საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:28-ზე, მთვარე ტყუპშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. კარგი დღეა ქორწინების, ნიშნობისა და სექსუალურისთვის. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დღეიდან 20 ლარით დაჯარიმდებით, თუ დახურულ საჯარო სივრცეებსა და ტრანსპორტში პირბადეს არ გამოიყენებთ
დღეიდან 20 ლარით დაჯარიმდებით, თუ დახურულ საჯარო სივრცეებსა და ტრანსპორტში პირბადეს არ გამოიყენებთ

და­ხუ­რულ სა­ჯა­რო სივ­რცე­ებ­ში, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტსა და ტაქ­სებ­ში პირ­ბა­დის გა­მო­უ­ყე­ნებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი დღი­დან, 15 ივ­ნი­სი­დან და­ჯა­რიმ­დე­ბი­ან.

"არ­სე­ბობს „ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში“ ჩა­ნა­წე­რი, რომ­ლის თა­ნახ­მად თუ ფი­ზი­კუ­რი პირი პირ­ბა­დის გა­რე­შე შევა და­ხუ­რულ სა­ჯა­რო სივ­რცე­ში, ან თუ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით, ან ტაქ­სით იმ­გზავ­რებს პირ­ბა­დის გა­რე­შე, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია 20 ლა­რის ოდე­ნო­ბის ჯა­რი­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა იუ­რი­დი­ულ პი­რებს და ინდმე­წარ­მე­ებს, მათ უნდა გა­ა­კონ­ტრო­ლონ, რომ პირი და­ხუ­რულ სა­ჯა­რო სივ­რცე­ში არ შე­ვი­დეს პირ­ბა­დის გა­რე­შე. თუ ამას ვერ უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია 500 ლა­რის ოდე­ნო­ბის ჯა­რი­მა. თუმ­ცა ამა­ვე კა­ნონ­ში და­ვა­ვა­ლეთ მთავ­რო­ბას, რომ დე­ტა­ლუ­რად გა­წე­როს პირ­ბა­დის ტა­რე­ბის წესი.

სა­უ­ბა­რი იყო ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებ­ზე, შშმ პი­რებ­ზე, აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­თან შემ­თხვე­ვა­ში რა შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს - ეს ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­წე­როს მთავ­რო­ბამ. შე­სა­ბა­მი­სად, ეს კა­ნო­ნი იუ­რი­დი­უ­ლად გა­მოქ­ვეყ­ნდა და ამოქ­მედ­და, თუმ­ცა მისი გა­მო­ყე­ნე­ბა უკავ­შირ­დე­ბა ამ წე­სის ამოქ­მე­დე­ბას. ეს წესი უნდა გა­მოქ­ვეყ­ნდეს ორ­შა­ბათს, 15 ივ­ნისს, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით, სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ე­წო­დე­ბა და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცია, პირ­ბა­დის ტა­რე­ბის წესი რო­გო­რია და მხო­ლოდ ორ­შა­ბა­თი­დან მოხ­დე­ბა ამ კა­ნო­ნის გა­მო­ყე­ნე­ბაც,“ - გა­ნა­ცხა­და იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე ანრი ოხა­ნაშ­ვილ­მა „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას.

კი­თხვა­ზე, რო­გო­რი ტი­პის პირ­ბა­დის გა­მო­ყე­ნე­ბა იქ­ნე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო, ანრი ოხა­ნაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ და­მა­ტე­ბით ტვირ­თად რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ტი­პის პირ­ბა­დე არ არის მო­თხოვ­ნი­ლი.

"მთა­ვა­რია, ადა­მი­ანს ჰქონ­დეს პირ­ბა­დე, რო­მე­ლიც და­ფა­რავს მის სა­ხეს ცხვი­რი­დან ნი­კა­პამ­დე, იმის­თვის, რომ გავ­რცე­ლე­ბის შე­კა­ვე­ბა მოხ­დეს. მთავ­რო­ბის მიერ შე­მუ­შა­ვე­ბულ წეს­შიც იქ­ნე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­წე­რი­ლი. რა პირ­ბა­დე­ებ­საც აქამ­დე ატა­რებ­დნენ ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, ისეთ პირ­ბა­დე­ებ­ზეა სა­უ­ბა­რი, რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ტი­პის პირ­ბა­დე არ არის მო­თხოვ­ნი­ლი,“ - გან­მარ­ტა მან.

