პოლიტიკა
საზოგადოება

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შეძლო დამოუკიდებელი სუნთქვა, კიდურების მოძრაობა, დაჯდომა" - ოჯახი ცოტნე გამსახურდიას მკურნალობის გაგრძელებას ევროპაში გეგმავს
"შეძლო დამოუკიდებელი სუნთქვა, კიდურების მოძრაობა, დაჯდომა" - ოჯახი ცოტნე გამსახურდიას მკურნალობის გაგრძელებას ევროპაში გეგმავს

ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა უმ­ჯო­ბეს­დე­ბა. 1-ლი აპ­რი­ლი­დან გამ­სა­ხურ­დია მკურ­ნა­ლო­ბას იე­ლო­ვას სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო ცენ­ტრში გა­დის. ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ ცოტ­ნეს ძმა, კოკო გამ­სა­ხურ­დია ავ­რცე­ლებს.

"აჯი­ბა­დე­მის კლი­ნი­კა­ში რე­ა­ნი­მა­ცი­უ­ლი ღო­ნი­ძი­ე­ბე­ბის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, სა­კი­თხი დად­გა ევ­რო­პა­ში ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ოდ გა­დაყ­ვა­ნის შე­სა­ხებ, თუმ­ცა ეს პე­რი­ო­დი და­ემ­თხვა კო­ვიდ 19-თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­ჰა­ე­რო მი­მოს­ვლის შე­ფერ­ხე­ბას, რის გა­მოც ა.წ. პირ­ვე­ლი აპ­რი­ლი­დან ცოტ­ნე გა­დაყ­ვა­ნილ იქნა იე­ლო­ვას სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო ცენ­ტრში. ეს იყო ერ­თა­დერ­თი სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო კლი­ნი­კა, რო­მელ­შიც შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და ცოტ­ნეს გა­დაყ­ვა­ნა სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის პი­რო­ბებ­ში.

აღ­ნიშ­ნულ კლი­ნი­კა­ში ცოტ­ნეს და­ე­წყო აქ­ტი­უ­რი სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო მკურ­ნა­ლო­ბა: ფი­ზი­ო­თე­რა­პი­უ­ლი ვარ­ჯი­შე­ბი, მა­სა­ჟე­ბი, ელექტრო­მაგ­ნი­ტუ­რი პრო­ცე­დუ­რე­ბი, რის შემ­დე­გაც მისი ფი­ზი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უმ­ჯო­ბეს­და - შეძ­ლო და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სუნ­თქვა, კი­დუ­რე­ბის მოძ­რა­ო­ბა, დაჯ­დო­მა, სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი რო­ბო­ტით სი­ა­რუ­ლი, თხე­ვა­დი საკ­ვე­ბის მი­ღე­ბა.

სამ­წუ­ხა­როდ, მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დე­გი ეტა­პის­თვის, რო­მელ­საც სა­ჭი­რო­ებს ცოტ­ნე, ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი კლი­ნი­კა არაა საკ­მა­რი­სად სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი (ეტა­პი, აქ­ტი­უ­რი ფი­ზი­ო­თე­რა­პი­ულ ვარ­ჯი­შებ­თან ერ­თად, მო­ი­ცავს აქ­ტი­ურ კოგ­ნი­ტი­ურ თე­რა­პი­ას, ტვი­ნის სტი­მუ­ლა­ცი­ას, ტრა­ქე­ოს­ტო­მის, გას­ტროს­ტო­მი­სა და ცის­ტოს­ტო­მის და­ხურ­ვას, ე.წ. ლა­პა­რა­კის თე­რა­პი­ას...). აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, იგეგ­მე­ბა მისი გა­დაყ­ვა­ნა ევ­რო­პა­ში, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით და­კონ­კრე­ტე­ბის­გან თავს შე­ვი­კა­ვებთ. ამ ყვე­ლა­ფერ­ზე ბო­ლომ­დე საქ­მის კურ­სშია სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო. ნუ­რა­ვინ მო­გა­ტყუ­ებთ, რომ "არა­ვინ არა­ფე­რი არ იცის".

რამ­დე­ნა­დაც მდგო­მა­რე­ო­ბა მა­ინც საკ­მა­ოდ მყი­ფეა, ცოტ­ნეს ირ­გვლივ ამ­ჟა­მად სა­ჭი­როა სტა­ბი­ლუ­რი და მშვი­დი გა­რე­მო. მე რყე­ვე­ბის და ინ­ტერ­ვენ­ცი­ე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბას ვერ ვხე­დავ. არც ჭო­რე­ბის და მით­ქმა-მოთ­ქმის ღრუბ­ლე­ბია სი­კე­თის მომ­ტა­ნი", - წერს კოკო გამ­სა­ხურ­დია.

სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას შვი­ლი, ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დია 19 დე­კემ­ბერს დაჭ­რეს. შემ­თხვე­ვა თბი­ლის­ში, ვე­რა­ზე მოხ­და. ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დია თავ­და­პირ­ვე­ლად, ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, შემ­დეგ კი თურ­ქე­თის კლი­ნი­კა­ში.

