მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:03-ზე, მთვარე მორიელშია დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღებას. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უხანში კორონავირუსმა 2019 წლის აგვისტოში იფეთქა? - თანამგზავრიდან მიღებული მონაცემების მიხედვით, ჰარვარდში სკანდალური კვლევა მოამზადეს
უხანში კორონავირუსმა 2019 წლის აგვისტოში იფეთქა? - თანამგზავრიდან მიღებული მონაცემების მიხედვით, ჰარვარდში სკანდალური კვლევა მოამზადეს

მსოფ­ლიო კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ას 11 მარ­ტი­დან ებ­რძვის და ამ დრომ­დე ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ძა­ლი­ან მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბის კი­თხვებ­ზე აქვთ ოფი­ცი­ა­ლურ პი­რებს ზუს­ტი პა­სუ­ხე­ბი.

სხვა­დას­ხვა მო­საზ­რე­ბე­ბი არ­სე­ბობს ვირუ­სის წარ­მოქ­მნის შე­სა­ხებ. ზო­გი­ერ­თი კვლე­ვა აჩ­ვე­ნებს, რომ ის ბუ­ნებ­რი­ვად გაჩ­ნდა, თუმ­ცა არი­ან მკვლე­ვა­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ­ბო­ბენ, რომ COVID-19 ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მნეს უხა­ნის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში. ჯერ­ჯე­რო­ბით ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ არ არ­სე­ბობს არც ვაქ­ცი­ნა და არც მე­დი­კა­მენ­ტი.

არც ის არის ცნო­ბი­ლი, ზუს­ტად რო­დის წარ­მო­იქ­მნა ახა­ლი ტი­პის კო­რო­ნა­ვირუ­სი. ჩი­ნე­თი­სა და ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მო­ნა­ცე­მებს თუ და­ვეყ­რდნო­ბით, 2019 წლის მი­წუ­რულს უხან­ში გაჩ­ნდა პნევ­მო­ნია, უც­ნო­ბი მი­ზე­ზით. ხოლო ის, რომ საქ­მე ახა­ლი ტი­პის კო­რო­ნა­ვირუსს ეხე­ბო­და, 2020 წლის იან­ვარ­ში და­დას­ტურ­და.

ჰარ­ვარ­დში ჩა­ტა­რე­ბულ­მა კვლე­ვამ კი COVID-19-ის გავ­რცე­ლე­ბის და­წყე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სკან­და­ლუ­რი შე­დე­გი აჩ­ვე­ნა. კვლე­ვის მი­ხედ­ვით, შე­საძ­ლოა, უხან­ში ვირუს­მა გა­ცი­ლე­ბით ადრე, 2019 წლის აგ­ვის­ტო­ში იფეთ­ქა.

მკვლე­ვარ­თა თქმით, თა­ნამ­გზავ­რით გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი აჩ­ვე­ნებს, რომ ჩი­ნე­თის ქა­ლაქ უხა­ნის 5 სა­ა­ვად­მყო­ფოს­თან 2019 წლის აგ­ვის­ტოს მი­წუ­რუ­ლი­დან მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ი­ზარ­და ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. ამის შე­სა­ხებ BBC წერს. ყო­ვე­ლი­ვეს თან ერ­თვო­და ინ­ტერ­ნეტ­სა­ძი­ე­ბო სის­ტე­მებ­ში ისე­თი სი­ტყვე­ბის ძი­ე­ბის გაზ­რდა, რო­გო­რე­ბი­ცაა "ხვე­ლე­ბა“ და "დი­ა­რეა“ (კო­რო­ნა­ვირუ­სის სიმპტო­მე­ბი).

ჩი­ნე­თი კვლე­ვის შე­დეგს "სა­სა­ცი­ლოს“ უწო­დებს და აცხა­დე­ბენ, რომ ის "ზე­და­პი­რულ“ ინ­ფორ­მა­ცი­ას ემ­ყა­რე­ბა.

  • ჰარ­ვარ­დში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის დე­ტა­ლე­ბი

მკვლე­ვა­რებ­მა შე­ის­წავ­ლეს თა­ნამ­გზავ­რი­დან მი­ღე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი უხა­ნის 5 სა­ა­ვად­მყო­ფოს გარე პე­რი­მეტრზე და შე­ა­და­რეს წინა ზა­ფხუ­ლის მო­ნა­ცე­მებს. მეტი სი­ცხა­დის­თვის - მათ შე­ა­და­რეს 2019 წლის ზა­ფხუ­ლის მი­წუ­რუ­ლი­სა და შე­მოდ­გო­მის მო­ნა­ცე­მე­ბი 2018 წლის ანა­ლო­გი­უ­რი პე­რი­ო­დის მაჩ­ვე­ნე­ბელს.

2018 წლის ოქ­ტომ­ბრის ერთ-ერთ დღეს უხა­ნის ერთ-ერთ სა­ა­ვად­მყო­ფოს­თან მკვლე­ვა­რებ­მა 171 მან­ქა­ნა დათ­ვა­ლეს, ამა­ვე ად­გი­ლას 2019 წლის ანა­ლო­გი­ურ პე­რი­ოდ­ში 285 ავ­ტო­მო­ბი­ლი იყო. კვლე­ვის მი­ხედ­ვით, ზო­გი­ერთ სა­ა­ვად­მყო­ფოს­თან 2019 წლის აგ­ვის­ტოს მი­წუ­რულ­სა და სექ­ტემ­ბერ-ოქ­ტომ­ბერ­ში, მან­ქა­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 90%-ით არის გაზ­რდი­ლი 2018 წლის ანა­ლო­გი­ურ პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით.

ამას­თან, აგ­ვის­ტო­დან ჩი­ნურ სა­ძი­ე­ბო სის­ტე­მა Baidu-ში გა­ი­ზარ­და იმ სი­ტყვე­ბის ძებ­ნის რა­ო­დე­ნო­ბა, რომ­ლე­ბიც კო­რო­ნა­ვირუ­სის სიმ­ტო­მებს აღ­წერს.

"ეს ყვე­ლა­ფე­რი მი­უ­თი­თებს, თუ რა ხდე­ბო­და იმ დროს უხან­ში. ჯერ კი­დევ ძა­ლი­ან ბევ­რი კვლე­ვაა სა­ჭი­რო იმის­თვის, რომ სრუ­ლად გა­ირ­კვეს, რა მოხ­და და რო­გორ გავ­რცელ­და ეს და­ა­ვა­დე­ბა ადა­მი­ა­ნებ­ში. ეს კვლე­ვა, მხო­ლოდ ნა­წი­ლია. თუმ­ცა მან­ქა­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის ზრდა სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­თან იმა­ზე მე­ტყვე­ლებს, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში რა­ღაც მოხ­და და ადა­მი­ა­ნე­ბი ექი­მებს მი­მარ­თავ­დნენ,“ - ამ­ბობს კვლე­ვის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ექი­მი ჯონ ბრა­უნშტე­ი­ნი ABC news-სთან.

ჰარ­ვარ­დის კვლე­ვას გა­მო­ეხ­მა­უ­რა ჩი­ნე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი.

"მე ვფიქ­რობ, რომ სა­სა­ცი­ლოა, წარ­მო­უდ­გენ­ლად სა­სა­ცი­ლო ასე­თი ზე­და­პი­რუ­ლი დაკ­ვირ­ვე­ბის შე­დე­გად ამ დას­კვნის გა­კე­თე­ბა, ისე­თი დაკ­ვირ­ვე­ბის მი­ხედ­ვით, რო­გო­რი­ცაა მან­ქა­ნე­ბის მოძ­რა­ო­ბა“, - აცხა­დე­ბენ ჩი­ნე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში.

ამ დრომ­დე, გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სით 7.6 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­და. გარ­და­იც­ვა­ლა 423 887 პა­ცი­ენ­ტი, ხოლო გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 3.8 მი­ლი­ონს აღ­წევს. COVID-19-ით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით მსოფ­ლი­ოს პირ­ვე­ლი ათი ქვე­ყა­ნა ასე­თია: აშშ, ბრა­ზი­ლია, რუ­სე­თი, ინ­დო­ე­თი, დიდი ბრი­ტა­ნე­თი, ეს­პა­ნე­თი, იტა­ლია, პერუ, გერ­მა­ნია და ირა­ნი.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ელგუჯა
7

ჩინელების პასუხი გავს იმას,ცოლი რომ ქმარს სხვა ქალთან წაასწრებს, ,ქმრის თავის მართლებას :"ეს ის არ არის, რასაც შენ ფიქრობ".

kaxa
5

უდავოა, რომ კორონავირუსი უფრო ადრე გავრცელდა, ვიდრე ჩინელებმა ოფიციალურად განაცხადეს, მათ შორის საქართველოშიც, ამის დამტკიცება რთულია, მაგრამ თუ გააანალიზებენ ამ ზამთრის შემთხვევებს, ბევრს ჰქონდა კორონას სიმპტომები, უბრალოდ მაშინ არ იყო ინფორმაცია და შესაბამისად პანიკაც

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?
ავტორი:

უხანში კორონავირუსმა 2019 წლის აგვისტოში იფეთქა? - თანამგზავრიდან მიღებული მონაცემების მიხედვით, ჰარვარდში სკანდალური კვლევა მოამზადეს

უხანში კორონავირუსმა 2019 წლის აგვისტოში იფეთქა? - თანამგზავრიდან მიღებული მონაცემების მიხედვით, ჰარვარდში სკანდალური კვლევა მოამზადეს

მსოფლიო კორონავირუსის პანდემიას 11 მარტიდან ებრძვის და ამ დრომდე ვირუსთან დაკავშირებული ძალიან მცირე რაოდენობის კითხვებზე აქვთ ოფიციალურ პირებს ზუსტი პასუხები.

სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს ვირუსის წარმოქმნის შესახებ. ზოგიერთი კვლევა აჩვენებს, რომ ის ბუნებრივად გაჩნდა, თუმცა არიან მკვლევარები, რომლებიც ამბობენ, რომ COVID-19 ხელოვნურად შექმნეს უხანის ლაბორატორიაში. ჯერჯერობით ვირუსის საწინააღმდეგოდ არ არსებობს არც ვაქცინა და არც მედიკამენტი.

არც ის არის ცნობილი, ზუსტად როდის წარმოიქმნა ახალი ტიპის კორონავირუსი. ჩინეთისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებს თუ დავეყრდნობით, 2019 წლის მიწურულს უხანში გაჩნდა პნევმონია, უცნობი მიზეზით. ხოლო ის, რომ საქმე ახალი ტიპის კორონავირუსს ეხებოდა, 2020 წლის იანვარში დადასტურდა.

ჰარვარდში ჩატარებულმა კვლევამ კი COVID-19-ის გავრცელების დაწყებასთან დაკავშირებით სკანდალური შედეგი აჩვენა. კვლევის მიხედვით, შესაძლოა, უხანში ვირუსმა გაცილებით ადრე, 2019 წლის აგვისტოში იფეთქა.

მკვლევართა თქმით, თანამგზავრით გადაღებული ფოტოები აჩვენებს, რომ ჩინეთის ქალაქ უხანის 5 საავადმყოფოსთან 2019 წლის აგვისტოს მიწურულიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა ავტომობილების რაოდენობა. ამის შესახებ BBC წერს. ყოველივეს თან ერთვოდა ინტერნეტსაძიებო სისტემებში ისეთი სიტყვების ძიების გაზრდა, როგორებიცაა "ხველება“ და "დიარეა“ (კორონავირუსის სიმპტომები).

ჩინეთი კვლევის შედეგს "სასაცილოს“ უწოდებს და აცხადებენ, რომ ის "ზედაპირულ“ ინფორმაციას ემყარება.

  • ჰარვარდში ჩატარებული კვლევის დეტალები

მკვლევარებმა შეისწავლეს თანამგზავრიდან მიღებული მონაცემები უხანის 5 საავადმყოფოს გარე პერიმეტრზე და შეადარეს წინა ზაფხულის მონაცემებს. მეტი სიცხადისთვის - მათ შეადარეს 2019 წლის ზაფხულის მიწურულისა და შემოდგომის მონაცემები 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

2018 წლის ოქტომბრის ერთ-ერთ დღეს უხანის ერთ-ერთ საავადმყოფოსთან მკვლევარებმა 171 მანქანა დათვალეს, ამავე ადგილას 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში 285 ავტომობილი იყო. კვლევის მიხედვით, ზოგიერთ საავადმყოფოსთან 2019 წლის აგვისტოს მიწურულსა და სექტემბერ-ოქტომბერში, მანქანების რაოდენობა 90%-ით არის გაზრდილი 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ამასთან, აგვისტოდან ჩინურ საძიებო სისტემა Baidu-ში გაიზარდა იმ სიტყვების ძებნის რაოდენობა, რომლებიც კორონავირუსის სიმტომებს აღწერს.

"ეს ყველაფერი მიუთითებს, თუ რა ხდებოდა იმ დროს უხანში. ჯერ კიდევ ძალიან ბევრი კვლევაა საჭირო იმისთვის, რომ სრულად გაირკვეს, რა მოხდა და როგორ გავრცელდა ეს დაავადება ადამიანებში. ეს კვლევა, მხოლოდ ნაწილია. თუმცა მანქანების რაოდენობის ზრდა საავადმყოფოებთან იმაზე მეტყველებს, რომ საზოგადოებაში რაღაც მოხდა და ადამიანები ექიმებს მიმართავდნენ,“ - ამბობს კვლევის ხელმძღვანელი, ექიმი ჯონ ბრაუნშტეინი ABC news-სთან.

ჰარვარდის კვლევას გამოეხმაურა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი.

"მე ვფიქრობ, რომ სასაცილოა, წარმოუდგენლად სასაცილო ასეთი ზედაპირული დაკვირვების შედეგად ამ დასკვნის გაკეთება, ისეთი დაკვირვების მიხედვით, როგორიცაა მანქანების მოძრაობა“, - აცხადებენ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ამ დრომდე, გლობალური მასშტაბით, კორონავირუსით 7.6 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა. გარდაიცვალა 423 887 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 3.8 მილიონს აღწევს. COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით მსოფლიოს პირველი ათი ქვეყანა ასეთია: აშშ, ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, იტალია, პერუ, გერმანია და ირანი.

ზღაპრულად ლამაზი ქალაქი იტალიაში, სადაც სახლები 1 დოლარად იყიდება - რა უნდა იცოდეთ, თუკი ყიდვა გსურთ

"ბევრ დონეზე დაიწყება თვალების ცეცება, შემცვლელის საძებნელად" - რას ამბობს პუტინი პრეზიდენტის პოსტზე კიდევ ერთი ვადით კენჭისყრაზე

"ჩვენ არ ველოდებით ბოდიშებს, მაგრამ ვთვლით, რომ ეს სწორი ნაბიჯი იქნებოდა" - გავრილოვი 20 ივნისის მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს