მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჰაერის გამოცვლა" ხალხმრავალ კურორტებზე წასვლის საფუძველი არ უნდა გახდეს" - ინფექციონისტი მშობლებს ურჩევს, პატარები სოფელში წაიყვანონ
"ჰაერის გამოცვლა" ხალხმრავალ კურორტებზე წასვლის საფუძველი არ უნდა გახდეს" - ინფექციონისტი მშობლებს ურჩევს, პატარები სოფელში წაიყვანონ

ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი მაია ბუ­წაშ­ვი­ლი მშობ­ლებს ურ­ჩევს, ბავ­შვე­ბი ზა­ფხულ­ში სო­ფელ­ში ან ისე­თი ად­გი­ლებ­ზე წა­იყ­ვა­ნონ, სა­დაც ნაკ­ლე­ბად იქ­ნე­ბა ჰა­ე­რი და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი.

რო­გორც ბუ­წაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, ასე პა­ტა­რებს ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის­გან და­ი­ცავთ.

"ჩვენ­თან მშობ­ლებს ბავ­შვე­ბის კუ­რორ­ტებ­ზე დას­ვე­ნე­ბის­გან გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი მო­ლო­დი­ნე­ბი აქვთ. კერ­ძოდ, ბევ­რს გო­ნია, რომ რო­მე­ლი­ღაც კონ­კრე­ტუ­ლი კუ­რორ­ტის ჰა­ე­რი აუ­ცი­ლე­ბე­ლია ბავ­შვის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის. ზოგ­საც მი­აჩ­ნია, რომ უნდა მოხ­დეს სხვა­დას­ხვა ჰა­ე­რის მო­ნაც­ვლე­ო­ბა, მა­გა­ლი­თად, ზღვის და მთის. ზოგ­საც წიწ­ვო­ვა­ნი მცე­ნა­რე­ე­ბის მიერ მოხ­დე­ნი­ლი სას­წა­უ­ლე­ბის სჯე­რა. ამ ყვე­ლა­ფერს სა­მეც­ნი­ე­რო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არ გა­აჩ­ნია და ის­ტო­რი­უ­ლად, თა­ო­ბებ­ზე გა­და­ცე­მუ­ლი მი­თე­ბია, რო­გო­რი­ცაა, მა­გა­ლი­თად, ბრო­წე­უ­ლის წვე­ნი რომ "სის­ხლის­თვის კარ­გია".

ეს მი­თე­ბი, თა­ვის­თა­ვად, არა­ფერს აშა­ვებს და თუ მშო­ბელს ამის სჯე­რა, ბო­ლოს და ბო­ლოს ამ „ჰა­ე­რის გა­მოც­ვლა­ში“ დიდი სარ­გე­ბე­ლი თუ არა, მავ­ნებ­ლო­ბაც არა­ფე­რია. პრობ­ლე­მაა უბ­რა­ლოდ ის, რომ ჯერ ერთი, ხში­რად ოჯა­ხე­ბი უკა­ნას­კნე­ლი სახ­სრე­ბის მო­ბი­ლი­ზა­ცი­ას აკე­თე­ბენ ზო­გი­ერთ ამ კუ­რორტზე ბავ­შვის წა­საყ­ვა­ნად და ეს თან­ხე­ბი უფრო სა­სარ­გებ­ლო­დაც შე­უძ­ლი­ათ გა­მო­ი­ყე­ნონ, თუმ­ცა, ჩემი, რო­გორც ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტის თემა ეს არ არის და მე უფრო სხვა მო­საზ­რე­ბით წა­მოვ­წიე ეს სა­კი­თხი.

საქ­მე იმა­შია, რომ ამ არას­წო­რი მო­ლო­დი­ნე­ბის გამო, რომ ბავ­შვის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის რა­ღაც ძა­ლი­ან კარ­გს ვა­კე­თებთ, ხში­რად ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის რისკს ვუქ­მნით.

რამ­დენს გაქვთ ეს გა­მოც­დი­ლე­ბა, რომ კუ­რორტზე წაყ­ვა­ნი­ლი ბავ­შვი უკან დი­ა­რე­ით, ღე­ბი­ნე­ბით, სი­ცხით წა­მო­გიყ­ვა­ნი­ათ. არა­და, ზო­გი­ერ­თებს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პი­რო­ბე­ბი აქვთ სო­ფელ­ში, სა­დაც შე­იძ­ლე­ბა შვი­ლიშ­ვი­ლე­ბის ნახ­ვის ნატ­ვრით და­ტან­ჯუ­ლი ბებო იც­დის, რო­მე­ლიც სუფ­თა, ნა­ტუ­რა­ლურ კვე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს...

სო­ფელ­ში, სა­დაც ერ­თად ბევ­რი ადა­მი­ა­ნი არ არის თავ­მოყ­რი­ლი ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის რის­კიც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­ბა­ლია.

სო­ფელ­ში, სა­დაც მან­ქა­ნე­ბის გა­მო­ნა­ბოლ­ქვი თით­ქმის არ არის, უამ­რა­ვი მცე­ნა­რე­ე­ბია და ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბა და­ბა­ლი. ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის კი სწო­რედ ეს არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და არა გინ­და თუ არა ის ამო­ჩე­მე­ბუ­ლი კუ­რორ­ტე­ბი, სა­დაც, ვი­თომ­და რა­ღაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ჰა­ე­რია. ეს ხომ არა­ვი­თარ სა­მეც­ნი­ე­რო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს არ ემ­ყა­რე­ბა, ისე­ვე რო­გორც ის, რომ ბავ­შვს "სხვა­დას­ხვა ჰა­ე­რი უნდა ვუც­ვა­ლოთ".

ზო­გი­ერთ კუ­რორტზე იმ­დე­ნი ხალ­ხი და მან­ქა­ნე­ბია, რომ გა­მო­ნა­ბოლ­ქვი შე­იძ­ლე­ბა ქა­ლა­ქებ­ზე ნაკ­ლე­ბი არც იყოს. აღა­რა­ფერს ვამ­ბობ ინ­ფექ­ცი­ურ და­ა­ვა­დე­ბებ­ზე, რაც უკვე ვახ­სე­ნე.

სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენს კუ­რორ­ტებ­ზე ჰი­გი­ე­ნუ­რი პი­რო­ბე­ბი ხში­რად არც თუ ისე სა­ხარ­ბი­ე­ლოა. მა­გა­ლი­თად, რეს­ტორ­ნებ­სა და სას­ტუმ­რო­ებ­ში ხში­რად არ არის ჭურ­ჭლის რე­ცხვის ავ­ტო­მა­ტუ­რი სის­ტე­მა მა­ღალ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე და ჭურ­ჭე­ლი ხში­რად ერ­თად ჩაყ­რი­ლი, ხე­ლით ირე­ცხე­ბა, ზოგ­ჯერ სრუ­ლი­ად ზე­და­პი­რუ­ლად, რაც სი­სუფ­თა­ვის და ინ­ფექ­ცი­ე­ბის პრე­ვენ­ცი­ის გა­რან­ტი­ას სა­ერ­თოდ არ იძ­ლე­ვა. ხში­რად სა­ეჭ­ვოა ასე­ვე პრო­დუქ­ტე­ბის სწო­რად შე­ნახ­ვის პრაქ­ტი­კაც. სწო­რედ ეს ყვე­ლა­ფე­რი ქმნის ბავ­შვე­ბის (და ხში­რად არა მარ­ტო ბავ­შვე­ბის) ასე მა­სი­უ­რად ინ­ფი­ცი­რე­ბის რის­კებს.

რა თქმა უნდა, ყვე­ლას გვინ­და, რომ ჩვე­ნი შვი­ლე­ბის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო ზა­ფხუ­ლი უზ­რუნ­ველ­ვყოთ, მა­გა­ლი­თად ზღვა­ზე. ეს ნამ­დვი­ლად არის ბავ­შვის კუ­რორტზე წაყ­ვა­ნის არ­გუ­მენ­ტი (თუნ­დაც ჩა­მოთ­ვლი­ლი რის­კე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით), მაგ­რამ მხო­ლოდ „ჰა­ე­რის გა­მოც­ვლა“, რაც, კი­დევ ვი­მე­ო­რებ, არაფ­რით არ არის გამ­ყა­რე­ბუ­ლი, ჩემი აზ­რით, ხალ­ხმრა­ვალ კუ­რორ­ტებ­ზე წას­ვლის (და დღე­ის კონ­ტექ­სტში კო­რო­ნა­ვირუ­სის გა­და­ცე­მის საფრ­თხის შექ­მნის) სა­ფუძ­ვე­ლი არ უნდა გახ­დეს" - წერს ბუ­წაშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამარი
0

სოფლელებმა რა ვქნათ? ... გავაგრძელოთ სოფლის ჰაერის ყლაპვა?

otari
2

ეს ბუწაშვილი არის ცნობილი მამალი ნაციონალი და სააკაშვილის მეხოტბე! ამ ეტაპზე ჩუმად არის რადგანაც თავის შეკოწიწებულ ლაბორატორიაში საკმაოდ სოლიდურ ფულს შოულობს და ეს ხალხის მოტყუების ხარჯზე - აბოლებს რომ ეს არის ლუგარის ფილიალი!!!!!!!! და შესაბამისად მანდ გაკეთებული ანალიზები თავიდან ხდება გასაკეთებელი! ლუგარის ლაბორატორიაში ეს ყველაფერი კი უფასოა! თვითონ თავის დროზე გაგდებულია ლუგარიდან!

ავტორი:

"ჰაერის გამოცვლა" ხალხმრავალ კურორტებზე წასვლის საფუძველი არ უნდა გახდეს" - ინფექციონისტი მშობლებს ურჩევს, პატარები სოფელში წაიყვანონ

"ჰაერის გამოცვლა" ხალხმრავალ კურორტებზე წასვლის საფუძველი არ უნდა გახდეს" - ინფექციონისტი მშობლებს ურჩევს, პატარები სოფელში წაიყვანონ

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მშობლებს ურჩევს, ბავშვები ზაფხულში სოფელში ან ისეთი ადგილებზე წაიყვანონ, სადაც ნაკლებად იქნება ჰაერი დაბინძურებული.

როგორც ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ასე პატარებს ინფექციური დაავადებებისგან დაიცავთ.

"ჩვენთან მშობლებს ბავშვების კურორტებზე დასვენებისგან გადაჭარბებული მოლოდინები აქვთ. კერძოდ, ბევრს გონია, რომ რომელიღაც კონკრეტული კურორტის ჰაერი აუცილებელია ბავშვის ჯანმრთელობისთვის. ზოგსაც მიაჩნია, რომ უნდა მოხდეს სხვადასხვა ჰაერის მონაცვლეობა, მაგალითად, ზღვის და მთის. ზოგსაც წიწვოვანი მცენარეების მიერ მოხდენილი სასწაულების სჯერა. ამ ყველაფერს სამეცნიერო მტკიცებულებები არ გააჩნია და ისტორიულად, თაობებზე გადაცემული მითებია, როგორიცაა, მაგალითად, ბროწეულის წვენი რომ "სისხლისთვის კარგია".

ეს მითები, თავისთავად, არაფერს აშავებს და თუ მშობელს ამის სჯერა, ბოლოს და ბოლოს ამ „ჰაერის გამოცვლაში“ დიდი სარგებელი თუ არა, მავნებლობაც არაფერია. პრობლემაა უბრალოდ ის, რომ ჯერ ერთი, ხშირად ოჯახები უკანასკნელი სახსრების მობილიზაციას აკეთებენ ზოგიერთ ამ კურორტზე ბავშვის წასაყვანად და ეს თანხები უფრო სასარგებლოდაც შეუძლიათ გამოიყენონ, თუმცა, ჩემი, როგორც ინფექციონისტის თემა ეს არ არის და მე უფრო სხვა მოსაზრებით წამოვწიე ეს საკითხი.

საქმე იმაშია, რომ ამ არასწორი მოლოდინების გამო, რომ ბავშვის ჯანმრთელობისთვის რაღაც ძალიან კარგს ვაკეთებთ, ხშირად ინფექციური დაავადებების რისკს ვუქმნით.

რამდენს გაქვთ ეს გამოცდილება, რომ კურორტზე წაყვანილი ბავშვი უკან დიარეით, ღებინებით, სიცხით წამოგიყვანიათ. არადა, ზოგიერთებს არაჩვეულებრივი პირობები აქვთ სოფელში, სადაც შეიძლება შვილიშვილების ნახვის ნატვრით დატანჯული ბებო იცდის, რომელიც სუფთა, ნატურალურ კვებას უზრუნველყოფს...

სოფელში, სადაც ერთად ბევრი ადამიანი არ არის თავმოყრილი ინფექციური დაავადებების რისკიც მნიშვნელოვნად დაბალია.

სოფელში, სადაც მანქანების გამონაბოლქვი თითქმის არ არის, უამრავი მცენარეებია და ჰაერის დაბინძურება დაბალი. ჯანმრთელობისთვის კი სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი და არა გინდა თუ არა ის ამოჩემებული კურორტები, სადაც, ვითომდა რაღაც განსაკუთრებული ჰაერია. ეს ხომ არავითარ სამეცნიერო მტკიცებულებებს არ ემყარება, ისევე როგორც ის, რომ ბავშვს "სხვადასხვა ჰაერი უნდა ვუცვალოთ".

ზოგიერთ კურორტზე იმდენი ხალხი და მანქანებია, რომ გამონაბოლქვი შეიძლება ქალაქებზე ნაკლები არც იყოს. აღარაფერს ვამბობ ინფექციურ დაავადებებზე, რაც უკვე ვახსენე.

სამწუხაროდ, ჩვენს კურორტებზე ჰიგიენური პირობები ხშირად არც თუ ისე სახარბიელოა. მაგალითად, რესტორნებსა და სასტუმროებში ხშირად არ არის ჭურჭლის რეცხვის ავტომატური სისტემა მაღალ ტემპერატურაზე და ჭურჭელი ხშირად ერთად ჩაყრილი, ხელით ირეცხება, ზოგჯერ სრულიად ზედაპირულად, რაც სისუფთავის და ინფექციების პრევენციის გარანტიას საერთოდ არ იძლევა. ხშირად საეჭვოა ასევე პროდუქტების სწორად შენახვის პრაქტიკაც. სწორედ ეს ყველაფერი ქმნის ბავშვების (და ხშირად არა მარტო ბავშვების) ასე მასიურად ინფიცირების რისკებს.

რა თქმა უნდა, ყველას გვინდა, რომ ჩვენი შვილებისთვის საინტერესო ზაფხული უზრუნველვყოთ, მაგალითად ზღვაზე. ეს ნამდვილად არის ბავშვის კურორტზე წაყვანის არგუმენტი (თუნდაც ჩამოთვლილი რისკების გათვალისწინებით), მაგრამ მხოლოდ „ჰაერის გამოცვლა“, რაც, კიდევ ვიმეორებ, არაფრით არ არის გამყარებული, ჩემი აზრით, ხალხმრავალ კურორტებზე წასვლის (და დღეის კონტექსტში კორონავირუსის გადაცემის საფრთხის შექმნის) საფუძველი არ უნდა გახდეს" - წერს ბუწაშვილი.

"გაზგასული სასმელი, როგორც დიეტის ნაწილი, საბჭოთა მედიცინის მემკვიდრეობაა" - ინფექციონისტი სამედიცინო მითებზე

ინტერნეტმომხმარებლის ფრაზა შაქარაშვილზე, რომელმაც საზოგადოება აღაშფოთა - "ამდენი ამბავი რა საჭირო იყო უწიგნური ბავშვის მკვლელობაზე?"

"მთელ სამყაროში ყველაზე კარგი დედა ვერ გადავარჩინე..." - ნანუკა ჟორჟოლიანის დედა მძიმე სენთან რამდენიმეთვიანი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა