Faceამბები
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
„ვოლვო XC90“ - ყველაზე თანამედროვე და ელეგანტური კროსოვერია, რომლის შეძენაც დღეს შეგიძლიათ
„ვოლვო XC90“ - ყველაზე თანამედროვე და ელეგანტური კროსოვერია, რომლის შეძენაც დღეს შეგიძლიათ

დიახ, „ვოლ­ვო“ მარ­თლაც ყვე­ლა­ზე სო­ლი­დუ­რი და მოხ­დე­ნი­ლი კრო­სო­ვე­რია, რომ­ლის შე­ძე­ნა დღეს შე­გიძ­ლი­ათ - ნათ­ქვა­მია „ბლუმ­ბერ­გის“ სტა­ტი­ა­ში. სხვა კრო­სო­ვე­რე­ბი შე­საძ­ლოა უფრო მაც­დუ­რიც იყოს, მაგ­რამ ცხა­დია, რომ მხო­ლოდ 2020 წლის ვოლ­ვო XC90 მო­დელ­შია გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ზო­მი­ე­რე­ბა, კომ­ფორ­ტი, მცი­რე დე­ტა­ლებ­ზე ყუ­რა­დღე­ბა და მდი­და­რი მემ­კვიდ­რე­ო­ბა. სწო­რედ ამ უნი­კა­ლუ­რი შერ­წყმის შე­დე­გია „ვოლ­ვოს“ ბუ­ნებ­რი­ვი სტი­ლი, რო­მე­ლიც დიდი ზო­მის პრე­მი­უმ კლა­სის კრო­სო­ვე­რებ­შიც კი არ იკარ­გე­ბა.

ყვე­ლა ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი თვი­სე­ბა კი ერთ სიმ­ბო­ლურ მა­სა­ლა­ში შე­იძ­ლე­ბა გა­ერ­თი­ან­დეს, ეს არის შალი. „მომ­ხმა­რებ­ლე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით აშშ-ში, ტყავს პრე­მი­უმ კლა­სის ფუ­ფუ­ნე­ბის საგ­ნად მი­იჩ­ნევს, თუმ­ცა ის­ტო­რია გვიჩ­ვე­ნებს, რომ სწო­რედ შალი ით­ვლე­ბა კომ­ფორ­ტის და პრეს­ტი­ჟის უმაღ­ლეს გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბად“ - აღ­ნიშ­ნავს ვოლ­ვოს ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი დი­ზა­ი­ნის გან­ხრით რო­ბინ პე­ი­ჯი.

„რო­დე­საც პირ­ვე­ლად ჩავ­ჯე­ქი €43,000-ს ღი­რე­ბუ­ლე­ბის XC90-ში, მზის სხი­ვებ­ში გახ­ვე­უ­ლი სა­ლო­ნის სი­ლა­მა­ზის­გან სუნ­თქვა შე­მეკ­რა, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი სიმ­სუ­ბუ­ქის შეგ­რძნე­ბა და­მე­უფ­ლა, თით­ქოს მშრალ და თბილ ყი­ნულ­ში შე­ვა­ბი­ჯე და სა­ჭეს­თან მივსრი­ალ­დი“ - აღ­ნიშ­ნავს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი.

შა­ლის გა­და­საკ­რა­ვი სულ ცოტა ხნის წინ გახ­და სე­რი­ო­ზუ­ლი ფაქ­ტო­რი, რო­მე­ლიც გი­ბიძ­გებთ XC90-ის, რო­გორც თქვე­ნი შემ­დე­გი სა­ო­ჯა­ხო ავ­ტო­მო­ბი­ლის შე­ძე­ნის­კენ. სუ­ლაც არ არის შემ­თხვე­ვი­თი, რომ გა­სულ წელს აშშ-ში „ვოლ­ვოს“ ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის გა­ყიდ­ვე­ბის თით­ქმის ნა­ხე­ვა­რი სწო­რედ XC90-ზე მო­დის.

მიმ­დი­ნა­რე წელს XC90-ის კომ­პლექ­ტა­ცი­ას და­ე­მა­ტა ახა­ლი ცხა­უ­რა, წინა ბამ­პე­რი, 21-დუ­ი­მი­ა­ნი 8-ქი­მი­ა­ნი მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი დის­კე­ბი, ექ­სტე­რი­ე­რის ფე­რის ახა­ლი ოფ­ცი­ე­ბი, უკა­ნა მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­დამ­კვე­თი მოძ­რა­ო­ბის შე­სა­ხებ გაფრ­თხი­ლე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი სის­ტე­მა და სა­ჭის აქ­ტი­უ­რი მარ­თვის ფუნ­ქცი­ე­ბი.

„XC90-ის სა­სა­ხე­ლოდ უნდა ით­ქვას, რომ რო­დე­საც ლოს-ან­ჯე­ლე­სის ქუ­ჩებ­ში დავ­სე­ირ­ნობ­დი, ავ­ტო­მო­ბი­ლის­გან უფრო მეტი სიმ­სუ­ბუ­ქის და სიმ­ტკი­ცის შეგ­რძნე­ბა მო­დი­ო­და. ეს მა­შინ, რო­დე­საც მისი კორ­პუ­სი 1 995 კგ-ს იწო­ნის, ხოლო სა­ლო­ნის სივ­რცის მო­ცუ­ლო­ბა 2 400 ლიტრზე მე­ტია. 100 კმ/სთ სიჩ­ქა­რის გან­ვი­თა­რე­ბის დრო კვლავ ხუთ წამს შე­ად­გენს, ასე­თი გა­ბა­რი­ტე­ბის მქო­ნე კრო­სო­ვე­რის­თვის ეს საკ­მა­რის­ზე მე­ტიც არის“ - აღ­ნიშ­ნავს ავ­ტო­რი.

2020 წლის XC90 მო­დე­ლე­ბი ხელ­მი­საწ­ვდო­მია რო­გორც ფლაგ-ინ ჰიბ­რი­დის, ასე­ვე ბენ­ზი­ნის ძრა­ვით. ვოლ­ვო XC90 ასე­ვე აღ­ჭურ­ვი­ლია სა­ჭის მობ­რუ­ნე­ბის დამ­ხმა­რე სის­ტე­მით - City Safety, რო­მე­ლიც სტან­დარ­ტუ­ლი აქ­სე­სუ­ა­რია „ვოლ­ვოს“ ყვე­ლა მო­დელ­ზე. ეს პროგ­რა­მა აერ­თი­ა­ნებს ავ­ტო­მა­ტურ სა­მუხ­რუ­ჭე და შე­ჯა­ხე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის სის­ტე­მებს. იგი ერ­თა­დერ­თი სის­ტე­მაა ბა­ზარ­ზე, რო­მე­ლიც აფიქ­სი­რებს ქვე­ი­თად მო­სი­ა­რუ­ლე­ებს, ვე­ლო­სი­პე­დის­ტებს და ცხო­ვე­ლებს.

„აღ­სა­ნიშ­ნა­ვია სრუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის და სიმ­შვი­დის შეგ­რძნე­ბა, რა­შიც „ვოლ­ვო“ უკონ­კუ­რენ­ტოა. ისე­თი გრძნო­ბა და­მე­უფ­ლა, თით­ქოს პი­რა­დად ჩემ­ზე ზრუ­ნავ­დნენ. ასე­თი ემო­ცი­ე­ბის გან­ცდა გან­სა­კუთ­რე­ბით სა­სი­ა­მოვ­ნოა მა­შინ, რო­დე­საც ჩვენს გარ­შე­მო კო­რო­ნა ვირუ­სის პან­დე­მია მძვინ­ვა­რებს და ყვე­ლა­ზე უსაფრ­თხო ად­გი­ლად სა­კუ­თა­რი სახ­ლის გა­რეთ ავ­ტო­მო­ბი­ლი გე­გუ­ლე­ბა. თავს სრუ­ლი­ად უსაფრ­თხოდ ვგრძნობ­დი, რად­გან ვი­ცო­დი, რომ ჩემს გან­კარ­გუ­ლე­ბა­ში იყო „ვოლ­ვოს“ სა­ხელ­გან­თქმუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის სის­ტე­მე­ბი, მათ შო­რის გვერ­დი­თი შე­ჯა­ხე­ბის­გან დაც­ვის სტან­დარ­ტუ­ლი სის­ტე­მა, პარ­კი­რე­ბის დამ­ხმა­რე კა­მე­რა და შე­ჯა­ხე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის სის­ტე­მა, შე­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი შენს გან­კარ­გუ­ლე­ბა­შია. გარ­და ამი­სა კომ­ფორ­ტუ­ლად ვი­ჯე­ქი გამთბარ სა­ვარ­ძელ­ში და ვტკბე­ბო­დი სა­ზურ­გე­ე­ბით და ბა­ლი­შე­ბით, კაკ­ლის ხის ჩა­ნარ­თე­ბით და „Bowers & Wilkins“-ის 19 დი­ნა­მი­კი­ა­ნი აუ­დიო სის­ტე­მით. ელე­გან­ტუ­რი XC90 - სკან­დი­ნა­ვი­უ­რი დი­ზა­ი­ნის, კომ­ფორ­ტის და ფუ­ფუ­ნე­ბის გან­სა­ხი­ე­რე­ბაა“ - აღ­ფრთო­ვა­ნე­ბით აღ­ნიშ­ნავს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი.

ავტორი:

„ვოლვო XC90“ - ყველაზე თანამედროვე და ელეგანტური კროსოვერია, რომლის შეძენაც დღეს შეგიძლიათ

„ვოლვო XC90“ - ყველაზე თანამედროვე და ელეგანტური კროსოვერია, რომლის შეძენაც დღეს შეგიძლიათ

დიახ, „ვოლვო“ მართლაც ყველაზე სოლიდური და მოხდენილი კროსოვერია, რომლის შეძენა დღეს შეგიძლიათ - ნათქვამია „ბლუმბერგის“ სტატიაში. სხვა კროსოვერები შესაძლოა უფრო მაცდურიც იყოს, მაგრამ ცხადია, რომ მხოლოდ 2020 წლის ვოლვო XC90 მოდელშია გაერთიანებული ზომიერება, კომფორტი, მცირე დეტალებზე ყურადღება და მდიდარი მემკვიდრეობა. სწორედ ამ უნიკალური შერწყმის შედეგია „ვოლვოს“ ბუნებრივი სტილი, რომელიც დიდი ზომის პრემიუმ კლასის კროსოვერებშიც კი არ იკარგება.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი თვისება კი ერთ სიმბოლურ მასალაში შეიძლება გაერთიანდეს, ეს არის შალი. „მომხმარებლები, განსაკუთრებით აშშ-ში, ტყავს პრემიუმ კლასის ფუფუნების საგნად მიიჩნევს, თუმცა ისტორია გვიჩვენებს, რომ სწორედ შალი ითვლება კომფორტის და პრესტიჟის უმაღლეს გამოხატულებად“ - აღნიშნავს ვოლვოს ვიცე-პრეზიდენტი დიზაინის განხრით რობინ პეიჯი.

„როდესაც პირველად ჩავჯექი €43,000-ს ღირებულების XC90-ში, მზის სხივებში გახვეული სალონის სილამაზისგან სუნთქვა შემეკრა, წარმოუდგენელი სიმსუბუქის შეგრძნება დამეუფლა, თითქოს მშრალ და თბილ ყინულში შევაბიჯე და საჭესთან მივსრიალდი“ - აღნიშნავს სტატიის ავტორი.

შალის გადასაკრავი სულ ცოტა ხნის წინ გახდა სერიოზული ფაქტორი, რომელიც გიბიძგებთ XC90-ის, როგორც თქვენი შემდეგი საოჯახო ავტომობილის შეძენისკენ. სულაც არ არის შემთხვევითი, რომ გასულ წელს აშშ-ში „ვოლვოს“ ავტომობილების გაყიდვების თითქმის ნახევარი სწორედ XC90-ზე მოდის.

მიმდინარე წელს XC90-ის კომპლექტაციას დაემატა ახალი ცხაურა, წინა ბამპერი, 21-დუიმიანი 8-ქიმიანი მოდიფიცირებული დისკები, ექსტერიერის ფერის ახალი ოფციები, უკანა მიმართულებით გადამკვეთი მოძრაობის შესახებ გაფრთხილების გაუმჯობესებული სისტემა და საჭის აქტიური მართვის ფუნქციები.

„XC90-ის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ როდესაც ლოს-ანჯელესის ქუჩებში დავსეირნობდი, ავტომობილისგან უფრო მეტი სიმსუბუქის და სიმტკიცის შეგრძნება მოდიოდა. ეს მაშინ, როდესაც მისი კორპუსი 1 995 კგ-ს იწონის, ხოლო სალონის სივრცის მოცულობა 2 400 ლიტრზე მეტია. 100 კმ/სთ სიჩქარის განვითარების დრო კვლავ ხუთ წამს შეადგენს, ასეთი გაბარიტების მქონე კროსოვერისთვის ეს საკმარისზე მეტიც არის“ - აღნიშნავს ავტორი.

2020 წლის XC90 მოდელები ხელმისაწვდომია როგორც ფლაგ-ინ ჰიბრიდის, ასევე ბენზინის ძრავით. ვოლვო XC90 ასევე აღჭურვილია საჭის მობრუნების დამხმარე სისტემით - City Safety, რომელიც სტანდარტული აქსესუარია „ვოლვოს“ ყველა მოდელზე. ეს პროგრამა აერთიანებს ავტომატურ სამუხრუჭე და შეჯახების თავიდან აცილების სისტემებს. იგი ერთადერთი სისტემაა ბაზარზე, რომელიც აფიქსირებს ქვეითად მოსიარულეებს, ველოსიპედისტებს და ცხოველებს.

„აღსანიშნავია სრული უსაფრთხოების და სიმშვიდის შეგრძნება, რაშიც „ვოლვო“ უკონკურენტოა. ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს პირადად ჩემზე ზრუნავდნენ. ასეთი ემოციების განცდა განსაკუთრებით სასიამოვნოა მაშინ, როდესაც ჩვენს გარშემო კორონა ვირუსის პანდემია მძვინვარებს და ყველაზე უსაფრთხო ადგილად საკუთარი სახლის გარეთ ავტომობილი გეგულება. თავს სრულიად უსაფრთხოდ ვგრძნობდი, რადგან ვიცოდი, რომ ჩემს განკარგულებაში იყო „ვოლვოს“ სახელგანთქმული უსაფრთხოების სისტემები, მათ შორის გვერდითი შეჯახებისგან დაცვის სტანდარტული სისტემა, პარკირების დამხმარე კამერა და შეჯახების თავიდან აცილების სისტემა, შესანიშნავია, რომ ეს ყველაფერი შენს განკარგულებაშია. გარდა ამისა კომფორტულად ვიჯექი გამთბარ სავარძელში და ვტკბებოდი საზურგეებით და ბალიშებით, კაკლის ხის ჩანართებით და „Bowers & Wilkins“-ის 19 დინამიკიანი აუდიო სისტემით. ელეგანტური XC90 - სკანდინავიური დიზაინის, კომფორტის და ფუფუნების განსახიერებაა“ - აღფრთოვანებით აღნიშნავს სტატიის ავტორი.

რა შეზღუდვები მოიხსნა დღეიდან საქართველოში

ვინ იყო 28 წლის მამაკაცი, რომელიც ბათუმში, მშენებლობაზე დაიღუპა

გორში ურთიერთშელაპარაკებისას ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს