სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არ არსებობს მტკიცებულება COVID-19-ის საკვებით გავრცელების შესახებ - რჩევები სურსათის უვნებლობის ექსპერტებისგან
არ არსებობს მტკიცებულება COVID-19-ის საკვებით გავრცელების შესახებ - რჩევები სურსათის უვნებლობის ექსპერტებისგან

ამ­ჟა­მად არ არ­სე­ბობს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა COVID-19-ის საკ­ვე­ბის გზით გავ­რცე­ლე­ბის შე­სა­ხებ. ვირუ­სი ძი­რი­თად ჰა­ერ­წვე­თო­ვა­ნი გზით ვრცელ­დე­ბა, - ამის შე­სა­ხებ FAO-ს სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის ექ­სპერ­ტე­ბის რჩე­ვებ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

ვნა­ხოთ 6 სა­სარ­გებ­ლო ინ­ფორ­მა­ცია სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბი­სა და COVID-19-ის შე­სა­ხებ:

  1. ამ­ჟა­მად არ არ­სე­ბობს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა COVID-19-ის საკ­ვე­ბის გზით გავ­რცე­ლე­ბის შე­სა­ხებ. ვირუ­სი ძი­რი­თად ჰა­ერ­წვე­თო­ვა­ნი გზით ვრცელ­დე­ბა. შე­საძ­ლოა, და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის­გან გა­მო­ყო­ფი­ლი ბი­ო­ლო­გი­უ­რი მა­სა­ლა (მა­გა­ლი­თად და­ცე­მი­ნე­ბის დროს წარ­მოქ­მნი­ლი წვე­თე­ბი) ნივ­თებ­სა და ზე­და­პი­რებ­ზე დარ­ჩეს, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით არ არის ცნო­ბი­ლი, არის თუ არა საკ­მა­რი­სი ინ­ფექ­ცი­ის ეს რა­ო­დე­ნო­ბა სხვა ადა­მი­ა­ნის დას­ნე­ბოვ­ნე­ბი­სათ­ვის.
  2. კო­რო­ნა­ვირუ­სი არ მრავ­ლდე­ბა საკ­ვებ­ზე. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბაქ­ტე­რი­ებს ხელ­საყ­რელ პი­რო­ბებ­ში საკ­ვებ­ზე გამ­რავ­ლე­ბა და ზრდა შე­უძ­ლი­ათ, ვირუსს, რო­გორც COVID-19-ია, სჭირ­დე­ბა ცო­ცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მი სი­ცო­ცხლი­სა და გამ­რავ­ლე­ბის­თვის.
  3. უმი ხი­ლი­სა და ბოსტნე­უ­ლის მირ­თმე­ვა უსაფრ­თხოა. ამ­ჟა­მად არ არ­სე­ბობს COVID-19-ის საკ­ვე­ბით გავ­რცე­ლე­ბის არა­ნა­ი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა. თუმ­ცა, სა­ნამ ხი­ლი­სა და ბოსტნე­უ­ლის დაჭ­რას, გათ­ლას ან მირ­თმე­ვას და­ი­წყებთ, პრო­დუქ­ტი კარ­გად გა­რე­ცხეთ სუფ­თა წყლით, საპ­ნის ან სხვა ან­ტი­ბაქ­ტე­რი­უ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­რე­შე.
  4. შე­სა­ფე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე საკ­ვე­ბის მომ­ზა­დე­ბა ავად­მყო­ფო­ბის პრე­ვენ­ცი­ის კარ­გი ხერ­ხია. საკ­ვე­ბის მომ­ზა­დე­ბა ან გა­ცხე­ლე­ბა პა­თო­გე­ნე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის ტემ­პე­რა­ტუ­რამ­დე (70°C ორი წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში) ამ­ცი­რებს საკ­ვე­ბით გა­დამ­დე­ბი ნე­ბის­მი­ე­რი და­ა­ვა­დე­ბის რისკს, ვირუ­სე­ბის ჩათ­ვლით. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჯერ­ჯე­რო­ბით არ არის შეს­წავ­ლი­ლი, თუ რო­გორ რე­ა­გი­რებს COVID-19 საკ­ვე­ბის გა­ცხე­ლე­ბა­ზე, და­ზუს­ტე­ბუ­ლია, რომ სხვა კო­რო­ნა­ვირუ­სე­ბი ამ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე ნად­გურ­დე­ბი­ან.
  5. საკ­ვე­ბის შე­ფუთ­ვის შე­ხე­ბი­სას ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბა ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა. ექ­სპე­რი­მენ­ტით დამ­ტკი­ცე­ბუ­ლია, რომ COVID-19 ცო­ცხლობს სხვა­დას­ხვა ზე­და­პირ­ზე, მათ შო­რის, საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბის შე­სა­ფუ­თად გა­მო­ყე­ნე­ბად პლასტმა­სა­ზე და მუ­ყა­ო­ზე, თუმ­ცა ნაკ­ლებ სა­ვა­რა­უ­დოა, რომ ვირუს­თან ამ გზით კონ­ტაქ­ტი საკ­მა­რი­სი იყოს ადა­მი­ა­ნის ინ­ფი­ცი­რე­ბის­თვის. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ყო­ველ­თვის და­ი­ბა­ნეთ ხე­ლე­ბი საკ­ვე­ბის ამო­ლა­გე­ბის შემ­დგომ. გა­ა­სუფ­თა­ვეთ და დე­ზინ­ფექ­ცია ჩა­უ­ტა­რეთ ზე­და­პირს რო­მელ­ზეც პრო­დუქ­ტე­ბი იდო. ნუ შე­ე­ხე­ბით თვა­ლებს, ცხვირს ან პირს, საკ­ვებ­თან ან საკ­ვე­ბის შე­ფუთ­ვას­თან შე­ხე­ბის შემ­დგომ.
  6. გახ­სოვ­დეთ COVID-19-ის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის სა­უ­კე­თე­სო მე­თო­დია - ჰი­გი­ე­ნის წე­სე­ბის დაც­ვა. და­ე­მორ­ჩი­ლეთ უსაფრ­თხო­ე­ბის ად­გი­ლობ­რივ წე­სებს, საკ­ვე­ბის შერ­ჩე­ვი­სა და რიგ­ში დგო­მი­სას და­ი­ცა­ვით ფი­ზი­კუ­რი დის­ტან­ცია. ხე­ლე­ბი მუდ­მი­ვად სუფ­თად გქონ­დეთ და არ წახ­ვი­დეთ სა­ყიდ­ლებ­ზე თუკი ავად­მყო­ფო­ბის რა­ი­მე სიმპტო­მე­ბი შე­ნიშ­ნეთ. სა­ყიდ­ლებ­ზე წას­ვლის შემ­დეგ, სა­ნამ საკ­ვებს შე­ე­ხე­ბით, სა­ნამ რა­მეს მი­ირ­თმევთ ან მას შემ­დეგ, რაც სა­პირ­ფა­რე­შოს გა­მო­ი­ყე­ნებთ ყო­ველ­თვის და­ი­ბა­ნეთ ხე­ლე­ბი მი­ნი­მუმ 20 წა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში.

"ფერ­მე­რე­ბი­სა და მწარ­მო­ებ­ლე­ბის შრო­მა­სა და კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი მომ­ხმა­რე­ბელ­თა ჯან­მრთე­ლო­ბა! მხა­რი და­უ­ჭი­რეთ სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბი­სა და სა­სურ­სა­თო წარ­მო­ე­ბის სფე­რო­ში მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ა­ნებს, გახ­სოვ­დეთ, სწო­რედ ისი­ნი უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ ჩვე­ნი სურ­სა­თით მო­მა­რა­გე­ბას,” - ნათ­ქვა­მია FAO-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

არ არსებობს მტკიცებულება COVID-19-ის საკვებით გავრცელების შესახებ - რჩევები სურსათის უვნებლობის ექსპერტებისგან

არ არსებობს მტკიცებულება COVID-19-ის საკვებით გავრცელების შესახებ - რჩევები სურსათის უვნებლობის ექსპერტებისგან

ამჟამად არ არსებობს მტკიცებულება COVID-19-ის საკვების გზით გავრცელების შესახებ. ვირუსი ძირითად ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება, - ამის შესახებ FAO-ს სურსათის უვნებლობის ექსპერტების რჩევებშია აღნიშნული.

ვნახოთ 6 სასარგებლო ინფორმაცია სურსათის უვნებლობისა და COVID-19-ის შესახებ:

  1. ამჟამად არ არსებობს მტკიცებულება COVID-19-ის საკვების გზით გავრცელების შესახებ. ვირუსი ძირითად ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება. შესაძლოა, დაინფიცირებული ადამიანისგან გამოყოფილი ბიოლოგიური მასალა (მაგალითად დაცემინების დროს წარმოქმნილი წვეთები) ნივთებსა და ზედაპირებზე დარჩეს, თუმცა ჯერჯერობით არ არის ცნობილი, არის თუ არა საკმარისი ინფექციის ეს რაოდენობა სხვა ადამიანის დასნებოვნებისათვის.
  2. კორონავირუსი არ მრავლდება საკვებზე. მიუხედავად იმისა, რომ ბაქტერიებს ხელსაყრელ პირობებში საკვებზე გამრავლება და ზრდა შეუძლიათ, ვირუსს, როგორც COVID-19-ია, სჭირდება ცოცხალი ორგანიზმი სიცოცხლისა და გამრავლებისთვის.
  3. უმი ხილისა და ბოსტნეულის მირთმევა უსაფრთხოა. ამჟამად არ არსებობს COVID-19-ის საკვებით გავრცელების არანაირი მტკიცებულება. თუმცა, სანამ ხილისა და ბოსტნეულის დაჭრას, გათლას ან მირთმევას დაიწყებთ, პროდუქტი კარგად გარეცხეთ სუფთა წყლით, საპნის ან სხვა ანტიბაქტერიული საშუალებების გარეშე.
  4. შესაფერის ტემპერატურაზე საკვების მომზადება ავადმყოფობის პრევენციის კარგი ხერხია. საკვების მომზადება ან გაცხელება პათოგენების განადგურების ტემპერატურამდე (70°C ორი წუთის განმავლობაში) ამცირებს საკვებით გადამდები ნებისმიერი დაავადების რისკს, ვირუსების ჩათვლით. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით არ არის შესწავლილი, თუ როგორ რეაგირებს COVID-19 საკვების გაცხელებაზე, დაზუსტებულია, რომ სხვა კორონავირუსები ამ ტემპერატურაზე ნადგურდებიან.
  5. საკვების შეფუთვის შეხებისას ვირუსის გავრცელება ნაკლებად სავარაუდოა. ექსპერიმენტით დამტკიცებულია, რომ COVID-19 ცოცხლობს სხვადასხვა ზედაპირზე, მათ შორის, საკვები პროდუქტების შესაფუთად გამოყენებად პლასტმასაზე და მუყაოზე, თუმცა ნაკლებ სავარაუდოა, რომ ვირუსთან ამ გზით კონტაქტი საკმარისი იყოს ადამიანის ინფიცირებისთვის. მიუხედავად ამისა, ყოველთვის დაიბანეთ ხელები საკვების ამოლაგების შემდგომ. გაასუფთავეთ და დეზინფექცია ჩაუტარეთ ზედაპირს რომელზეც პროდუქტები იდო. ნუ შეეხებით თვალებს, ცხვირს ან პირს, საკვებთან ან საკვების შეფუთვასთან შეხების შემდგომ.
  6. გახსოვდეთ COVID-19-ის თავიდან აცილების საუკეთესო მეთოდია - ჰიგიენის წესების დაცვა. დაემორჩილეთ უსაფრთხოების ადგილობრივ წესებს, საკვების შერჩევისა და რიგში დგომისას დაიცავით ფიზიკური დისტანცია. ხელები მუდმივად სუფთად გქონდეთ და არ წახვიდეთ საყიდლებზე თუკი ავადმყოფობის რაიმე სიმპტომები შენიშნეთ. საყიდლებზე წასვლის შემდეგ, სანამ საკვებს შეეხებით, სანამ რამეს მიირთმევთ ან მას შემდეგ, რაც საპირფარეშოს გამოიყენებთ ყოველთვის დაიბანეთ ხელები მინიმუმ 20 წამის განმავლობაში.

"ფერმერებისა და მწარმოებლების შრომასა და კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული მომხმარებელთა ჯანმრთელობა! მხარი დაუჭირეთ სოფლის მეურნეობისა და სასურსათო წარმოების სფეროში მომუშავე ადამიანებს, გახსოვდეთ, სწორედ ისინი უზრუნველყოფენ ჩვენი სურსათით მომარაგებას,” - ნათქვამია FAO-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"

დახურულ სივრცეში, ტრანსპორტსა და ტაქსში პირბადის გარეშე მყოფი პირი 20 ლარით დაჯარიმდება

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ პოპულარული მოდელების შეძენა უპრეცედენტო ფასადაა შესაძლებელი