად ყველა კომპონენტის დაზიანება, შესაბამისად ვსაუბრობთ ოსტეოართრიტზე.

დაავადების პათოგენეზში წამყვანი როლი ენიჭება იმუნურ მედიატორებს, ე.წ. "ციტოკინებს’’, რომელთა შორის ყველაზე კარგად არის შესწავლილი ინტერლეიკინი-1 და სიმსივნის ნეკროზის ფაქტორი. ამ ნივთიერებების კონცენტრაციის ზრდა სახსარში, მათი აქტივობის მატება, იწვევს ხრტილის სინთეზის დათრგუნვას, ქონდროციტების რაოდენობის კლებას და მათ აპოპტოზს, მცირდება ხრტილის მეტაბოლიზში მონაწილე კომპონენტის რაოდენობა (პროტეოგლიკანები, კოლაგენი), მატულობს კალციუმის ექსკრეცია, აქტიურდებიან ოსტეოკლასტები, რასაც მოყვება ძვლოვანი ქსოვილის კარგვა და ოსტეოპოროზი. პათლოგიურად შეცვლილი ხრტილოვანი ქსოვილი წარმოშობს ძვლოვან წანაზარდებს (ოსტეოფიტები) – გამოდის, რომ ხდება სახსრის სრული კომპრომეტაცია, შედეგად ვითარდება ტკივილი და მოძრაობის შეზღუდვა.

როგორია დაავადების გავრცელების სიხშირე?

მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ჯანმოს უკანასკნელი მონაცემებით, დღეს დედამიწაზე 50 წელს გადაცილებული ყოველი მე-2 ადამიანი ავად არის ოსტეოართრიტით; ყველა პოპულაციაში ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად 50 წლამდე პირებში ოსტეოარტრიტის რენტგენოლოგიური სიმპტომატიკა 75% სიხშირით ვლინდება, 50 წლის ზევით 90%-ში და რაც საგანგაშოა პროგნოზირდება ამ მაჩვენებლების გაორმაგება...

ვის ემართებათ ოსტეოართრიტი? აქვს თუ არა მნიშვნელობა სქესს, ასაკს?

ამ კითხვასთან დაკავშირებით ბევრი მითები არსებობს. რეალობა ასეთია - ერთი კონკრეტული გამომწვევი ოსტეოართრიტს არ ჰყავს. მაგრამ არსებობენ რისკ ფაქტორები, რომელთა პირობებში ავადობის ალბათობა მაღალია. ეს არის პირველ რიგში გენეტიკური ფაქტორები, ჭარბი წონა, თანდაყოლილი სახსროვანი ანომალიები (ბრტყელი ტერფი; დისპლაზია), გადაჭარბებული ფიზიკური დატვირთვა (ძალოსნები; ტანმოვარჯიშები; ბალერინები). მე ვახსენე მითები - ასეთია მოსაზრება ასაკოვანი პაციენტების სიხშირის შესახებ რაც, არ შეესაბამება სინამდვილეს. მრავალი წლის განმავლობაში იშვიათად შემხვედრია 25 წელს გადაცილებული ახალგაზრდა - სახსროვანი პრობლემების გარეშე. ისევე როგორც ბევრი სხვა დაავადება, ოსტეოართრიტიც ბავშვობიდან მოდის, ამისათვის არის საჭირო მოსახლეობის ინფორმირება და დაავადების ნაადრევი დაგნოსტირება.

რა სიმპტომებით ვლინდება დაავადება?

ოსტეოართრიტს ორი ძირითადი სიმპტომი აქვს. ეს არის ტკივილი და მოძრაობის შეზღუდვა. მაგრამ შეხედეთ რა ხდება. დაზიანების პლაცდარმს წარმოადგენს ხრტილი, რომელიც არ შეიცავს ნერვულ დაბოლოებებს, ამიტომ ხშირად დაავადების საწყისი პერიოდი უსიმპტომოა; ამ შემთხვევებში რეალური დიაგნოსტირება ხდება მხოლოდ ულტრაბგერიტი კვლევით ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომგრაფიით. რაც შეეხება სქესს, არსებობს შემდეგი სტატისტიკა, რომ ოსტეოარტთრიტის სიხშირე ჭარბობს ხანდაზმულ ქალბატონებში და შედარებით ახალგაზრდა მამაკაცებში.

როგორ ხდება ოსტეოართრიტის თანამედროვე მკურნალობა?

სადღეისოდ ოსტეოართრიტის პათოგენეზური მკურნალობა არ არსებობს. კონსერვატიული მკურნალობა მოიცავს ორ მიმართულებას: სიმპტომური სწრაფად მომქმედი პრეპარატების გამოყენება (ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპაატები; სტეროიდები) და სიმპტომური ხანგრძლივად მოქმედი პრეპარატები ე.წ. სისტემური მოდიფიკატორები ანუ ქონდროპროტექტორები. ევროპის განვითარებულ ქვეყნების, ა.შ.შ-ს კლინიკურ რეკომენდაციებში ქონდროპროტექტორებს სტაბილურად უჭირავთ საპატიო ადგილი.ვინ არიან ქონდროპროტექტორები?

თეორიულად ესენი არიან ხრტილის მთლიანობის დამცველი, აღმდგენი კომპონენტები, რომლებიც ხელს უწყობენ კლინიკური სიმპტომების გაუმჯობესებას და სახსრების ფუნქციის აღდგენას.

ქონდროპროტექტორებს 30 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვთ, მათ საკვები დანამატების სახელით იცნობდა მოსახლეობა და მინდა გითხრათ რომ გარკვეული წლების განმავლობაში მათ მიმართ გარკვეული, მოტივირებული სკეფსისი არსებობდა. არ არსებობდა ამ პრეპარატების ეფექტურობის შემსწავლელი კლინიკური კვლევები. ქონდროპროტექტორები არსებობდნენ მხოლოდ აბების სახით, რეკომენდებული იყო მათი ხანგრძლივი გამოყენება მათი დაბალი ბიოშეღწევადობის გამო, მას მერე ბევრი დრო გავიდა, დღეს მთელს მსოფლიოში კარგად არის შესწავლილი ქონდროპროტექტორების ეფექტურობა და უსაფრთხოება. გაჩნდა პრეპარატების დიდი არჩევანი (ინტრამუსკულარული, სახსარშიდა ინექციის სახით, აბები, ადგილობრივად სახმარი და ა.შ.)

და ორი სიტყვით, როგორ მუშაობენ ქონდროპროტექტორები?

ქონდროპროტექტორები - გლიკოზამინოგლიკანები არიან, შემაერთებელი ქსოვილის ძირითადი შემადგენელი ნაწილი, რომლებიც მოთავსებულნი არიან უჯრედშორის სივრცეში და განაპირობებენ მთელს ორგანოებში შემაერთებელი ქსოვილის ძირიად ფუნქციებს, როგორიცაა ელასტიურობა, დრეკადობა, წელვადობა, მობილურობა - ერთი სიტყვით შემაერთებელი ქსოვილის ახალგაზრდობას! ხრტილოვან ქსოვილში გლიკოზამინოგლიკანები უერთდებიან ჰიალურონის მჟავას და ყველა ის ფუნქცია რომელიც უნდა გააჩნდეს ჯანმრთელ ხრტილს ამ ნაერთის რაოდენობრივ და ფუნქციურ სრულფასოვნებაზეა დამოკიდებული.

რა პრინციპით ხდება ქონდროპროტექტორების შერჩევა?

პირველი აუცილებელი პირობაა ქონდროპროტექტორების და მათ კომპლექსში შემავალი კომპონენტების ცნობადობა, დოზა, ბიოშეღწევადობის ხარისხი, თერაპიული ეფექტი, უსაფრთხოება. როცა ლაპარაკია ხანგრძლივ მკურნალობაზე საქმე ეხება ძირითადად პერორალურ ქონდროპროტექტორებს. ეს არ ნიშნავს, რომ ნაკლებად ეფექტურია პრეპარატის ინექციური ფორმები, მაგრამ მათ აქვთ გამოყენების მკაცრი რეჟიმი, ლიმიტირებული, დროში განსაზღვრული, ინტერმისიული. ქონდროპროტექტორების ჩამონათვალი როგორც მსოფლიოში ასევე საქართველოში ძალზედ დიდია. ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ბრენდად შეიძლება ჩაითვალოს “ართროსტოპი რაპიდი პლიუსი“ და აი რატომ: პრეპარატი კომბინირებულია და მასში შემავალი გლუკოზამინის სულფატი, ყველაზე მაღალი შეღწევადობით - წარმოდგენილია მაქსიმალური სადღეღამისო დოზით 1600მგ; გლუკოზამინის სულფატთან კომბინაციაშია ქონდროიტის სულფატი - პროტეოგლიკანი, რომელიც შედარებით დაბალი შეღწევადობით ხასიათდება, მაგრამ სრული სინერგიის გამო მნიშვნელოვნად აძლიერებს თერაპიულ ეფექტს. “ართროსტოპის” შექმნის დროს გათვალისწინებულ იქნა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბონუსი - ბოსველიის მჟავა, ეგზოტიკური მცენარის ქერქი, რომელიც საუკუნეებია ცნობილი და მას ბუნებრივ არასტეროიდს უწოდებენ მისი ანალგეზიური თვისებების გამო. არსებობს კლინიკური კვლევები, რომელთა შედეგები ბოსველიის ანალგეზიურ ეფექტს ადასტურებენ პროსტაგლანდინების ინჰიბიციის შედეგად. “ართროსტოპის” კომბინაციაში ბოსველიის არსებობა მის ანთების საწინააღმდეგო ანალგეზიურ ეფექტს მნიშვნელოვნად ზრდის. მეთილსულფონილმეთანი - ორგანული გოგირდის შემცველი ნივთიერებაა, რომელიც მაღალი ბიოშეღწევადობით ხასიათდება და უშუალოდ მოაწილეობს შემაერთებელი ქსოვილის მეტაბოლიზმში და რაც მთავარია ხრტილის კომპონენტების სინთეზში. ბუნებაში ცნობილი ოცი ტიპის კოლაგენიდან ყველაზე ეფექტური, მეორე ტიპის კოლაგენი შედის “ართროსტოპში”, იგი ხრტილოვან ქსოვილში ქმნის "კარკასს’’ რომელიც რეგენერირებული ქსოვილის ელასტიურობას განსაზღვრავს.

“ართროსტოპი” (ქონდროპროტექტორები) ხანგრძლივი გამოყენების პროცესში იწვევეს ოსტეოართრიტის დროს ანთებაში მონაწილე ინტერლეიკინ-1-ის შებოჭვას, რასაც მოჰყვება გამოხატული ანთების საწინააღმდეგო და ანალგეზიური ეფექტი. ხდება ქონდროციტების, კოლაგენის და ჰიალურონის მჟავას გაძლიერებული სინთეზი, რასაც მოჰყვება სახსრის ელასტიურობის მატება და მოძრაობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. ართროსტოპს ახასიათებს მაღალი ბიოშეღწევადობა და უსაფრთხოების მაქსიმალური ინდექსი; პრაქტიკულად არ აზიანებს კუჭ-ნაჭლავის ტრაქტს; თანმხლები დაავადებების შემთხვევაში არც ერთ მედიკამენტთან არ შედის კონფლიქტში.

“ართროსტოპი” არსებობს ადგილობრივად გამოსაყენებელი მალამოს სახითაც, რომელსაც გამოხატული ანთების საწინააღმდეგო და ანალგეზიური ეფექტი აქვს და სრულიად უსაფრთხოა ხანგრძლივი გამოყენების დროს.

შეიძლება თუ არა ართროსტოპის გამოყენება ოსტეოართრიტის პროფილაქტიკაში?

ამგვარი გამოცდილება არსებობს მსოფლიოში, ამგვარი გამოცდილება გაგვაჩნია ჩვენც. აქ უნდა ვთქვა, რომ საინტერესო ტენდენცია არსებობს მთელს მსოფლიოში; პაციენტები გაცილებით მოტივირებული არიან ქონდროპროტექტორების მისაღებად ვიდრე ფარმაცევტული მედიკამენტების, მგონია ამაში ლოგიკა არის. რაც შეეხება თქვენს კითხვას - ოსტეოართრიტის პროფილაქტიკა გაცილებით მასშტაბურია, ვიდრე მხოლოდ ქონდროპროტექტორების გამყენება; მაგრამ იმ კონტიგენტში, რომელსაც რისკ -კონტიგენტი ჰქვია ართროსტოპის გამოყენება ხანგრძლივი დროის განმავლობაში მართებულად მიმაჩნია.

როგორია რევმატოლოგების მოლოდინი ოსტეოართრიტის მკურნალობასთან დაკავშირებით?

მიმდინარეობს კლინიკური კვლევები და დიდი ალბათობით მალე გაჩნდება პათოგენეზური მოქმედების პრეპარატი, რომელიც, სავარაუდოდ, იმუნოპრეპარატი იქნება. ამავე დროს მიმდინარეობს ცნობილი პრეპარატების კლინიკური კვლევები მათი ეფექტურობის დასადგენად ოსტეოართრიტის დროს.

მიუხედავად იმისა თუ როგორი იქნება ოსტეოართრიტის მკურნალობის ახალი ტენდენციები, ქონდროპროტექტორები შეინარჩუნებენ თავის "ნიშას’’ მკურნალობის კომპლექსში. მე იმედი მაქვს.

R