ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის ორი ამბავი აქვთ - კარგი და ცუდი. ამის შესახებ ჯანმოს ევროპის ოფისის ხელმძღვანელმა, ჰანს კლუგმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
როგორც "ნიუ იორკ პოსტი" წერს, კლუგის თქმით, ჯერჯერობით COVID-19-ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა არსებობს და არც მედიკამენტი, ამ ფონზე კი ცუდი ის არის, რომ თუ მეორე ტალღა იქნება, შესაძლოა, ის დამანგრეველი აღმოჩნდეს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი იმასაც აღნიშნავს, რომ კორონავირუსის მეორე ტალღის არიდება შესაძლებელია იზოლაციის გზით.
"ვირუსის მეორე ტალღა გარდაუვალი არ არის, მაგრამ იზრდება იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებიც შეზღუდვებს ამსუბუქებენ, რაც COVID-19-ის მეორე ტალღის საფრთხეს ზრდის. იზოლაციის გარეშე, მეორე ტალღა შესაძლოა, იყოს გამანადგურებელი" - ამბობს ჰანს კლუგი.
მისივე თქმით, კარგი ამბავი ის არის, რომ მსოფლიო ახლა, პირველი ტალღის შემდეგ, კორონავირუსთან გამკლავების თვალსაზრისით, უკეთეს მდგომარეობაშია, რადგანაც ვირუსის ხასიათი ადამიანებისთვის შედარებით ცნობილია.
"ჩვენ უკეთ გავიცანით ვირუსი, ვიცით, რომელი ზომები, შეზღუდვებია ეფექტური, როგორ უნდა მოვემზადოთ“, - ამბობს ჯანმოს წარმომადგენელი.
ვირუსი მსოფლიოში ჩინეთის ქალაქ უხანიდან გავრცელდა. ვირუსის გავრცელების პირველივე ეტაპიდან ექსპერტები და მათ შორის, ამერიკელი ექიმი ენტონი ფაუჩი, ამბობდნენ, რომ ეფექტური ვაქცინის შექმნას 18 თვე დასჭირდებოდა. ამ დროისთვის ვაქცინები უკვე არსებობს და მათ ნაწილს ადამიანებზე, ნაწილს კი ამ ეტაპისთვის ცხოველებზე ცდიან. სავარაუდოდ მსოფლიოს ვაქცინა შემოდგომის მიწურულისთვის უნდა ჰქონდეს.
იმედის მომცემი ვაქცინები: