მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სიფხიზლეში არაჩვეულებივი ადამიანია... ბავშვების შესაშინებლად გამოიყენა იარაღი" - რა ხდება ვარკეთილში, სადაც 45 წლამდე მამაკაცი უმისამართოდ ისროდა
"სიფხიზლეში არაჩვეულებივი ადამიანია... ბავშვების შესაშინებლად გამოიყენა იარაღი" - რა ხდება ვარკეთილში, სადაც 45 წლამდე მამაკაცი უმისამართოდ ისროდა

მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც ვარ­კე­თილ­ში უმი­სა­მარ­თოდ ის­ვრის, 45 წლამ­დე ასა­კი­საა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის ამ­ჟა­მად სახ­ლში მარ­ტოა და არა­ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა. სრო­ლა და­ახ­ლო­ე­ბით 15 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის პირ­ვე­ლი სარ­თუ­ლი­დან. მა­მა­კა­ცი მო­ნა­დი­რეა და სა­კუ­თა­რი, რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი სა­ნა­დი­რო თო­ფი­დან ის­რო­და.

მე­ზობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მა­მა­კაცს სა­ვა­რა­უ­დოდ, კონ­ფლიქ­ტი შვი­ლებ­თან მო­უ­ვი­და და მათი ია­რა­ღით შე­ში­ნე­ბა სცა­და. რის შემ­დე­გაც მის­მა ორმა შვილ­მა სახ­ლი და­ტო­ვა.

"45 წლამ­დე ასა­კის მა­მა­კა­ცია. სი­ფხიზ­ლე­ში არის არაჩ­ვე­უ­ლე­ბი­ვი ადა­მი­ა­ნი, კარ­გი მე­ო­ჯა­ხე, მე­ზობ­ლე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ ასე, მაგ­რამ ახლა იმ­ყო­ფე­ბა ალ­კოჰო­ლის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ, არის არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი. ბავ­შვე­ბის მი­მართ გა­მო­ი­ყე­ნა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი შე­სა­ში­ნებ­ლად, ბავ­შვე­ბი გა­მო­იქ­ცნენ სახ­ლი­დან. თვი­თონ სახ­ლშია ჩა­კე­ტი­ლი და არ შე­მო­დის კონ­ტაქ­ტში. ბევ­რჯერ გა­ის­რო­ლა, მაგ­რამ მისი მი­ზა­ნი არ არის ვინ­მეს მოკ­ვდი­ნე­ბა" - აცხა­დებს შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მყო­ფი ერთ-ერთი მო­ქა­ლა­ქე.

სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სის, ვაჟა სი­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით მა­მა­კა­ცის ცოლ-შვი­ლი უსაფრ­თხო ად­გილ­ზე არი­ან გა­დაყ­ვა­ნილ­ნი. სი­რა­ძის გან­მარ­ტე­ბით­ვე, მა­მა­კაცს არა­ვის მი­სა­მარ­თით არ უს­ვრია და მას­თან ამ წუ­თებ­ში მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

„და­შა­ვე­ბუ­ლი არა­ვინ არის და კონ­კრე­ტუ­ლად არა­ვის მი­მართ არ გა­ნუ­ხორ­ცი­ე­ლე­ბია გას­რო­ლა. ოჯა­ხის წევ­რე­ბი, შვი­ლე­ბი, მე­უღ­ლე უსაფრ­თხოდ არი­ან. მა­მა­კა­ცი მარ­ტოა ჩა­კე­ტი­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის პირ­ველ სარ­თულ­ზე, სა­ი­და­ნაც ახორ­ცი­ე­ლებს გას­რო­ლას. ამ ეტა­პი­სათ­ვის ამ ადა­მი­ან­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს, რო­გორც პი­რა­დად, ასე­ვე სა­ტე­ლე­კო­მუ­ნი­კა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით“, - აცხა­დებს სი­რა­ძე.

და­წყე­ბუ­ლია აღ­ნიშ­ნუ­ლი კორ­პუ­სის და მიმ­დე­ბა­რე კორ­პუ­სე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბის ევა­კუ­ა­ცია. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი ად­გილ­ზე სა­ვა­რა­უ­დოდ სპე­ცო­პე­რა­ცი­ას ჩა­ა­ტა­რე­ბენ.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Tamila
11

ღმერთო ჩემო რა საშიშია ასეთი ადამიანები. ყველა ციხეში, სანამ ვინემს იმსხვერპლებენ. ზემო ვეძისიდანაც ისმოდა ხოლმე ხშირად სროლის ხმა. უნდა გააკონტოლონ ასეთი არა ადეკვატურები.

ივლიანე
1

თუ არ შეგიძლია - ნუ სვამ!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"სიფხიზლეში არაჩვეულებივი ადამიანია... ბავშვების შესაშინებლად გამოიყენა იარაღი" - რა ხდება ვარკეთილში, სადაც 45 წლამდე მამაკაცი უმისამართოდ ისროდა

"სიფხიზლეში არაჩვეულებივი ადამიანია... ბავშვების შესაშინებლად გამოიყენა იარაღი" - რა ხდება ვარკეთილში, სადაც 45 წლამდე მამაკაცი უმისამართოდ ისროდა

მამაკაცი, რომელიც ვარკეთილში უმისამართოდ ისვრის, 45 წლამდე ასაკისაა. არსებული ინფორმაციით, ის ამჟამად სახლში მარტოა და არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფება. სროლა დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართულიდან. მამაკაცი მონადირეა და საკუთარი, რეგისტრირებული სანადირო თოფიდან ისროდა.

მეზობლები ამბობენ, რომ მამაკაცს სავარაუდოდ, კონფლიქტი შვილებთან მოუვიდა და მათი იარაღით შეშინება სცადა. რის შემდეგაც მისმა ორმა შვილმა სახლი დატოვა.

"45 წლამდე ასაკის მამაკაცია. სიფხიზლეში არის არაჩვეულებივი ადამიანი, კარგი მეოჯახე, მეზობლები აღნიშნავენ ასე, მაგრამ ახლა იმყოფება ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, არის არაადეკვატური. ბავშვების მიმართ გამოიყენა ცეცხლსასროლი იარაღი შესაშინებლად, ბავშვები გამოიქცნენ სახლიდან. თვითონ სახლშია ჩაკეტილი და არ შემოდის კონტაქტში. ბევრჯერ გაისროლა, მაგრამ მისი მიზანი არ არის ვინმეს მოკვდინება" - აცხადებს შემთხვევის ადგილზე მყოფი ერთ-ერთი მოქალაქე.

საპატრულო პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძის განცხადებით მამაკაცის ცოლ-შვილი უსაფრთხო ადგილზე არიან გადაყვანილნი. სირაძის განმარტებითვე, მამაკაცს არავის მისამართით არ უსვრია და მასთან ამ წუთებში მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

„დაშავებული არავინ არის და კონკრეტულად არავის მიმართ არ განუხორციელებია გასროლა. ოჯახის წევრები, შვილები, მეუღლე უსაფრთხოდ არიან. მამაკაცი მარტოა ჩაკეტილი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე, საიდანაც ახორციელებს გასროლას. ამ ეტაპისათვის ამ ადამიანთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, როგორც პირადად, ასევე სატელეკომუნიკაციო საშუალებებით“, - აცხადებს სირაძე.

დაწყებულია აღნიშნული კორპუსის და მიმდებარე კორპუსების მოსახლეობის ევაკუაცია. სამართალდამცველები ადგილზე სავარაუდოდ სპეცოპერაციას ჩაატარებენ.

საქართველოში კორონავირუსისგან 9 პაციენტი განიკურნა, ინფიცირებულთა რიცხვი კი 810-მდე გაიზარდა

უბედური შემთხვევა ბათუმის ბულვარში - მშენებლობაზე მუშა გარდაიცვალა

გორში ავტომობილი ველოსიპედით მოძრავ 6 წლის ბავშვს დაეჯახა