საზოგადოება
სამხედრო
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბარსას" ვარსკვლავს მაისური ვთხოვე, ხელით გამწია და წავიდა... მას შემდეგ ეს არავისთვის მითხოვია" - შოთა არველაძის გულახდილი ინტერვიუ
"ბარსას" ვარსკვლავს მაისური ვთხოვე, ხელით გამწია და წავიდა... მას შემდეგ ეს არავისთვის მითხოვია" - შოთა არველაძის გულახდილი ინტერვიუ

"მატჩ TV" ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის ლე­გენ­დას, შოთა არ­ვე­ლა­ძეს ესა­უბ­რა შონ კო­ნე­რი­ზე, ლუი ვან გა­ალ­ზე, ვახ­ტანგ კი­კა­ბი­ძე­ზე, ჰო­ლან­დი­ის პო­ლი­ცი­ა­ში და­კი­თხვებ­ზე და კი­დევ სხვა სა­ინ­ტე­რე­სო თე­მა­ზე... სა­ქარ­თვე­ლოს, ჰო­ლან­დი­ი­სა და შოტ­ლან­დი­ის ჩემ­პი­ონ­მა შარ­შან ოქ­როს მედ­ლე­ბი "ფახ­თა­ქორ­თან" ერ­თად მწვრთნე­ლის რან­გშიც მო­ი­პო­ვა...

- თქვე­ნი მშობ­ლე­ბი ექი­მე­ბი არი­ან. რა რე­აქ­ცია ჰქონ­დათ, სა­მი­ვე ვაჟი რომ ფეხ­ბურ­თე­ლი გახ­დით?

- 18 წლამ­დე მა­მა­ჩე­მიც თა­მა­შობ­და ფეხ­ბურთს. სხვა­თა შო­რის, ის ძა­ლი­ან ტექ­ნი­კუ­რი იყო, მაგ­რამ ფეხ­ბურთს მუხ­ლზე ტრავ­მის გამო შე­ეშ­ვა და აკა­დე­მი­კო­სი გახ­და. ის უფრო ლო­ი­ა­ლუ­რი იყო ჩვე­ნი გა­ტა­ცე­ბი­სად­მი, დედა და ბა­ბუა კი ამ­ბობ­დნენ - ფეხ­ბურ­თი არ არის პრო­ფე­სია, უნდა ის­წავ­ლო­თო!.. ბევ­რი კა­მა­თი იყო, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ მე და ჩემ­მა ძმებ­მა უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ვამ­თავ­რეთ (რე­ზომ ქი­მი­ის ფა­კულ­ტე­ტი, ხოლო არ­ჩილ­მა და მე - ეკო­ნო­მი­კის), მა­გი­და­ზე დიპ­ლო­მე­ბი დავ­დეთ და 100 პრო­ცენ­ტით ფეხ­ბურთზე გა­და­ვერ­თეთ.

- თურ­ქეთ­ში, მე­ო­რე ად­გილ­ზე ორ­ჯერ გახ­ვე­დით. 1996 წლის სე­ზონ­ში ჩემ­პი­ო­ნა­ტის სა­უ­კე­თე­სო ბომ­ბარ­დი­რი გახ­დით. მა­შინ "დე­პორ­ტი­ვო" გიწ­ვევ­დათ, რო­მე­ლიც იმ დროს ძა­ლი­ან ძლი­ე­რი გუნ­დი იყო. რა­ტომ თქვით უარი?

- თასე­ბის თას­ზე თა­მა­შის შემ­დეგ, "დე­პორ­ტი­ვოს" სურ­და არ­ჩი­ლის და ჩემი აყ­ვა­ნა, მაგ­რამ მას ჯვა­რე­დი­ნი იო­გე­ბი და­უ­ზი­ან­და, ოპე­რა­ცია გა­ი­კე­თა და თით­ქმის 6 თვე გა­უც­და. ეს­პა­ნე­ლე­ბი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის­თვის 1996 წლის მა­ი­სის ბო­ლოს ჩა­მოფ­რინ­დნენ, როცა "აიაქ­სი" ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის ფი­ნალ­ში "იუ­ვენ­ტუსს" ეთა­მა­შე­ბო­და. ნა­შუ­ა­დღევს შევ­ხვდით და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ სა­ღა­მოს მატჩს ვუ­ყუ­რებ­დი, მაგ­რამ... მთე­ლი 10 სა­ა­თი ვის­ხე­დით მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე და მა­ინც ვერ მო­ვი­ლა­პა­რა­კეთ.

მათ მხო­ლოდ ჩემი აყ­ვა­ნა სურ­დათ. მაგ­რამ მე აჩის მარ­ტო და ხელ­ჯო­ხით და­ტო­ვე­ბა არ შე­მეძ­ლო. "ტრაბ­ზონ­თან" ჩვე­ნი კონ­ტრაქ­ტი დას­რულ­და და მე რომ "დე­პორ­ტი­ვო­ში" წავ­სუ­ლი­ყა­ვი, ჩემი ძმა სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­დე­ბო­და, სა­დაც ნორ­მა­ლუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო. ეს­პა­ნე­ლებს ვთხო­ვე, აჩიც წა­ეყ­ვა­ნათ და თან­ხის გა­დახ­და მას შემ­დეგ და­ე­წყოთ, როცა მო­ე­დან­ზე დაბ­რუნ­დე­ბო­და, მაგ­რამ მათ უარი გა­ნა­ცხა­დეს. მე ვუ­თხა­რი: "თუ არ წა­იყ­ვანთ ჩემს ძმას, არც მე წა­მო­ვალ-მეთ­ქი. მათ გა­უკ­ვირ­დათ - "დე­პო­რი" ხომ მა­შინ ლა ლი­გის ლი­დე­რებ­ში იყო...

- რო­მე­ლი იყო ნაკ­რებ­ში ყვე­ლა­ზე ემო­ცი­უ­რი გა­მარ­ჯვე­ბა?

- 1996 წლის ევ­რო­შე­სარ­ჩევ­ში გიგ­ზის უელ­სი და ძლი­ე­რი ბულ­გა­რე­თი და­ვა­მარ­ცხეთ, რო­მელ­მაც მცი­რე ხნით ადრე მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში ითა­მა­შა... ყვე­ლა ფიქ­რობ­და, რომ არა­ფე­რი შეგ­ვეძ­ლო და ჩვე­ნი გა­მარ­ჯვე­ბე­ბი ძა­ლი­ან გა­უკ­ვირ­დათ. ბულ­გა­რე­ლებ­თან 2:1-ის შემ­დეგ, "ბარ­სას" ვარ­სკვლავ ხრის­ტო სტო­ი­ჩკოვს მა­ი­სუ­რა ვთხო­ვე, მაგ­რამ მან ხე­ლით გამ­წია და წა­ვი­და... უხერ­ხუ­ლი ვი­თა­რე­ბა იყო... მას შემ­დეგ ასე­თი თხოვ­ნით არა­ვის­თან მივ­სულ­ვარ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ხრის­ტოს კი­დევ არა­ერ­თხელ შევ­ხვდი, მა­გა­ლი­თად, ბერ­ბა­ტო­ვის გა­მო­სამ­შვი­დო­ბე­ბელ მატჩში, მაგ­რამ ის ამ­ბა­ვი აღარ გა­ვახ­სე­ნე წა­ი­კი­თხეთ ვრცლად lelo.ge-ზე

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gulshematkivari
18

გეთანხმებით კარგი ფეხბურთელი იყო, მაგრამ არა ქართული ფეხბრთის ლეგენდა. ნუ ვაუბრალოებთ სიტყვების მნიშვნელობებს.

givi
3

სტოიჩკოვი მართლაც ძაან მაგარი ფეხბურთელი იყო, მაგრამ როგორც კაცი და ადამიანი ნაგავი!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ბარსას" ვარსკვლავს მაისური ვთხოვე, ხელით გამწია და წავიდა... მას შემდეგ ეს არავისთვის მითხოვია" - შოთა არველაძის გულახდილი ინტერვიუ

"ბარსას" ვარსკვლავს მაისური ვთხოვე, ხელით გამწია და წავიდა... მას შემდეგ ეს არავისთვის მითხოვია" - შოთა არველაძის გულახდილი ინტერვიუ

"მატჩ TV" ქართული ფეხბურთის ლეგენდას, შოთა არველაძეს ესაუბრა შონ კონერიზე, ლუი ვან გაალზე, ვახტანგ კიკაბიძეზე, ჰოლანდიის პოლიციაში დაკითხვებზე და კიდევ სხვა საინტერესო თემაზე... საქართველოს, ჰოლანდიისა და შოტლანდიის ჩემპიონმა შარშან ოქროს მედლები "ფახთაქორთან" ერთად მწვრთნელის რანგშიც მოიპოვა...

- თქვენი მშობლები ექიმები არიან. რა რეაქცია ჰქონდათ, სამივე ვაჟი რომ ფეხბურთელი გახდით?

- 18 წლამდე მამაჩემიც თამაშობდა ფეხბურთს. სხვათა შორის, ის ძალიან ტექნიკური იყო, მაგრამ ფეხბურთს მუხლზე ტრავმის გამო შეეშვა და აკადემიკოსი გახდა. ის უფრო ლოიალური იყო ჩვენი გატაცებისადმი, დედა და ბაბუა კი ამბობდნენ - ფეხბურთი არ არის პროფესია, უნდა ისწავლოთო!.. ბევრი კამათი იყო, მაგრამ საბოლოოდ მე და ჩემმა ძმებმა უნივერსიტეტი დავამთავრეთ (რეზომ ქიმიის ფაკულტეტი, ხოლო არჩილმა და მე - ეკონომიკის), მაგიდაზე დიპლომები დავდეთ და 100 პროცენტით ფეხბურთზე გადავერთეთ.

- თურქეთში, მეორე ადგილზე ორჯერ გახვედით. 1996 წლის სეზონში ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდით. მაშინ "დეპორტივო" გიწვევდათ, რომელიც იმ დროს ძალიან ძლიერი გუნდი იყო. რატომ თქვით უარი?

- თასების თასზე თამაშის შემდეგ, "დეპორტივოს" სურდა არჩილის და ჩემი აყვანა, მაგრამ მას ჯვარედინი იოგები დაუზიანდა, ოპერაცია გაიკეთა და თითქმის 6 თვე გაუცდა. ესპანელები მოლაპარაკებებისთვის 1996 წლის მაისის ბოლოს ჩამოფრინდნენ, როცა "აიაქსი" ჩემპიონთა ლიგის ფინალში "იუვენტუსს" ეთამაშებოდა. ნაშუადღევს შევხვდით და დარწმუნებული ვიყავი, რომ საღამოს მატჩს ვუყურებდი, მაგრამ... მთელი 10 საათი ვისხედით მოლაპარაკებებზე და მაინც ვერ მოვილაპარაკეთ.

მათ მხოლოდ ჩემი აყვანა სურდათ. მაგრამ მე აჩის მარტო და ხელჯოხით დატოვება არ შემეძლო. "ტრაბზონთან" ჩვენი კონტრაქტი დასრულდა და მე რომ "დეპორტივოში" წავსულიყავი, ჩემი ძმა საქართველოში დაბრუნდებოდა, სადაც ნორმალური მკურნალობა ძალიან რთული იყო. ესპანელებს ვთხოვე, აჩიც წაეყვანათ და თანხის გადახდა მას შემდეგ დაეწყოთ, როცა მოედანზე დაბრუნდებოდა, მაგრამ მათ უარი განაცხადეს. მე ვუთხარი: "თუ არ წაიყვანთ ჩემს ძმას, არც მე წამოვალ-მეთქი. მათ გაუკვირდათ - "დეპორი" ხომ მაშინ ლა ლიგის ლიდერებში იყო...

- რომელი იყო ნაკრებში ყველაზე ემოციური გამარჯვება?

- 1996 წლის ევროშესარჩევში გიგზის უელსი და ძლიერი ბულგარეთი დავამარცხეთ, რომელმაც მცირე ხნით ადრე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ითამაშა... ყველა ფიქრობდა, რომ არაფერი შეგვეძლო და ჩვენი გამარჯვებები ძალიან გაუკვირდათ. ბულგარელებთან 2:1-ის შემდეგ, "ბარსას" ვარსკვლავ ხრისტო სტოიჩკოვს მაისურა ვთხოვე, მაგრამ მან ხელით გამწია და წავიდა... უხერხული ვითარება იყო... მას შემდეგ ასეთი თხოვნით არავისთან მივსულვარ. მოგვიანებით, ხრისტოს კიდევ არაერთხელ შევხვდი, მაგალითად, ბერბატოვის გამოსამშვიდობებელ მატჩში, მაგრამ ის ამბავი აღარ გავახსენე წაიკითხეთ ვრცლად lelo.ge-ზე

უბნები და ქუჩები თბილისში, სადაც ხვალ დენი გაითიშება

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

რა სირთულეებს აწყდები, როცა პირველკურსელი ხარ