პოლიტიკა
საზოგადოება

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველას აშორდება მოკრუხება და ღიპის დადება... არავინ არავის არ ღალატობს" - რატომ ემხრობა ნათია ფანჯიკიძე ქორწინების გაუქმებას
"ყველას აშორდება მოკრუხება და ღიპის დადება... არავინ არავის არ ღალატობს" - რატომ ემხრობა ნათია ფანჯიკიძე ქორწინების გაუქმებას

ფსი­ქო­ლო­გი ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე გა­მოთ­ქვამს მო­საზ­რე­ბას ქორ­წი­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და წყვი­ლე­ბის და­ო­ჯა­ხე­ბის უარ­ყო­ფით მხა­რე­ებ­ზე სა­უბ­რობს. მისი თქმით, სიყ­ვა­რუ­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლია, ქორ­წი­ნე­ბა კი - უამ­რა­ვი მან­კი­ე­რე­ბის წყა­რო.

"ძა­ლი­ან გულ­წრფე­ლად რომ გი­თხრათ, არა­ვის ქორ­წი­ნე­ბას არ თა­ნა­ვუგ­რძნობ. თუ ქო­ნებ­რი­ვი სა­კი­თხია, და­ქორ­წი­ნე­ბის ნაც­ვლად, ადე­ქი და გინ­და შპს შექ­მე­ნი, გინ­და კოლ­მე­ურ­ნე­ო­ბა და თა­ვი­დან­ვე გა­ი­ნა­წი­ლე "დოვ­ლა­თი", მოკ­ლედ რა­ნა­ი­რი ტი­პის ორ­გა­ნი­ზა­ცი­აც გინ­და შენი სა­ში­ნაო მე­ურ­ნე­ო­ბის­თვის.

ქორ­წი­ნე­ბა რომ გა­უქ­მდეს, თან მიჰ­ყვე­ბა მი­ლი­ო­ნი მან­კი­ე­რე­ბა - ათას­ნა­ი­რი ფორ­მის ან­გა­რე­ბით და­წყე­ბუ­ლი, ნე­პო­ტიზ­მის მას­შტა­ბით შემ­ცი­რე­ბუ­ლი, ფე­მი­ციდ-ჰო­მი­ცი­დი, ყვე­ლა­ცი­დიც და ზე­მო­დან კი­დევ აშორ­დე­ბა ყვე­ლას სახ­ლის კა­ტად ქცე­ვა, თავ­გა­და­სავ­ლე­ბის მა­ძი­ე­ბე­ლი სუ­ლის ჩაკ­ვდო­მა, მოკ­რუ­ხე­ბა და ღი­პის და­დე­ბა.

გა­უქ­მდე­ბა გუ­ლის­ტკე­ნე­ბი და გუ­ლის­წას­ვლე­ბი, - მი­ღა­ლა­ტეს კი­ვი­ლი და თმე­ბის წეწ­ვა. არა­ვინ არა­ვის არ ღა­ლა­ტობს, უბ­რა­ლოდ არა­ვინ არა­ვის პლუ­შის სა­თა­მა­შო და კო­მო­დი არ არის. სა­ჭი­რო რომ ყო­ფი­ლი­ყო, თა­ვი­დან­ვე და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლებს გაგ­ვა­ჩენ­და ღმერ­თი. ხომ ვეგ­დეთ პლა­ცენ­ტა­ში მარ­ტო­ე­ბი და ხომ ჩაგ­ვაგ­დე­ბენ საფ­ლავ­ში მარ­ტო­ებს, ხოდა "დას­ტო­ი­ნად" რა...

მო­ვინ­დო­მეთ შერ­წყმა და გა­და­ზელ­ვა ერ­თმა­ნე­თის კუთ­ვნილ ერ­თა­დერთ სა­ცო­დავ სი­ცო­ცხლე­ებ­ში. სიყ­ვა­რულს მხო­ლოდ მო­უხ­დე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბა. მთა­ვა­რია შვი­ლე­ბის სრულ­წლო­ვა­ნე­ბამ­დე არ­სე­ბობ­დეს იუ­რი­დი­უ­ლი შე­თან­ხმე­ბა, ვინ რა მო­ვა­ლე­ო­ბას აი­ღებს თა­ვის თავ­ზე. არა­ფე­რი და­ნარ­ჩე­ნი ერ­თად ყოფ­ნის სურ­ვილს არ სჭირ­დე­ბა და ვემ­ხრო­ბი ინი­ცი­ა­ტი­ვას, სა­ერ­თოდ გა­უქ­მდეს ქორ­წი­ნე­ბა.

ხო, სა­ხა­რე­ბი­და­ნაც გა­იხ­სე­ნეთ ქრის­ტეს იგა­ვი, ფა­რი­სევ­ლე­ბი რომ შე­უჩ­ნდე­ბი­ან, ქალი, რო­მე­ლიც რიგ­რი­გო­ბით იყო 7 ძმის ცოლი და შვი­ლი არ­ცერ­თთან ჰყო­ლია, "იქ" ვისი ცოლი იქ­ნე­ბაო. ქრის­ტე პა­სუ­ხობს, - იქ ქორ­წი­ნე­ბა არ არის. მთლი­ა­ნი იქ­ნე­ბი "იქ" და ბა­რემ აქვე იყა­ვი მთლი­ა­ნი და თუ გინ­და მთე­ლი ცხოვ­რე­ბა გა­ა­ტა­რე შენ­სა­ვით მთლი­ან­თან" - წერს ფსი­ქო­ლო­გი.

მკითხველის კომენტარები / 101 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
29

სახარების განმარტება ფსიქოლოგის საქმე არ არის.

უბრალო"
122

ისეც ძალიან დიდ პატივს გცემდით ქალბატონო ნათია, და ახლა ჩემი სათქმელი ხმამაღლა თქენ თქვით. დიდებული მეუღლე მყავს, უფრო დიდებული შვილები, მაგრამ.....მე რომ გოგონა მიყვარდა, ის უბრალოდ "ცოლი" გახდა, რომელსაც ოცნებები-სიხარულები-სიგიჟეები გადაეზარდა ვალდებულებებში და მორჩა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ყველას აშორდება მოკრუხება და ღიპის დადება... არავინ არავის არ ღალატობს" - რატომ ემხრობა ნათია ფანჯიკიძე ქორწინების გაუქმებას

"ყველას აშორდება მოკრუხება და ღიპის დადება... არავინ არავის არ ღალატობს" - რატომ ემხრობა ნათია ფანჯიკიძე ქორწინების გაუქმებას

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე გამოთქვამს მოსაზრებას ქორწინებასთან დაკავშირებით და წყვილების დაოჯახების უარყოფით მხარეებზე საუბრობს. მისი თქმით, სიყვარული თავისუფალია, ქორწინება კი - უამრავი მანკიერების წყარო.

"ძალიან გულწრფელად რომ გითხრათ, არავის ქორწინებას არ თანავუგრძნობ. თუ ქონებრივი საკითხია, დაქორწინების ნაცვლად, ადექი და გინდა შპს შექმენი, გინდა კოლმეურნეობა და თავიდანვე გაინაწილე "დოვლათი", მოკლედ რანაირი ტიპის ორგანიზაციაც გინდა შენი საშინაო მეურნეობისთვის.

ქორწინება რომ გაუქმდეს, თან მიჰყვება მილიონი მანკიერება - ათასნაირი ფორმის ანგარებით დაწყებული, ნეპოტიზმის მასშტაბით შემცირებული, ფემიციდ-ჰომიციდი, ყველაციდიც და ზემოდან კიდევ აშორდება ყველას სახლის კატად ქცევა, თავგადასავლების მაძიებელი სულის ჩაკვდომა, მოკრუხება და ღიპის დადება.

გაუქმდება გულისტკენები და გულისწასვლები, - მიღალატეს კივილი და თმების წეწვა. არავინ არავის არ ღალატობს, უბრალოდ არავინ არავის პლუშის სათამაშო და კომოდი არ არის. საჭირო რომ ყოფილიყო, თავიდანვე დაქორწინებულებს გაგვაჩენდა ღმერთი. ხომ ვეგდეთ პლაცენტაში მარტოები და ხომ ჩაგვაგდებენ საფლავში მარტოებს, ხოდა "დასტოინად" რა...

მოვინდომეთ შერწყმა და გადაზელვა ერთმანეთის კუთვნილ ერთადერთ საცოდავ სიცოცხლეებში. სიყვარულს მხოლოდ მოუხდება თავისუფლება. მთავარია შვილების სრულწლოვანებამდე არსებობდეს იურიდიული შეთანხმება, ვინ რა მოვალეობას აიღებს თავის თავზე. არაფერი დანარჩენი ერთად ყოფნის სურვილს არ სჭირდება და ვემხრობი ინიციატივას, საერთოდ გაუქმდეს ქორწინება.

ხო, სახარებიდანაც გაიხსენეთ ქრისტეს იგავი, ფარისევლები რომ შეუჩნდებიან, ქალი, რომელიც რიგრიგობით იყო 7 ძმის ცოლი და შვილი არცერთთან ჰყოლია, "იქ" ვისი ცოლი იქნებაო. ქრისტე პასუხობს, - იქ ქორწინება არ არის. მთლიანი იქნები "იქ" და ბარემ აქვე იყავი მთლიანი და თუ გინდა მთელი ცხოვრება გაატარე შენსავით მთლიანთან" - წერს ფსიქოლოგი.