პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არაა აუცილებელი ძვირადღირებულ კურორტზე წახვიდეთ, ბავშვისთვის სასარგებლოა ნებისმიერი სოფელი, სადაც სუფთა ჰაერია" - ინგა მამუჩიშვილი
"არაა აუცილებელი ძვირადღირებულ კურორტზე წახვიდეთ, ბავშვისთვის სასარგებლოა ნებისმიერი სოფელი, სადაც სუფთა ჰაერია" - ინგა მამუჩიშვილი

პე­დი­ატ­რი ინგა მა­მუ­ჩიშ­ვი­ლი ზა­ფხულ­ში დას­ვე­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მშობ­ლებს რე­კო­მენ­და­ცი­ებს აძ­ლევს. გან­სა­კუთ­რე­ბით, იმ რთუ­ლი ზამ­თარ-გა­ზა­ფხუ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რაც მსოფ­ლი­ომ და სა­ქარ­თვე­ლომ კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო გა­და­ი­ტა­ნა - მშობ­ლე­ბი ხში­რად ბავ­შვე­ბის გა­რეთ გაყ­ვა­ნა­საც ერი­დე­ბოდ­ნენ და პა­ტა­რებს კორ­პუ­სის აი­ვან­ზე უწევ­დათ თა­მა­ში, თუ სუფ­თა ჰა­ე­რის ჩაყ­ლაპ­ვა.

რო­გორც მა­მუ­ჩიშ­ვი­ლი AMBEBI.GE-სთან ამ­ბობს, მისი მთა­ვა­რი რე­კო­მენ­და­ცია მშობ­ლე­ბი­სად­მი იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ წელს მაქ­სი­მა­ლუ­რად აა­რი­დონ ბავ­შვე­ბი სა­ზღვაო კუ­რორ­ტებ­ზე წაყ­ვა­ნას:

- ყო­ველ­დღი­უ­რად მი­რე­კა­ვენ მშობ­ლე­ბი და მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ მათ შვი­ლებს ჩა­კე­ტილ სივ­რცე­ში ყოფ­ნის გამო ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნათ, ამი­ტომ რაც შე­იძ­ლე­ბა მალე უნდა შე­ვუც­ვა­ლოთ მათ გა­რე­მო და რეკ­რე­ა­ცი­ულ სივ­რცე­ებ­ში გა­ვიყ­ვა­ნოთ.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლია მო­საზ­რე­ბა, თით­ქოს ბავ­შვის წაყ­ვა­ნა დამ­ტვერ­ვის პე­რი­ოდ­ში სხვა­დას­ხვა კუ­რორტზე აუ­ცი­ლე­ბე­ლია. მინ­და ხაზ­გას­მით ვთქვა - ამის არა­ნა­ი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ არ­სე­ბობს, რომ დამ­ტვერ­ვის პრო­ცე­სი ბავ­შვის­თვის სა­სარ­გებ­ლოა. პი­რი­ქით, შე­იძ­ლე­ბა მან ალერ­გი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბიც გა­მო­იწ­ვი­ოს. ამი­ტომ, მე მა­ინ­ცდა­მინც არ ვურ­ჩევ­დი მშობ­ლებს ბავ­შვი ასეთ კუ­რორ­ტებ­ზე წა­იყ­ვა­ნონ.

ზო­გა­დად, არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი წახ­ვი­დეთ ძვი­რა­დღი­რე­ბულ და ფე­შე­ნე­ბე­ლურ კუ­რორ­ტებ­ზე. ნე­ბის­მი­ე­რი რა­ი­ო­ნი, ან სო­ფე­ლი, სა­დაც უფრო მეტი რეკ­რე­ა­ცი­უ­ლი გა­რე­მოა, ღია სივ­რცეა, მწვა­ნე ბა­ლა­ხია და მეტ-ნაკ­ლე­ბად სუფ­თა ჰა­ე­რი, ბავ­შვის­თვის სა­სარ­გებ­ლოა.

მე მა­ინც ვურ­ჩევ მშობ­ლებს, რომ თავი შე­ი­კა­ვონ წელს ბავ­შვე­ბის ზღვა­ზე წაყ­ვა­ნის­გან. ახლა ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბას­თან ერ­თად კო­რო­ნა­ვირუ­სი და­სუს­ტე­ბა და უკან და­ი­ხევს, ასე­ვე დად­გე­ნი­ლია, რომ წყლით ეს ვირუ­სი არ გა­და­დის, თუმ­ცა მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მა­ინც მო­ე­რი­დონ ზღავ­ზე წას­ვლას, რად­გან იქ ხალ­ხმრავ­ლო­ბაა და წე­სე­ბის დაც­ვა გა­ჭირ­დე­ბა.

უფრო სოფ­ლებს და რა­ი­ო­ნებს მი­ა­შუ­რონ, რათა ბავ­შვმა გა­ი­ლა­ღოს, ითა­მა­შოს და ენერ­გია და­ხარ­ჯოს წა­ი­კი­თხეთ ინ­ტერ­ვიუ ვრცლად

ala
0

რას ამბობთ ქალბატონო ექიმო?ჩვენმა პეროგაყრილმა საზოგადოებამ ფეშენკურორტზე რომ არ დაასვენონ შვილები ხომ დაინგრა მათი იმიჯი?მათი მიმდევარი საზოგადოება რას იტყვის?ეგღა აკლიათ სოფელში დაისვენონ!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.
ავტორი:

"არაა აუცილებელი ძვირადღირებულ კურორტზე წახვიდეთ, ბავშვისთვის სასარგებლოა ნებისმიერი სოფელი, სადაც სუფთა ჰაერია" - ინგა მამუჩიშვილი

"არაა აუცილებელი ძვირადღირებულ კურორტზე წახვიდეთ, ბავშვისთვის სასარგებლოა ნებისმიერი სოფელი, სადაც სუფთა ჰაერია" - ინგა მამუჩიშვილი

პედიატრი ინგა მამუჩიშვილი ზაფხულში დასვენებასთან დაკავშირებით, მშობლებს რეკომენდაციებს აძლევს. განსაკუთრებით, იმ რთული ზამთარ-გაზაფხულის გათვალისწინებით, რაც მსოფლიომ და საქართველომ კორონავირუსის გამო გადაიტანა - მშობლები ხშირად ბავშვების გარეთ გაყვანასაც ერიდებოდნენ და პატარებს კორპუსის აივანზე უწევდათ თამაში, თუ სუფთა ჰაერის ჩაყლაპვა.

როგორც მამუჩიშვილი AMBEBI.GE-სთან ამბობს, მისი მთავარი რეკომენდაცია მშობლებისადმი იმაში მდგომარეობს, რომ წელს მაქსიმალურად აარიდონ ბავშვები საზღვაო კურორტებზე წაყვანას:

- ყოველდღიურად მირეკავენ მშობლები და მეუბნებიან, რომ მათ შვილებს ჩაკეტილ სივრცეში ყოფნის გამო ფსიქიკური პრობლემები შეექმნათ, ამიტომ რაც შეიძლება მალე უნდა შევუცვალოთ მათ გარემო და რეკრეაციულ სივრცეებში გავიყვანოთ.

გავრცელებულია მოსაზრება, თითქოს ბავშვის წაყვანა დამტვერვის პერიოდში სხვადასხვა კურორტზე აუცილებელია. მინდა ხაზგასმით ვთქვა - ამის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ დამტვერვის პროცესი ბავშვისთვის სასარგებლოა. პირიქით, შეიძლება მან ალერგიული დაავადებებიც გამოიწვიოს. ამიტომ, მე მაინცდამინც არ ვურჩევდი მშობლებს ბავშვი ასეთ კურორტებზე წაიყვანონ.

ზოგადად, არ არის აუცილებელი წახვიდეთ ძვირადღირებულ და ფეშენებელურ კურორტებზე. ნებისმიერი რაიონი, ან სოფელი, სადაც უფრო მეტი რეკრეაციული გარემოა, ღია სივრცეა, მწვანე ბალახია და მეტ-ნაკლებად სუფთა ჰაერი, ბავშვისთვის სასარგებლოა.

მე მაინც ვურჩევ მშობლებს, რომ თავი შეიკავონ წელს ბავშვების ზღვაზე წაყვანისგან. ახლა ტემპერატურის მატებასთან ერთად კორონავირუსი დასუსტება და უკან დაიხევს, ასევე დადგენილია, რომ წყლით ეს ვირუსი არ გადადის, თუმცა მიუხედავად ამისა, მაინც მოერიდონ ზღავზე წასვლას, რადგან იქ ხალხმრავლობაა და წესების დაცვა გაჭირდება.

უფრო სოფლებს და რაიონებს მიაშურონ, რათა ბავშვმა გაილაღოს, ითამაშოს და ენერგია დახარჯოს წაიკითხეთ ინტერვიუ ვრცლად

"უმჯობესდება, თუმცა ჯერ ვერ დადის, ვერ ლაპარაკობს", - მეუღლე ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა საქართველოში - უახლესი მონაცემები stopcov.ge-დან

"ოთხ COVID-კლინიკას დღემდე არ ჰყავს ინფიცირებული მედპერსონალი, რაზეც არაკორექტულად მიანიშნებს ქ-ნი მაკა" - რას პასუხობს მარინა ეზუგბაია კოლეგის განცხადებას