პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდის გაიხსნება სპორტდარბაზები და საცურაო აუზები?
როდის გაიხსნება სპორტდარბაზები და საცურაო აუზები?

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლის, პა­ა­ტა იმ­ნა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ღია აუ­ზე­ბი გა­იხ­სნე­ბა, მაგ­რამ იქაც შე­სა­მუ­შა­ვე­ბე­ლი იქ­ნე­ბა გარ­კვე­უ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი. მი­სი­ვე თქმით, ყვე­ლა­ფე­რი ერ­თდრო­უ­ლად ვერ გა­იხ­სნე­ბა და სა­ჭი­როა გარ­კვე­უ­ლი რი­გი­თო­ბის დაც­ვა.

„ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად ვერ გა­იხ­სნე­ბა, ამა­ზე შევ­თან­ხმდეთ. უნდა იყოს და­ცუ­ლი რი­გი­თო­ბა, ისე­დაც ქვე­ყა­ნა­ში საკ­მა­ოდ დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი ტემ­პით მოხ­და აქ­ტი­ვო­ბე­ბის გახ­სნა სხვა­დას­ხვა ბიზ­ნეს სექ­ტო­რე­ბის. რა თქმა უნდა, გა­იხ­სნე­ბა ის აუ­ზე­ბიც, მაგ­რამ იქაც იქ­ნე­ბა შე­სა­მუ­შა­ვე­ბე­ლი გარ­კვე­უ­ლი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი წე­სე­ბი, იმი­ტომ, რომ სას­ტუმ­რო­ში არის ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც არი­ან ამ და­წე­სე­ბუ­ლე­ბის დამ­სვე­ნებ­ლე­ბი, ღია აუ­ზებ­ზე ადა­მი­ა­ნე­ბი შე­დი­ან ქუ­ჩი­და­ნაც, ამი­ტომ ეს იქ­ნე­ბა და­სა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი. ყვე­ლა­ფე­რი გა­იხ­სნე­ბა ოღონდ თა­ვის დრო­ზე“, - გა­ნა­ცხა­და იმ­ნა­ძემ.

ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს შრო­მის პი­რო­ბე­ბის ინ­სპექ­ტი­რე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის ბექა ფე­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ღია და და­ხუ­რუ­ლი ტი­პის აუ­ზებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სპე­ცი­ა­ლუ­რი პრო­ტო­კო­ლი უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში იქ­ნე­ბა შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა აუ­ზებს, რომ­ლე­ბიც კონ­კრე­ტულ სას­ტუმ­რო­ებ­შია გან­თავ­სე­ბუ­ლი, ფე­რა­ძის თქმით, თუ აღ­ნიშ­ნუ­ლი სას­ტუმ­რო გა­ივ­ლის შე­სა­ბა­მის შე­მოწ­მე­ბას და მი­ი­ღებს ნე­ბარ­თვას, აუზს ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვად შე­ეძ­ლე­ბა.

„სას­ტუმ­რო­ებს ეძ­ლე­ვათ მუ­შა­ო­ბის ნე­ბარ­თვა იმ შემ­თხვე­ვა­ში, რო­დე­საც შრო­მის ინ­სპექ­ცია შე­ა­მოწ­მებს და ექ­ნე­ბათ და­დე­ბი­თი დას­კვნა, რომ ისი­ნი აკ­მა­ყო­ფი­ლე­ბენ მო­თხოვ­ნებს. შე­სა­ბა­მი­სად, აუზი, რო­მე­ლიც გან­თავ­სე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ასე­თი ტი­პის სას­ტუმ­რო­ში შე­ე­სა­ბა­მე­ბა სტან­დარ­ტებს. სტუმ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ სას­ტუმ­რო­ში არი­ან გან­თავ­სე­ბულ­ნი, მათი აღ­რი­ცხვა ხდე­ბა და ბუ­ნებ­რი­ვია, აქ რის­კი შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბია. რაც შე­ე­ხე­ბა ღია ტი­პის აუ­ზებს, ვი­ნა­ი­დან აქ მო­ქა­ლა­ქე­თა დიდი ნა­კა­დია და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, ამა­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა და უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი პრო­ტო­კო­ლი მათ­თვი­საც იქ­ნე­ბა შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი, რის შემ­დე­გაც ისი­ნი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ სა­მუ­შა­ო­ებს. ეს შე­ე­ხე­ბა ღია და და­ხუ­რუ­ლი ტი­პის აუ­ზებს. ზო­გა­დი პრო­ტო­კო­ლი გა­წე­რი­ლია, ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბის დაც­ვა რო­გორ უნდა მოხ­დეს, მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან, ძა­ლი­ან დიდი ოდე­ნო­ბის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მი­მარ­თვაა ასე­თი ტი­პის ობი­ექ­ტებ­ზე და ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს ერთჯე­რა­დი, რომ­ლის აღ­რი­ცხვაც ვერ მოხ­დე­ბა ისე­თი ეფექ­ტუ­რო­ბით, რა­საც ჩვენ მო­ვახ­დენთ სას­ტუმ­როს­თან მი­მარ­თე­ბით, ბუ­ნებ­რი­ვია, რომ მათ­თან მუ­შა­ო­ბა გრძელ­დე­ბა და იქ­ნე­ბა ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და ფე­რა­ძემ.

კი­თხვა­ზე, თუ ვინ ახორ­ცი­ე­ლებს მო­ნი­ტო­რინგს, ფე­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით, შე­მოწ­მე­ბებს ძი­რი­თა­დად ახორ­ცი­ე­ლებს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს შრო­მი­თი ინ­სპექ­ცია, რო­მე­ლიც კო­ორ­დი­ნა­ცი­ას უწევს სხვა­დას­ხვა უწყე­ბებს.

„შემ­მოწ­მე­ბე­ლი პრო­ტო­კო­ლებ­ზე და იმ რე­კო­მენ­და­ცი­ებ­ზე, რომ­ლე­ბიც გან­სა­ზღვრუ­ლია ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ, ძი­რი­თა­დად არის შრო­მის ინ­სპექ­ცია, რო­მე­ლიც კო­ორ­დი­ნა­ცი­ას უწევს სხვა­დას­ხვა უწყე­ბებს. ამ შემ­თხვე­ვა­ში თუ ჩვენ ვი­სა­უბ­რებთ კვე­ბის ობი­ექ­ტებ­ზე და რეს­ტორ­ნებ­ზე, სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო არის ჩარ­თუ­ლი ამ პრო­ცეს­ში, ასე­ვე გვეხ­მა­რე­ბი­ან მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რე­ბი, ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს ტექ­ნი­კუ­რი და სამ­შე­ნებ­ლო ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სა­ა­გენ­ტო აქ­ტი­უ­რა­დაა ჩარ­თუ­ლი ამ პრო­ცეს­ში და ერ­თობ­ლი­ვად, პრო­ფი­ლუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით ვახ­დენთ კომ­პა­ნი­ე­ბის შე­მოწ­მე­ბას. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ეს მო­ნა­ცე­მე­ბი თავს იყ­რის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში. სპე­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მა არ­სე­ბობს, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ჩვენ ერ­თი­ა­ნი მიდ­გო­მე­ბი გვაქვს ყვე­ლა ბიზ­ნე­სის მი­მართ და ეს არის გა­რან­ტი იმი­სა, რომ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი იქ­ნე­ბა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი და მოხ­დე­ბა პრე­ვენ­ცია“, - აღ­ნიშ­ნა ფე­რა­ძემ.

ბექა ფე­რა­ძემ სპორტდარ­ბა­ზე­ბის გახ­სნას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც ისა­უბ­რა. მისი თქმით, სპორტდარ­ბა­ზე­ბის გახ­სნა იმა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, თუ რამ­დე­ნად შეძ­ლე­ბენ ისი­ნი ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მო­თხოვ­ნებ­თან ადაპ­ტი­რე­ბას.

„მიმ­დი­ნა­რე კვი­რა­ში ბიზ­ნე­სომ­ბუდსმენ­თან ერ­თად და­გეგ­მი­ლი გვაქვს, რომ სპორ­ტუ­ლი დარ­ბა­ზე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლებს შევ­ხვდეთ. თუ რამ­დე­ნად არი­ან ისი­ნი მზად ადაპ­ტირ­დნენ იმ მო­თხოვ­ნებ­თან, რო­მე­ლიც გან­სა­ზღვრუ­ლი იქ­ნე­ბა ჩვენს მიერ, ამა­ზე იქ­ნე­ბა გახ­სნის პრო­ცე­სი და­მო­კი­დე­ბუ­ლი. კი­დევ ერთხელ ხაზ­გას­მით ვამ­ბობ, ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ამ უნდა მოგ­ვცეს ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. მო­თხოვ­ნე­ბის და­მუ­შა­ვე­ბა ახლა მი­დის“, - აღ­ნიშ­ნა ფე­რა­ძემ მთავ­რო­ბის უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს სხდო­მის შემ­დეგ გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე.

Aleksandre
1

რესტორნებში არ არის საშიში და სპორტდარბაზებში გადაგვედება?

ალბათ "ალავერდზე" პირბადეებით გადადიან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

როდის გაიხსნება სპორტდარბაზები და საცურაო აუზები?

როდის გაიხსნება სპორტდარბაზები და საცურაო აუზები?

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ღია აუზები გაიხსნება, მაგრამ იქაც შესამუშავებელი იქნება გარკვეული რეგულაციები. მისივე თქმით, ყველაფერი ერთდროულად ვერ გაიხსნება და საჭიროა გარკვეული რიგითობის დაცვა.

„ყველაფერი ერთად ვერ გაიხსნება, ამაზე შევთანხმდეთ. უნდა იყოს დაცული რიგითობა, ისედაც ქვეყანაში საკმაოდ დაჩქარებული ტემპით მოხდა აქტივობების გახსნა სხვადასხვა ბიზნეს სექტორების. რა თქმა უნდა, გაიხსნება ის აუზებიც, მაგრამ იქაც იქნება შესამუშავებელი გარკვეული განსხვავებული წესები, იმიტომ, რომ სასტუმროში არის ფიქსირებული ადამიანები, ვინც არიან ამ დაწესებულების დამსვენებლები, ღია აუზებზე ადამიანები შედიან ქუჩიდანაც, ამიტომ ეს იქნება დასარეგულირებელი. ყველაფერი გაიხსნება ოღონდ თავის დროზე“, - განაცხადა იმნაძემ.

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის განცხადებით, ღია და დახურული ტიპის აუზებთან დაკავშირებით სპეციალური პროტოკოლი უახლოეს მომავალში იქნება შემუშავებული.

რაც შეეხება აუზებს, რომლებიც კონკრეტულ სასტუმროებშია განთავსებული, ფერაძის თქმით, თუ აღნიშნული სასტუმრო გაივლის შესაბამის შემოწმებას და მიიღებს ნებართვას, აუზს ფუნქციონირება ჩვეულებრივად შეეძლება.

„სასტუმროებს ეძლევათ მუშაობის ნებართვა იმ შემთხვევაში, როდესაც შრომის ინსპექცია შეამოწმებს და ექნებათ დადებითი დასკვნა, რომ ისინი აკმაყოფილებენ მოთხოვნებს. შესაბამისად, აუზი, რომელიც განთავსებული იქნება ასეთი ტიპის სასტუმროში შეესაბამება სტანდარტებს. სტუმრები, რომლებიც ამ სასტუმროში არიან განთავსებულნი, მათი აღრიცხვა ხდება და ბუნებრივია, აქ რისკი შედარებით ნაკლებია. რაც შეეხება ღია ტიპის აუზებს, ვინაიდან აქ მოქალაქეთა დიდი ნაკადია დაინტერესებული, ამაზე მიმდინარეობს მუშაობა და უახლოეს პერიოდში სპეციალური პროტოკოლი მათთვისაც იქნება შემუშავებული, რის შემდეგაც ისინი განახორციელებენ სამუშაოებს. ეს შეეხება ღია და დახურული ტიპის აუზებს. ზოგადი პროტოკოლი გაწერილია, ჰიგიენური ნორმების დაცვა როგორ უნდა მოხდეს, მაგრამ ვინაიდან, ძალიან დიდი ოდენობის მოქალაქეების მიმართვაა ასეთი ტიპის ობიექტებზე და ეს შეიძლება იყოს ერთჯერადი, რომლის აღრიცხვაც ვერ მოხდება ისეთი ეფექტურობით, რასაც ჩვენ მოვახდენთ სასტუმროსთან მიმართებით, ბუნებრივია, რომ მათთან მუშაობა გრძელდება და იქნება ადაპტირებული მოთხოვნები“, - განაცხადა ფერაძემ.

კითხვაზე, თუ ვინ ახორციელებს მონიტორინგს, ფერაძის განცხადებით, შემოწმებებს ძირითადად ახორციელებს ჯანდაცვის სამინისტროს შრომითი ინსპექცია, რომელიც კოორდინაციას უწევს სხვადასხვა უწყებებს.

„შემმოწმებელი პროტოკოლებზე და იმ რეკომენდაციებზე, რომლებიც განსაზღვრულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, ძირითადად არის შრომის ინსპექცია, რომელიც კოორდინაციას უწევს სხვადასხვა უწყებებს. ამ შემთხვევაში თუ ჩვენ ვისაუბრებთ კვების ობიექტებზე და რესტორნებზე, სურსათის ეროვნული სააგენტო არის ჩართული ამ პროცესში, ასევე გვეხმარებიან მუნიციპალიტეტების ზედამხედველობის სამსახურები, ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო აქტიურადაა ჩართული ამ პროცესში და ერთობლივად, პროფილური მიმართულებით ვახდენთ კომპანიების შემოწმებას. საბოლოო ჯამში, ეს მონაცემები თავს იყრის ჯანდაცვის სამინისტროში. სპეციალური პროგრამა არსებობს, რომლის მიხედვითაც ჩვენ ერთიანი მიდგომები გვაქვს ყველა ბიზნესის მიმართ და ეს არის გარანტი იმისა, რომ რეკომენდაციები იქნება შესრულებული და მოხდება პრევენცია“, - აღნიშნა ფერაძემ.

ბექა ფერაძემ სპორტდარბაზების გახსნასთან დაკავშირებითაც ისაუბრა. მისი თქმით, სპორტდარბაზების გახსნა იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად შეძლებენ ისინი ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნებთან ადაპტირებას.

„მიმდინარე კვირაში ბიზნესომბუდსმენთან ერთად დაგეგმილი გვაქვს, რომ სპორტული დარბაზების ხელმძღვანელებს შევხვდეთ. თუ რამდენად არიან ისინი მზად ადაპტირდნენ იმ მოთხოვნებთან, რომელიც განსაზღვრული იქნება ჩვენს მიერ, ამაზე იქნება გახსნის პროცესი დამოკიდებული. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, ეპიდსიტუაციამ უნდა მოგვცეს ამის შესაძლებლობა. მოთხოვნების დამუშავება ახლა მიდის“, - აღნიშნა ფერაძემ მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

რიყის პარკში მოქალაქეებს საჰაერო ბუშტით ფრენა შეეძლებათ - რა ეღირება ბილეთი?

საქართველოს სასტუმროებში ფასები განახევრდა - "ზოგ ხუთ ვარსკვლავიანში ნომრის ფასი 50 ლარამდეა"

ხვალ რიკოთის გვირაბში მანქანების მოძრაობა 6 საათით აიკრძალება