მსოფლიო
სპორტი
პოლიტიკა

19

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:25-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად. კარგი დღეა მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უხერხულია, ჯარს დაამადლო 160 დოლარად შეფასებული საათი" - რას ამბობს ღარიბაშვილი ციკოლიას შექმნილ საათებზე და როგორ გამოიყურება ისინი
"უხერხულია, ჯარს დაამადლო 160 დოლარად შეფასებული საათი" - რას ამბობს ღარიბაშვილი ციკოლიას შექმნილ საათებზე და როგორ გამოიყურება ისინი

თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის თქმით, მან თა­ვად სთხო­ვა დი­ზა­ი­ნერ ზვი­ად ცი­კო­ლი­ას ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის­თვის სა­ა­თი შე­ექ­მნა. ამის შე­სა­ხებ მან „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში „360 გრა­დუ­სი“ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მი­ნის­ტრი გან­მარ­ტავს, სამ­ხედ­რო­ე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბა ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში ნორ­მად ით­ვლე­ბა და თუ რო­გორ და­ხარ­ჯავს თან­ხებს, ეს თა­ვად იცის.

"თან­ხა 83 000 დო­ლა­რი იყო, ეს არის და­ახ­ლო­ე­ბით, 250 000 ლარი, ამის თა­ო­ბა­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჯერ კი­დევ დე­კემ­ბრის თვე­ში მი­ვი­ღე, მა­შინ არც კო­რო­ნა იყო და არც პან­დე­მია, ეპი­დე­მია.

ცნო­ბილ ქარ­თველ დი­ნა­ზი­ნერს, ბა­ტონ ზვი­ად ცი­კო­ლი­ას, რო­მე­ლიც არის გა­მორ­ჩე­უ­ლი თა­ვი­სი კრე­ა­ტი­უ­ლო­ბით, თა­ვი­სი ნი­ჭით, მე ვთხო­ვე კი­დევ ერთი სა­ა­თი შე­ექ­მნა ჩვე­ნი ჯა­რის­თვის. მას მა­ნამ­დე უკვე ჰქონ­და შემ­ქნი­ლი არა­ერ­თი პრო­ექ­ტი პირ­და­პი­რი შეს­ყიდ­ვის გზით და ყო­ველ­გვა­რი ტენ­დერე­ბის გა­რე­შე. მან თა­ვად და­წე­რა "ფე­ის­ბუქპოს­ტი", სხვა­თა შო­რის, ემო­ცი­უ­რი და მინ­და მას მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ამ გულ­წრფე­ლო­ბის­თვის, ასე მოხ­და შეს­ყიდ­ვა.

მე რა­ზეც ვარ პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი, ჩემი ბი­უ­ჯე­ტი და ჯა­რია, მე ვარ ვალ­დე­ბუ­ლი და პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი თი­თო­ე­ულ და­ნა­ხარ­ჯზე თუ თეთრზე, რო­მელ­საც მე ვხარ­ჯავ. მე ვიცი ძა­ლი­ან კარ­გად, რას განვკარ­გავ და რო­გორ ვხარ­ჯავ ამ ყვე­ლა­ფერს.

სამ­ხედ­რო­ე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბა ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში ნორ­მაა. უბ­რა­ლოდ უხერ­ხუ­ლია, ჯარს და­ა­მად­ლო, თუ წა­მო­ა­ძა­ხო 160 დო­ლა­რად შე­ფა­სე­ბუ­ლი სა­ა­თი, თითო სა­ა­თის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 160 დო­ლა­რი გა­მო­დის, წა­სა­ხა­ლი­სე­ბე­ლი, სა­მო­ტი­ვა­ციო სა­ჩუ­ქა­რია.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ასე­ვე დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კაა ია­რა­ღის ჩუ­ქე­ბა, რო­მელ­საც მეც ვა­კე­თებ, ყვე­ლა მი­ნის­ტრი აკე­თებ­და და გა­ა­კე­თე­ბენ მო­მა­ვალ­შიც. უზ­ნეო, უპა­სუ­ხის­მგებ­ლო პო­ლი­ტი­კო­სე­ბის­გან ისიც მო­ვის­მი­ნე, მა­გა­ლი­თად, რა­ტომ შე­უკ­ვე­თა სა­აღ­დგო­მო სუფ­რაო. ძა­ლი­ან მდა­რე, ში­ნა­არ­სის­გან დაც­ლი­ლი, აბ­სო­ლუ­ტუ­რად უარ­გუ­მენ­ტო ბრალ­დე­ბაა“, - გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

თა­ვად დი­ზა­ი­ნერ­მა ცოტა ხნის წინ გა­მო­აქ­ვეყ­ნა ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის­თვის შექ­მნი­ლი სა­ა­თის ფოტო. სა­ათს შავი ცი­ფერბლა­ტი და ხა­კის­ფე­რი სა­მა­ჯუ­რი აქვს, ცი­ფერბლატ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შაა და ინ­გლი­სურ ენა­ზე აწე­რია - "სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბი"

მკითხველის კომენტარები / 38 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
პატრიოტი
0

რატომ კარტულად არა

გოგა
29

მივესალმები მინისტრის გადაწყვეტილებას არის შრომა უნდ დაფასდეს ისინი სიკვდილზე მიდიან და მათაც ჭირდება ყურადღება და დაფასება

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოს საკითხი კვლავ საერთაშორისო ყურადღების ცენტრშია - რას აცხადებენ დეპუტატები
ავტორი:

"უხერხულია, ჯარს დაამადლო 160 დოლარად შეფასებული საათი" - რას ამბობს ღარიბაშვილი ციკოლიას შექმნილ საათებზე და როგორ გამოიყურება ისინი

"უხერხულია, ჯარს დაამადლო 160 დოლარად შეფასებული საათი" - რას ამბობს ღარიბაშვილი ციკოლიას შექმნილ საათებზე და როგორ გამოიყურება ისინი

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მან თავად სთხოვა დიზაინერ ზვიად ციკოლიას ქართველი ჯარისკაცებისთვის საათი შეექმნა. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორც მინისტრი განმარტავს, სამხედროების წახალისება ყველა ქვეყანაში ნორმად ითვლება და თუ როგორ დახარჯავს თანხებს, ეს თავად იცის.

"თანხა 83 000 დოლარი იყო, ეს არის დაახლოებით, 250 000 ლარი, ამის თაობაზე გადაწყვეტილება ჯერ კიდევ დეკემბრის თვეში მივიღე, მაშინ არც კორონა იყო და არც პანდემია, ეპიდემია.

ცნობილ ქართველ დინაზინერს, ბატონ ზვიად ციკოლიას, რომელიც არის გამორჩეული თავისი კრეატიულობით, თავისი ნიჭით, მე ვთხოვე კიდევ ერთი საათი შეექმნა ჩვენი ჯარისთვის. მას მანამდე უკვე ჰქონდა შემქნილი არაერთი პროექტი პირდაპირი შესყიდვის გზით და ყოველგვარი ტენდერების გარეშე. მან თავად დაწერა "ფეისბუქპოსტი", სხვათა შორის, ემოციური და მინდა მას მადლობა გადავუხადო ამ გულწრფელობისთვის, ასე მოხდა შესყიდვა.

მე რაზეც ვარ პასუხისმგებელი, ჩემი ბიუჯეტი და ჯარია, მე ვარ ვალდებული და პასუხისმგებელი თითოეულ დანახარჯზე თუ თეთრზე, რომელსაც მე ვხარჯავ. მე ვიცი ძალიან კარგად, რას განვკარგავ და როგორ ვხარჯავ ამ ყველაფერს.

სამხედროების წახალისება ყველა ქვეყანაში ნორმაა. უბრალოდ უხერხულია, ჯარს დაამადლო, თუ წამოაძახო 160 დოლარად შეფასებული საათი, თითო საათის ღირებულება 160 დოლარი გამოდის, წასახალისებელი, სამოტივაციო საჩუქარია.

მოგეხსენებათ, ასევე დამკვიდრებული პრაქტიკაა იარაღის ჩუქება, რომელსაც მეც ვაკეთებ, ყველა მინისტრი აკეთებდა და გააკეთებენ მომავალშიც. უზნეო, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებისგან ისიც მოვისმინე, მაგალითად, რატომ შეუკვეთა სააღდგომო სუფრაო. ძალიან მდარე, შინაარსისგან დაცლილი, აბსოლუტურად უარგუმენტო ბრალდებაა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

თავად დიზაინერმა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა ქართველი ჯარისკაცებისთვის შექმნილი საათის ფოტო. საათს შავი ციფერბლატი და ხაკისფერი სამაჯური აქვს, ციფერბლატზე საქართველოს დროშაა და ინგლისურ ენაზე აწერია - "საქართველოს თავდაცვის ძალები"