ცნო­ბის­თვის, „ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში“ შე­ტა­ნი­ლი ცვლი­ლე­ბის თა­ნახ­მად, პან­დე­მი­ის ან/და ეპი­დე­მი­ის დროს და­ხუ­რულ სა­ჯა­რო სივ­რცე­ში პირ­ბა­დის ტა­რე­ბის წე­სის დარ­ღვე­ვა გა­მო­იწ­ვევს ფი­ზი­კუ­რი პი­რის და­ჯა­რი­მე­ბას 20 ლა­რით, ხოლო და­ხუ­რუ­ლი სა­ჯა­რო სივ­რცის მფლო­ბე­ლი იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის ან ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მე­წარ­მის და­ჯა­რი­მე­ბას - 500 ლა­რით. პირ­ბა­დის ტა­რე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლოა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით და მეტ­რო­თი მგზავ­რო­ბის დრო­საც. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ამ წე­სის დამ­რღვე­ვი და­ჯა­რიმ­დე­ბა 20 ლა­რით.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კახელი
35

მე ვარ კახელი,ჩვენს რეგიონში არანაირი კორონა ვირუსი არ არსებობს და მეც ზუსტად ისე რატომ უნდა ვიარო ბირბადით როგორც სხვა რეგიონებში?-ანუ თავი უნდა მქონდეს დაცული არარსებული საშიშროებისაგან???

 

გოროზა
10

გრუზია ვენაცვალე დუბინკა თავში უშველის ყველას. ბიძო გადაგვარჩინე !

ავტორი:

დღეიდან 20 ლარით დაჯარიმდებით, თუ დახურულ საჯარო სივრცეებსა და ტრანსპორტში პირბადეს არ გამოიყენებთ

დღეიდან 20 ლარით დაჯარიმდებით, თუ დახურულ საჯარო სივრცეებსა და ტრანსპორტში პირბადეს არ გამოიყენებთ

დახურულ საჯარო სივრცეებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ტაქსებში პირბადის გამოუყენებლობის შემთხვევაში, მოქალაქეები დღიდან, 15 ივნისიდან დაჯარიმდებიან.

"არსებობს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ჩანაწერი, რომლის თანახმად თუ ფიზიკური პირი პირბადის გარეშე შევა დახურულ საჯარო სივრცეში, ან თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ან ტაქსით იმგზავრებს პირბადის გარეშე, გათვალისწინებულია 20 ლარის ოდენობის ჯარიმა.

რაც შეეხება იურიდიულ პირებს და ინდმეწარმეებს, მათ უნდა გააკონტროლონ, რომ პირი დახურულ საჯარო სივრცეში არ შევიდეს პირბადის გარეშე. თუ ამას ვერ უზრუნველყოფენ, გათვალისწინებულია 500 ლარის ოდენობის ჯარიმა. თუმცა ამავე კანონში დავავალეთ მთავრობას, რომ დეტალურად გაწეროს პირბადის ტარების წესი.

საუბარი იყო ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებზე, შშმ პირებზე, აბიტურიენტებთან შემთხვევაში რა შეიძლება მოხდეს - ეს ყველაფერი უნდა გაწეროს მთავრობამ. შესაბამისად, ეს კანონი იურიდიულად გამოქვეყნდა და ამოქმედდა, თუმცა მისი გამოყენება უკავშირდება ამ წესის ამოქმედებას. ეს წესი უნდა გამოქვეყნდეს ორშაბათს, 15 ივნისს, რომლის საშუალებით, საზოგადოებას მიეწოდება დამატებითი ინფორმაცია, პირბადის ტარების წესი როგორია და მხოლოდ ორშაბათიდან მოხდება ამ კანონის გამოყენებაც,“ - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

კითხვაზე, როგორი ტიპის პირბადის გამოყენება იქნება სავალდებულო, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ დამატებით ტვირთად რაიმე განსაკუთრებული ტიპის პირბადე არ არის მოთხოვნილი.

"მთავარია, ადამიანს ჰქონდეს პირბადე, რომელიც დაფარავს მის სახეს ცხვირიდან ნიკაპამდე, იმისთვის, რომ გავრცელების შეკავება მოხდეს. მთავრობის მიერ შემუშავებულ წესშიც იქნება ეს ყველაფერი გაწერილი. რა პირბადეებსაც აქამდე ატარებდნენ ჩვენი მოქალაქეები, ისეთ პირბადეებზეა საუბარი, რაიმე განსაკუთრებული ტიპის პირბადე არ არის მოთხოვნილი,“ - განმარტა მან.

ცნობისთვის, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილი ცვლილების თანახმად, პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 20 ლარით, ხოლო დახურული საჯარო სივრცის მფლობელი იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას - 500 ლარით. პირბადის ტარება სავალდებულოა საზოგადოებრივი ტრანსპორტით და მეტროთი მგზავრობის დროსაც. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ წესის დამრღვევი დაჯარიმდება 20 ლარით.

"ვვარაუდობდით, რომ გარედან შემოტანილი ინფექცია იყო, ახლა ამის მტკიცება, ძნელია" - 2-ვე მედპერსონალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, რესპუბლიკური საავადმყოფოს მედდაა

"ნაკბენების უმრავლესობა გვხვდება ხელზე... არ ვეცადოთ მათ დაჭერას" - ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში გველებზე გამოძახებები გაიზარდა

ჩვენი მოქალაქეების ნაწილის ქცევას როცა ვუყურებთ, შეიძლება სიტუაცია გაცილებით უფრო ადრე დაიძაბოს, ვიდრე ამას ველოდებოდით - პაატა იმნაძე

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"