პოლიტიკა
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მორიგი საკადრო ცვლილებები "ტვ პირველში"? - რა ხდება ტელეკომპანიაში
მორიგი საკადრო ცვლილებები "ტვ პირველში"? - რა ხდება ტელეკომპანიაში

"ტვ პირ­ველ­ში" სა­ვა­რა­უ­დოდ, მო­რი­გი სა­კად­რო ცვლი­ლე­ბე­ბი იგეგ­მე­ბა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ძვე­ლი და ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი - ვახო სა­ნა­ია და ნინო ჟი­ჟი­ლაშ­ვი­ლი ტო­ვე­ბენ.

უც­ნო­ბია, რას უკავ­შირ­დე­ბა "პო­ლიტ­მეტ­რის" წამ­ყვა­ნე­ბის აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, თუმ­ცა კი­დევ ერთი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ მალე ტე­ლე­კომ­პა­ნია "ფორ­მუ­ლას" ეთერ­ში ვი­ხი­ლავთ.

სა­კად­რო ცვლი­ლე­ბე­ბის ტალ­ღა "ტვ პირ­ველ­ში" ნო­დარ მე­ლა­ძის მის­ვლით და­ი­წყო, რო­მე­ლიც ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის გე­ნე­რა­ლურ პრო­დი­უ­სე­რად და­ნიშ­ნა მა­შინ­დელ­მა გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ინგა გრი­გო­ლი­ამ. თუმ­ცა, ხელ­მძღვა­ნე­ლის ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მე­ლი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბით არ შეხ­ვედ­რია.

ფა­რუ­ლი შიდა და­პი­რის­პი­რე­ბის პირ­ვე­ლი ნი­შა­ნი ის იყო, რომ ტე­ლე­წამ­ყვან­მა ნინო ჟი­ჟი­ლაშ­ვილ­მა "პირ­ვე­ლის" სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის პოს­ტი და­ტო­ვა და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იმით ახ­სნა, რომ მისი და "არ­ხის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის ხედ­ვე­ბი სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ამ ეტაპ­ზე ერ­თმა­ნეთს არ და­ემ­თხვა".

თუმ­ცა, ამის მი­უ­ხე­და­ვად ჟი­ჟი­ლაშ­ვილ­მა კვლავ გა­ნაგ­რძო მუ­შა­ო­ბა "პო­ლიტ­მეტრში" და და­ა­ნონსდა ისიც, რომ მისი წამ­ყვა­ნო­ბით არხზე კი­დევ ერთი თოქ-შოუ იწყე­ბო­და.

მა­ი­სის და­სა­წყის­ში თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან წა­სულ ჟი­ჟი­ლაშ­ვილს, ივ­ნი­სის და­სა­წყის­ში ინგა გრი­გო­ლია მიჰ­ყვა. მან "ტვ პირ­ვე­ლის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის პოს­ტი და­ტო­ვა და მი­ზე­ზად და­ა­სა­ხე­ლა ის, რომ "მისი საქ­მი­ა­ნი და ოჯა­ხუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბი ძა­ლი­ან შე­ე­ჯა­ხა ერ­თმა­ნეთს".

VIDEO: რა ხდე­ბა "ტვ პირ­ველ­ში" - ტო­ვე­ბენ თუ არა არხს წამ­ყვა­ნი სა­ხე­ე­ბი

ჟი­ჟი­ლაშ­ვი­ლი­სა და სა­ნა­ი­ას გარ­და, სა­უ­ბა­რია იმა­ზეც, რომ შე­საძ­ლოა, ტე­ლე­კომ­პა­ნია კი­დევ ერ­თმა ძველ­მა სა­ხემ - დი­ა­ნა ტრა­პა­ი­ძემ და­ტო­ვოს. კო­ლე­გე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, რომ­ლე­ბიც სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რებს არ პა­სუ­ხო­ბენ და გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე კო­მენ­ტარს არ აკე­თე­ბენ, ტრა­პა­ი­ძემ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის პი­რად გვერ­დზე გა­ა­კე­თა გან­მარ­ტე­ბა:

"მე­გობ­რე­ბო, მე ვმუ­შა­ობ ტვ პირ­ველ­ში, მიმ­ყავს "დღის ამ­ბე­ბი"... მო­ეშ­ვით ამ ფე­ი­კე­ბის გავ­რცე­ლე­ბას... თუ რამე შე­იც­ვლე­ბა, აუ­ცი­ლებ­ლად გა­გა­გე­ბი­ნებთ" - და­წე­რა ტე­ლე­წამ­ყვან­მა "ფე­ის­ბუქ­ზე".

AMBEBI.GE კვლავ ცდი­ლობს რო­გორც ტე­ლე­კომ­პა­ნია "პირ­ვე­ლის", ისე "ფორ­მუ­ლას" წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან გა­და­ა­მოწ­მოს გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია.

რაც შე­ე­ხე­ბა ნო­დარ მე­ლა­ძეს, ის "ტვ პირ­ველ­ში" 20 აპ­რილს გა­და­ბარ­გდა სა­კუ­თარ გუნდთან ერ­თად. მისი "მთა­ვა­რი არ­ხი­დან" წას­ვლის მი­ზე­ზად მას­სა და გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორს, ნიკა გვა­რა­მი­ას შო­რის არ­სე­ბუ­ლი უთან­ხმო­ე­ბა და­სა­ხელ­და.

სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­თან ერ­თად "მთა­ვა­რი არხი" და­ტო­ვეს: ვა­სილ დაბ­რუნ­დაშ­ვილ­მა (რო­მე­ლიც "იმე­დი­დან" გა­და­ვი­და "მთა­ვარ­ზე"), მაკა ან­დრო­ნი­კაშ­ვილ­მა, რუ­სუ­დან ჯა­ბა­ნიშ­ვილ­მა, ეკო მაღ­რა­ძემ, მაკა ჩიხ­ლა­ძემ და თამ­თა დო­ლენ­ჯაშ­ვილ­მა. ახალ­მა გუნ­დმა "ტვ პირ­ველ­ზე" რამ­დე­ნი­მე ახა­ლი გა­და­ცე­მა შექ­მნა.

მკითხველის კომენტარები / 28 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Giorgi sixarulidze
969

ადამიანს რომელსაც სულ ცოტა მაინც აქვს ღირსება იმ tv ში არ იმუშავებს სადაც იქნება ნოდარა მელაძის ნაირი არსება ! 

ტიკა
81

მთავარი არხი და ტვ1 ერთნი არიან მელაძე გადავიდა იქ იმიტომ, რომ არჩევნებისთვის იმუშაონ 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

მორიგი საკადრო ცვლილებები "ტვ პირველში"? - რა ხდება ტელეკომპანიაში

მორიგი საკადრო ცვლილებები "ტვ პირველში"? - რა ხდება ტელეკომპანიაში

"ტვ პირველში" სავარაუდოდ, მორიგი საკადრო ცვლილებები იგეგმება. გავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანიას ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ცნობილი სახეები - ვახო სანაია და ნინო ჟიჟილაშვილი ტოვებენ.

უცნობია, რას უკავშირდება "პოლიტმეტრის" წამყვანების აღნიშნული გადაწყვეტილება, თუმცა კიდევ ერთი ინფორმაციით, მათ მალე ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში ვიხილავთ.

საკადრო ცვლილებების ტალღა "ტვ პირველში" ნოდარ მელაძის მისვლით დაიწყო, რომელიც ტელეკომპანიის გენერალურ პროდიუსერად დანიშნა მაშინდელმა გენერალურმა დირექტორმა ინგა გრიგოლიამ. თუმცა, ხელმძღვანელის ამ გადაწყვეტილებას ტელეკომპანიის ყველა თანამშრომელი აღფრთოვანებით არ შეხვედრია.

ფარული შიდა დაპირისპირების პირველი ნიშანი ის იყო, რომ ტელეწამყვანმა ნინო ჟიჟილაშვილმა "პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოსტი დატოვა და გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ მისი და "არხის ხელმძღვანელობის ხედვები საინფორმაციო სამსახურის განვითარების მიმართულებით, ამ ეტაპზე ერთმანეთს არ დაემთხვა".

თუმცა, ამის მიუხედავად ჟიჟილაშვილმა კვლავ განაგრძო მუშაობა "პოლიტმეტრში" და დაანონსდა ისიც, რომ მისი წამყვანობით არხზე კიდევ ერთი თოქ-შოუ იწყებოდა.

მაისის დასაწყისში თანამდებობიდან წასულ ჟიჟილაშვილს, ივნისის დასაწყისში ინგა გრიგოლია მიჰყვა. მან "ტვ პირველის" გენერალური დირექტორის პოსტი დატოვა და მიზეზად დაასახელა ის, რომ "მისი საქმიანი და ოჯახური ინტერესები ძალიან შეეჯახა ერთმანეთს".

VIDEO: რა ხდება "ტვ პირველში" - ტოვებენ თუ არა არხს წამყვანი სახეები

ჟიჟილაშვილისა და სანაიას გარდა, საუბარია იმაზეც, რომ შესაძლოა, ტელეკომპანია კიდევ ერთმა ძველმა სახემ - დიანა ტრაპაიძემ დატოვოს. კოლეგებისგან განსხვავებით, რომლებიც სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ და გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებენ, ტრაპაიძემ სოციალური ქსელის პირად გვერდზე გააკეთა განმარტება:

"მეგობრებო, მე ვმუშაობ ტვ პირველში, მიმყავს "დღის ამბები"... მოეშვით ამ ფეიკების გავრცელებას... თუ რამე შეიცვლება, აუცილებლად გაგაგებინებთ" - დაწერა ტელეწამყვანმა "ფეისბუქზე".

AMBEBI.GE კვლავ ცდილობს როგორც ტელეკომპანია "პირველის", ისე "ფორმულას" წარმომადგენლებთან გადაამოწმოს გავრცელებული ინფორმაცია.

რაც შეეხება ნოდარ მელაძეს, ის "ტვ პირველში" 20 აპრილს გადაბარგდა საკუთარ გუნდთან ერთად. მისი "მთავარი არხიდან" წასვლის მიზეზად მასსა და გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას შორის არსებული უთანხმოება დასახელდა.

საინფორმაციო სამსახურის უფროსთან ერთად "მთავარი არხი" დატოვეს: ვასილ დაბრუნდაშვილმა (რომელიც "იმედიდან" გადავიდა "მთავარზე"), მაკა ანდრონიკაშვილმა, რუსუდან ჯაბანიშვილმა, ეკო მაღრაძემ, მაკა ჩიხლაძემ და თამთა დოლენჯაშვილმა. ახალმა გუნდმა "ტვ პირველზე" რამდენიმე ახალი გადაცემა შექმნა.

"ისტერიკულად ტიროდა ბავშვი და მაინც არ ჩერდებოდნენ... ქალსაც კი ხელი დაარტყეს" - ვახო სანაია თავდასხმის დეტალებს იხსენებს

როგორი ამინდი იქნება უახლოესი დღეები საქართველოში

"დათო ყოველთვის ჩემს გვერდითაა, რა საქმეც არ უნდა წამოვიწყო" - 2000-ინი წლების ცნობილი კლიპების რეჟისორის ახალი ცხოვრება კეთილი ნახატების სამყაროში