ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა უკრაინა გაფართოებული შესაძლებლობების პარტნიორობის მონაწილედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაცია ალიანსის ვებგვერდზეა განთავსებული.
აღნიშნული სტატუსი ნაწილია პარტნიორობის ინიციატივისა, რომელიც ჯარების თავსებადობას ითვალისწინებს, რომლის მიზანიცაა ნატო-სა და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერა და ურთიერთქმედებათა გაღრმავება, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ნატო-ს ეგიდით მიმდინარე ოპერაციებსა და მისიებში.
ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ უკრაინა სამხედროებს გზავნიდა ნატო-ს ოპერაციების მხარდასაჭერად, მათ შორის, ავღანეთსა და კოსოვოში, ასევე ნატოს რეაგირების ძალებისთვის და წვრთნების ჩასატარებლად.
ამასთან დაკავშირებით, ნატო-ს წევრი ქვეყნები მაღალ შეფასებას აძლევენ ამ მნიშვნელოვან წვლილს, რომელიც ადასტურებს უკრაინის მხარდაჭერას ევროატლანტიკური უსაფრთხოებისადმი.
ამიერიდან, უკრაინა როგორც ნატო-ს გაფართოებული შესაძლებლობების პარტნიორი სარგებელს მიღებს სპეციალურად შემუშავებული ინდივიდუალური შესაძლებლობებისგან, რათა მხარდაჭერილი იყოს მისი წვლილი. კერძოდ, ეს ითვალისწინებს პროგრამებზე გაფართოებულ წვდომას ჯარების თავსებადობასთან დაკავშირებით.
ამდენად, უკრაინა გახდა ნატო-ს გაფართოებული შესაძლებლობების მქონე ექვსი პარტნიორიდან ერთ-ერთი ავსტრალიასთან, ფინეთთან, საქართველოსთან, იორდანიასთან და შვედეთთან ერთად.
გერმანიის და საფრანგეთის გადაწყვეტილება რომ არა 2008 წელს დღეს უკვე ნატოს წევრები ვიქნებოდით. ისე ამ სიაში იარდონია რა ესაქმება ვერ გავიგე , სად ნატო და სად არაბული ქვეყანა იორდანია.
რა მაინტერესებს იცით ხალხნო ახლა თქვენ ამერიკის გჯერათ რომ მაგენი დაეხმარებიან უკრაინას რომ რამე მოხდეს ისე შეშფთებით შეშფოთდებიან ეგ იციან ასე რომ მაგარი ტყუილია ყველაფერი