მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მამაჩემს ქართველი სიძე სურდა, მაგრამ როცა სალემი გაიცნეს, არჩევანი მომიწონეს" - მოდელი და პიანისტი კრისტინე კეკუტია ეგვიპტელ მეუღლეზე
"მამაჩემს ქართველი სიძე სურდა, მაგრამ როცა სალემი გაიცნეს, არჩევანი მომიწონეს" - მოდელი და პიანისტი კრისტინე კეკუტია ეგვიპტელ მეუღლეზე

მო­დე­ლი, პი­ა­ნის­ტი, მო­მა­ვა­ლი ექი­მი, ულა­მა­ზე­სი კრის­ტი­ნე კე­კუ­ტია, რო­მელ­მაც სა­ზღვარ­გა­რეთ არა­ერ­თხელ გვა­სა­ხე­ლა, უცხო­ელ­მა "მოგვტა­ცა". ერ­თმა­ნე­თი სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­იც­ნეს და ქარ­თვე­ლი გო­გო­ნა­თი მო­ხიბ­ლულ­მა სა­ლემ­მა ჯერ სა­მუ­შაო შეს­თა­ვა­ზა კრის­ტი­ნეს, შემ­დეგ კი საფ­რან­გეთ­ში ჩა­იყ­ვა­ნა და ხელი ეი­ფე­ლის კოშ­კის ფონ­ზე სთხო­ვა.

- მე და ჩემი მე­უღ­ლე ერ­თმა­ნეთს პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში შევ­ხვდით, სა­მე­დი­ცი­ნო კონ­გრეს­ზე იყო ჩა­მო­სუ­ლი. თა­ვი­დან მხო­ლოდ საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და, მაგ­რამ მისი მხრი­დან ყო­ველ­თვის დიდ პა­ტი­ვის­ცე­მას ვგრძნობ­დი. ერთხე­ლაც თა­ვის სა­მე­დი­ცი­ნო კომ­პა­ნი­ა­ში მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბა შე­მომ­თა­ვა­ზა, მეც დავ­თან­ხმდი, რად­გან ასეთ გა­მოც­დი­ლე­ბას ეს­თე­ტი­კურ სფე­რო­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში ვერ მი­ვი­ღებ­დი და თან, მოგ­ზა­უ­რო­ბაც ხომ ძა­ლი­ან მიყ­ვარს (იღი­მის). მოკ­ლედ, მისი წი­ნა­და­დე­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ, სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში მი­წევ­და ფრე­ნა ორ კვი­რა­ში ერთხელ. ამის გამო ახ­ლობ­ლებს მგო­ნი, გიჟი ვე­გო­ნე. ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში იშ­ვი­ა­თად ვხე­დავ­დი სა­ლემს, რად­გან ყო­ველ­თვის და­კა­ვე­ბუ­ლი იყო, მაგ­რამ მერე ისე მოხ­და, რომ ხშირ-ხში­რად ჩნდე­ბო­და იქ, სა­დაც არ ვე­ლო­დი. ზედ­მეტ ყუ­რა­დღე­ბას იჩენ­და ჩემ­და­მი, ხში­რად ვსა­უბ­რობ­დით; რო­მელ ქვე­ყა­ნა­შიც უნდა ჩავ­სუ­ლი­ყა­ვი საქ­მე­ე­ბის გამო, ყველ­გან თვი­თონ მხვდე­ბო­და... მეც სულ ვაკ­ვირ­დე­ბო­დი და აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი მი­სით. სა­ბო­ლო­ოდ, მივ­ხვდი, რომ შე­მიყ­ვარ­და, მაგ­რამ მის­თვის ეს არ მით­ქვამს მა­ნამ, ვიდ­რე თვი­თონ არ გა­მო­მი­ტყდა...

- რო­გორც მახ­სოვს, პე­დი­ატ­რო­ბა გინ­დო­და. ეს­თე­ტი­კუ­რი მე­დი­ცი­ნით სა­ლე­მის გამო და­ინ­ტე­რეს­დი?..

- კი, პე­დი­ატ­რო­ბა მინ­დო­და, მაგ­რამ ერთი წე­ლია ეს­თე­ტი­კურ­მა მე­დი­ცი­ნამ გა­მი­ტა­ცა. როცა სა­ლემ­მა ისე­თი სა­მუ­შაო შე­მომ­თა­ვა­ზა მე­დი­ცი­ნას რომ ეხე­ბო­და, უარი ვერ ვუ­თხა­რი. მას მერე ვეს­წრე­ბი მსოფ­ლიო კონ­გრე­სებს, დიდ პრაქ­ტი­კას ვი­ღებ და ისე მომ­წონს ეს სფე­რო, რომ აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას ვერ ვფა­რავ, მო­მა­ვალ­ში ამ გზას მინ­და გავ­ყვე. ამ სფე­რო­ში რომ გად­მო­ვი­ნაც­ვლე, ჩემი მე­უღ­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბაა და ვიცი, ამას არა­სო­დეს ვი­ნა­ნებ...

- რა გი­თხრა, პირ­ვე­ლი და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე შე­მიყ­ვარ­დიო?

- არა, აღ­მოჩ­ნდა, რომ მას შემ­დეგ შე­ვუყ­ვარ­დი, რაც ჩემს და­წე­რილ კომ­პო­ზი­ცი­ას მო­უს­მი­ნა. ამ­ბობს, რომ ამის მერე რა­ღაც "სხვა" იგ­რძნო და მიხ­ვდა, რომ ძა­ლი­ან ღრმა ში­ნა­გა­ნი სამ­ყა­რო მქონ­და. დღემ­დე გიჟ­დე­ბა, როცა პი­ა­ნი­ნოს­თან ვზი­ვარ და ვუკ­რავ. ყველ­გან, სა­დაც კი ჩავ­დი­ვართ, ინ­სტრუ­მენტს მახ­ვედ­რებს...

- ახლა რო­მელ ქვე­ყა­ნა­ში ხართ?

- კა­რან­ტი­ნის გა­ტა­რე­ბა კა­ი­რო­ში გვი­წევს. სახ­ლში პი­ა­ნი­ნო არ ჰქონ­და და აქაც მო­მი­ტა­ნა სი­ურპრი­ზად... მოკ­ლედ, პა­რიზ­ში მთხო­ვა ხელი და მეც დავ­თან­ხმდი.

- შენი ოჯა­ხის წევ­რე­ბი რო­გორ შეხ­ვდნენ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, უცხო­ელს რომ უნდა გაჰ­ყო­ლო­დი?

- პირ­ვე­ლად მას­ზე ჩემს ძმას ვუ­თხა­რი. სი­მარ­თლე გი­თხრათ, ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ­დი მის რე­აქ­ცი­ა­ზე, მაგ­რამ ისე კარ­გად და თბი­ლად მი­ი­ღო ჩემი საქმრო, რომ სა­სი­ა­მოვ­ნოდ გა­მაკ­ვირ­ვა. ის ეგ­ვიპ­ტე­ლია და ნა­ხევ­რად ფრან­გიც, ამი­ტომ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ხა­სი­ა­თი და გა­რეგ­ნო­ბა აქვს, რაც ძა­ლი­ან მომ­წონს. ჩემს მშობ­ლებს, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­მა­ჩემს, რა თქმა უნდა, ქარ­თვე­ლი სი­ძის ყოლა სურ­და, მაგ­რამ როცა შეხ­ვდნენ და და­ი­ლა­პა­რა­კეს, ჩემი არ­ჩე­ვა­ნით კმა­ყო­ფი­ლე­ბი დარ­ჩნენ. ძა­ლი­ან შე­უყ­ვარ­დათ სიძე. მიხ­ვდნენ, რომ კარ­გი ადა­მი­ა­ნია.

რო­გორც გი­თხა­რით, ამ­ჟა­მად კა­ი­რო­ში ვცხოვ­რობთ, მაგ­რამ მისი საქ­მე­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ხში­რად უწევს ფრე­ნა. სა­ქარ­თვე­ლო­შიც 4 წე­ლია ჩა­დის ხოლ­მე. პარტნი­ო­რიც არის ერთ-ერთი ცნო­ბი­ლი ქარ­თუ­ლი კომ­პა­ნი­ის და ქარ­თვე­ლე­ბიც ძა­ლი­ან უყ­ვარს. ამი­ტომ მის­თვის უცხო არ ყო­ფი­ლა ჩემი ტრა­დი­ცი­ე­ბი და ქვე­ყა­ნა. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გივი.
16

ნახევარი სამეგრელო თურქზეა გათხოვილი იმერელი სოფლელი ქალებიც იქნა არიან სულე. რასაა რომ გვაკვირვებთ.

სოლომონი
22

ვერ მოასწრეს შენი წინაპრების გაყიდვა თურქეთში ან ეგვიპტეში და აჰა რაც გეწერა აისრულე.. გისურვებ გამდისრებას!!!

ავტორი:

"მამაჩემს ქართველი სიძე სურდა, მაგრამ როცა სალემი გაიცნეს, არჩევანი მომიწონეს" - მოდელი და პიანისტი კრისტინე კეკუტია ეგვიპტელ მეუღლეზე

"მამაჩემს ქართველი სიძე სურდა, მაგრამ როცა სალემი გაიცნეს, არჩევანი მომიწონეს" - მოდელი და პიანისტი კრისტინე კეკუტია ეგვიპტელ მეუღლეზე

მოდელი, პიანისტი, მომავალი ექიმი, ულამაზესი კრისტინე კეკუტია, რომელმაც საზღვარგარეთ არაერთხელ გვასახელა, უცხოელმა "მოგვტაცა". ერთმანეთი საქართველოში გაიცნეს და ქართველი გოგონათი მოხიბლულმა სალემმა ჯერ სამუშაო შესთავაზა კრისტინეს, შემდეგ კი საფრანგეთში ჩაიყვანა და ხელი ეიფელის კოშკის ფონზე სთხოვა.

- მე და ჩემი მეუღლე ერთმანეთს პირველად საქართველოში შევხვდით, სამედიცინო კონგრესზე იყო ჩამოსული. თავიდან მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ მისი მხრიდან ყოველთვის დიდ პატივისცემას ვგრძნობდი. ერთხელაც თავის სამედიცინო კომპანიაში მუშაობის დაწყება შემომთავაზა, მეც დავთანხმდი, რადგან ასეთ გამოცდილებას ესთეტიკურ სფეროში, საქართველოში ვერ მივიღებდი და თან, მოგზაურობაც ხომ ძალიან მიყვარს (იღიმის). მოკლედ, მისი წინადადების მიღების შემდეგ, სხვადასხვა ქვეყანაში მიწევდა ფრენა ორ კვირაში ერთხელ. ამის გამო ახლობლებს მგონი, გიჟი ვეგონე. ამ დროის განმავლობაში იშვიათად ვხედავდი სალემს, რადგან ყოველთვის დაკავებული იყო, მაგრამ მერე ისე მოხდა, რომ ხშირ-ხშირად ჩნდებოდა იქ, სადაც არ ველოდი. ზედმეტ ყურადღებას იჩენდა ჩემდამი, ხშირად ვსაუბრობდით; რომელ ქვეყანაშიც უნდა ჩავსულიყავი საქმეების გამო, ყველგან თვითონ მხვდებოდა... მეც სულ ვაკვირდებოდი და აღფრთოვანებული ვიყავი მისით. საბოლოოდ, მივხვდი, რომ შემიყვარდა, მაგრამ მისთვის ეს არ მითქვამს მანამ, ვიდრე თვითონ არ გამომიტყდა...

- როგორც მახსოვს, პედიატრობა გინდოდა. ესთეტიკური მედიცინით სალემის გამო დაინტერესდი?..

- კი, პედიატრობა მინდოდა, მაგრამ ერთი წელია ესთეტიკურმა მედიცინამ გამიტაცა. როცა სალემმა ისეთი სამუშაო შემომთავაზა მედიცინას რომ ეხებოდა, უარი ვერ ვუთხარი. მას მერე ვესწრები მსოფლიო კონგრესებს, დიდ პრაქტიკას ვიღებ და ისე მომწონს ეს სფერო, რომ აღფრთოვანებას ვერ ვფარავ, მომავალში ამ გზას მინდა გავყვე. ამ სფეროში რომ გადმოვინაცვლე, ჩემი მეუღლის დამსახურებაა და ვიცი, ამას არასოდეს ვინანებ...

- რა გითხრა, პირველი დანახვისთანავე შემიყვარდიო?

- არა, აღმოჩნდა, რომ მას შემდეგ შევუყვარდი, რაც ჩემს დაწერილ კომპოზიციას მოუსმინა. ამბობს, რომ ამის მერე რაღაც "სხვა" იგრძნო და მიხვდა, რომ ძალიან ღრმა შინაგანი სამყარო მქონდა. დღემდე გიჟდება, როცა პიანინოსთან ვზივარ და ვუკრავ. ყველგან, სადაც კი ჩავდივართ, ინსტრუმენტს მახვედრებს...

- ახლა რომელ ქვეყანაში ხართ?

- კარანტინის გატარება კაიროში გვიწევს. სახლში პიანინო არ ჰქონდა და აქაც მომიტანა სიურპრიზად... მოკლედ, პარიზში მთხოვა ხელი და მეც დავთანხმდი.

- შენი ოჯახის წევრები როგორ შეხვდნენ გადაწყვეტილებას, უცხოელს რომ უნდა გაჰყოლოდი?

- პირველად მასზე ჩემს ძმას ვუთხარი. სიმართლე გითხრათ, ძალიან ვნერვიულობდი მის რეაქციაზე, მაგრამ ისე კარგად და თბილად მიიღო ჩემი საქმრო, რომ სასიამოვნოდ გამაკვირვა. ის ეგვიპტელია და ნახევრად ფრანგიც, ამიტომ განსხვავებული ხასიათი და გარეგნობა აქვს, რაც ძალიან მომწონს. ჩემს მშობლებს, განსაკუთრებით მამაჩემს, რა თქმა უნდა, ქართველი სიძის ყოლა სურდა, მაგრამ როცა შეხვდნენ და დაილაპარაკეს, ჩემი არჩევანით კმაყოფილები დარჩნენ. ძალიან შეუყვარდათ სიძე. მიხვდნენ, რომ კარგი ადამიანია.

როგორც გითხარით, ამჟამად კაიროში ვცხოვრობთ, მაგრამ მისი საქმეებიდან გამომდინარე, ხშირად უწევს ფრენა. საქართველოშიც 4 წელია ჩადის ხოლმე. პარტნიორიც არის ერთ-ერთი ცნობილი ქართული კომპანიის და ქართველებიც ძალიან უყვარს. ამიტომ მისთვის უცხო არ ყოფილა ჩემი ტრადიციები და ქვეყანა. წაიკითხეთ სრულად