საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უმჯობესდება, თუმცა ჯერ ვერ დადის, ვერ ლაპარაკობს", - მეუღლე ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
"უმჯობესდება, თუმცა ჯერ ვერ დადის, ვერ ლაპარაკობს", - მეუღლე ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

ცოტ­ნე უფრო ყო­ჩა­ღი ხდე­ბა, უფრო მე­ტად ვარ­ჯი­შობს, ავარ­ჯი­შე­ბენ, თუმ­ცა ჯერ ვერ და­დის, ვერ ლა­პა­რა­კობს, მაგ­რამ პა­ტარ-პა­ტა­რა წარ­მა­ტე­ბე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რად გვაქვს, - ამის შე­სა­ხებ ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას მე­უღ­ლემ, ანა ჯა­ბა­ურ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, ევ­რო­პის ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი სა­ა­ვად­მყო­ფოს­გან ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას გა­დაყ­ვა­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით თან­ხმო­ბა მი­ი­ღეს, ახლა კი გზის გახ­სნას ელო­დე­ბი­ან.

"რო­გორც იცით, ვე­ლო­დე­ბით ევ­რო­პა­ში გა­დაყ­ვა­ნას კო­რო­ნა­ვირუ­სის და­წყე­ბის დღი­დან, რო­გორც კი გა­იხ­სნე­ბა სა­ზღვა­რი, უნდა გა­და­ვი­დეთ ევ­რო­პა­ში, კლი­ნი­კა შერ­ჩე­უ­ლი გვაქვს, რე­ი­ტინ­გით არის ერთ-ერთი პირ­ვე­ლი და სა­უ­კე­თე­სო მთელ ევ­რო­პა­ში ბოლო სამი წლის მო­ნა­ცე­მე­ბით.

ცოტ-ცოტა ყო­ველ­დღი­უ­რად უმ­ჯო­ბეს­დე­ბა მისი მდგო­მა­რე­ო­ბა, უფრო ყო­ჩა­ღი ხდე­ბა, უფრო მე­ტად ვარ­ჯი­შობს, ავარ­ჯი­შე­ბენ, თუმ­ცა ჯერ ვერ და­დის, ვერ ლა­პა­რა­კობს, მაგ­რამ პა­ტარ-პა­ტა­რა წარ­მა­ტე­ბე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რად გვაქვს. თხე­ვად საკ­ვე­ბის ჭამა შე­უძ­ლია თა­ვი­სუფ­ლად. შე­და­რე­ბით ახა­ლი არის ის კი­დევ, რომ ბოძ­ზე და­ა­ყე­ნეს, ანუ რო­ბო­ტით ატა­რე­ბენ, ეს პა­ტა­რა, მაგ­რამ წინ­წად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯია იმი­ტომ, რომ წნე­ვის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის პრობ­ლე­მა აღარ აქვს, რო­გორც მწო­ლი­ა­რე ავად­მყო­ფებს ზო­გა­დად და ეს უკვე კარ­გია, რომ რო­ბოტ­ზე ატა­რე­ბენ“, - გა­ნა­ცხა­და ჯა­ბა­ურ­მა.

ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დია 19 დე­კემ­ბერს დაჭ­რეს. მას თავ­და­პირ­ვე­ლად, ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლობ­დნენ, შემ­დეგ კი თურ­ქე­თის კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. გამ­სა­ხურ­დი­ას დაჭ­რის ფაქ­ტზე 4 პი­რია და­კა­ვე­ბუ­ლი.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Giorgi sixarulidze
638

ქართუ ფონდი აფინანსებს ცოტნეს მკურნალობას თურქეთში და მადლობა ჯერ მარტო ამისათვის ბატონ ბიძინა ივანიშვილს !

Ii
32

მაგ თანხებოთრამდენი პატარა სიცოცხლე გადარჩებოდა, გამოვა შემდეგ და ისევ უმაქნისობას დაიწყებს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"უმჯობესდება, თუმცა ჯერ ვერ დადის, ვერ ლაპარაკობს", - მეუღლე ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

"უმჯობესდება, თუმცა ჯერ ვერ დადის, ვერ ლაპარაკობს", - მეუღლე ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

ცოტნე უფრო ყოჩაღი ხდება, უფრო მეტად ვარჯიშობს, ავარჯიშებენ, თუმცა ჯერ ვერ დადის, ვერ ლაპარაკობს, მაგრამ პატარ-პატარა წარმატებები ყოველდღიურად გვაქვს, - ამის შესახებ ცოტნე გამსახურდიას მეუღლემ, ანა ჯაბაურმა "ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისი თქმით, ევროპის ერთ-ერთი წამყვანი საავადმყოფოსგან ცოტნე გამსახურდიას გადაყვანასთან დაკავშირებით თანხმობა მიიღეს, ახლა კი გზის გახსნას ელოდებიან.

"როგორც იცით, ველოდებით ევროპაში გადაყვანას კორონავირუსის დაწყების დღიდან, როგორც კი გაიხსნება საზღვარი, უნდა გადავიდეთ ევროპაში, კლინიკა შერჩეული გვაქვს, რეიტინგით არის ერთ-ერთი პირველი და საუკეთესო მთელ ევროპაში ბოლო სამი წლის მონაცემებით.

ცოტ-ცოტა ყოველდღიურად უმჯობესდება მისი მდგომარეობა, უფრო ყოჩაღი ხდება, უფრო მეტად ვარჯიშობს, ავარჯიშებენ, თუმცა ჯერ ვერ დადის, ვერ ლაპარაკობს, მაგრამ პატარ-პატარა წარმატებები ყოველდღიურად გვაქვს. თხევად საკვების ჭამა შეუძლია თავისუფლად. შედარებით ახალი არის ის კიდევ, რომ ბოძზე დააყენეს, ანუ რობოტით ატარებენ, ეს პატარა, მაგრამ წინწადგმული ნაბიჯია იმიტომ, რომ წნევის შენარჩუნების პრობლემა აღარ აქვს, როგორც მწოლიარე ავადმყოფებს ზოგადად და ეს უკვე კარგია, რომ რობოტზე ატარებენ“, - განაცხადა ჯაბაურმა.

ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს დაჭრეს. მას თავდაპირველად, ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდნენ, შემდეგ კი თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს. გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე 4 პირია დაკავებული.

"მომაკვდავს ვგავდი, ვერ დავდიოდი, წმ. ნინოს წყაროდან კი საკუთარი ფეხით ამოვედი... დედა გაოცებისგან ვერ მეკარებოდა" - სასწაული, რომელიც 20 წლის გოგოს ბოდბეში შეემთხვა

ქედაში ავარიის შედეგად დაშავებული ქალი გარდაიცვალა

„ვოლვო კავკასიის“ ახალი შოურუმი ახლა უკვე უზბეკეთში