პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სახლში კონდენციონერი არ ჩართოო, არავის უთქვამს... საუბარია თავშეყრის ადგილებში საყოფაცხოვრებო კონდენციონერების გამოყენებაზე" - იმნაძე
"სახლში კონდენციონერი არ ჩართოო, არავის უთქვამს... საუბარია თავშეყრის ადგილებში საყოფაცხოვრებო კონდენციონერების გამოყენებაზე" - იმნაძე

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლის პა­ა­ტა იმ­ნა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ვიდ­რე არ იქ­ნე­ბა მყა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო კონ­დენ­ცი­ო­ნე­რის გა­მო­ყე­ნე­ბა არ ზრდის ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის რისკს, იქამ­დე მისი გა­მო­ყე­ნე­ბის რე­კო­მენ­და­ცია არ გა­ი­ცე­მა.

ამას­თა­ნა­ვე, პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ ამ შემ­თხვე­ვა­ში სა­უ­ბა­რია იმ კონ­დენ­ცი­ო­ნე­რებ­ზე, რო­მე­ლიც მხო­ლოდ შიდა ჰა­ერს ატ­რი­ა­ლებს. პა­ა­ტა იმ­ნა­ძის თქმით, სახ­ლებ­ში კონ­დენ­ცი­ო­ნე­რის გა­მო­ყე­ნე­ბა არა­ვის აუკ­რძა­ლავს.

"არის ბევ­რი მო­საზ­რე­ბა კონ­დენ­ცი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ჩვენ ვერ ვი­თა­მა­შებთ ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლი­თა და ჯან­მრთე­ლო­ბით. მე რომ ახლა ვიყო თა­ვი­სუ­ფა­ლი ექ­სპერ­ტი, იმ­დენ რამ­დენს ვი­ტყო­დი, ჩემი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა არ იქ­ნე­ბო­და მერე.

ჩვენ რო­დე­საც აქ რა­ღა­ცას გა­დავ­წყვეტთ და ვურ­ჩევთ ჩვენს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას რომ გა­ა­კე­თოს, შემ­დეგ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა უნდა ავი­ღოთ იმა­ზე, რა მოხ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში და რო­გო­რიც იქ­ნე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლე და ჯან­მრთე­ლო­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ყვე­ლა ჩვე­ნი რე­კო­მენ­და­ცია რა­ი­მე მეც­ნი­ე­რულ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბას უნდა ემ­ყა­რე­ბო­დეს. ძა­ლი­ან ად­ვი­ლია რჩე­ვე­ბის მი­ცე­მა, რო­დე­საც პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა არ გაქვს, რო­დე­საც პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა შენ­ზეა, მა­შინ ჯობს უფრო მკაც­რი რე­კო­მენ­და­ცია მის­ცე და და­იც­ვა ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე და ჯან­მრთე­ლო­ბა, ვიდ­რე შენი ქმე­დე­ბის გამო ერთი ადა­მი­ა­ნი მა­ინც მო­უკ­ვდეს სა­ქარ­თვე­ლოს. აქვე და­ვა­მა­ტებ, რომ ეს არ ეხე­ბა ყვე­ლა კონ­დენ­ცი­ო­ნერ­სა და კონ­დენ­ცი­რე­ბის ყვე­ლა სის­ტე­მას.

სახ­ლში კონ­დენ­ცი­ო­ნე­რი არ ჩარ­თოო არა­ვის არ უთ­ქვამს, აქ სა­უ­ბა­რია სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო კონ­დენ­ცი­ო­ნე­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე, რო­მე­ლიც მარ­ტო შიდა ჰა­ერს ატ­რი­ა­ლებს, რად­გან არ­სე­ბობს კონ­დენ­ცი­ო­ნე­რე­ბი, რომ­ლებ­საც გა­რე­დან შე­მო­აქვს ჰა­ე­რი და იმას აცი­ებს. მე ვგუ­ლის­ხმობ ჩვე­უ­ლებ­რივ სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო კონ­დენ­ცი­ო­ნე­რებს, რო­მე­ლიც არ არის დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი, რომ რისკს არ უმა­ტებს, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რე­კო­მენ­და­ცი­ას, რომ ასე­თი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი კონ­დენ­ცი­ო­ნე­რე­ბი იქ­ნეს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, ჩვენ, სამ­წუ­ხა­როდ, ვერ გავ­ცემთ,“- გა­ნა­ცხა­და პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"სახლში კონდენციონერი არ ჩართოო, არავის უთქვამს... საუბარია თავშეყრის ადგილებში საყოფაცხოვრებო კონდენციონერების გამოყენებაზე" - იმნაძე

"სახლში კონდენციონერი არ ჩართოო, არავის უთქვამს... საუბარია თავშეყრის ადგილებში საყოფაცხოვრებო კონდენციონერების გამოყენებაზე" - იმნაძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ვიდრე არ იქნება მყარი მტკიცებულებები, რომ ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო კონდენციონერის გამოყენება არ ზრდის ვირუსის გავრცელების რისკს, იქამდე მისი გამოყენების რეკომენდაცია არ გაიცემა.

ამასთანავე, პაატა იმნაძემ აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში საუბარია იმ კონდენციონერებზე, რომელიც მხოლოდ შიდა ჰაერს ატრიალებს. პაატა იმნაძის თქმით, სახლებში კონდენციონერის გამოყენება არავის აუკრძალავს.

"არის ბევრი მოსაზრება კონდენცირებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვერ ვითამაშებთ ადამიანების სიცოცხლითა და ჯანმრთელობით. მე რომ ახლა ვიყო თავისუფალი ექსპერტი, იმდენ რამდენს ვიტყოდი, ჩემი პასუხისმგებლობა არ იქნებოდა მერე.

ჩვენ როდესაც აქ რაღაცას გადავწყვეტთ და ვურჩევთ ჩვენს ხელისუფლებას რომ გააკეთოს, შემდეგ პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ იმაზე, რა მოხდება საქართველოში და როგორიც იქნება ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა. აქედან გამომდინარე, ყველა ჩვენი რეკომენდაცია რაიმე მეცნიერულ მტკიცებულებას უნდა ემყარებოდეს. ძალიან ადვილია რჩევების მიცემა, როდესაც პასუხისმგებლობა არ გაქვს, როდესაც პასუხისმგებლობა შენზეა, მაშინ ჯობს უფრო მკაცრი რეკომენდაცია მისცე და დაიცვა ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, ვიდრე შენი ქმედების გამო ერთი ადამიანი მაინც მოუკვდეს საქართველოს. აქვე დავამატებ, რომ ეს არ ეხება ყველა კონდენციონერსა და კონდენცირების ყველა სისტემას.

სახლში კონდენციონერი არ ჩართოო არავის არ უთქვამს, აქ საუბარია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საყოფაცხოვრებო კონდენციონერების გამოყენებაზე, რომელიც მარტო შიდა ჰაერს ატრიალებს, რადგან არსებობს კონდენციონერები, რომლებსაც გარედან შემოაქვს ჰაერი და იმას აციებს. მე ვგულისხმობ ჩვეულებრივ საყოფაცხოვრებო კონდენციონერებს, რომელიც არ არის დამტკიცებული, რომ რისკს არ უმატებს, აქედან გამომდინარე, რეკომენდაციას, რომ ასეთი ჩვეულებრივი კონდენციონერები იქნეს გამოყენებული, ჩვენ, სამწუხაროდ, ვერ გავცემთ,“- განაცხადა პაატა იმნაძემ.

საქართველოში ტემპერატურა 37 გრადუსამდე მოიმატებს - როგორია უახლოესი დღეების პროგნოზი

"პლაქვენილი" COVID-19-ით ავადმყოფების კლინიკური მართვის ნაციონალურ პროტოკოლში დაბრუნდა - ცერცვაძე

"ცხინვალში ერთი ექსპერტს მილები დაუთვლია ლუგარის ლაბორატორიის თავზე: "აი, სამი მილი უნდა ჰქონდეს და მაგათ ოთხი აქვთო" - იმნაძე