სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ექსპერტ-კრიმინალისტს, რომელსაც დენმა დაარტყა, გული გაუჩერდა, თუმცა ექიმებმა მდგომარეობიდან გამოიყვანეს
ექსპერტ-კრიმინალისტს, რომელსაც დენმა დაარტყა, გული გაუჩერდა, თუმცა ექიმებმა მდგომარეობიდან გამოიყვანეს

ამა­შუ­კე­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე გაზ­გა­სა­მართ სად­გურ­ზე დე­ნის დარ­ტყმის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რად მძი­მეა. ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს კავ­კა­სი­ის მე­დი­ცი­ნის ცეტ­რის დი­რექ­ტორ­მა ნა­თია ნუ­ცუ­ბი­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, მა­მა­კა­ცი ამ დრო­ის­თვის მარ­თვით სუნ­თვა­ზე იმ­ყო­ფე­ბა.

"კლი­ნი­კა­ში შე­მო­იყ­ვა­ნეს 39 წლის მა­მა­კა­ცი ელექტროტ­რავ­მით. მა­მა­კაცს აღე­ნიშ­ნე­ბო­და გუ­ლის გა­ჩე­რე­ბა და პარ­კუ­ჭთა ფიბ­რი­ლა­ცია. შე­მოყ­ვა­ნი­დან 10 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში აღ­დგე­ნილ იქნა გუ­ლის მუ­შა­ო­ბა, ამ­ჟა­მად მა­მა­კა­ცი იმ­ყო­ფე­ბა ფილ­ტვე­ბის მე­ქა­ნი­კურ ვენ­ტი­ლა­ცი­ა­ზე სამ­კურ­ნა­ლო დაც­ვი­თი სე­და­ცი­ის ქვეშ. რამ­დე­ნი­მე დღე და­ვე­ლო­დე­ბით და შემ­დეგ და­ვი­წყებთ უკვე გა­მოღ­ვი­ძე­ბას.

სტა­ბი­ლუ­რად მძი­მეა, არის მარ­თვით სუნ­თქვა­ზე”,- გა­ნა­ცხა­და ნა­თია ნუ­ცუ­ბი­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ამა­შუ­კე­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე გაზ­გა­სა­მართ სად­გურ­ზე დე­ნის დარ­ტყმის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­ექ­სპერ­ტო-კრი­მი­ნა­ლის­ტი­კუ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის თბი­ლი­სის სა­ექ­სპერ­ტო სამ­სა­ხუ­რის ექ­სპერტ-კრი­მი­ნა­ლის­ტია. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის ფარ­გლებ­ში, შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის და­მა­ტე­ბით დათ­ვა­ლი­ე­რე­ბას ახორ­ცი­ე­ლებ­და, რა დრო­საც, პირ­ვე­ლა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას დენ­მა და­არ­ტყა.

მომ­ხდა­რის შე­დე­გად, ექ­სპერტ-კრი­მი­ნა­ლის­ტმა ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღო. იგი სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ჯგუფ­მა კავ­კა­სი­ის მე­დი­ცი­ნის ცენ­ტრში გა­და­იყ­ვა­ნა. გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 240-ე პრი­მა მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს. შე­გახ­სე­ნებთ იმა­საც, რომ აღ­ნიშ­ნულ გაზ­გა­სა­მართ სად­გურ­ზე რამ­დე­ნი­მე დღის წინ აფეთ­ქე­ბა მოხ­და.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ttt
44
აი,ნათელი მაგალითი,როგორ უნდა მოსპო საშუალო ფენა.გააღარიბო,გააჩანაგო ხალხი და მერე მოიგო არჩევნები მშვიდად
ავტორი:

ექსპერტ-კრიმინალისტს, რომელსაც დენმა დაარტყა, გული გაუჩერდა, თუმცა ექიმებმა მდგომარეობიდან გამოიყვანეს

ექსპერტ-კრიმინალისტს, რომელსაც დენმა დაარტყა, გული გაუჩერდა, თუმცა ექიმებმა მდგომარეობიდან გამოიყვანეს

ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურზე დენის დარტყმის შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ამის შესახებ ჟურნალისტებს კავკასიის მედიცინის ცეტრის დირექტორმა ნათია ნუცუბიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, მამაკაცი ამ დროისთვის მართვით სუნთვაზე იმყოფება.

"კლინიკაში შემოიყვანეს 39 წლის მამაკაცი ელექტროტრავმით. მამაკაცს აღენიშნებოდა გულის გაჩერება და პარკუჭთა ფიბრილაცია. შემოყვანიდან 10 წუთის განმავლობაში აღდგენილ იქნა გულის მუშაობა, ამჟამად მამაკაცი იმყოფება ფილტვების მექანიკურ ვენტილაციაზე სამკურნალო დაცვითი სედაციის ქვეშ. რამდენიმე დღე დაველოდებით და შემდეგ დავიწყებთ უკვე გამოღვიძებას.

სტაბილურად მძიმეა, არის მართვით სუნთქვაზე”,- განაცხადა ნათია ნუცუბიძემ.

შეგახსენებთ, რომ ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურზე დენის დარტყმის შედეგად დაშავებული მამაკაცი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თბილისის საექსპერტო სამსახურის ექსპერტ-კრიმინალისტია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ის საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, შემთხვევის ადგილის დამატებით დათვალიერებას ახორციელებდა, რა დროსაც, პირველადი ინფორმაციით, მას დენმა დაარტყა.

მომხდარის შედეგად, ექსპერტ-კრიმინალისტმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყვანა. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. შეგახსენებთ იმასაც, რომ აღნიშნულ გაზგასამართ სადგურზე რამდენიმე დღის წინ აფეთქება მოხდა.

„საპარტნიორო ფონდმა“ იმერეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრს 10 000 ცალი პირბადე გადასცა

ლეიკემიით დაავადებული ამერიკელის უკანასკნელი სურვილის ასრულებისთვის, აშშ-ს საელჩო ქართულ თემს და ელჩს მადლობას უხდის

ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელიც სესხის აღებაზე შუამავლობას გთავაზობთ, შესაძლოა თაღლითების მიერ იმართებოდეს - სებ-ის გაფრთხილება