მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოცნების" ყველაზე მდიდარი მინისტრები და ჩინოსნები სახლების გარეშე - რა ქონებას ფლობენ პოლიტიკოსები
"ოცნების" ყველაზე მდიდარი მინისტრები და ჩინოსნები სახლების გარეშე - რა ქონებას ფლობენ პოლიტიკოსები

ვინ არის ყვე­ლა­ზე მდი­და­რი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნეტ­ში და ვის რა შე­მო­სა­ვა­ლი აქვს? რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ქარ­თვე­ლი მი­ნის­ტრე­ბის ნა­წილს უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა არ აქვს. სა­კუ­თა­რი სახ­ლი არ გა­აჩ­ნია პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას, ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრ ვახ­ტანგ გო­მე­ლა­ურს და გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრ მი­ხე­ილ ჩხენ­კელს. აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სხვა ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რე­ბის უძ­რავ-მო­რა­ვი ქო­ნე­ბა კი საკ­მა­ოდ შთამ­ბეჭ­და­ვია - მათი ნა­წი­ლი რამ­დე­ნი­მე სახ­ლის, მი­წის ნაკ­ვე­თის და ავ­ტო­ფა­რე­ხის მფლო­ბე­ლია.

„ბიზ­ნესპრეს­ნი­უ­სი“ ქო­ნებ­რივ დეკ­ლა­რა­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით, გთა­ვა­ზობთ, თუ რა უძ­რავ-მოძ­რავ ქო­ნე­ბას ფლო­ბენ მოქ­მე­დი მი­ნის­ტრე­ბი:

  • პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გი­ორ­გი გა­ხა­რია - ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია 2020 წლის 30 მა­ისს შე­ავ­სო, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, უძ­რავ/მოძ­რავ ქო­ნე­ბას არ ფლობს. ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას ნდო­ბა 2019 წლის 8 სექ­ტემ­ბერს გა­მო­უ­ცხა­და.
  • ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნის­ტრი ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძე აღ­ნიშ­ნულ პოსტზე 2019 წლის ივ­ნის­ში და­ნიშ­ნა. მის მიერ 2019 წლის 19 აგ­ვის­ტოს შევ­სე­ბუ­ლი ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, მი­ნის­ტრის სა­ხელ­ზეა მხო­ლოდ 760 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი ფარ­თო­ბის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი თბი­ლის­ში, რო­მე­ლიც 2009 წელს 110 000 დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა.
  • რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრი მაია ცქი­ტიშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნულ პოსტს 2018 წლის გა­ზა­ფხუ­ლი­დან იკა­ვებს.

2020 წლის 29 იან­ვარს შევ­სე­ბუ­ლი ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრი ფლობს: 182,80 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი ფარ­თო­ბის ბი­ნას თბი­ლის­ში, რა­შიც 270 000 ლარი აქვს გა­დახ­დი­ლი; ამა­ვე მი­სა­მარ­თზე მდე­ბა­რე 14 კვ. მეტ­რის ავ­ტო­ფა­რეხს, 1 528 კვ. მეტ­რის მი­წის ნაკ­ვეთს კო­ჯორ­ში; 407 კვ. მეტ­რი ფარ­თო­ბის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლს ამა­ვე მი­სა­მარ­თზე და კო­ჯორ­ში მდე­ბა­რე 2 686 კვ. მეტ­რი ფარ­თო­ბის მი­წის ნაკ­ვეთს.

  • ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრი ნა­თია თურ­ნა­ვა, აღ­ნი­შულ თა­ნამ­დე­ბო­ბას 2019 წლის აპ­რი­ლი­დან იკა­ვებს. რო­გორც 2019 წლის 30 ნო­ემ­ბერს შევ­სე­ბულ დეკ­ლა­რა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრი ფლობს: 130,79 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი­სა და 137,21 კვ. მეტ­რი ფარ­თო­ბის ორ ბი­ნას თბი­ლის­ში; ასე­ვე დე­და­ქა­ლაქ­ში მდე­ბა­რე 20,3 კვ. მეტ­რის ავ­ტო­ფა­რეხ­სა და 1 615 კვ. მეტ­რი ფარ­თო­ბის მი­წის ნაკ­ვეთს მცხე­თა­ში. მის მფლო­ბე­ლო­ბა­შია ავ­ტო­მო­ბი­ლი Mercedes Benz ML class, რო­მე­ლიც მი­ნის­ტრმა 2014 წელს 43 000 დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა.
  • ფი­ნანსთა მი­ნის­ტრი ივა­ნე მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის მიერ 2019 წლის 30 სექ­ტემ­ბერს შევ­სე­ბუ­ლი ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, ის ფლობს 950 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი ფარ­თო­ბის მი­წის ნაკ­ვეთ­სა და 290,95 კვ. მეტ­რის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლს დუ­შე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში; თბი­ლის­ში 22,45 კვ. მეტ­რის შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბის 50%-იან წილს, რო­მე­ლიც 2018 წელს გა­მი­ჯვნის სა­ფუძ­ველ­ზე აქვს მი­ღე­ბუ­ლი.

მას­ვე ეკუთ­ვნის 217,82 კვ. მეტ­რი ფარ­თო­ბის არა­სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თი დე­და­ქა­ლაქ­ში, რო­მე­ლიც ასე­ვე გა­მი­ჯვნის სა­ფუძ­ველ­ზე აქვს მი­ღე­ბუ­ლი; 94 კვ. მეტ­რის მი­წის ნაკ­ვეთს თბი­ლის­ში, რო­მე­ლიც 2018 წელს გა­მი­ჯვნის სა­ფუძ­ველ­ზე მი­ი­ღო.

გარ­და ამი­სა, მი­ნის­ტრის სა­კუთ­რე­ბა­შია თბი­ლის­ში მდე­ბა­რე 178,56 კვ. მეტ­რი­სა და 90,62 კვ. მეტ­რი ფარ­თო­ბის ბი­ნე­ბი და 48 კვ. მეტ­რის არა­სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თი.

  • თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი - თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე 2019 წლის სექ­ტემ­ბერ­ში და­ი­ნიშ­ნა. 2019 წლის 13 ოქ­ტომ­ბერს შევ­სე­ბუ­ლი ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ის თა­ნახ­მად, ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ფლობს 121,8 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი ფარ­თო­ბის ბი­ნას თბი­ლის­ში, იმა­ვე მი­სა­მარ­თზე მდე­ბა­რე 16 კვ. მეტ­რის ავ­ტო­ფა­რეხს; დე­და­ქა­ლაქ­ში მდე­ბა­რე 170 კვ. მეტ­რი­სა და 159 კვ. მეტ­რის ბი­ნებს, ასე­ვე იმა­ვე მი­სა­მარ­თზე მდე­ბა­რე ორ - 38 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი­სა და 11 კვ. მეტ­რი ფარ­თო­ბის არა­სა­ცხოვ­რე­ბელ ფართს. მის სა­კუთ­რე­ბა­შია ასე­ვე, მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი, 2019 წელს გა­მოშ­ვე­ბუ­ლი - აუდი A8, რო­მე­ლიც გან­ვა­დე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის თა­ნახ­მად, მიმ­დი­ნა­რე წელს 75 620 ევ­როდ აქვს შე­ძე­ნი­ლი. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად
მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Giorgi sixarulidze
137

ერთადერთი ადამიანი დედამიწაზე რომელიც იყო პრეზიდენტი და ეხლა ცხოვრობს დედის ხელფასზე არის მიშა სააკაშვილი ! joy

მიშა შაუთავა
38

გიორგი სიხარულიძე საღოლ მაგარი იყო ! : )

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ოცნების" ყველაზე მდიდარი მინისტრები და ჩინოსნები სახლების გარეშე - რა ქონებას ფლობენ პოლიტიკოსები

"ოცნების" ყველაზე მდიდარი მინისტრები და ჩინოსნები სახლების გარეშე - რა ქონებას ფლობენ პოლიტიკოსები

ვინ არის ყველაზე მდიდარი "ქართული ოცნების" მინისტრთა კაბინეტში და ვის რა შემოსავალი აქვს? როგორც აღმოჩნდა, ქართველი მინისტრების ნაწილს უძრავი ქონება არ აქვს. საკუთარი სახლი არ გააჩნია პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს და განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს. აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა ხელმძღვანელი პირების უძრავ-მორავი ქონება კი საკმაოდ შთამბეჭდავია - მათი ნაწილი რამდენიმე სახლის, მიწის ნაკვეთის და ავტოფარეხის მფლობელია.

„ბიზნესპრესნიუსი“ ქონებრივ დეკლარაციაზე დაყრდნობით, გთავაზობთ, თუ რა უძრავ-მოძრავ ქონებას ფლობენ მოქმედი მინისტრები:

  • პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია - ქონებრივი დეკლარაცია 2020 წლის 30 მაისს შეავსო, რომლის მიხედვითაც, უძრავ/მოძრავ ქონებას არ ფლობს. ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გიორგი გახარიას ნდობა 2019 წლის 8 სექტემბერს გამოუცხადა.
  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აღნიშნულ პოსტზე 2019 წლის ივნისში დანიშნა. მის მიერ 2019 წლის 19 აგვისტოს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მინისტრის სახელზეა მხოლოდ 760 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელი სახლი თბილისში, რომელიც 2009 წელს 110 000 დოლარად შეიძინა.
  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი აღნიშნულ პოსტს 2018 წლის გაზაფხულიდან იკავებს.

2020 წლის 29 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ინფრასტრუქტურის მინისტრი ფლობს: 182,80 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას თბილისში, რაშიც 270 000 ლარი აქვს გადახდილი; ამავე მისამართზე მდებარე 14 კვ. მეტრის ავტოფარეხს, 1 528 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს კოჯორში; 407 კვ. მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს ამავე მისამართზე და კოჯორში მდებარე 2 686 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს.

  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, აღნიშულ თანამდებობას 2019 წლის აპრილიდან იკავებს. როგორც 2019 წლის 30 ნოემბერს შევსებულ დეკლარაციაშია აღნიშნული, ეკონომიკის მინისტრი ფლობს: 130,79 კვადრატული მეტრისა და 137,21 კვ. მეტრი ფართობის ორ ბინას თბილისში; ასევე დედაქალაქში მდებარე 20,3 კვ. მეტრის ავტოფარეხსა და 1 615 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს მცხეთაში. მის მფლობელობაშია ავტომობილი Mercedes Benz ML class, რომელიც მინისტრმა 2014 წელს 43 000 დოლარად შეიძინა.
  • ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანის მიერ 2019 წლის 30 სექტემბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ის ფლობს 950 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთსა და 290,95 კვ. მეტრის საცხოვრებელ სახლს დუშეთის მუნიციპალიტეტში; თბილისში 22,45 კვ. მეტრის შენობა-ნაგებობის 50%-იან წილს, რომელიც 2018 წელს გამიჯვნის საფუძველზე აქვს მიღებული.

მასვე ეკუთვნის 217,82 კვ. მეტრი ფართობის არასაცხოვრებელი ფართი დედაქალაქში, რომელიც ასევე გამიჯვნის საფუძველზე აქვს მიღებული; 94 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს თბილისში, რომელიც 2018 წელს გამიჯვნის საფუძველზე მიიღო.

გარდა ამისა, მინისტრის საკუთრებაშია თბილისში მდებარე 178,56 კვ. მეტრისა და 90,62 კვ. მეტრი ფართობის ბინები და 48 კვ. მეტრის არასაცხოვრებელი ფართი.

  • თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი - თანამდებობაზე 2019 წლის სექტემბერში დაინიშნა. 2019 წლის 13 ოქტომბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ღარიბაშვილი ფლობს 121,8 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას თბილისში, იმავე მისამართზე მდებარე 16 კვ. მეტრის ავტოფარეხს; დედაქალაქში მდებარე 170 კვ. მეტრისა და 159 კვ. მეტრის ბინებს, ასევე იმავე მისამართზე მდებარე ორ - 38 კვადრატული მეტრისა და 11 კვ. მეტრი ფართობის არასაცხოვრებელ ფართს. მის საკუთრებაშია ასევე, მსუბუქი ავტომობილი, 2019 წელს გამოშვებული - აუდი A8, რომელიც განვადების ხელშეკრულების თანახმად, მიმდინარე წელს 75 620 ევროდ აქვს შეძენილი. წაიკითხეთ სრულად