საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პირველად, საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე, ზვავში დაშავებულების გადასარჩენად, გაწვრთნილი მაშველი ძაღლები ჩაერთვებიან
პირველად, საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე, ზვავში დაშავებულების გადასარჩენად, გაწვრთნილი მაშველი ძაღლები ჩაერთვებიან

ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს „მთის კუ­რორ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის კომ­პა­ნი­ის" ინი­ცი­ა­ტი­ვი­თა და ავ­სტრი­ის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს (Austrian Development Agency) და­ფი­ნან­სე­ბით, და­ი­წყო ახა­ლი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა„ზვავ­ში გა­დარ­ჩე­ნილ­თა ძებ­ნა: გაწ­ვრთნი­ლი მაშ­ვე­ლი ძაღ­ლე­ბი ზვავ­ში და­შა­ვე­ბულ­თა გა­დარ­ჩე­ნის გა­რან­ტი”.

პრო­ექ­ტის მი­ზა­ნია კომ­პა­ნი­ის მარ­თვა­ში არ­სე­ბულ სამ­თო-სა­თხი­ლა­მუ­რო კუ­რორ­ტებ­ზე - თეთ­ნულ­დსა და გუ­და­ურ­ში მაშ­ვე­ლი ძაღ­ლე­ბის წვრთნი­სა და გა­მო­ყე­ნე­ბის პრაქ­ტი­კის და­ნერგვა, რაც შე­ამ­ცი­რებს ზვავ­ში და­შა­ვე­ბულ­თა და გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბას. თეთ­ნულ­დსა და გუ­და­ურ­ში ფრი­რა­ი­დის (გა­უკ­ვა­ლა­ვი თოვ­ლი) სა­თხი­ლა­მუ­რო არე­ა­ლე­ბი მდე­ბა­რე­ობს ზვა­ვის რის­კის ქვეშ, ზო­გი­ერთ ფერ­დზე, შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს რო­გორც მსუ­ბუ­ქი, ისე სა­შუ­ა­ლო ან მა­ღა­ლი რის­კის შემ­ცვე­ლი სპონ­ტა­ნუ­რი ზვა­ვის მო­წყვე­ტა. მი­უ­ხე­და­ვად კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სა­მაშ­ვე­ლო ჯგუ­ფე­ბი­სა და მაშ­ვე­ლე­ბის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­მაშ­ვე­ლო-სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი­სა, ბოლო 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ზვავ­ში და­შა­ვე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა გა­ი­ზარ­და, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში კი ვი­ზი­ტო­რებს არ გა­აჩ­ნდათ შე­სა­ბა­მი­სი სპე­ცი­ა­ლუ­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა, რაც არ­თუ­ლებს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის კონ­კრე­ტუ­ლი ად­გი­ლის პოვ­ნას.

პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში და­გეგ­მი­ლია 2 ბელ­გი­უ­რი ნა­გა­ზი­სა და შე­სა­ბა­მი­სი საწ­ვრთნე­ლი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის შეს­ყიდ­ვა, ასე­ვე სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ყო­ფი­ლი სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის პერ­სო­ნა­ლის გაწ­ვრთნა კი­ნო­ლო­გის მიერ.

„პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­დე­გად, პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ი­ნერ­გე­ბა ზვავ­ში მაშ­ვე­ლი ძაღ­ლე­ბის წვრთნი­სა და გა­მო­ყე­ნე­ბის პრაქ­ტი­კა, რაც გაზ­რდის სამ­თო-სა­თხი­ლა­მუ­რო კუ­რორ­ტე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რისხს სა­მაშ­ვე­ლო-საზ­ვა­ვე უსაფრ­თხო­ე­ბის კუ­თხით და უზ­რუნ­ველ­ყოფს ზვავ­ში და­შა­ვე­ბულ­თა დრო­ულ ძებ­ნა­სა და გა­დარ­ჩე­ნას“, გა­ნა­ცხა­და მთის კუ­რორ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტორ­მა ირაკ­ლი ჭი­რა­ქა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

პირველად, საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე, ზვავში დაშავებულების გადასარჩენად, გაწვრთნილი მაშველი ძაღლები ჩაერთვებიან

პირველად, საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე, ზვავში დაშავებულების გადასარჩენად, გაწვრთნილი მაშველი ძაღლები ჩაერთვებიან

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის" ინიციატივითა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (Austrian Development Agency) დაფინანსებით, დაიწყო ახალი პროექტის განხორციელება„ზვავში გადარჩენილთა ძებნა: გაწვრთნილი მაშველი ძაღლები ზვავში დაშავებულთა გადარჩენის გარანტი”.

პროექტის მიზანია კომპანიის მართვაში არსებულ სამთო-სათხილამურო კურორტებზე - თეთნულდსა და გუდაურში მაშველი ძაღლების წვრთნისა და გამოყენების პრაქტიკის დანერგვა, რაც შეამცირებს ზვავში დაშავებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობას. თეთნულდსა და გუდაურში ფრირაიდის (გაუკვალავი თოვლი) სათხილამურო არეალები მდებარეობს ზვავის რისკის ქვეშ, ზოგიერთ ფერდზე, შეიძლება მოხდეს როგორც მსუბუქი, ისე საშუალო ან მაღალი რისკის შემცველი სპონტანური ზვავის მოწყვეტა. მიუხედავად კვალიფიციური სამაშველო ჯგუფებისა და მაშველების მიერ ჩატარებული სამაშველო-სამძებრო სამუშაოებისა, ბოლო 4 წლის განმავლობაში, ზვავში დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდა, ხშირ შემთხვევაში კი ვიზიტორებს არ გააჩნდათ შესაბამისი სპეციალური აღჭურვილობა, რაც ართულებს დაზარალებულის კონკრეტული ადგილის პოვნას.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 2 ბელგიური ნაგაზისა და შესაბამისი საწვრთნელი აღჭურვილობის შესყიდვა, ასევე სპეციალურად გამოყოფილი სამაშველო სამსახურის პერსონალის გაწვრთნა კინოლოგის მიერ.

„პროექტის განხორციელების შედეგად, პირველად საქართველოში დაინერგება ზვავში მაშველი ძაღლების წვრთნისა და გამოყენების პრაქტიკა, რაც გაზრდის სამთო-სათხილამურო კურორტების მომსახურების ხარისხს სამაშველო-საზვავე უსაფრთხოების კუთხით და უზრუნველყოფს ზვავში დაშავებულთა დროულ ძებნასა და გადარჩენას“, განაცხადა მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორმა ირაკლი ჭირაქაძემ.

„პეპელა“, „ბიბლუსი“ და „ლიბერო“ ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვების დასახმარებლად გაერთიანდნენ

ფინკა ბანკის საჩუქარი ექიმებს - საუკეთესო პირობები დეპოზიტზე

„ჯეო ჰოსპიტალს“-ის რეგიონულ სამედიცინო ცენტრებში ბავშვთა დაცვის დღე აღნიშნეს