შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან
დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
ვინ არის და როგორ ცხოვრობს თურქული "დრამის დედოფალი" ნესლიჰან ათაგული - გოგონა მწვანე თვალებით, რომელმაც ათასობით ადამიანი "მოაჯადოვა"
20:12 / 07-06-2020
თურქ მსახიობებს საქართველოში პოპულარობა აქამდეც არ აკლდათ, თუმცა პანდემიის გამო გამოცხადებული კარანტინის შემდეგ, ადამიანებს უფრო მეტი დრო გამოუჩნდათ სერიალებისთვის, მათ შორის, თურქული სერიალებისთვისაც და ახალი კერპებიც გაჩნდნენ.
მეზობელი ქვეყნის მსახიობები ჩვენთან ისეთი პოპულარულები არიან, რომ სოციალურ ქსელების ქართულ საზოგადოებაში მათ "ფან გვერდებსაც" შეხვდებით, ათასობით გამომწერით.
თუ თურქულ მედიას გადახედავთ, აღმოაჩენთ, რომ ათაგული თურქეთში თავისი თაობის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ვარსკვლავად ითვლება, რომელსაც უამრავი ჯილდო აქვს მიღებული.
განსაკუთრებული წარმატება და აღიარება კი მოუტანა ფილმმა Araf (განსაწმენდელი), სადაც ჯერ კიდევ კარიერის დასაწყისში მყოფი მსახიობი (18 წლის ასაკში) ურთულეს როლს ასრულებს. ნესლიჰანის გმირი ფილმში აბორტს საკუთარი ხელით იკეთებს, ეს არის სცენა, რომელზეც დღემდე ბევრს საუბრობენ და რომელმაც ნესლიჰანს არა მარტო თურქეთის, არამედ მსოფლიოს მასშტაბით მოუტანა აღიარება. ფილმი 2011 წელსაა გადაღებული და ნესლიჰანის გმირს ზეჰრა ჰქვია.
კადრი ფილმიდან "განსაწმენდელი"
ამ ფილმის შემდეგ რამდენიმე სერიალში შეასრულა მთავარი როლი და მათ შორის ყველაზე უფრო წარმატებული სერიალი Kara Sevda აღმოჩნდა, სადაც პარტნიორობა თურქული კინოინდუსტრიის ვარსკვლავს, ბურაქ ოზჩივიტს გაუწია. ეს ერთადერთი თურქული სერიალია, რომელმაც Emmy-ს დაჯილდოებაზე მთავარი ჯილდო აიღო.
ნესლიჰანს თურქული დრამის დედოფალს უწოდებენ და ამბობენ, რომ ვერავინ ტირის კამერების წინ ისე გულწრფელად და არავის შეუძლია ემოციების ისე მკაფიოდ გადმოცემა, როგორც მას.
ამასთანავე, მას ყველაზე თბილ, მოსიყვარულე და უბრალო მსახიობსაც უწოდებენ. ნესლიჰანი იმ მცირე მსახიობთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც კამერების წინ უმაკიაჟოდ თამაშს არ ერიდება, ასევე ხშირად აქვეყნებს "ინსტაგრამზე" ისეთ ფოტოებს, სადაც ჩვეულებრივ "სახლურ" ფორმაშია.
კადრი სერიალიდან Dip
ნესლიჰან ათაგული დაქორწინებულია მსახიობ ქადირ დოულუზე. წყვილს ერთმანეთი გადასაღებ მოედანზე შეუყვარდა. ქადირმა და ნესლიჰანმა ერთად ითამაშეს სერიალში "სტამბოლის ორი მხარე“, სადაც მთავარ როლებში იყვნენ და ერთმანეთს პარტნიორობას უწევდნენ. მათ გრანდიოზული ქორწილი გადაიხადეს და თურქეთში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზ წყვილად მიაჩნიათ.
ნესლიჰანი 1992 წელს დაიბადა. მისი მამა ჩერქეზია, ხოლო დედა ბელორუსი, სწორედ ამას მიაწერენ მსახიობის განსაკუთრებულად მომხიბვლელ გარეგნობას. მისი მონაწილეობით სერიალები სწრაფად ხდება პოპულარული მთელ მსოფლიოში. პოპულარობით სარგებლობს ესპანეთში, აშშ-ში, ლათინოამერიკულ ქვეყნებში, რომ არაფერი ვთქვათ არაბულ ქვეყნებზე.
სერიალის გადაღებები დასრულებული არ არის, თუმცა მას უკვე უამრავი გულშემატკივარი ჰყავს ჩვენს ქვეყანაში, რასაც სერიალის არაერთი ქართული ფან გვერდი მოწმობს. აღსანიშნავია, რომ სერიალის გადაღებები კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებული იყო და ის ახლახანს განახლდა.
ეს გოგო და ბევრი ამნაირია თურქეთში რომელიც თურქად მოიხსენიება მაგრამ მისი ფესვები საერთოდ არაა თურქი..მაგრამ ამაყობენ რომ თურქები არიან..
აქ საქართველოში საუკუნეებია სხვადასხვა ერი ცხოვრობს და არც ქართული იციან წესიერად და არც ქართველებად უნდათ რომ იხსენიებდნენ. ადრეც დავწერე ლამაზი ახალგაზრდები ყავთ მიტუმეტეს მსახიობები და ცდილობენ უკეთესები იყვნენ .ქართველები რას ცდილობენ პიარს კაი ბიჭ ქალობას ,ნარკომანიას და ღიპუშობას???

ერთ-ერთი ასეთი პოპულარული მსახიობი ნესლიჰან ათაგულია, რომელსაც ქართველი მაყურებელი სხვადასხვა სერიალით იცნობს.

ამჟამად ათაგული მონაწილეობს სერიალში Sefirin Kizi (ელჩის ქალიშვილი), რომელშიც ის ქართველი მაყურებლისთვის ცნობილი თურქი ვარსკვლავის, ენგინ აქიურექის პარტნიორია.
სერიალის გადაღებები დასრულებული არ არის, თუმცა მას უკვე უამრავი გულშემატკივარი ჰყავს ჩვენს ქვეყანაში, რასაც სერიალის არაერთი ქართული ფან გვერდი მოწმობს. აღსანიშნავია, რომ სერიალის გადაღებები კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებული იყო და ის ახლახანს განახლდა.
აბასთუმანში დაკარგული ახალგაზრდების პოვნისა და ოჯახის წევრებთან შეხვედრის ემოციური კადრები (ფოტოები)
AMBEBI.GE
"მსოფლიო კულტურისგან განდევნილი, ტოტალიტარული სახელმწიფოს უდაბურ კუნძულზე" - რა უთხრა რეზო გაბრიაძემ BBC-ის და რას წერს გამოცემა ლეგენდარულ ქართველ რეჟისორზე
AMBEBI.GE
"თმა არ ამომდის...სახე გასიებულია... წარმოიდგინეთ, ოთხი თვე ცხოვრობთ კანკალით" - რას ჰყვება თინა ხიდაშელი, რომელიც კორონავირუსის შემდგომ გართულებებს ებრძვის
ეს გოგო და ბევრი ამნაირია თურქეთში რომელიც თურქად მოიხსენიება მაგრამ მისი ფესვები საერთოდ არაა თურქი..მაგრამ ამაყობენ რომ თურქები არიან..
აქ საქართველოში საუკუნეებია სხვადასხვა ერი ცხოვრობს და არც ქართული იციან წესიერად და არც ქართველებად უნდათ რომ იხსენიებდნენ. ადრეც დავწერე ლამაზი ახალგაზრდები ყავთ მიტუმეტეს მსახიობები და ცდილობენ უკეთესები იყვნენ .ქართველები რას ცდილობენ პიარს კაი ბიჭ ქალობას ,ნარკომანიას და ღიპუშობას???
სადაა ჩემი კომენტარი <<რატომ გვტენიოან ამ თურქულ მდორე ხარისხის ფილმებს-----რას ემსახურება ეს თურქომანიაობა???