სამხედრო
სამართალი
პოლიტიკა

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
საზოგადოება
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტკიპის სეზონი დაიწყო - როგორ ავარიდოთ ბავშვებს ყირიმ-კონგოს ცხელება
ტკიპის სეზონი დაიწყო - როგორ ავარიდოთ ბავშვებს ყირიმ-კონგოს ცხელება

დღე­ვან­დე­ლი ცხოვ­რე­ბის აჩ­ქა­რე­ბუ­ლი რიტ­მი­სა და უამ­რა­ვი ყო­ფი­თი პრობ­ლე­მის ფონ­ზე, მშობ­ლებს გარ­კვე­უ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შეხ­სე­ნე­ბა სჭირ­დე­ბათ. მა­გა­ლი­თად, ცოტა ხნის წინ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის სა­მეც­ნი­ე­რო ხელ­მძღვა­ნელ­მა პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ მო­სახ­ლე­ო­ბა კი­დევ ერთხელ გა­აფრ­თხი­ლა, რომ გა­ზა­ფხუ­ლის მო­ახ­ლო­ე­ბას­თან ერ­თად ტკი­პე­ბიც აქ­ტი­ურ­დე­ბი­ან და ყი­რიმ-კონ­კოს და­ა­ვა­დე­ბის გავ­რცე­ლე­ბის რის­კიც მა­ტუ­ლობს.

"ტკი­პას ნაკ­ბე­ნი იწ­ვევს ყი­რიმ-კონ­გოს ცხე­ლე­ბას, რო­მე­ლიც ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მძი­მე და­ა­ვა­დე­ბაა. ბუ­ნე­ბა­ში ტკი­პა არის და იქ­ნე­ბა. ყვე­ლა მათ­გა­ნი არ არის და­ა­ვა­დე­ბის გა­დამ­ტა­ნი, მაგ­რამ, ადა­მი­ან­მა სიფრ­თხი­ლე უნდა გა­მო­ი­ჩი­ნოს. როცა ბავ­შვი ბუ­ნე­ბი­დან სახ­ლში შეგ­ყავთ, უნდა და­ათ­ვა­ლი­ე­როთ. ტკი­პა, რაც უფრო დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში დარ­ჩე­ბა ადა­მი­ა­ნის სხე­ულ­ზე, მით მა­ღა­ლია და­ა­ვა­დე­ბის გა­და­დე­ბის შან­სი", – გა­ნა­ცხა­და პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ.

ამა­ში ახა­ლი არა­ფე­რია, ტკი­პე­ბი ყო­ველ­წლი­უ­რად მრავ­ლდე­ბი­ან, მაგ­რამ ასე­ვე ყო­ველ­წლი­უ­რად უნდა გა­ვიხ­სე­ნოთ ის სიფრ­თხი­ლის ნორ­მე­ბი, რაც ამ სა­შიშ და­ა­ვა­დე­ბას თა­ვი­დან აგ­ვა­ცი­ლებს.

რას წარ­მო­ად­გენს ყი­რიმ-კონ­გოს ჰე­მო­რა­გი­უ­ლი ცხე­ლე­ბა და რა იწ­ვევს მას

  • ეს და­ა­ვა­დე­ბა ტკი­პის ნაკ­ბე­ნით გა­და­დის. ხა­სი­ათ­დე­ბა მა­ღა­ლი ეპი­დე­მი­უ­რი პო­ტენ­ცი­ა­ლით, საკ­მა­ოდ რთუ­ლი სამ­კურ­ნა­ლოა და ასე­ვე რთუ­ლად ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა პრე­ვენ­ცი­ულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს.
  • და­ა­ვა­დე­ბა და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის 1/5-ს უვი­თარ­დე­ბათ
  • და­ა­ვა­დე­ბის ინ­კუ­ბა­ცი­უ­რი პე­რი­ო­დი ტკი­პის კბე­ნით ვირუ­სის გა­და­ცე­მის შემ­თხვე­ვა­ში არის 1–3 დღე, და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ სის­ხლთან და ქსო­ვი­ლებ­თან კონ­ტაქ­ტი­სას 5–6 დღე, ხოლო მაქ­სი­მა­ლუ­რი ინ­კუ­ბა­ცი­უ­რი პე­რი­ო­დი 14 დღე
  • პირ­ვე­ლა­დი სიმპტო­მე­ბი არას­პე­ცი­ფი­უ­რია და ზოგ­ჯერ სწრა­ფად ვი­თარ­დე­ბა: ცხე­ლე­ბა, თა­ვის ტკი­ვი­ლი, კუნ­თე­ბი­სა და სახ­სრე­ბის ტკი­ვი­ლი, მუც­ლის ტკი­ვი­ლი, გუ­ლის­რე­ვა, ყე­ლის ტკი­ვი­ლი, კო­ნი­უნ­ქტი­ვი­ტი, სიყ­ვით­ლე, სენ­სო­რუ­ლი და ხა­სი­ა­თის ცვლი­ლე­ბა, გა­მო­ნა­ყა­რი, ჰე­მო­რა­გი­უ­ლი დი­ა­თე­ზი, ეკ­ქი­მო­ზი, სის­ხლდე­ნა ინექ­ცი­ის ად­გი­ლე­ბი­დან და მრა­ვა­ლი სხვა წყა­რო­ე­ბი­დან. და­ა­ვა­დე­ბის მძი­მე ფორ­მის შემ­თხვე­ვა­ში ლე­ტა­ლუ­რი გა­მო­სა­ვა­ლი დგე­ბა ავა­დო­ბის მე–2 კვი­რას...

ბავ­შვს ტკი­პამ უკბი­ნა? რო­გორ მო­ვიქ­ცეთ?...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

თქვენ თვითონ ტკიპებო
0

ამ კაცის სიფათის დანახვა არ შემოძლია,ეს კუბოების ასო სიაცია

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ტკიპის სეზონი დაიწყო - როგორ ავარიდოთ ბავშვებს ყირიმ-კონგოს ცხელება

ტკიპის სეზონი დაიწყო - როგორ ავარიდოთ ბავშვებს ყირიმ-კონგოს ცხელება

დღევანდელი ცხოვრების აჩქარებული რიტმისა და უამრავი ყოფითი პრობლემის ფონზე, მშობლებს გარკვეული რეკომენდაციების შეხსენება სჭირდებათ. მაგალითად, ცოტა ხნის წინ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ მოსახლეობა კიდევ ერთხელ გააფრთხილა, რომ გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად ტკიპებიც აქტიურდებიან და ყირიმ-კონკოს დაავადების გავრცელების რისკიც მატულობს.

"ტკიპას ნაკბენი იწვევს ყირიმ-კონგოს ცხელებას, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დაავადებაა. ბუნებაში ტკიპა არის და იქნება. ყველა მათგანი არ არის დაავადების გადამტანი, მაგრამ, ადამიანმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს. როცა ბავშვი ბუნებიდან სახლში შეგყავთ, უნდა დაათვალიეროთ. ტკიპა, რაც უფრო დიდი ხნის განმავლობაში დარჩება ადამიანის სხეულზე, მით მაღალია დაავადების გადადების შანსი", – განაცხადა პაატა იმნაძემ.

ამაში ახალი არაფერია, ტკიპები ყოველწლიურად მრავლდებიან, მაგრამ ასევე ყოველწლიურად უნდა გავიხსენოთ ის სიფრთხილის ნორმები, რაც ამ საშიშ დაავადებას თავიდან აგვაცილებს.

რას წარმოადგენს ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება და რა იწვევს მას

  • ეს დაავადება ტკიპის ნაკბენით გადადის. ხასიათდება მაღალი ეპიდემიური პოტენციალით, საკმაოდ რთული სამკურნალოა და ასევე რთულად ექვემდებარება პრევენციულ ღონისძიებებს.
  • დაავადება დაინფიცირებული ადამიანების 1/5-ს უვითარდებათ
  • დაავადების ინკუბაციური პერიოდი ტკიპის კბენით ვირუსის გადაცემის შემთხვევაში არის 1–3 დღე, დაინფიცირებულ სისხლთან და ქსოვილებთან კონტაქტისას 5–6 დღე, ხოლო მაქსიმალური ინკუბაციური პერიოდი 14 დღე
  • პირველადი სიმპტომები არასპეციფიურია და ზოგჯერ სწრაფად ვითარდება: ცხელება, თავის ტკივილი, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, მუცლის ტკივილი, გულისრევა, ყელის ტკივილი, კონიუნქტივიტი, სიყვითლე, სენსორული და ხასიათის ცვლილება, გამონაყარი, ჰემორაგიული დიათეზი, ეკქიმოზი, სისხლდენა ინექციის ადგილებიდან და მრავალი სხვა წყაროებიდან. დაავადების მძიმე ფორმის შემთხვევაში ლეტალური გამოსავალი დგება ავადობის მე–2 კვირას...

ბავშვს ტკიპამ უკბინა? როგორ მოვიქცეთ?...წაიკითხეთ სრულად

მითები და რეალობა ჰესების შესახებ

ბათუმი უცხოური მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა

საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა