პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაიკლ კერიგანის წიგნი სტალინზე ჟურნალ "არსენალთან" ერთად სპეციალურ ფასად გამოვა
მაიკლ კერიგანის წიგნი სტალინზე ჟურნალ "არსენალთან" ერთად სპეციალურ ფასად გამოვა

მა­იკლ კე­რი­გა­ნის წიგ­ნი "სტა­ლი­ნი" ჟურ­ნალ "არ­სე­ნა­ლის" ნო­ემ­ბრის თვის ნო­მერ­თან ერ­თად გა­მო­ვა. წიგ­ნის სპე­ცი­ა­ლუ­რი ფასი იქ­ნე­ბა 15.00, ჟურ­ნალ­ტან ერ­თად კი 18.00 ლარი.

ფო­ლა­დის კაცი თუ მა­სობ­რი­ვი მკვლე­ლი? – ეს არის კი­თხვა მე–20 სა­უ­კუ­ნის გა­მორ­ჩე­ულ პო­ლი­ტი­კურ ფი­გუ­რა­ზე, რო­მელ­ზე პა­სუ­ხიც რთუ­ლი გა­სა­ცე­მია. ამ სა­კი­თხით ინ­ტე­რეს­დე­ბა არა­ერ­თი მკვლე­ვა­რი და ის­ტო­რი­კო­სი. გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­გუ­რის შე­სა­ხებ სა­ინ­ტე­რე­სო წიგ­ნე­ბია გა­მო­ცე­მუ­ლი, თუმ­ცა ყვე­ლა ავ­ტო­რი მას სხვა­დას­ხვაგ­ვა­რად ხე­დავს. ქათ­ვე­ლე­ბის­თვის კი ეს ის­ტო­რი­ე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სოა, სტა­ლი­ნის წარ­მო­მავ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე.

ამ­ჯე­რად, ქარ­თულ ენა­ზე ითარ­გმნა ცნო­ბი­ლი ავ­ტო­რის, სა­ტე­ლე­ვი­ზიო დი­რექ­ტო­რი­სა და არა­ერ­თი სა­ტე­ლე­ვი­ზიო შოუს პრო­დი­უ­სე­რის მა­იკლ კე­რი­გა­ნის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოდ და­წე­რი­ლი, 180 ფო­ტო­თი, ნა­ხა­ტი­თა და ილუსტრა­ცი­ით გა­ფორ­მე­ბუ­ლი წიგ­ნი, სა­ხე­ლად „სტა­ლი­ნი“.

საბ­ჭო­თა ლი­დე­რი, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი მძარ­ცვე­ლი, აქ­ტი­ვის­ტი, რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნე­რი, დიქ­ტა­ტო­რი – ამ და კი­დევ არა­ერ­თი სი­ტყვით მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ იო­სებ ბე­სა­რი­ო­ნის ძე ჯუ­ღაშ­ვილს, რომ­ლის კო­დუ­რი სა­ხე­ლიც „სტა­ლი­ნი“ ფო­ლა­დის კაცს ნიშ­ნავს.

მე–20 სა­უ­კუ­ნის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე უმო­წყა­ლო, ში­შის მომ­გვრე­ლი და აღი­ა­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რის ადა­მი­ა­ნუ­რი ის­ტო­რია – სწო­რედ ასე ახა­სი­ა­თე­ბენ კე­რი­გა­ნის ავ­ტო­რო­ბით შექ­მნილ წიგნს. ის აღ­წერს დიდი დიქ­ტა­ტო­რის ბავ­შვო­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში, ახალ­გაზ­რდულ წლებს, რო­გორც რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნე­რი­სა და აქ­ტი­ვის­ტის ბოლ­შე­ვი­კუ­რი პარ­ტი­ის რი­გებ­ში მის აღ­მას­ვლას, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის ოც­და­ა­თწ­ლი­ან პე­რი­ოდს, მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს, რო­გორც მთა­ვარ­სარ­დლის ქმე­დე­ბებს და „ცივი ომის“ წლებ­ში აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში რუ­სე­თის დო­მი­ნი­რე­ბას.

წიგნ­ში აღ­წე­რი­ლია მისი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბა, ბოლ­შე­ვი­კურ პარ­ტი­ა­ში აღ­მას­ვლა­სა და გა­და­სახ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის პე­რი­ო­დი. გან­ხი­ლუ­ლია სტა­ლი­ნის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა, ორი ქორ­წი­ნე­ბა, ვა­ჟის თვით­მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა და მე­ო­რე ცო­ლის თვით­მკვლე­ლო­ბა. ავ­ტო­რი აღ­წერს მის ლი­დე­რად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას, პო­ლი­ტი­კურ იდე­ო­ლო­გი­ას, ინ­დუსტრი­ა­ლი­ზა­ცი­ი­სა და კო­ლექ­ტი­ვი­ზა­ცი­ის შე­დე­გებს, მის ქმე­დე­ბას ქვე­ყა­ნა­ში შიმ­ში­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში, „დიდ წმენ­დას“ გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 30-იან წლებ­ში.

კე­რი­გა­ნი ის­ტო­რი­ულ მა­სა­ლა­ზე დაყ­რდნო­ბით, აშუ­ქებს მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს სტა­ლი­ნის, რო­გორც სამ­ხედ­რო ხელ­მძღვა­ნე­ლის როლს და აღ­წერს, თუ რო­გორ გა­მო­ამ­წყვდია მან აღ­მო­სავ­ლე­თი ევ­რო­პა „ცივი ომის“ დროს „რკი­ნის ფარ­დის“ მიღ­მა. გა­ნი­ხი­ლავს და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რე­ბის მიერ მისი მო­წამ­ვლის შე­სა­ხებ ვერ­სი­ას. სა­ინ­ტე­რე­სოა ისიც, თუ რა სწრა­ფად დაგ­მეს მისი პი­როვ­ნე­ბის კულ­ტი დიქ­ტა­ტო­რის სიკ­ვდი­ლის შემ­დგომ წამ­ყვან­მა პარ­ტი­ულ­მა ხელ­მძღვა­ნე­ლებ­მა.

სტა­ლი­ნის შე­სა­ხებ აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა ავ­ტო­რის გა­მოც არის სა­ინ­ტე­რე­სო. გარ­და აღ­ნი­შუ­ლი­სა, მა­იკლ კე­რი­გა­ნი ავ­ტო­რია რამ­დე­ნი­მე წიგ­ნი­სა, მათ შო­რის: „კა­თო­ლი­კუ­რი ეკ­ლე­სი­ის შავ­ბნე­ლი ის­ტო­რია“, „შე­უს­რუ­ლე­ბე­ლი გეგ­მე­ბი მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს“, „ჰიტ­ლე­რი: ადა­მი­ა­ნი ურჩხულს მიღ­მა“ და „ენიგ­მა: რა როლი ითა­მა­შა კო­დის გა­ტე­ხამ მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის მო­გე­ბა­ში“. ის წიგ­ნე­ბის მი­მომ­ხილ­ვე­ლია გა­მო­ცე­მა­ში The Guardian da Times Literary Supplement.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Ddd
43

Aba ras dacerda Vigac maikli 

სიმართლე ასეთია
45

მთავარია მაგრად დასპეცდე ლანძღვაში და ფულის გააკეთებ. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

მაიკლ კერიგანის წიგნი სტალინზე ჟურნალ "არსენალთან" ერთად სპეციალურ ფასად გამოვა

მაიკლ კერიგანის წიგნი სტალინზე ჟურნალ "არსენალთან" ერთად სპეციალურ ფასად გამოვა

მაიკლ კერიგანის წიგნი "სტალინი" ჟურნალ "არსენალის" ნოემბრის თვის ნომერთან ერთად გამოვა. წიგნის სპეციალური ფასი იქნება 15.00, ჟურნალტან ერთად კი 18.00 ლარი.

ფოლადის კაცი თუ მასობრივი მკვლელი? – ეს არის კითხვა მე–20 საუკუნის გამორჩეულ პოლიტიკურ ფიგურაზე, რომელზე პასუხიც რთული გასაცემია. ამ საკითხით ინტერესდება არაერთი მკვლევარი და ისტორიკოსი. გასული საუკუნის ერთ-ერთი უმთავრესი პოლიტიკური ფიგურის შესახებ საინტერესო წიგნებია გამოცემული, თუმცა ყველა ავტორი მას სხვადასხვაგვარად ხედავს. ქათველებისთვის კი ეს ისტორიები განსაკუთრებით საინტერესოა, სტალინის წარმომავლობიდან გამომდინარე.

ამჯერად, ქართულ ენაზე ითარგმნა ცნობილი ავტორის, სატელევიზიო დირექტორისა და არაერთი სატელევიზიო შოუს პროდიუსერის მაიკლ კერიგანის ძალიან საინტერესოდ დაწერილი, 180 ფოტოთი, ნახატითა და ილუსტრაციით გაფორმებული წიგნი, სახელად „სტალინი“.

საბჭოთა ლიდერი, შეიარაღებული მძარცველი, აქტივისტი, რევოლუციონერი, დიქტატორი – ამ და კიდევ არაერთი სიტყვით მოიხსენიებენ იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილს, რომლის კოდური სახელიც „სტალინი“ ფოლადის კაცს ნიშნავს.

მე–20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე უმოწყალო, შიშის მომგვრელი და აღიარებული პოლიტიკური ლიდერის ადამიანური ისტორია – სწორედ ასე ახასიათებენ კერიგანის ავტორობით შექმნილ წიგნს. ის აღწერს დიდი დიქტატორის ბავშვობას საქართველოში, ახალგაზრდულ წლებს, როგორც რევოლუციონერისა და აქტივისტის ბოლშევიკური პარტიის რიგებში მის აღმასვლას, საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობის ოცდაათწლიან პერიოდს, მეორე მსოფლიო ომის დროს, როგორც მთავარსარდლის ქმედებებს და „ცივი ომის“ წლებში აღმოსავლეთ ევროპაში რუსეთის დომინირებას.

წიგნში აღწერილია მისი დანაშაულებრივი საქმიანობა, ბოლშევიკურ პარტიაში აღმასვლასა და გადასახლებაში ყოფნის პერიოდი. განხილულია სტალინის პირადი ცხოვრება, ორი ქორწინება, ვაჟის თვითმკვლელობის მცდელობა და მეორე ცოლის თვითმკვლელობა. ავტორი აღწერს მის ლიდერად ჩამოყალიბებას, პოლიტიკურ იდეოლოგიას, ინდუსტრიალიზაციისა და კოლექტივიზაციის შედეგებს, მის ქმედებას ქვეყანაში შიმშილობის პერიოდში, „დიდ წმენდას“ გასული საუკუნის 30-იან წლებში.

კერიგანი ისტორიულ მასალაზე დაყრდნობით, აშუქებს მეორე მსოფლიო ომის დროს სტალინის, როგორც სამხედრო ხელმძღვანელის როლს და აღწერს, თუ როგორ გამოამწყვდია მან აღმოსავლეთი ევროპა „ცივი ომის“ დროს „რკინის ფარდის“ მიღმა. განიხილავს დაახლოებული პირების მიერ მისი მოწამვლის შესახებ ვერსიას. საინტერესოა ისიც, თუ რა სწრაფად დაგმეს მისი პიროვნების კულტი დიქტატორის სიკვდილის შემდგომ წამყვანმა პარტიულმა ხელმძღვანელებმა.

სტალინის შესახებ აღნიშნული გამოცემა ავტორის გამოც არის საინტერესო. გარდა აღნიშულისა, მაიკლ კერიგანი ავტორია რამდენიმე წიგნისა, მათ შორის: „კათოლიკური ეკლესიის შავბნელი ისტორია“, „შეუსრულებელი გეგმები მეორე მსოფლიო ომის დროს“, „ჰიტლერი: ადამიანი ურჩხულს მიღმა“ და „ენიგმა: რა როლი ითამაშა კოდის გატეხამ მეორე მსოფლიო ომის მოგებაში“. ის წიგნების მიმომხილველია გამოცემაში The Guardian da Times Literary Supplement.

TOP 7 სასიყვარულო წიგნი ვალენტინობისთვის

უკვე დღეიდან გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად პროექტის „ქართველები მსოფლიო ისტორიაში“ მე-4 ტომი

გურამ გეგეშიძის 6-ტომეულის პირველი ტომი 11 თებერვლიდან ჟურნალ „გზასთან“ ერთად გამოვა