სამართალი
პოლიტიკა

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:43-ზე, მთვარე სასწორში გადავა 11:07 თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თსუ-ს ლექტორი ინგა მილორავა, რომლის დასახმარებლად საქველმოქმედო ჯგუფი შექმნეს, გარდაიცვალა
თსუ-ს ლექტორი ინგა მილორავა, რომლის დასახმარებლად საქველმოქმედო ჯგუფი შექმნეს, გარდაიცვალა

თსუ-ს ლექ­ტო­რი, მწე­რა­ლი და მხატ­ვა­რი ინგა მი­ლო­რა­ვა ხან­გრძლი­ვი ავად­მყო­ფო­ბის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა. ახალ­გაზ­რდა ქა­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე იყო, მას ოპე­რა­ცია გა­უ­კე­თეს, რის შემ­დე­გაც გან­ვი­თარ­და სეფ­სი­სი და რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში სი­ცო­ცხლის­თვის იბ­რძო­და, თუმ­ცა სამ­წუ­ხა­როდ, მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ფა­კულ­ტე­ტის ქარ­თუ­ლი ფი­ლო­ლო­გი­ის ლექ­ტო­რის, ფი­ლო­ლო­გი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რის მკურ­ნა­ლო­ბის­თვის თან­ხე­ბის შეგ­რო­ვე­ბა მის­მა სტუ­დენ­ტებ­მა, კო­ლე­გებ­მა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რებ­მა და­ი­წყეს.

"ფე­ის­ბუქ­ზე" სპე­ცი­ა­ლუ­რი საქ­ველ­მოქ­მე­დო გვერ­დიც შე­იქ­მნა, რო­მე­ლიც მწერ­ლის გა­და­სარ­ჩე­ნად თან­ხას აგ­რო­ვებ­და. მკურ­ნა­ლო­ბის ხარ­ჯე­ბი შეგ­როვ­და კი­დეც, თუმ­ცა მკურ­ნა­ლო­ბა უშე­დე­გო აღ­მოჩ­ნდა და მი­ლო­რა­ვა დღეს გარ­და­იც­ვა­ლა.

მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ ახალ­გაზ­რდა პო­ე­ტი, იაგო ქე­ბუ­რია წერს:

"ჩემო უსაყ­ვარ­ლე­სო ინგა, რო­გორ დამ­წყვი­ტე გული!... მარ­თლაც და რა უსა­მარ­თლოა ეს ცხოვ­რე­ბა... რა­ტომ, რა­ტომ წაგ­ვარ­თვი, მკი­თხვე­ლებს, მე­გობ­რებს, ღმერ­თო, ინგა?! რამ­დე­ნი იბ­რძო­ლე ამ ბოლო თვე­ებ­ში და მა­ინც წახ­ვე­დი... წახ­ვე­დი იქ, მაღ­ლა, სა­დაც მარ­თალ­ნი გა­ნის­ვე­ნე­ბენ... შენი ლექ­ცი­ე­ბი, ლექ­სე­ბი, პრო­ზა­უ­ლი ჩა­ნა­ხა­ტე­ბი, შენი ცხოვ­რე­ბა, სა­მა­გი­დო წიგ­ნია, ჩემო!..." - წერს ქე­ბუ­რია.

ინგა მი­ლო­რა­ვა იყო რამ­დე­ნი­მე წიგ­ნის ავ­ტო­რი - ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი წე­რი­ლე­ბის, მო­თხრო­ბე­ბის, ზღაპ­რე­ბის, ერთი რო­მა­ნი­სა და ლექ­სე­ბის. 1994 წელს გა­მოს­ცა მო­ნოგ­რა­ფია ნიკო ლორ­თქი­ფა­ნი­ძე­ზე. მუ­შა­ობ­და ახა­ლი და უახ­ლე­სი ლი­ტე­რა­ტუ­რის სა­კი­თხებ­სა და პრობ­ლე­მებ­ზე. ლი­ტე­რა­ტუ­რის გარ­და, მისი გა­ტა­ცე­ბა მხატ­ვრო­ბა გახ­ლდათ და არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ ნა­მუ­შევ­რებს ქმნი­და...

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
...
1

უფალმა გაანათლოს მისი სპეტაკი სული, დასანანია...

მანია
0

 

ინგას ნახატები ვნახე!! დავიშოკე! ულამაზესი უნიჭიერესი ანგელოზ წავიდა მის სამყაროში! ამ ჯოჯხეტში რა უნდა ასეტებს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

თსუ-ს ლექტორი ინგა მილორავა, რომლის დასახმარებლად საქველმოქმედო ჯგუფი შექმნეს, გარდაიცვალა

თსუ-ს ლექტორი ინგა მილორავა, რომლის დასახმარებლად საქველმოქმედო ჯგუფი შექმნეს, გარდაიცვალა

თსუ-ს ლექტორი, მწერალი და მხატვარი ინგა მილორავა ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებით მძიმე იყო, მას ოპერაცია გაუკეთეს, რის შემდეგაც განვითარდა სეფსისი და რეანიმაციულ განყოფილებაში სიცოცხლისთვის იბრძოდა, თუმცა სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის ლექტორის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის მკურნალობისთვის თანხების შეგროვება მისმა სტუდენტებმა, კოლეგებმა და საზოგადოების წევრებმა დაიწყეს.

"ფეისბუქზე" სპეციალური საქველმოქმედო გვერდიც შეიქმნა, რომელიც მწერლის გადასარჩენად თანხას აგროვებდა. მკურნალობის ხარჯები შეგროვდა კიდეც, თუმცა მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდა და მილორავა დღეს გარდაიცვალა.

მისი გარდაცვალების შესახებ ახალგაზრდა პოეტი, იაგო ქებურია წერს:

"ჩემო უსაყვარლესო ინგა, როგორ დამწყვიტე გული!... მართლაც და რა უსამართლოა ეს ცხოვრება... რატომ, რატომ წაგვართვი, მკითხველებს, მეგობრებს, ღმერთო, ინგა?! რამდენი იბრძოლე ამ ბოლო თვეებში და მაინც წახვედი... წახვედი იქ, მაღლა, სადაც მართალნი განისვენებენ... შენი ლექციები, ლექსები, პროზაული ჩანახატები, შენი ცხოვრება, სამაგიდო წიგნია, ჩემო!..." - წერს ქებურია.

ინგა მილორავა იყო რამდენიმე წიგნის ავტორი - ლიტერატურული წერილების, მოთხრობების, ზღაპრების, ერთი რომანისა და ლექსების. 1994 წელს გამოსცა მონოგრაფია ნიკო ლორთქიფანიძეზე. მუშაობდა ახალი და უახლესი ლიტერატურის საკითხებსა და პრობლემებზე. ლიტერატურის გარდა, მისი გატაცება მხატვრობა გახლდათ და არაჩვეულებრივ ნამუშევრებს ქმნიდა...

LIVE "ნიუსრუმიდან" - გიორგი აბაშიშვილი; საბა ბუაძე

თვალის დაავადება, რომელიც ნებისმიერ ასაკში შეიძლება გაჩნდეს და მისი მკურნალობის გზები - "სიბრმავის 55% სწორედ ამით არის გამოწვეული"

ხიხანის ციხეზე ასასვლელი ტურისტული ბილიკი მოეწყობა