სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ძალაუფლების ევოლუციური მემკვიდრეობის ყაზახური მოდელი
ძალაუფლების ევოლუციური მემკვიდრეობის ყაზახური მოდელი

დას­რულ­და კა­სიმ-ჟო­მარტ ტო­კა­ე­ვის პრე­ზი­დენ­ტო­ბის პირ­ვე­ლი და ენერ­გი­უ­ლი წელი, რო­მელ­მაც დი­ნა­მი­კის სა­ფუძ­ვე­ლი ჩადო უახ­ლო­ე­სი პე­რი­ო­დის­თვის. ამ სტა­ტი­ა­ში მინ­და აღ­ვნიშ­ნო ამ წლის ზო­გი­ერ­თი შე­დე­გი.

2019 წლის 12 ივ­ნისს, ყა­ზა­ხე­თის პრე­ზი­დენ­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­კა­ვე­ბის შემ­დეგ, კა­სიმ-ჟო­მარ­ტმა გან­სა­ზღვრა სა­ხელ­მწი­ფო პო­ლი­ტი­კი­სა და სტრა­ტე­გი­უ­ლი პროგ­რა­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი, რი­თაც და­ა­დას­ტუ­რა ყა­ზა­ხე­თის პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის - ელ­ბა­სი ნურ­სულ­თან ნა­ზარ­ბა­ე­ვის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის მემ­კვიდ­რე­ო­ბი­თო­ბა.

პრე­ზი­დენ­ტო­ბის პირ­ვე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, კ.ტო­კა­ევ­მა უზ­რუნ­ველ­ყო ძა­ლა­უფ­ლე­ბის რბი­ლი და სტა­ბი­ლუ­რი გა­და­ცე­მა, რაც ძა­ლა­უფ­ლე­ბის ტრან­ზი­ტის მთა­ვა­რი პი­რო­ბაა. ერ­თის მხრივ, იგი აგ­რძე­ლებს მოქ­მე­დი სა­ხელ­მწი­ფო კურ­სის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას. მე­ო­რეს მხრივ, შეს­ძი­ნა ახა­ლი იმ­პულ­სი, რა­მაც უზ­რუნ­ველ­ყო ევო­ლუ­ცი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბა. ძა­ლა­უფ­ლე­ბის მემ­კვიდ­რე­ო­ბი­თო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­სას, ყა­ზა­ხე­თის ლი­დე­რი სა­ფუძ­ველს უყ­რის სა­ხელ­მწი­ფო გან­ვი­თა­რე­ბის ახალ ვექ­ტორს, რო­მე­ლიც და­ფუძ­ნე­ბუ­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან დი­ა­ლოგ­ზე, აზ­რთა პლუ­რა­ლიზმსა და შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა­ზე.

პო­ლი­ტი­კუ­რი ტრან­ზი­ტის დრო ყა­ზა­ხეთ­ში და­ემ­თხვა გლო­ბა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი­სა და ტრანსფორ­მა­ცი­ე­ბის პე­რი­ოდს, რა­მაც ასე­ვე კვა­ლი და­ტო­ვა ყა­ზა­ხე­თის ახა­ლი ლი­დე­რის მოქ­მე­დე­ბებ­ზე. ყა­ზა­ხე­თის წი­ნა­შე ასე­ვე გაჩ­ნდა ამო­ცა­ნა, არა უბ­რა­ლოდ მიყ­ვეს სა­კუ­თარ გზას, არა­მედ ქვეყ­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, წარ­მო­ა­ჩი­ნოს უც­ვლე­ლო­ბა პარტნი­ო­რებ­თან ყვე­ლა შე­თან­ხმე­ბი­სა, სტა­ბი­ლუ­რო­ბა მიმ­დი­ნა­რე გან­ვი­თა­რე­ბა­ში და სწრაფ­ვა ზრდის ახა­ლი ჰო­რი­ზონ­ტე­ბის­კენ.

პრე­ზი­დენტ კ.ტო­კა­ე­ვის მოღ­ვა­წე­ო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბა არის სა­ხელ­მწი­ფო­სად­მი და სა­ხელ­მწი­ფო მმარ­თვე­ლო­ბის ეფექ­ტუ­რო­ბი­სად­მი ნდო­ბის ამაღ­ლე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის გა­და­სა­ლა­ხად, პრე­ზი­დენ­ტმა ტო­კა­ევ­მა გა­მო­ა­ცხა­და „შემსმე­ნე­ლი სა­ხელ­მწი­ფოს” კონ­ცეფ­ცია, რო­მე­ლიც გახ­და სა­ხელ­მწი­ფო მმარ­თვე­ლო­ბის ძი­რი­თა­დი ფი­ლო­სო­ფია, არ­სე­ბი­თად გა­ი­ზარ­და სა­ხელ­მწი­ფო აპა­რა­ტის გახ­სნი­ლო­ბი­სა და ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი.

კ. ტო­კა­ე­ვის საპ­რე­ზი­დენ­ტო დღის წეს­რი­გის ერთ-ერთი მთა­ვა­რი პუნ­ქტი არის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ნდო­ბის ეროვ­ნუ­ლი საბ­ჭოს შექ­მნა და მუ­შა­ო­ბა, სა­დაც შე­ვიდ­ნენ ცნო­ბი­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­ე­ბი, ეკო­ნო­მის­ტე­ბი და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლე­ბი. ეროვ­ნუ­ლი საბ­ჭოს მუ­შა­ო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს პო­ლი­ტი­კურ, სო­ცი­ა­ლურ და ეკო­ნო­მი­კურ მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზე, დღის წეს­რიგ­ზე გა­მო­აქვთ სა­ხელ­მწი­ფო გან­ვი­თა­რე­ბის ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლუ­რი და მწვა­ვე სა­კი­თხე­ბი.

ამით, ყა­ზა­ხე­თის ლი­დე­რი აჩ­ვე­ნებს რე­ა­ლურ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან დი­ა­ლო­გი­სა და სა­ხელ­მწი­ფოს გან­ვი­თა­რე­ბის გან­მსა­ზღვრე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის ერ­თობ­ლი­ვად შე­მუ­შა­ვე­ბის მი­მართ. ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე სხდო­მის შე­დე­გე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, შე­მუ­შავ­და და მი­ღე­ბულ იქნა პა­კე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი რე­ფორ­მე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც ეხე­ბა მშვი­დო­ბი­ა­ნი შეკ­რე­ბე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონს, არ­ჩევ­ნე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონს, „პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის შე­სა­ხებ“კა­ნონს და პრაქ­ტი­კა­ში აძ­ლი­ე­რე­ბენ პო­ლი­ტი­კუ­რი პლუ­რა­ლიზ­მის პრინ­ცი­პებს.

წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, პრე­ზი­დენ­ტმა კ.ტო­კა­ევ­მა გა­ა­ტა­რა ღო­ნის­ძი­ე­ბა­თა კომ­პლექ­სი, რომ­ლე­ბიც მი­მარ­თუ­ლია რო­გორც მო­სახ­ლე­ო­ბის ცალ­კე­უ­ლი ფე­ნე­ბის, ისე მთლი­ა­ნად სა­ზო­გა­დო­ე­ბის სო­ცი­ა­ლუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის­კენ. ქვე­ყა­ნა­ში ჩა­ტარ­და საკ­რე­დი­ტო ამ­ნის­ტია მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი დე­დე­ბის­თვის, ოჯა­ხე­ბის­თვის, სა­დაც ჰყავთ შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე ბავ­შვე­ბი, ობო­ლი ბავ­შვე­ბი, მარ­ჩე­ნალ­და­კარ­გუ­ლი ოჯა­ხე­ბის­თვის, სულ - 500 ათას­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი. ამ­რი­გად, ვა­ლე­ბის­გან ერ­თდრო­უ­ლად გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც აღ­მოჩ­ნდნენ რთულ ცხოვ­რე­ბი­სე­ულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში. ვი­თარ­დე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბის სო­ცი­ა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რის სის­ტე­მა. მიმ­დი­ნა­რე წლი­დან გა­ი­ზარ­და სტუ­დენ­ტუ­რი სტი­პენ­დი­ე­ბი და სა­ბი­უ­ჯე­ტო სფე­როს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის - პე­და­გო­გე­ბის, სა­მო­ქა­ლა­ქო დაც­ვის ორ­გა­ნო­ე­ბი­სა და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ბლო­კის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ხელ­ფა­სე­ბი.

კ.ტო­კა­ე­ვის ერთ-ერთი პრინ­ცი­პი: მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არ არის მხო­ლოდ სტა­ბი­ლუ­რო­ბა, უნდა მი­ვაღ­წი­ოთ იმას, რომ ქვეყ­ნის ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქემ თავი უსაფრ­თხოდ იგ­რძნოს. ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი უსაფრ­თხო­ე­ბის სის­ტე­მის გაძ­ლი­ე­რე­ბის თა­ო­ბა­ზე პრე­ზი­დენ­ტის მიერ და­სა­ხუ­ლი ამო­ცა­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბის­თვის, ქვეყ­ნის პარ­ლა­მენ­ტის მიერ მი­ღე­ბუ­ლია მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბი ნარ­კო­ტი­კე­ბის უკა­ნო­ნო ბრუნ­ვის­თვის, გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის­თვის, ადა­მი­ა­ნე­ბით ვაჭ­რო­ბის­თვის, ბრა­კო­ნი­ე­რო­ბის­თვის და ა.შ. სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი სას­ჯე­ლის გამ­კაც­რე­ბის შე­სა­ხებ.COVID-19 კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რთუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის დროს, კ.ტო­კა­ე­ვი თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლად გა­უ­ძღვა ყა­ზა­ხებს ყა­ზა­ხე­თის ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბი­სა და სრუ­ლი კა­რან­ტი­ნის პი­რო­ბებ­ში, რომ­ლე­ბიც 2 თვეს გაგ­რძელ­და. დღეს ქვე­ყა­ნა მი­ნი­მა­ლუ­რი და­ნა­კარ­გე­ბით გა­მო­დის პან­დე­მი­ი­დან და თან­და­თა­ნო­ბით აღად­გენს თა­ვის აქ­ტი­უ­რო­ბას.

პრე­ზი­დენ­ტო­ბის პირ­ვე­ლი დღე­ე­ბი­დან­ვე კ.ტო­კა­ევ­მა ყა­ზა­ხე­თის მთავ­რო­ბის წი­ნა­შე და­ა­ყე­ნა ამო­ცა­ნა ეკო­ნო­მი­კის ზრდის სტი­მუ­ლი­რე­ბის, ფის­კა­ლუ­რი და მო­ნე­ტა­რუ­ლი პო­ლი­ტი­კის სრულ­ყო­ფის, მე­წარ­მე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის, სა­მა­მუ­ლო მწარ­მო­ებ­ლე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად ღო­ნის­ძი­ე­ბა­თა კომ­პლექ­სის შე­მუ­შა­ვე­ბის შე­სა­ხებ. სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­ურ­მა ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა ქვეყ­ნის სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის, სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის სა­შე­მო­სავ­ლო ნა­წი­ლის ფორ­მი­რე­ბის და ყა­ზა­ხე­თის ეკო­ნო­მი­კის ენერ­გო­ექ­სპორტზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის შემ­ცი­რე­ბის სა­კი­თხებ­ზე.

კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ამ 2020 წელს და ნედ­ლე­ულ­ზე გლო­ბა­ლუ­რი მო­თხოვ­ნი­ლე­ბის შემ­ცი­რე­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა ეკო­ნო­მი­კუ­რი აქ­ტი­უ­რო­ბის მკვეთ­რი შე­ნე­ლე­ბა მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში. ეს ფაქ­ტო­რე­ბი გავ­ლე­ნას ახ­დე­ნენ ყა­ზა­ხე­თის ეკო­ნო­მი­კა­ზე, სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­ზე და ხალ­ხის კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე. ქვეყ­ნის მთავ­რო­ბა მკაც­რად აკონ­ტრო­ლებს სი­ტუ­ა­ცი­ას, ფლობს ყვე­ლა სა­ჭი­რო რე­სურსს ქვე­ყა­ნა­ში სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი სტა­ბი­ლუ­რო­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად.

საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბით კ.ტო­კა­ევ­მა უზ­რუნ­ველ­ყო ძა­ლა­უფ­ლე­ბის ტრან­ზი­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო ლე­გი­ტი­მუ­რო­ბა. ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვან­მა გე­ო­პო­ლი­ტი­კურ­მა ცენ­ტრმა აღი­ა­რა ტო­კა­ე­ვის გა­მარ­ჯვე­ბა და გა­მო­ხა­ტა და­ინ­ტე­რე­სე­ბა ქვეყ­ნის სტა­ბი­ლურ და მდგრად გან­ვი­თა­რე­ბა­ში. თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბის შემ­დეგ, პრე­ზი­დენ­ტმა ტო­კა­ევ­მა და­ა­დას­ტუ­რა ქვეყ­ნის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კუ­რი კურ­სი. სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­უ­რი შეხ­ვდა მთა­ვა­რი გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი ცენ­ტრე­ბი­სა და ქვეყ­ნის სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლებს - რუ­სე­თი, ჩი­ნე­თი, აშშ,

ამ წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ღე­ბულ იქნა სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის ახა­ლი კონ­ცეფ­ცია, რო­მელ­მაც ასა­ხა ყა­ზა­ხე­თის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კუ­რი მოღ­ვა­წე­ო­ბის პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი 2030 წლამ­დე. უცხო­ელ პარტნი­ო­რებ­თან კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის, სა­ერ­თა­შო­რი­სო კო­ო­პე­რა­ცი­ის და რე­გი­ო­ნა­ლუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის ხელ­შე­წყო­ბის ყა­ზა­ხე­თის­თვის ტრა­დი­ცი­უ­ლი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის გარ­და, გლო­ბა­ლუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის გან­მტკი­ცე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბით დო­კუ­მენ­ტში ასე­ვე ხაზ­გას­მუ­ლია ახა­ლი აქ­ცენ­ტე­ბი.

ახალ კონ­ცეფ­ცი­ა­ში დიდი ყუ­რა­დღე­ბა ეთ­მო­ბა სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგე­ნე­ლის გაძ­ლი­ე­რე­ბას. სა­უ­ბა­რია სან­ქცი­ე­ბის, მსოფ­ლიო ბაზ­რე­ბის არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დო­ბის, სა­ვაჭ­რო ომე­ბი­სა და პრო­ტექ­ცი­ო­ნიზ­მის პი­რო­ბებ­ში ყა­ზა­ხე­თის ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ტენ­ცი­ა­ლის რე­ა­ლი­ზა­ცი­ი­სა და მსოფ­ლიო ბაზ­რე­ბის­კენ მი­მა­ვა­ლი მომ­გე­ბი­ა­ნი სატ­რან­ზი­ტო დე­რეფ­ნე­ბის მო­ძი­ე­ბის­თვის სა­გა­რეო პი­რო­ბე­ბის შექ­მნის შე­სა­ხებ. ახალ გლო­ბა­ლურ გე­ო­ე­კო­ნო­მი­კურ რე­ა­ლო­ბებ­ში ყა­ზა­ხე­თი ოპ­ტი­მის­ტუ­რად ეძებს ახალ ეკო­ნო­მი­კურ ნი­შებს და შე­მო­სავ­ლის წყა­რო­ებს.

ყა­ზა­ხე­თის მე­თა­უ­რის პრე­ზი­დენ­ტო­ბის პირ­ვე­ლი წელი წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო ასე­ვე ყა­ზა­ხეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც ტრა­დი­ცი­უ­ლად კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი და ურ­თი­ერ­თმომ­გე­ბი­ა­ნია. ამის დას­ტუ­რია პრე­ზი­დენ­ტე­ბის კა­სიმ-ჟო­მარტ ტო­კა­ე­ვი­სა და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის შეხ­ვედ­რა, რო­მე­ლიც გა­ი­მარ­თა გა­სუ­ლი წლის სექ­ტემ­ბერ­ში გა­ე­როს გე­ნე­რა­ლუ­რი ასამ­ბლე­ის ფარ­გლებ­ში. მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­მა უმაღ­ლეს დო­ნე­ზე და­ა­დას­ტუ­რეს პო­ლი­ტი­კუ­რი დი­ა­ლო­გის მა­ღა­ლი დონე, ჩვენს ქვეყ­ნებს შო­რის მო­უგ­ვა­რე­ბე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბის არარ­სე­ბო­ბა, რაც, რა თქმა უნდა, ქმნის კარგ პერ­სპექ­ტი­ვებს ეკო­ნო­მი­კუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნისტრს, მ.ბახ­ტა­ძეს ყა­ზა­ხეთ­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტის დროს პრე­ზი­დენ­ტმა კ-ჟ. ტო­კა­ევ­მა უმას­პინ­ძლა. შეხ­ვედ­რი­სას გან­ხი­ლულ იქნა ორ­მხრი­ვი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის აქ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კი­თხე­ბი და გა­მო­იკ­ვე­თა შე­ხე­ბის წერ­ტი­ლე­ბი. მხა­რე­ებ­მა აღ­ნიშ­ნეს და­ინ­ტე­რე­სე­ბა პო­ლი­ტი­კურ, სა­ვაჭ­რო-ეკო­ნო­მი­კურ, სატ­რან­ზი­ტო-სატ­რან­სპორ­ტო, სა­ინ­ვეს­ტი­ციო, კულ­ტუ­რულ- ჰუ­მა­ნი­ტა­რულ და სხვა სფე­რო­ებ­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­სა და პარტნი­ო­რო­ბის შემ­დგო­მი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და გაძ­ლი­ე­რე­ბის სა­კი­თხებ­ში. ვი­ზი­ტის შე­დე­გად ხელი მო­ე­წე­რა რიგ მნიშ­ვნე­ლო­ვან ორ­მხრივ შე­თან­ხმე­ბას.

ყა­ზა­ხე­თი მზად არის მე­გობ­რულ სა­ქარ­თვე­ლოს­თან ორ­მხრი­ვი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის ყვე­ლა სფე­რო­ში. სა­ზღვრე­ბის გახ­სნის შემ­დეგ, ჩვენ ვგეგ­მავთ ორ­მხრი­ვი შეხ­ვედ­რე­ბი­სა და სხვა­დას­ხვა სა­ხელ­მწი­ფო ორ­გა­ნო­ე­ბის სხდო­მე­ბის, აგ­რეთ­ვე სხვა­დას­ხვა ერ­თობ­ლი­ვი კულ­ტუ­რუ­ლი და ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბას.

ბა­ურ­ჟან მუ­ხა­მე­ჯა­ნო­ვი,ყა­ზა­ხე­თის სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი ელ­ჩი­სა­ქარ­თვე­ლო­ში

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

ძალაუფლების ევოლუციური მემკვიდრეობის ყაზახური მოდელი

ძალაუფლების ევოლუციური მემკვიდრეობის ყაზახური მოდელი

დასრულდა კასიმ-ჟომარტ ტოკაევის პრეზიდენტობის პირველი და ენერგიული წელი, რომელმაც დინამიკის საფუძველი ჩადო უახლოესი პერიოდისთვის. ამ სტატიაში მინდა აღვნიშნო ამ წლის ზოგიერთი შედეგი.

2019 წლის 12 ივნისს, ყაზახეთის პრეზიდენტის თანამდებობის ოფიციალურად დაკავების შემდეგ, კასიმ-ჟომარტმა განსაზღვრა სახელმწიფო პოლიტიკისა და სტრატეგიული პროგრამების განხორციელების ძირითადი მიმართულებები, რითაც დაადასტურა ყაზახეთის პირველი პრეზიდენტის - ელბასი ნურსულთან ნაზარბაევის საგარეო პოლიტიკის მემკვიდრეობითობა.

პრეზიდენტობის პირველი წლის განმავლობაში, კ.ტოკაევმა უზრუნველყო ძალაუფლების რბილი და სტაბილური გადაცემა, რაც ძალაუფლების ტრანზიტის მთავარი პირობაა. ერთის მხრივ, იგი აგრძელებს მოქმედი სახელმწიფო კურსის განხორციელებას. მეორეს მხრივ, შესძინა ახალი იმპულსი, რამაც უზრუნველყო ევოლუციური განვითარება. ძალაუფლების მემკვიდრეობითობის უზრუნველყოფისას, ყაზახეთის ლიდერი საფუძველს უყრის სახელმწიფო განვითარების ახალ ვექტორს, რომელიც დაფუძნებულია საზოგადოებასთან დიალოგზე, აზრთა პლურალიზმსა და შეხედულებების მრავალფეროვნებაზე.

პოლიტიკური ტრანზიტის დრო ყაზახეთში დაემთხვა გლობალური ცვლილებებისა და ტრანსფორმაციების პერიოდს, რამაც ასევე კვალი დატოვა ყაზახეთის ახალი ლიდერის მოქმედებებზე. ყაზახეთის წინაშე ასევე გაჩნდა ამოცანა, არა უბრალოდ მიყვეს საკუთარ გზას, არამედ ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებების გათვალისწინებით, წარმოაჩინოს უცვლელობა პარტნიორებთან ყველა შეთანხმებისა, სტაბილურობა მიმდინარე განვითარებაში და სწრაფვა ზრდის ახალი ჰორიზონტებისკენ.

პრეზიდენტ კ.ტოკაევის მოღვაწეობის მნიშვნელოვანი მიმართულება არის სახელმწიფოსადმი და სახელმწიფო მმართველობის ეფექტურობისადმი ნდობის ამაღლება. აღნიშნული პრობლემების გადასალახად, პრეზიდენტმა ტოკაევმა გამოაცხადა „შემსმენელი სახელმწიფოს” კონცეფცია, რომელიც გახდა სახელმწიფო მმართველობის ძირითადი ფილოსოფია, არსებითად გაიზარდა სახელმწიფო აპარატის გახსნილობისა და ხელმისაწვდომობის მაჩვენებლები.

კ. ტოკაევის საპრეზიდენტო დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი არის საზოგადოებრივი ნდობის ეროვნული საბჭოს შექმნა და მუშაობა, სადაც შევიდნენ ცნობილი პოლიტიკოსები, საზოგადო მოღვაწეები, ეკონომისტები და ინტელექტუალები. ეროვნული საბჭოს მუშაობა მიმდინარეობს პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ მიმართულებებზე, დღის წესრიგზე გამოაქვთ სახელმწიფო განვითარების ყველაზე აქტუალური და მწვავე საკითხები.

ამით, ყაზახეთის ლიდერი აჩვენებს რეალურ დამოკიდებულებას საზოგადოებასთან დიალოგისა და სახელმწიფოს განვითარების განმსაზღვრელი გადაწყვეტილებების ერთობლივად შემუშავების მიმართ. ქვეყნის პრეზიდენტის მონაწილეობით ჩატარებული რამდენიმე სხდომის შედეგების საფუძველზე, შემუშავდა და მიღებულ იქნა პაკეტი მნიშვნელოვანი პოლიტიკური რეფორმებისა, რომლებიც ეხება მშვიდობიანი შეკრებების შესახებ კანონს, არჩევნების შესახებ კანონს, „პოლიტიკური პარტიების შესახებ“კანონს და პრაქტიკაში აძლიერებენ პოლიტიკური პლურალიზმის პრინციპებს.

წლის განმავლობაში, პრეზიდენტმა კ.ტოკაევმა გაატარა ღონისძიებათა კომპლექსი, რომლებიც მიმართულია როგორც მოსახლეობის ცალკეული ფენების, ისე მთლიანად საზოგადოების სოციალური კეთილდღეობის გაუმჯობესებისკენ. ქვეყანაში ჩატარდა საკრედიტო ამნისტია მრავალშვილიანი დედებისთვის, ოჯახებისთვის, სადაც ჰყავთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, ობოლი ბავშვები, მარჩენალდაკარგული ოჯახებისთვის, სულ - 500 ათასზე მეტი ადამიანი. ამრიგად, ვალებისგან ერთდროულად გათავისუფლდნენ მოქალაქეები, რომლებიც აღმოჩნდნენ რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციებში. ვითარდება მოსახლეობის სოციალური მხარდაჭერის სისტემა. მიმდინარე წლიდან გაიზარდა სტუდენტური სტიპენდიები და საბიუჯეტო სფეროს თანამშრომლების - პედაგოგების, სამოქალაქო დაცვის ორგანოებისა და სამართალდამცავი ბლოკის თანამშრომლების ხელფასები.

კ.ტოკაევის ერთ-ერთი პრინციპი: მნიშვნელოვანი არ არის მხოლოდ სტაბილურობა, უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ქვეყნის ყველა მოქალაქემ თავი უსაფრთხოდ იგრძნოს. ადამიანის უფლებების დაცვისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სისტემის გაძლიერების თაობაზე პრეზიდენტის მიერ დასახული ამოცანების შესრულებისთვის, ქვეყნის პარლამენტის მიერ მიღებულია მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისთვის, გაუპატიურებისთვის, ადამიანებით ვაჭრობისთვის, ბრაკონიერობისთვის და ა.შ. სისხლის სამართლებრივი სასჯელის გამკაცრების შესახებ.COVID-19 კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული რთული სიტუაციის დროს, კ.ტოკაევი თავდაჯერებულად გაუძღვა ყაზახებს ყაზახეთის ისტორიაში პირველად გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობისა და სრული კარანტინის პირობებში, რომლებიც 2 თვეს გაგრძელდა. დღეს ქვეყანა მინიმალური დანაკარგებით გამოდის პანდემიიდან და თანდათანობით აღადგენს თავის აქტიურობას.

პრეზიდენტობის პირველი დღეებიდანვე კ.ტოკაევმა ყაზახეთის მთავრობის წინაშე დააყენა ამოცანა ეკონომიკის ზრდის სტიმულირების, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის სრულყოფის, მეწარმეობის განვითარების, სამამულო მწარმოებლების მხარდასაჭერად ღონისძიებათა კომპლექსის შემუშავების შესახებ. სახელმწიფოს მეთაურმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების, სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ფორმირების და ყაზახეთის ეკონომიკის ენერგოექსპორტზე დამოკიდებულების შემცირების საკითხებზე.

კორონავირუსის პანდემიამ 2020 წელს და ნედლეულზე გლობალური მოთხოვნილების შემცირებამ განაპირობა ეკონომიკური აქტიურობის მკვეთრი შენელება მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. ეს ფაქტორები გავლენას ახდენენ ყაზახეთის ეკონომიკაზე, სამუშაო ადგილების რაოდენობაზე და ხალხის კეთილდღეობაზე. ქვეყნის მთავრობა მკაცრად აკონტროლებს სიტუაციას, ფლობს ყველა საჭირო რესურსს ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებით კ.ტოკაევმა უზრუნველყო ძალაუფლების ტრანზიტის საერთაშორისო ლეგიტიმურობა. ყველა მნიშვნელოვანმა გეოპოლიტიკურმა ცენტრმა აღიარა ტოკაევის გამარჯვება და გამოხატა დაინტერესება ქვეყნის სტაბილურ და მდგრად განვითარებაში. თანამდებობის დაკავების შემდეგ, პრეზიდენტმა ტოკაევმა დაადასტურა ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი. სახელმწიფოს მეთაური შეხვდა მთავარი გეოპოლიტიკური ცენტრებისა და ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორების ხელმძღვანელებს - რუსეთი, ჩინეთი, აშშ,

ამ წლის განმავლობაში მიღებულ იქნა საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია, რომელმაც ასახა ყაზახეთის საგარეო პოლიტიკური მოღვაწეობის პრიორიტეტები 2030 წლამდე. უცხოელ პარტნიორებთან კონსტრუქციული თანამშრომლობის, საერთაშორისო კოოპერაციის და რეგიონალური ინტეგრაციის ხელშეწყობის ყაზახეთისთვის ტრადიციული საგარეო პოლიტიკის მიმართულებების გარდა, გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების ინიციატივებით დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია ახალი აქცენტები.

ახალ კონცეფციაში დიდი ყურადღება ეთმობა საგარეო პოლიტიკის ეკონომიკური მდგენელის გაძლიერებას. საუბარია სანქციების, მსოფლიო ბაზრების არაპროგნოზირებადობის, სავაჭრო ომებისა და პროტექციონიზმის პირობებში ყაზახეთის ეკონომიკური პოტენციალის რეალიზაციისა და მსოფლიო ბაზრებისკენ მიმავალი მომგებიანი სატრანზიტო დერეფნების მოძიებისთვის საგარეო პირობების შექმნის შესახებ. ახალ გლობალურ გეოეკონომიკურ რეალობებში ყაზახეთი ოპტიმისტურად ეძებს ახალ ეკონომიკურ ნიშებს და შემოსავლის წყაროებს.

ყაზახეთის მეთაურის პრეზიდენტობის პირველი წელი წარმატებული იყო ასევე ყაზახეთ-საქართველოს ურთიერთობებისთვის, რომლებიც ტრადიციულად კეთილგანწყობილი და ურთიერთმომგებიანია. ამის დასტურია პრეზიდენტების კასიმ-ჟომარტ ტოკაევისა და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა, რომელიც გაიმართა გასული წლის სექტემბერში გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში. მოლაპარაკებებმა უმაღლეს დონეზე დაადასტურეს პოლიტიკური დიალოგის მაღალი დონე, ჩვენს ქვეყნებს შორის მოუგვარებელი პოლიტიკური პრობლემების არარსებობა, რაც, რა თქმა უნდა, ქმნის კარგ პერსპექტივებს ეკონომიკური თანამშრომლობისთვის.

საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მ.ბახტაძეს ყაზახეთში ოფიციალური ვიზიტის დროს პრეზიდენტმა კ-ჟ. ტოკაევმა უმასპინძლა. შეხვედრისას განხილულ იქნა ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და გამოიკვეთა შეხების წერტილები. მხარეებმა აღნიშნეს დაინტერესება პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანზიტო-სატრანსპორტო, საინვესტიციო, კულტურულ- ჰუმანიტარულ და სხვა სფეროებში თანამშრომლობისა და პარტნიორობის შემდგომი განვითარებისა და გაძლიერების საკითხებში. ვიზიტის შედეგად ხელი მოეწერა რიგ მნიშვნელოვან ორმხრივ შეთანხმებას.

ყაზახეთი მზად არის მეგობრულ საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებისთვის ჩვენი სახელმწიფოების საქმიანობის ყველა სფეროში. საზღვრების გახსნის შემდეგ, ჩვენ ვგეგმავთ ორმხრივი შეხვედრებისა და სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოების სხდომების, აგრეთვე სხვადასხვა ერთობლივი კულტურული და ჰუმანიტარული ღონისძიებების ჩატარებას.

ბაურჟან მუხამეჯანოვი,ყაზახეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისაქართველოში

R

"მეღვინეობა ხარებას" ღვინის სამყარო თერჯოლაში - 8 000-წლიანი ტრადიციული მეღვინეობისა და 21-ე საუკუნის შეხვედრის ადგილი

პირველად, საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე, ზვავში დაშავებულების გადასარჩენად, გაწვრთნილი მაშველი ძაღლები ჩაერთვებიან

„პეპელა“, „ბიბლუსი“ და „ლიბერო“ ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვების დასახმარებლად გაერთიანდნენ