მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რეალურად, შეიძლება თუ არა, პირბადემ აბიტურიენტებს ჯანმრთელობის პრობლემები შეუქმნას - ექიმების პასუხი
რეალურად, შეიძლება თუ არა, პირბადემ აბიტურიენტებს ჯანმრთელობის პრობლემები შეუქმნას - ექიმების პასუხი

გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს მიერ გან­სა­ზღვრულ წე­სებ­ში, რო­მე­ლიც ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის, სა­ერ­თო სა­მა­გის­ტრო გა­მოც­დე­ბი­სა და სტუ­დენ­ტთა საგ­რან­ტო კონ­კურ­სის ჩა­ტა­რე­ბას ეხე­ბა, შე­დის რე­გუ­ლა­ცია, რომ აბი­ტუ­რი­ენ­ტებს მუდ­მი­ვად უნდა ეკე­თოთ პირ­ბა­დე, რო­გორც რე­გის­ტრა­ცი­ის დროს, ასე­ვე გა­მოც­დე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას.

პირ­ბა­დეს­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­მი­ნის­ტროს მიერ მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი შე­ფა­სე­ბე­ბი მოჰ­ყვა. მა­გა­ლი­თად, სი­ახ­ლეს გა­მო­ეხ­მა­უ­რა აშშ-ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი ექი­მი ზუ­რაბ გუ­რუ­ლი, რო­მელ­მაც გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არაჰუ­მა­ნუ­რად შე­ა­ფა­სა და აღ­ნიშ­ნა, რომ გა­მოც­დის ჩა­ტა­რე­ბამ ნიღ­ბებ­ში შე­საძ­ლოა, გო­ნებ­რი­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­მოვ­ლე­ნას ხელი შე­უ­შა­ლოს ან გო­ნე­ბის და­კარ­გვაც კი გა­მო­იწ­ვი­ოს.

AMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და, რე­ა­ლუ­რად, შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა, სა­ა­თე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში პირ­ბა­დის ტა­რე­ბამ აბი­ტუ­რი­ენ­ტებს ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და კონ­ცენ­ტრი­რე­ბის პრობ­ლე­მე­ბი შე­უქ­მნას და გა­მოც­დე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას COVID-19-ის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის სხვა რა ალ­ტერ­ნა­ტი­ვე­ბი არ­სე­ბობს.

ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტის, ალექ­სან­დრე გო­გი­ნა­ვას გან­ცხა­დე­ბით, აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის მიერ პირ­ბა­დე­ე­ბის გა­კე­თე­ბა­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა რის­კე­ბის შემ­ცი­რე­ბის მიზ­ნით ხდე­ბა.

"პა­ცი­ენ­ტებს შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ხა­ტუ­ლი სიმპტო­მი არ ჰქონ­დეთ, მაგ­რამ გა­დამ­დე­ბე­ბი იყ­ვნენ, მით უმე­ტეს, როცა რამ­დე­ნი­მე ასე­ულ ადა­მი­ან­ზეა სა­უ­ბა­რი, იქ გა­კონ­ტრო­ლე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლია. ასე­ვე, და­ხუ­რულ სივ­რცე­ში რამ­დე­ნი­მე, შე­იძ­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის და­ინ­ფი­ცი­რე­ბაც მოხ­დეს. ანუ, რის­კე­ბი საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია.

სტრე­სულ გა­რე­მო­ში, და­მა­ტე­ბით პირ­ბა­დით წერა აბი­ტუ­რი­ენ­ტის­თვის დის­კომ­ფორ­ტია, ამა­ზე ბევ­რი ლა­პა­რა­კი არაა სა­ჭი­რო. თუმ­ცა, სა­გა­მოც­დო ცენ­ტრებ­ში, სა­დაც ხალ­ხმრა­ვა­ლი შეკ­რე­ბა იქ­ნე­ბა, იზ­რდე­ბა რის­კი, რომ და­ა­ვა­დე­ბის გავ­რცე­ლე­ბა მოხ­დეს. აქ სწო­რედ რის­კებ­ზეა სა­უ­ბა­რი, სწო­რედ ამის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით იქნა ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი. ამი­ტომ, აქ რის­კი და სარ­გე­ბე­ლი უნდა იყოს შე­ფა­სე­ბუ­ლი.

გა­მოც­დის დროს პირ­ბა­დის გა­მო­ყე­ნე­ბა ისე­თი დის­კომ­ფორ­ტი არაა, რომ მდგო­მა­რე­ო­ბა რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვა­ლოს. არა მგო­ნია, აბი­ტუ­რი­ენ­ტებს სა­მე­დი­ცი­ნო თვალ­საზ­რი­სით შე­ექ­მნათ პრობ­ლე­მე­ბი....

ეს თე­ო­რი­უ­ლი მსჯე­ლო­ბაა, რად­გან პრაქ­ტი­კა­ში არ ვი­ცით, რამ­დე­ნად იქ­ნე­ბა ასე. მა­გა­ლი­თად, ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია, რო­გორ უნდა გან­ვი­თარ­დეს სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბა პირ­ბა­დით. რა თქმა უნდა, ამ ყვე­ლაფ­რის თე­ო­რი­უ­ლი შან­სი არ­სე­ბობს, თუმ­ცა სა­მეც­ნი­ე­რო სა­უ­ბა­რი ცოტა რთუ­ლია, ეს მხო­ლოდ მო­საზ­რე­ბე­ბია", - აღ­ნიშ­ნავს გო­გი­ნა­ვა.

ის ასე­ვე სა­უბ­რობს იმ ალ­ტერ­ნა­ტი­ვე­ბის შე­სა­ხებ, რისი მეშ­ვე­ო­ბი­თაც პირ­ბა­დე­ე­ბის გა­კე­თე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა სა­ვა­რა­უ­დოდ, შემ­ცირ­დე­ბო­და.

"ჩემი აზ­რით, კარ­გი იქ­ნე­ბო­და, გან­ლა­გე­ბა ფი­ზი­კუ­რი დის­ტან­ცი­რე­ბით მომ­ხდა­რი­ყო და სტუ­დენ­ტებს შო­რის ისე­თი და­შო­რე­ბა ყო­ფი­ლი­ყო, რომ ვთქვათ, პირ­ბა­დის გა­მო­ყე­ნე­ბა ასე­თი აუ­ცი­ლე­ბე­ლი არ ყო­ფი­ლი­ყო. მაგ­რამ ამა­ზე ჯან­დაც­ვის და გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო მუ­შა­ობ­და და სა­ვა­რა­უ­დოდ, ეს ვერ მო­ხერ­ხდა. რა თქმა უნდა, პირ­ბა­დის გა­რე­შე რომ წე­რონ სტუ­დენ­ტებ­მა გა­მოც­და, ეს უკე­თე­სია, ოღონდ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბი იქ­ნე­ბა და­ცუ­ლი", - აღ­ნიშ­ნავს გო­გი­ნა­ვა.

კლი­ნი­კა "ჰელ­სი­კო­ნის" ექი­მი-თე­რა­პევ­ტი, ელე­ნე ხურ­ცი­ძის მო­საზ­რე­ბით, მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის პი­რო­ბებ­ში, როცა კონ­დი­ცი­რე­ბის სის­ტე­მა არ მოქ­მე­დებს, ნიღ­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა ერთი მხრივ, და­მა­ტე­ბი­თი სტრე­სი იქ­ნე­ბა, სა­მე­დი­ცი­ნო თვალ­საზ­რი­სი­თაც უფრო მეტ ზი­ანს მო­ი­ტანს, ვიდ­რე - და­დე­ბით შე­დე­გებს.

"აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის მიერ 4 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში პირ­ბა­დის გა­მო­ყე­ნე­ბა იმ სივ­რცე­ში, სა­დაც კონ­დი­ცი­რე­ბა არ იქ­ნე­ბა, და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ბევრ გვერ­დით ეფექტთან...

მა­გა­ლი­თად, პირ­ბა­დე მარ­ტი­ვად დას­ველ­დე­ბა ჭარ­ბი ოფ­ლი­ა­ნო­ბის შე­დე­გად. გა­აჩ­ნია, რო­გო­რი ხა­რის­ხის სო­ცი­ა­ლურ თუ თუნ­დაც, ქი­რურ­გი­ულ ნი­ღაბს გა­ი­კე­თებს ადა­მი­ა­ნი. ჯერ­ჯე­რო­ბით არ არის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, რამ­დე­ნად მი­ა­ყე­ნებს ზი­ანს ქი­რურ­გი­უ­ლი ნიღ­ბის შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­ყო­ფი­ლი ნახ­ში­რორ­ჟან­გი აბი­ტუ­რი­ენტს.

თუმ­ცა, დღეს ბა­ზარ­ზე არ­სე­ბუ­ლი პირ­ბა­დე­ე­ბის ხა­რის­ხის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ზოგ მათ­გან­ში სუნ­თქვა შე­უძ­ლე­ბე­ლია და არ აკ­მა­ყო­ფი­ლებს სტან­დარ­ტებს, ან იმ­დე­ნად და­ბა­ლი ხა­რის­ხის და თხე­ლი ფე­ნის არის, რომ პრაქ­ტი­კუ­ლად, დამ­ცვე­ლო­ბი­თი ფუნ­ქცია არ გა­აჩ­ნია. ასე­თი ნიღ­ბის ტა­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მისი გა­მო­ყე­ნე­ბა სრუ­ლი­ად კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ დგე­ბა.

ამას გარ­და, 4 სა­ა­თი ნიღ­ბით ჯდო­მა ასეთ სივ­რცე­ში გა­მო­იწ­ვევს თა­ვის ტკი­ვილს, დას­ვე­ლე­ბის მა­ღალ შანსს...

იმა­საც, რომ აბი­ტუ­რი­ენ­ტი შე­სას­წო­რებ­ლად, გა­რე­დან უფრო ხში­რად შე­ე­ხე­ბა ნი­ღაბს, გან­სა­კუთ­რე­ბით, ცხვი­რის მი­და­მოს­თან, რაც ინ­ფექ­ცი­ით დას­ნე­ბოვ­ნე­ბის და­მა­ტე­ბი­თი რისკ-ფაქ­ტო­რია. გარ­და ამი­სა, ნიღ­ბის სწო­რად გა­მო­ყე­ნე­ბა სამ­წუ­ხა­როდ, ყვე­ლამ არც იცის, თუნ­დაც ქუ­ჩა­ში ადა­მი­ა­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა პირ­ბა­დეს ცხვირ­ზე არ იკე­თებს, ან ნი­ღაბს ისეთ ჯი­ბე­ში ინა­ხავს, სა­დაც ფუ­ლიც უდევს, ჯი­ბი­დან ამო­ღე­ბის შემ­დეგ კი - ისევ იკე­თებს. ამი­ტომ, ასეთ გა­მო­ყე­ნე­ბას მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს", - ამ­ბობს ექი­მი.

ხურ­ცი­ძე პირ­ბა­დის გა­მო­ყე­ნე­ბის გამო ჟანგბა­დის მი­წო­დე­ბის შე­საძ­ლო შემ­ცი­რე­ბი­სა და გა­მოც­და­ზე გო­ნებ­რი­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის სრუ­ლად გა­მოვ­ლე­ნის ალ­ბა­თო­ბა­ზეც სა­უბ­რობს.

"კვლე­ვა, რო­მელ­საც და­ვეყ­რდნო­ბით და ვი­ტყვით, ჟანგბა­დის მი­წო­დე­ბა რა პრო­ცენ­ტით მცირ­დე­ბა ან პირ­ბა­დე ნახ­ში­რორ­ჟან­გის დაგ­რო­ვე­ბას რა პრო­ცენ­ტუ­ლო­ბით იწ­ვევს, ინ­ტერ­ნეტ­სა ან პუბ­ლი­კა­ცი­ებ­ში არ მო­ი­პო­ვე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, სხვა­დას­ხვა გა­მოც­დი­ლე­ბის შე­დე­გად მხო­ლოდ ვა­რა­უ­დი თუ შეგ­ვიძ­ლია. ვა­რა­უ­დი ზუს­ტად ესაა, რომ იქ, სა­დაც ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რაა და ისე­დაც სტრე­სუ­ლი გა­რე­მოა, ნიღ­ბის ტა­რე­ბა და­მა­ტე­ბი­თი ბა­რი­ე­რია, და ნიღ­ბის გა­რე­შე ყოფ­ნას­თან შე­და­რე­ბით, შე­ამ­ცი­რებს ჟანგბა­დის მი­წო­დე­ბას.

ისევ და ისევ ნიღ­ბის ხა­რისხს გა­აჩ­ნია. ალ­ბათ, სა­ხელ­მწი­ფომ უნდა უზ­რუნ­ველ­ჰყოს, რომ აბი­ტუ­რი­ენტს გა­მოც­და­ზე პირ­ბა­დე და­ახ­ვედ­როს. მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა იყოს ნიღ­ბის და რე­ზი­ნის ხა­რის­ხი და­ცუ­ლი, ვი­ნა­ი­დან და­ბა­ლი ხა­რის­ხის რე­ზი­ნამ, რო­მე­ლიც ყურ­ზე ერ­გე­ბა, შე­საძ­ლე­ბე­ლია, ტკი­ვი­ლი გა­მო­იწ­ვი­ოს. წარ­მო­იდ­გი­ნეთ ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ნორ­მა­ლუ­რად ვერ სუნ­თქავს, რად­გან ცხე­ლა, უკე­თია ნი­ღა­ბი, და პლუს, ყუ­რე­ბი სტკი­ვა, რად­გან რე­ზი­ნა ძა­ლი­ან უჭერს. რა თქმა უნდა, ეს შე­ა­ფერ­ხებს გო­ნებ­რი­ვად სწრაფ აზ­როვ­ნე­ბას და სწრა­ფი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბას, რა­ცგა­მოც­დე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია“ - აღ­ნიშ­ნავს ექი­მი-თე­რა­პევ­ტი.

ელე­ნე ხურ­ცი­ძე AMBEBI.GE-სთან სა­კუ­თა­რი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შე­სა­ხე­ბაც სა­უბ­რობს.

"ჩემი აზ­რით, თუკი და­ვუშ­ვებთ ნიღ­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას გა­მოც­და­ზე, უმ­ჯო­ბე­სია, კონ­დი­ცი­რე­ბა არ­სე­ბობ­დეს, ოღონდ იმ პი­რო­ბებ­ში, როცა ფან­ჯრე­ბი და კა­რე­ბი იღე­ბა, ანუ აუ­დი­ტო­რია ნი­ავ­დე­ბა. კონ­დი­ცი­ო­ნერ­თან და­კავ­ში­რე­ბით არ­სე­ბობს რე­კო­მენ­და­ცია, რომ მისი გა­თიშ­ვა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში, თუნ­დაც არა­სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, ბო­ლომ­დე არაა რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლი.... მთა­ვა­რია, ფან­ჯა­რა და კარი ხში­რად გა­ვა­ღოთ და გა­ვა­ნი­ა­ვოთ. კლი­ნი­კებს ეს არ ეხე­ბა. ანუ, შე­საძ­ლე­ბე­ლია, გა­მოც­და­ზე კონ­დი­ცი­ო­ნე­რი იყოს ჩარ­თუ­ლი და აბი­ტუ­რი­ენტს კარ­გი, მა­ღა­ლი ხა­რის­ხის პირ­ბა­დე ეკე­თოს, რო­მელ­საც მას გა­მოც­და­ზე მის­ვლის­თა­ნა­ვე მის­ცე­მენ.

ამას გარ­და ვფიქ­რობ, თუკი გა­მოც­დე­ბის ნა­წი­ლი დღის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში, მა­გა­ლი­თად 13:00 სა­ა­თამ­დე ან 17:00 სა­ა­თის შემ­დეგ და­ი­გეგ­მე­ბა, უკე­თე­სია, რად­გან ივ­ლი­სის თვე­ში ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ტემ­პე­რა­ტუ­რა ძა­ლი­ან მა­ღა­ლია და ჯო­ბია, რომ თუნ­დაც, კონ­დი­ცი­რე­ბის პი­რო­ბებ­ში გა­მოც­და არ ჩა­ტარ­დეს, პი­რი­ქით, ძი­რი­თა­დი გა­და­ნა­წი­ლე­ბა დი­ლას ან სა­ღა­მოს მოხ­დეს. ასე­ვე, იმის­თვის, რომ კლას­ტე­რე­ბად გავ­რცე­ლე­ბის თე­ო­რი­უ­ლი რის­კი შემ­ცირ­დეს, მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ ბევ­რი სხვა­დას­ხვა შე­ნო­ბა.

თუ ღია სივ­რცე­ში და­ი­გეგ­მე­ბა გა­მოც­დე­ბი, ნიღ­ბე­ბი სა­ერ­თოდ აღა­რაა სა­ჭი­რო. და­ვე­თან­ხმე­ბი ერთ-ერთ ექ­სპერტსაც, რო­მელ­მაც აღ­ნიშ­ნა, რომ ეს ჯგუ­ფი ნაკ­ლე­ბა­დაა რისკ-ჯგუ­ფი, რად­გან ახალ­გაზ­რდე­ბი არი­ან, რაც ასე­ვე პირ­ბა­დის გა­მო­ყე­ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ერთ-ერთი არ­გუ­მენ­ტია. თუმ­ცა, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ორი­ვე მხა­რე კარ­გად უნდა ავ­წონ-დავ­წო­ნოთ“, - ხაზს უს­ვამს ხურ­ცი­ძე.

ხურციძეს
0

ყველაზე საღი მსჯელობა, რაც წამიკითხავს ამ დღეებში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

რეალურად, შეიძლება თუ არა, პირბადემ აბიტურიენტებს ჯანმრთელობის პრობლემები შეუქმნას - ექიმების პასუხი

რეალურად, შეიძლება თუ არა, პირბადემ აბიტურიენტებს ჯანმრთელობის პრობლემები შეუქმნას - ექიმების პასუხი

განათლების სამინისტროს მიერ განსაზღვრულ წესებში, რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ჩატარებას ეხება, შედის რეგულაცია, რომ აბიტურიენტებს მუდმივად უნდა ეკეთოთ პირბადე, როგორც რეგისტრაციის დროს, ასევე გამოცდების მიმდინარეობისას.

პირბადესთან დაკავშირებით სამინისტროს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. მაგალითად, სიახლეს გამოეხმაურა აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი ზურაბ გურული, რომელმაც გადაწყვეტილება არაჰუმანურად შეაფასა და აღნიშნა, რომ გამოცდის ჩატარებამ ნიღბებში შესაძლოა, გონებრივი შესაძლებლობების გამოვლენას ხელი შეუშალოს ან გონების დაკარგვაც კი გამოიწვიოს.

AMBEBI.GE დაინტერესდა, რეალურად, შესაძლებელია თუ არა, საათების განმავლობაში პირბადის ტარებამ აბიტურიენტებს ჯანმრთელობისა და კონცენტრირების პრობლემები შეუქმნას და გამოცდების მიმდინარეობისას COVID-19-ის გავრცელების პრევენციის სხვა რა ალტერნატივები არსებობს.

ინფექციონისტის, ალექსანდრე გოგინავას განცხადებით, აბიტურიენტების მიერ პირბადეების გაკეთებაზე გადაწყვეტილების მიღება რისკების შემცირების მიზნით ხდება.

"პაციენტებს შეიძლება გამოხატული სიმპტომი არ ჰქონდეთ, მაგრამ გადამდებები იყვნენ, მით უმეტეს, როცა რამდენიმე ასეულ ადამიანზეა საუბარი, იქ გაკონტროლება ძალიან რთულია. ასევე, დახურულ სივრცეში რამდენიმე, შეიძლება რამდენიმე ათეული ადამიანის დაინფიცირებაც მოხდეს. ანუ, რისკები საკმაოდ მაღალია.

სტრესულ გარემოში, დამატებით პირბადით წერა აბიტურიენტისთვის დისკომფორტია, ამაზე ბევრი ლაპარაკი არაა საჭირო. თუმცა, საგამოცდო ცენტრებში, სადაც ხალხმრავალი შეკრება იქნება, იზრდება რისკი, რომ დაავადების გავრცელება მოხდეს. აქ სწორედ რისკებზეა საუბარი, სწორედ ამის პრევენციის მიზნით იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული. ამიტომ, აქ რისკი და სარგებელი უნდა იყოს შეფასებული.

გამოცდის დროს პირბადის გამოყენება ისეთი დისკომფორტი არაა, რომ მდგომარეობა რადიკალურად შეცვალოს. არა მგონია, აბიტურიენტებს სამედიცინო თვალსაზრისით შეექმნათ პრობლემები....

ეს თეორიული მსჯელობაა, რადგან პრაქტიკაში არ ვიცით, რამდენად იქნება ასე. მაგალითად, ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა განვითარდეს სუნთქვის უკმარისობა პირბადით. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის თეორიული შანსი არსებობს, თუმცა სამეცნიერო საუბარი ცოტა რთულია, ეს მხოლოდ მოსაზრებებია", - აღნიშნავს გოგინავა.

ის ასევე საუბრობს იმ ალტერნატივების შესახებ, რისი მეშვეობითაც პირბადეების გაკეთების აუცილებლობა სავარაუდოდ, შემცირდებოდა.

"ჩემი აზრით, კარგი იქნებოდა, განლაგება ფიზიკური დისტანცირებით მომხდარიყო და სტუდენტებს შორის ისეთი დაშორება ყოფილიყო, რომ ვთქვათ, პირბადის გამოყენება ასეთი აუცილებელი არ ყოფილიყო. მაგრამ ამაზე ჯანდაცვის და განათლების სამინისტრო მუშაობდა და სავარაუდოდ, ეს ვერ მოხერხდა. რა თქმა უნდა, პირბადის გარეშე რომ წერონ სტუდენტებმა გამოცდა, ეს უკეთესია, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ უსაფრთხოების ნორმები იქნება დაცული", - აღნიშნავს გოგინავა.

კლინიკა "ჰელსიკონის" ექიმი-თერაპევტი, ელენე ხურციძის მოსაზრებით, მაღალი ტემპერატურის პირობებში, როცა კონდიცირების სისტემა არ მოქმედებს, ნიღბის გამოყენება ერთი მხრივ, დამატებითი სტრესი იქნება, სამედიცინო თვალსაზრისითაც უფრო მეტ ზიანს მოიტანს, ვიდრე - დადებით შედეგებს.

"აბიტურიენტების მიერ 4 საათის განმავლობაში პირბადის გამოყენება იმ სივრცეში, სადაც კონდიცირება არ იქნება, დაკავშირებული იქნება ბევრ გვერდით ეფექტთან...

მაგალითად, პირბადე მარტივად დასველდება ჭარბი ოფლიანობის შედეგად. გააჩნია, როგორი ხარისხის სოციალურ თუ თუნდაც, ქირურგიულ ნიღაბს გაიკეთებს ადამიანი. ჯერჯერობით არ არის დადასტურებული, რამდენად მიაყენებს ზიანს ქირურგიული ნიღბის შემთხვევაში გამოყოფილი ნახშირორჟანგი აბიტურიენტს.

თუმცა, დღეს ბაზარზე არსებული პირბადეების ხარისხის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზოგ მათგანში სუნთქვა შეუძლებელია და არ აკმაყოფილებს სტანდარტებს, ან იმდენად დაბალი ხარისხის და თხელი ფენის არის, რომ პრაქტიკულად, დამცველობითი ფუნქცია არ გააჩნია. ასეთი ნიღბის ტარების შემთხვევაში მისი გამოყენება სრულიად კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

ამას გარდა, 4 საათი ნიღბით ჯდომა ასეთ სივრცეში გამოიწვევს თავის ტკივილს, დასველების მაღალ შანსს...

იმასაც, რომ აბიტურიენტი შესასწორებლად, გარედან უფრო ხშირად შეეხება ნიღაბს, განსაკუთრებით, ცხვირის მიდამოსთან, რაც ინფექციით დასნებოვნების დამატებითი რისკ-ფაქტორია. გარდა ამისა, ნიღბის სწორად გამოყენება სამწუხაროდ, ყველამ არც იცის, თუნდაც ქუჩაში ადამიანების უმრავლესობა პირბადეს ცხვირზე არ იკეთებს, ან ნიღაბს ისეთ ჯიბეში ინახავს, სადაც ფულიც უდევს, ჯიბიდან ამოღების შემდეგ კი - ისევ იკეთებს. ამიტომ, ასეთ გამოყენებას მნიშვნელობა არ აქვს", - ამბობს ექიმი.

ხურციძე პირბადის გამოყენების გამო ჟანგბადის მიწოდების შესაძლო შემცირებისა და გამოცდაზე გონებრივი შესაძლებლობების სრულად გამოვლენის ალბათობაზეც საუბრობს.

"კვლევა, რომელსაც დავეყრდნობით და ვიტყვით, ჟანგბადის მიწოდება რა პროცენტით მცირდება ან პირბადე ნახშირორჟანგის დაგროვებას რა პროცენტულობით იწვევს, ინტერნეტსა ან პუბლიკაციებში არ მოიპოვება. შესაბამისად, სხვადასხვა გამოცდილების შედეგად მხოლოდ ვარაუდი თუ შეგვიძლია. ვარაუდი ზუსტად ესაა, რომ იქ, სადაც ძალიან მაღალი ტემპერატურაა და ისედაც სტრესული გარემოა, ნიღბის ტარება დამატებითი ბარიერია, და ნიღბის გარეშე ყოფნასთან შედარებით, შეამცირებს ჟანგბადის მიწოდებას.

ისევ და ისევ ნიღბის ხარისხს გააჩნია. ალბათ, სახელმწიფომ უნდა უზრუნველჰყოს, რომ აბიტურიენტს გამოცდაზე პირბადე დაახვედროს. მაქსიმალურად უნდა იყოს ნიღბის და რეზინის ხარისხი დაცული, ვინაიდან დაბალი ხარისხის რეზინამ, რომელიც ყურზე ერგება, შესაძლებელია, ტკივილი გამოიწვიოს. წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც ნორმალურად ვერ სუნთქავს, რადგან ცხელა, უკეთია ნიღაბი, და პლუს, ყურები სტკივა, რადგან რეზინა ძალიან უჭერს. რა თქმა უნდა, ეს შეაფერხებს გონებრივად სწრაფ აზროვნებას და სწრაფი გადაწყვეტილების მიღებას, რაცგამოცდების მიმდინარეობისას უმნიშვნელოვანესია“ - აღნიშნავს ექიმი-თერაპევტი.

ელენე ხურციძე AMBEBI.GE-სთან საკუთარი რეკომენდაციების შესახებაც საუბრობს.

"ჩემი აზრით, თუკი დავუშვებთ ნიღბების გამოყენებას გამოცდაზე, უმჯობესია, კონდიცირება არსებობდეს, ოღონდ იმ პირობებში, როცა ფანჯრები და კარები იღება, ანუ აუდიტორია ნიავდება. კონდიციონერთან დაკავშირებით არსებობს რეკომენდაცია, რომ მისი გათიშვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, თუნდაც არასამედიცინო დაწესებულებებში, ბოლომდე არაა რეკომენდირებული.... მთავარია, ფანჯარა და კარი ხშირად გავაღოთ და გავანიავოთ. კლინიკებს ეს არ ეხება. ანუ, შესაძლებელია, გამოცდაზე კონდიციონერი იყოს ჩართული და აბიტურიენტს კარგი, მაღალი ხარისხის პირბადე ეკეთოს, რომელსაც მას გამოცდაზე მისვლისთანავე მისცემენ.

ამას გარდა ვფიქრობ, თუკი გამოცდების ნაწილი დღის პირველ ნახევარში, მაგალითად 13:00 საათამდე ან 17:00 საათის შემდეგ დაიგეგმება, უკეთესია, რადგან ივლისის თვეში ჩვენს ქვეყანაში ტემპერატურა ძალიან მაღალია და ჯობია, რომ თუნდაც, კონდიცირების პირობებში გამოცდა არ ჩატარდეს, პირიქით, ძირითადი გადანაწილება დილას ან საღამოს მოხდეს. ასევე, იმისთვის, რომ კლასტერებად გავრცელების თეორიული რისკი შემცირდეს, მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ბევრი სხვადასხვა შენობა.

თუ ღია სივრცეში დაიგეგმება გამოცდები, ნიღბები საერთოდ აღარაა საჭირო. დავეთანხმები ერთ-ერთ ექსპერტსაც, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს ჯგუფი ნაკლებადაა რისკ-ჯგუფი, რადგან ახალგაზრდები არიან, რაც ასევე პირბადის გამოყენების საწინააღმდეგო ერთ-ერთი არგუმენტია. თუმცა, საბოლოო ჯამში, ორივე მხარე კარგად უნდა ავწონ-დავწონოთ“, - ხაზს უსვამს ხურციძე.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მაღალი ტემპერატურის გამო 2 აბიტურიენტი არ დაუშვეს

ქუთაისში დაკარგულ ახალგაზრდა მამაკაცს მდინარე რიონში ეძებენ

კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა და 2 გამოჯანმრთელებული - უახლესი მონაცემები stopcov.ge-დან