ცნო­ბის­თვის, ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რივ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ში 2 პი­რია მი­ცე­მუ­ლი, და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის­თვის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში კი 3 პირი მის­ცეს. 5 პი­რი­დან აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა 4-ს აქვს შე­ფარ­დე­ბუ­ლი. 19 მა­ისს საქ­მე­ზე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის­თვის ბრალ­დე­ბუ­ლი სამი პი­რი­დან ერთ-ერ­თის წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა შე­წყდა. სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა იმ პი­რის მი­მართ შე­წყდა, რო­მელ­საც პა­ტიმ­რო­ბა არ ჰქონ­და შე­ფარ­დე­ბუ­ლი.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Giorgi sixarulidze
384

მიშას დროს დაიჭირეს და გააუბედურეს ეს ბიჭი. იმან რო მილიარდები მოიპარა ყველა უნდა წავართვათ და ამას უნდა უმკურნალოთ

Status quo
0

ღმერთმა მალე გამოაჯანმრთელოს. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"შეძლო დამოუკიდებელი სუნთქვა, კიდურების მოძრაობა, დაჯდომა" - ოჯახი ცოტნე გამსახურდიას მკურნალობის გაგრძელებას ევროპაში გეგმავს

"შეძლო დამოუკიდებელი სუნთქვა, კიდურების მოძრაობა, დაჯდომა" - ოჯახი ცოტნე გამსახურდიას მკურნალობის გაგრძელებას ევროპაში გეგმავს

ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება. 1-ლი აპრილიდან გამსახურდია მკურნალობას იელოვას სარეაბილიტაციო ცენტრში გადის. ინფორმაციას ამის შესახებ ცოტნეს ძმა, კოკო გამსახურდია ავრცელებს.

"აჯიბადემის კლინიკაში რეანიმაციული ღონიძიებების დამთავრების შემდეგ, საკითხი დადგა ევროპაში ცოტნე გამსახურდიას სარეაბილიტაციოდ გადაყვანის შესახებ, თუმცა ეს პერიოდი დაემთხვა კოვიდ 19-თან დაკავშირებულ საჰაერო მიმოსვლის შეფერხებას, რის გამოც ა.წ. პირველი აპრილიდან ცოტნე გადაყვანილ იქნა იელოვას სარეაბილიტაციო ცენტრში. ეს იყო ერთადერთი სარეაბილიტაციო კლინიკა, რომელშიც შესაძლებელი გახდა ცოტნეს გადაყვანა საგანგებო მდგომარეობის პირობებში.

აღნიშნულ კლინიკაში ცოტნეს დაეწყო აქტიური სარეაბილიტაციო მკურნალობა: ფიზიოთერაპიული ვარჯიშები, მასაჟები, ელექტრომაგნიტური პროცედურები, რის შემდეგაც მისი ფიზიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა - შეძლო დამოუკიდებელი სუნთქვა, კიდურების მოძრაობა, დაჯდომა, სპეციალიზებული რობოტით სიარული, თხევადი საკვების მიღება.

სამწუხაროდ, მკურნალობის შემდეგი ეტაპისთვის, რომელსაც საჭიროებს ცოტნე, ზემოთ აღნიშნული კლინიკა არაა საკმარისად სპეციალიზებული (ეტაპი, აქტიური ფიზიოთერაპიულ ვარჯიშებთან ერთად, მოიცავს აქტიურ კოგნიტიურ თერაპიას, ტვინის სტიმულაციას, ტრაქეოსტომის, გასტროსტომისა და ცისტოსტომის დახურვას, ე.წ. ლაპარაკის თერაპიას...). აღნიშნული საჭიროებების გათვალისწინებით, იგეგმება მისი გადაყვანა ევროპაში, თუმცა ჯერჯერობით დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებთ. ამ ყველაფერზე ბოლომდე საქმის კურსშია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო. ნურავინ მოგატყუებთ, რომ "არავინ არაფერი არ იცის".

რამდენადაც მდგომარეობა მაინც საკმაოდ მყიფეა, ცოტნეს ირგვლივ ამჟამად საჭიროა სტაბილური და მშვიდი გარემო. მე რყევების და ინტერვენციების საჭიროებას ვერ ვხედავ. არც ჭორების და მითქმა-მოთქმის ღრუბლებია სიკეთის მომტანი", - წერს კოკო გამსახურდია.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი, ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს დაჭრეს. შემთხვევა თბილისში, ვერაზე მოხდა. ცოტნე გამსახურდია თავდაპირველად, ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, შემდეგ კი თურქეთის კლინიკაში.

ცნობისთვის, ცოტნე გამსახურდიას დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში 2 პირია მიცემული, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის პასუხისგებაში კი 3 პირი მისცეს. 5 პირიდან აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 4-ს აქვს შეფარდებული. 19 მაისს საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებული სამი პირიდან ერთ-ერთის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა. სისხლისსამართლებრივი დევნა იმ პირის მიმართ შეწყდა, რომელსაც პატიმრობა არ ჰქონდა შეფარდებული.

"იმ საწყალ ბიჭს ისეთი სიმთვრალე ჰქონდა, თქვენს მაგიდასთან რომ იგივე გაეკეთებინა, შეიძლება იქვე მოგეკლათ“ - ნინა წკრიალაშვილი სანდრო გირგვლიანზე

"მადლობა, რომ მგლების ლუკმა არ გახდა ჩემი შვილი" - ტყეში დაკარგული მცირეწლოვანი გოგონა პოლიციამ იპოვა და მშობლებს დაუბრუნა

"გაიგეთ, ერთხელ და სამუდამოდ, წესის აგება დაკრძალვის წინ არაა რაღაც მაგიური რიტუალი..." - რას წერს დეკანოზი