პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლეიკემიით დაავადებული ამერიკელის უკანასკნელი სურვილის ასრულებისთვის, აშშ-ს საელჩო ქართულ თემს და ელჩს მადლობას უხდის
ლეიკემიით დაავადებული ამერიკელის უკანასკნელი სურვილის ასრულებისთვის, აშშ-ს საელჩო ქართულ თემს და ელჩს მადლობას უხდის

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ელ­ჩო მად­ლო­ბას გა­მო­ხა­ტავს აშშ-ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს ელ­ჩი­სა და ქარ­თვე­ლი მო­ხა­ლი­სე­ე­ბის მი­მართ, რომ­ლებ­მაც მძი­მედ და­ა­ვა­დე­ბულ ამე­რი­კელ ახალ­გაზ­რდას უკა­ნას­კნე­ლი სურ­ვი­ლი აუს­რუ­ლეს და სახ­ლში ქარ­თუ­ლი სუფ­რა მი­არ­თვეს.

სა­მად­ლო­ბელ წე­რილს აშშ-ს სა­ელ­ჩო "ფე­ის­ბუ­ქის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე აქ­ვეყ­ნებს:

"ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ელ­ჩო სა­ქარ­თვე­ლო­ში, მად­ლი­ე­რე­ბას გა­მო­ხა­ტავს ამე­რი­კა­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თუ­ლი თე­მი­სა და ვა­შინგტონ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს მი­მართ, რომ­ლებ­მაც უდი­დე­სი ძა­ლის­ხმე­ვა გას­წი­ეს ოჰა­ი­ოს მკვიდ­რი, ლე­ი­კე­მი­ით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტის სურ­ვი­ლის ასას­რუ­ლებ­ლად, რო­დე­საც მან ნამ­დვი­ლი ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბი ინატ­რა.

ავად­მყო­ფო­ბამ­დე ახალ­გაზ­რდა კაცი სა­ქარ­თვე­ლოს სტუმ­რობ­და, სა­დაც შე­იყ­ვა­რა ქარ­თვე­ლი ხალ­ხი და ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო. მკურ­ნა­ლო­ბის და­წყე­ბამ­დე იგი სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას გეგ­მავ­და. მისი თხოვ­ნის სა­პა­სუ­ხოდ, ქარ­თუ­ლი თე­მის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი გა­ემ­გზავრნენ მას­თან სახ­ლში, დე­ი­ტონ­ში, ოჰა­ი­ოს შტატ­ში, რათა მო­ემ­ზა­დე­ბი­ნათ და პი­რა­დად გა­მას­პინ­ძლე­ბოდ­ნენ მას ნამ­დვი­ლი ქარ­თუ­ლი სუფ­რით.

ასე­თი კე­თილ­შო­ბი­ლუ­რი და გულ­წრფე­ლი ჟეს­ტი, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ამ რთულ პე­რი­ოდ­ში, ქარ­თუ­ლი დიდსუ­ლოვ­ნე­ბის ჭეშ­მა­რი­ტი გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა და იმ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ძლი­ე­რი პა­ტი­ვის­ცე­მაა, რაც ჩვე­ნი ქვეყ­ნე­ბის ხალ­ხებს აკავ­ში­რებს. უღ­რმე­სი მად­ლო­ბა ქარ­თულ თემს ამე­რი­კა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს ვა­შინგტონ­ში და ელჩ და­ვით ბაქ­რა­ძეს" - ნათ­ქვა­მია მად­ლო­ბის წე­რილ­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, ეს ემო­ცი­უ­რი ის­ტო­რია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­ი­წყო - "ფე­ის­ბუ­ქის" ჯგუფ­ში Spend 4 Seasons in Georgia, უცხო­ელ­მა მა­მა­კაც­მა ფი­ლიპ კო­ვალ­სკიმ თხოვ­ნით მი­მარ­თა ქარ­თვე­ლებს - მას მო­მაკ­ვდა­ვი მე­გობ­რის­თვის ქარ­თუ­ლი სუფ­რის გა­კე­თე­ბა სურ­და და ელო­და, რომ რჩე­ვებს მი­ი­ღებ­და ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­გან.

მე­თი­უს, რო­მე­ლიც ოჰა­ი­ო­ში ცხოვ­რობს, ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნის ბოლო სტა­დია აქვს და ექი­მებ­მა მას სი­ცო­ცხლის მაქ­სი­მა­ლურ ვა­დად 2 თვე გა­ნუ­სა­ზღვრეს. მე­თი­უს ერთ-ერთი ბოლო სურ­ვი­ლიც სწო­რედ ეს არის - სა­ქარ­თვე­ლო­ზე შეყ­ვა­რე­ბულს, კი­დევ ერთხელ გა­ე­სინ­ჯა გემ­რი­ე­ლი ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბი.

მე­გობ­რის თხოვ­ნა და მე­თი­უს უკა­ნას­კნე­ლი სურ­ვი­ლი ახდა აშშ-ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს დახ­მა­რე­ბით - ელჩმა, და­ვით ბაქ­რა­ძემ მე­თი­უს სახ­ლში მზა­რე­უ­ლე­ბი გა­უგ­ზავ­ნა, რომ­ლებ­მაც ლე­ი­კე­მი­ით და­ა­ვა­დე­ბუ­ლის­თვის გემ­რი­ე­ლი ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბი მო­ამ­ზა­დეს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ყოჩაღ ელჩს
0

ყოჩაღ ელცს და საქართველოს საელჩოს, რპმელიც მადლობებშო ყველაზე ბოლოს წერია!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

morduxai
0

გმერტმა დიდხანს აცოცხლოს, ქარტულ საცჰმელს ვინ მოაკლებს,,.

ავტორი:

ლეიკემიით დაავადებული ამერიკელის უკანასკნელი სურვილის ასრულებისთვის, აშშ-ს საელჩო ქართულ თემს და ელჩს მადლობას უხდის

ლეიკემიით დაავადებული ამერიკელის უკანასკნელი სურვილის ასრულებისთვის, აშშ-ს საელჩო ქართულ თემს და ელჩს მადლობას უხდის

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მადლობას გამოხატავს აშშ-ში საქართველოს საელჩოს ელჩისა და ქართველი მოხალისეების მიმართ, რომლებმაც მძიმედ დაავადებულ ამერიკელ ახალგაზრდას უკანასკნელი სურვილი აუსრულეს და სახლში ქართული სუფრა მიართვეს.

სამადლობელ წერილს აშშ-ს საელჩო "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს:

"ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში, მადლიერებას გამოხატავს ამერიკაში მცხოვრები ქართული თემისა და ვაშინგტონში, საქართველოს საელჩოს მიმართ, რომლებმაც უდიდესი ძალისხმევა გასწიეს ოჰაიოს მკვიდრი, ლეიკემიით დაავადებული პაციენტის სურვილის ასასრულებლად, როდესაც მან ნამდვილი ქართული კერძები ინატრა.

ავადმყოფობამდე ახალგაზრდა კაცი საქართველოს სტუმრობდა, სადაც შეიყვარა ქართველი ხალხი და ქართული სამზარეულო. მკურნალობის დაწყებამდე იგი საქართველოში დაბრუნებას გეგმავდა. მისი თხოვნის საპასუხოდ, ქართული თემის წარმომადგენლები გაემგზავრნენ მასთან სახლში, დეიტონში, ოჰაიოს შტატში, რათა მოემზადებინათ და პირადად გამასპინძლებოდნენ მას ნამდვილი ქართული სუფრით.

ასეთი კეთილშობილური და გულწრფელი ჟესტი, განსაკუთრებით კი ამ რთულ პერიოდში, ქართული დიდსულოვნების ჭეშმარიტი გამოხატულება და იმ ურთიერთობების ძლიერი პატივისცემაა, რაც ჩვენი ქვეყნების ხალხებს აკავშირებს. უღრმესი მადლობა ქართულ თემს ამერიკაში, საქართველოს საელჩოს ვაშინგტონში და ელჩ დავით ბაქრაძეს" - ნათქვამია მადლობის წერილში.

შეგახსენებთ, ეს ემოციური ისტორია სოციალურ ქსელში დაიწყო - "ფეისბუქის" ჯგუფში Spend 4 Seasons in Georgia, უცხოელმა მამაკაცმა ფილიპ კოვალსკიმ თხოვნით მიმართა ქართველებს - მას მომაკვდავი მეგობრისთვის ქართული სუფრის გაკეთება სურდა და ელოდა, რომ რჩევებს მიიღებდა ინტერნეტმომხმარებლებისგან.

მეთიუს, რომელიც ოჰაიოში ცხოვრობს, ავთვისებიანი სიმსივნის ბოლო სტადია აქვს და ექიმებმა მას სიცოცხლის მაქსიმალურ ვადად 2 თვე განუსაზღვრეს. მეთიუს ერთ-ერთი ბოლო სურვილიც სწორედ ეს არის - საქართველოზე შეყვარებულს, კიდევ ერთხელ გაესინჯა გემრიელი ქართული კერძები.

მეგობრის თხოვნა და მეთიუს უკანასკნელი სურვილი ახდა აშშ-ში საქართველოს საელჩოს დახმარებით - ელჩმა, დავით ბაქრაძემ მეთიუს სახლში მზარეულები გაუგზავნა, რომლებმაც ლეიკემიით დაავადებულისთვის გემრიელი ქართული კერძები მოამზადეს.