მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისელ მძღოლებს ზაფხულში "სითი პარკის" ჯარიმები ჩამოეწერებათ
თბილისელ მძღოლებს ზაფხულში "სითი პარკის" ჯარიმები ჩამოეწერებათ

თბი­ლი­სე­ლებს "სითი პარ­კის" გა­და­უხ­დე­ლი ჯა­რი­მე­ბი ჩა­მო­ე­წე­რე­ბათ. ინი­ცი­ა­ტი­ვა ცოტა ხნის წინ თბი­ლი­სის მერ­მა გა­მოთ­ქვა.

"ეს ჯა­რი­მე­ბი ლა­ხავ­და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უფ­ლე­ბებს და ეს იყო ერთ-ერთი მი­ზე­ზი კომ­პა­ნი­ის­თვის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის შე­წყვე­ტის. გვახ­სოვს, რამ­დე­ნად დიდი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა იყო ამ კომ­პა­ნი­ის მი­მართ. უბ­რა­ლოდ შე­და­რე­ბა რომ გა­ვა­კე­თოთ: წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 1,2 მლნ ჯა­რი­მა იწე­რე­ბო­და "სითი პარ­კის" მიერ. მას შემ­დეგ, რაც თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნია ოპე­რი­რებს, და­ახ­ლო­ე­ბით 500 ათა­სი ჯა­რი­მა იწე­რე­ბა და ქა­ლაქ­ში არის წეს­რი­გი, არ არ­სე­ბო­ბენ უკ­მა­ყო­ფი­ლო ადა­მი­ა­ნე­ბი" - აღ­ნიშ­ნა თბი­ლი­სი მერ­მა.

კახი კა­ლა­ძის იდე­ას სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინ­ცი­ა­ტი­ვის სახე ზაზა გა­ბუ­ნი­ამ მის­ცა. პარ­ლა­მენ­ტის რე­გი­ო­ნუ­ლი პო­ლი­ტი­კი­სა და თვით­მმარ­თვე­ლო­ბის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე AMBBI.GE-სთან აცხა­დებს, რომ ყვე­ლა­ნა­ი­რი სა­კა­ნონ­მდებ­ლო პრო­ცე­დუ­რა სა­ვა­რა­უ­დოდ, ივ­ლი­სის თვე­ში დას­რულ­დე­ბა, რის შემ­დე­გაც მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი "სითი პარ­კის" გა­და­უხ­დე­ლი ჯა­რი­მე­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბი­ან.

"ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს ჩა­მო­ე­წე­რე­ბათ ყვე­ლა ის გა­და­უხ­დე­ლი ჯა­რი­მა, რო­მე­ლიც კომ­პა­ნი­ას­თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­წყვე­ტამ­დე, 2018 წლამ­დეა გა­მო­წე­რი­ლი. კა­ნონპ­რო­ექ­ტი ჩემი ინი­ცი­ა­ტი­ვით უკვე და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია და მალე და­ი­წყე­ბა სა­კო­მი­ტე­ტო გან­ხილ­ვე­ბი.

ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. რო­გორც იცით, უამ­რა­ვი მო­ქა­ლა­ქე აღ­მოჩ­ნდა ცუდ დღე­ში ამ ჯა­რი­მე­ბის გამო. მათ ერი­ცხე­ბო­დათ დიდი ოდე­ნო­ბით სა­უ­რა­ვე­ბი, შემ­დეგ საქ­მე მი­დი­ო­და აღ­სრუ­ლე­ბა­ში და მცი­რე ჯა­რი­მის გამო, ზოგ­ჯერ მთელ ან­გა­რი­შებს უყა­და­ღებ­დნენ მო­ქა­ლა­ქე­ებს.

გვსურს, ამ პრობ­ლე­მის­გან გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლოთ ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ე­ე­ბი და ეს ამ პან­დე­მი­ის დროს კი­დევ უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან ახლა თი­თო­ე­ულ თეთ­რს დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა. სა­ერ­თო ჯამ­ში ასე­თი ჯა­რი­მე­ბის ოდე­ნო­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 850 000 ლარს შე­ად­გენს და ამ კა­ნო­ნის სა­ფუძ­ველ­ზე, ათა­სო­ბით მო­ქა­ლა­ქე სრუ­ლად იქ­ნე­ბა გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბის­გან" - გვე­უბ­ნე­ბა გა­ბუ­ნია.

უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რი გან­მარ­ტავს, რომ ამ­ნის­ტია შე­ე­ხე­ბა გა­და­უხ­დელ ჯა­რი­მას ნე­ბის­მი­ერ ეტაპ­ზე.

"აღუს­რუ­ლე­ბე­ლი ჯა­რი­მა - ეს ტერ­მი­ნი მო­ი­ცავს გა­და­უხ­დელ ჯა­რი­მას ნე­ბის­მი­ერ ეტაპ­ზე. იქ­ნე­ბა ეს აღ­სრუ­ლე­ბა­ში თუ სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბამ­დე მი­სუ­ლი საქ­მე. "სითი პარ­კის­გან" გან­სხვა­ვე­ბით ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ამო­ცა­ნა არ არის მო­გე­ბა­ზე იყოს ეს სერ­ვი­სი ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. ეს მომ­სა­ხუ­რე­ბა ახ­ლაც არ­სე­ბობს, მაგ­რამ არის გა­მარ­თუ­ლი და კარ­გად ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა­დი" - აღ­ნიშ­ნა პარ­ლა­მენ­ტარ­მა.

"სითი პარკთან" 2007 წელს და­დე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა თბი­ლი­სის მე­რი­ამ 2018 წლის 10 აპ­რილს გა­წყვი­ტა. კომ­პა­ნი­ამ აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­სა­მარ­თლო­ში გა­ა­სა­ჩივ­რა. თუმ­ცა, სა­ბო­ლო­ოდ პრო­ცე­სი მხა­რე­ე­ბის მო­რი­გე­ბით დას­რულ­და.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
1

ნეტავ ყოველ წელს იყოს არჩევნები,,,,,,,,,

Giorgi sixarulidze
718

საქართველოს მთავრობის მორიგი კარგი გადაწყვეტილება ! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

თბილისელ მძღოლებს ზაფხულში "სითი პარკის" ჯარიმები ჩამოეწერებათ

თბილისელ მძღოლებს ზაფხულში "სითი პარკის" ჯარიმები ჩამოეწერებათ

თბილისელებს "სითი პარკის" გადაუხდელი ჯარიმები ჩამოეწერებათ. ინიციატივა ცოტა ხნის წინ თბილისის მერმა გამოთქვა.

"ეს ჯარიმები ლახავდა მოქალაქეების უფლებებს და ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი კომპანიისთვის ხელშეკრულების შეწყვეტის. გვახსოვს, რამდენად დიდი უკმაყოფილება იყო ამ კომპანიის მიმართ. უბრალოდ შედარება რომ გავაკეთოთ: წლის განმავლობაში 1,2 მლნ ჯარიმა იწერებოდა "სითი პარკის" მიერ. მას შემდეგ, რაც თბილისის სატრანსპორტო კომპანია ოპერირებს, დაახლოებით 500 ათასი ჯარიმა იწერება და ქალაქში არის წესრიგი, არ არსებობენ უკმაყოფილო ადამიანები" - აღნიშნა თბილისი მერმა.

კახი კალაძის იდეას საკანონმდებლო ინციატივის სახე ზაზა გაბუნიამ მისცა. პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე AMBBI.GE-სთან აცხადებს, რომ ყველანაირი საკანონმდებლო პროცედურა სავარაუდოდ, ივლისის თვეში დასრულდება, რის შემდეგაც მოქალაქეები "სითი პარკის" გადაუხდელი ჯარიმებისგან გათავისუფლდებიან.

"ჩვენს მოქალაქეებს ჩამოეწერებათ ყველა ის გადაუხდელი ჯარიმა, რომელიც კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტამდე, 2018 წლამდეა გამოწერილი. კანონპროექტი ჩემი ინიციატივით უკვე დარეგისტრირებულია და მალე დაიწყება საკომიტეტო განხილვები.

ამ გადაწყვეტილებას დიდი მნიშვნელობა აქვს. როგორც იცით, უამრავი მოქალაქე აღმოჩნდა ცუდ დღეში ამ ჯარიმების გამო. მათ ერიცხებოდათ დიდი ოდენობით საურავები, შემდეგ საქმე მიდიოდა აღსრულებაში და მცირე ჯარიმის გამო, ზოგჯერ მთელ ანგარიშებს უყადაღებდნენ მოქალაქეებს.

გვსურს, ამ პრობლემისგან გავათავისუფლოთ ჩვენი მოქალაეები და ეს ამ პანდემიის დროს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ახლა თითოეულ თეთრს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. საერთო ჯამში ასეთი ჯარიმების ოდენობა დაახლოებით 850 000 ლარს შეადგენს და ამ კანონის საფუძველზე, ათასობით მოქალაქე სრულად იქნება გათავისუფლებული ვალდებულებისგან" - გვეუბნება გაბუნია.

უმრავლესობის წევრი განმარტავს, რომ ამნისტია შეეხება გადაუხდელ ჯარიმას ნებისმიერ ეტაპზე.

"აღუსრულებელი ჯარიმა - ეს ტერმინი მოიცავს გადაუხდელ ჯარიმას ნებისმიერ ეტაპზე. იქნება ეს აღსრულებაში თუ სასამართლო პროცესებამდე მისული საქმე. "სითი პარკისგან" განსხვავებით ხელისუფლების ამოცანა არ არის მოგებაზე იყოს ეს სერვისი ორიენტირებული. ეს მომსახურება ახლაც არსებობს, მაგრამ არის გამართული და კარგად ფუნქციონირებადი" - აღნიშნა პარლამენტარმა.

"სითი პარკთან" 2007 წელს დადებული ხელშეკრულება თბილისის მერიამ 2018 წლის 10 აპრილს გაწყვიტა. კომპანიამ აღნიშნული გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა. თუმცა, საბოლოოდ პროცესი მხარეების მორიგებით დასრულდა.

მგზავრებს პირბადის ტარება აეროპორტის გარდა, თვითმფრინავის ბორტზეც მოუწევთ - რა წესების დაცვით იქნება დასაშვები  ავიამგზავრობა?

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 809-მდე გაიზარდა - რას ამბობს ამირიან გამყრელიძე ახლი პაციენტის შესახებ

"მიშა სააკაშვილთან სურათებს იღებდა, ის ფოტო უნდა დავბეჭდო მაისურზე და გავუგზავნო" - სამოქალაქო აქტივისტის პასუხი კალაძეს