საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აგვისტოში შემოვიტანთ PCR ტესტირების აპარატს, რომელიც 24 საათში 1300 ტესტს აკეთებს" - საქართველომ შესაძლოა, სწრაფი ტესტები აღარ გამოიყენოს
"აგვისტოში შემოვიტანთ PCR ტესტირების აპარატს, რომელიც 24 საათში 1300 ტესტს აკეთებს" - საქართველომ შესაძლოა, სწრაფი ტესტები აღარ გამოიყენოს

სექ­ტემ­ბრი­დან სა­ქარ­თვე­ლო შე­საძ­ლოა, მხო­ლოდ PCR ტეს­ტე­ბის ჩა­ტა­რე­ბა­ზე გა­და­ვი­დეს და სხვა სწრა­ფი ტეს­ტე­ბი აღარ გა­მო­ი­ყე­ნოს. ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბას „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე თა­მარ გა­ბუ­ნია არ გა­მო­რი­ცხავს და მი­ზე­ზად სწრა­ფი ტეს­ტე­ბის ცდო­მი­ლე­ბას ასა­ხე­ლებს.

რო­გორც მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ აღ­ნიშ­ნა, აგ­ვის­ტო­ში ქვე­ყა­ნა ახალ ავ­ტო­მა­ტი­ზი­რე­ბულ PCR ტეს­ტი­რე­ბის აპა­რატს შე­მო­ი­ტანს, რო­მე­ლიც 24 სა­ათ­ში 1300 ტესტს გა­ა­კე­თებს. კი­თხვა­ზე: ახა­ლი აპა­რა­ტის შე­მო­ტა­ნის შემ­დეგ რამ­დე­ნად არის შე­საძ­ლე­ბე­ლი, რომ სა­ხელ­მწი­ფომ სხვა სწრა­ფი ტეს­ტე­ბი აღარ გა­მო­ი­ყე­ნოს და მხო­ლოდ PCR ტეს­ტებს და­ეყ­რდნოს, გა­ბუ­ნი­ამ აღ­ნიშ­ნა, რომ „ეს იდე­ა­ლუ­რი ვა­რი­ან­ტი იქ­ნე­ბა“.

„ჩვენ დი­აგ­ნოს­ტი­კის­თვის სწრაფ ტეს­ტებს არც ვი­ყე­ნებთ, ეს ხდე­ბა PCR ტეს­ტი­რე­ბით. მე­ო­რე მხრივ სწრა­ფი ტეს­ტე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბაც ხდე­ბა. თუ სწრა­ფი ტეს­ტის მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი გა­უმ­ჯო­ბეს­და და ამ ტეს­ტებ­მა მი­ი­ღეს აღი­ა­რე­ბა ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი ორ­გა­ნო­ე­ბის მიერ, რა თქმა უნდა, ბევ­რად უფრო პრაქ­ტი­კუ­ლი და მო­ხერ­ხე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა გა­ვა­კე­თოთ ეს ტეს­ტე­ბი. მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით ეს სწრა­ფი ტეს­ტე­ბი არ არის იმ­დე­ნად სარ­წმუ­ნო, რომ გა­და­ვი­ტა­ნოთ აქ­ცენ­ტი მთლი­ა­ნად სწრაფ ტეს­ტებ­ზე.

ჩვენ თა­ვი­დან­ვე გვქონ­და PCR რო­გორც ოქ­როს სტან­დარ­ტი. სწრაფ ტეს­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ჯერ კი­დევ ძა­ლი­ან ბევ­რი კი­თხვის ნი­შა­ნი რჩე­ბა სა­მეც­ნი­ე­რო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და მისი სარ­წმუ­ნო­ო­ბა ყო­ველ­თვის მა­ღა­ლი არ არის. ბუ­ნებ­რი­ვად აქვს ხარ­ვე­ზი, ანუ უნა­რი ლი­მი­ტი­რე­ბუ­ლი აქვს გა­მო­ავ­ლი­ნოს და­ა­ვა­დე­ბა. ამი­ტომ მთა­ვა­რი აქ­ცენ­ტი არის PCR ტეს­ტი­რე­ბა. ჩვე­ნი მი­ზა­ნია გარ­კვე­ულ ხან­ში მი­ვი­დეთ 100 ათა­სი PCR ტეს­ტის ჩა­ტა­რე­ბამ­დე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში. ეს არის და­ახ­ლო­ე­ბით, 3 ათა­სი ტეს­ტი დღე­ში. დღეს ვა­ტა­რებთ 1500 და ზოგ­ჯერ მეტ ტესტსაც. ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი უკვე არის, რად­გან ბევ­რი PCR ტეს­ტი­რე­ბის ლა­ბო­რა­ტო­რი­აა ჩარ­თუ­ლი პრო­ცეს­ში, მა­რა­გე­ბის შევ­სე­ბა სის­ტე­მა­ტუ­რად ხდე­ბა.

და­ახ­ლო­ე­ბით, აგ­ვის­ტოს­თვის გვექ­ნე­ბა 3 ათას­ზე მის­ვლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა და კი­დევ უფრო გა­იზ­რდე­ბა ტეს­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რო­დე­საც შე­მო­ვი­ტანთ ავ­ტო­მა­ტი­ზი­რე­ბულ PCR ტეს­ტი­რე­ბის აპა­რატს. ეს აპა­რა­ტი შე­ძე­ნი­ლი გვაქვს და მისი სა­შუ­ა­ლე­ბით 1300 ტეს­ტის გა­კე­თე­ბა იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში. სექ­ტემ­ბერ­ზე ადრე ამ აპა­რა­ტის ჩა­მო­ტა­ნა ქვე­ყა­ნა­ში ვერ მო­ხერ­ხდე­ბა. ეს იქ­ნე­ბა სა­ხელ­მწი­ფო ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში, ლუ­გა­რის რო­მე­ლი­მე ფი­ლი­ალ­ში. გე­ოგ­რა­ფი­უ­ლად სად გან­თავ­სდე­ბა, ამა­ზე ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დე­ბით, მაგ­რამ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის ქვეშ იქ­ნე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა სწრაფ ტეს­ტებს, გარ­კვე­უ­ლი დამ­ხმა­რე მნიშ­ვნე­ლო­ბა მა­თაც აქვს და­ა­ვა­დე­ბის სა­წყი­სი შე­ფა­სე­ბის­თვის. ვი­ყე­ნებთ ორი­ვე ტი­პის სწრაფ ტეს­ტებს - ან­ტი­გენ­საც და ან­ტის­ხე­ულ­საც.

ერ­თდრო­უ­ლად ამ ორი­ვე ტეს­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა მის სარ­წმუ­ნო­ო­ბას ზრდის. ასე­ვე მის გა­მო­ყე­ნე­ბას დამ­ხმა­რე მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ზო­გა­დი პრო­ფი­ლის კლი­ნი­კებ­ში. ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში იქ­მნე­ბა ისე­თი სი­ტუ­ა­ცია, რო­დე­საც დი­ფე­რენ­ცი­უ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­კის­თვის სა­ჭი­როა პა­სუ­ხის მი­ღე­ბა და კლი­ნი­კე­ბი იყე­ნე­ბენ სწრაფ ტეს­ტებს, თუმ­ცა, ეს არ არის მა­სი­უ­რი გა­მო­ყე­ნე­ბა. თვის გან­მავ­ლო­ბა­ში 200 ტეს­ტი ჩა­ტარ­დეს ამ მიზ­ნის­თვის. სხვა მხრივ მა­თაც აქვთ ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა PCR-ზე. ჩვე­ნი მი­ზა­ნია PCR ტეს­ტი­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი გა­ფარ­თო­ე­ბა. იმე­დი გვაქვს, ეტა­პობ­რი­ვად სწრა­ფი PCR ტეს­ტე­ბიც გა­მოჩ­ნდე­ბა ბა­ზარ­ზე და უფრო სწრა­ფად გვექ­ნე­ბა პა­სუ­ხის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. სწრა­ფი ტეს­ტე­ბით ტეს­ტი­რე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბა არ არის ჩვე­ნი მი­ზა­ნი“, - გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვიუ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Giorgi sixarulidze
34

საქართველოს მთავრობა ეფექტურად მუშაობს ! 

დონე
22

რას გვიმზადებთ აგვისტოში 5 გ ანტენების გაშვება იგეგმება?

ავტორი:

"აგვისტოში შემოვიტანთ PCR ტესტირების აპარატს, რომელიც 24 საათში 1300 ტესტს აკეთებს" - საქართველომ შესაძლოა, სწრაფი ტესტები აღარ გამოიყენოს

"აგვისტოში შემოვიტანთ PCR ტესტირების აპარატს, რომელიც 24 საათში 1300 ტესტს აკეთებს" - საქართველომ შესაძლოა, სწრაფი ტესტები აღარ გამოიყენოს

სექტემბრიდან საქართველო შესაძლოა, მხოლოდ PCR ტესტების ჩატარებაზე გადავიდეს და სხვა სწრაფი ტესტები აღარ გამოიყენოს. ამის შესაძლებლობას „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია არ გამორიცხავს და მიზეზად სწრაფი ტესტების ცდომილებას ასახელებს.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, აგვისტოში ქვეყანა ახალ ავტომატიზირებულ PCR ტესტირების აპარატს შემოიტანს, რომელიც 24 საათში 1300 ტესტს გააკეთებს. კითხვაზე: ახალი აპარატის შემოტანის შემდეგ რამდენად არის შესაძლებელი, რომ სახელმწიფომ სხვა სწრაფი ტესტები აღარ გამოიყენოს და მხოლოდ PCR ტესტებს დაეყრდნოს, გაბუნიამ აღნიშნა, რომ „ეს იდეალური ვარიანტი იქნება“.

„ჩვენ დიაგნოსტიკისთვის სწრაფ ტესტებს არც ვიყენებთ, ეს ხდება PCR ტესტირებით. მეორე მხრივ სწრაფი ტესტების გაუმჯობესებაც ხდება. თუ სწრაფი ტესტის მახასიათებლები გაუმჯობესდა და ამ ტესტებმა მიიღეს აღიარება ავტორიტეტული ორგანოების მიერ, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო პრაქტიკული და მოხერხებული იქნება გავაკეთოთ ეს ტესტები. მაგრამ ჯერჯერობით ეს სწრაფი ტესტები არ არის იმდენად სარწმუნო, რომ გადავიტანოთ აქცენტი მთლიანად სწრაფ ტესტებზე.

ჩვენ თავიდანვე გვქონდა PCR როგორც ოქროს სტანდარტი. სწრაფ ტესტებთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი რჩება სამეცნიერო საზოგადოებაში და მისი სარწმუნოობა ყოველთვის მაღალი არ არის. ბუნებრივად აქვს ხარვეზი, ანუ უნარი ლიმიტირებული აქვს გამოავლინოს დაავადება. ამიტომ მთავარი აქცენტი არის PCR ტესტირება. ჩვენი მიზანია გარკვეულ ხანში მივიდეთ 100 ათასი PCR ტესტის ჩატარებამდე თვის განმავლობაში. ეს არის დაახლოებით, 3 ათასი ტესტი დღეში. დღეს ვატარებთ 1500 და ზოგჯერ მეტ ტესტსაც. ამის შესაძლებლობები უკვე არის, რადგან ბევრი PCR ტესტირების ლაბორატორიაა ჩართული პროცესში, მარაგების შევსება სისტემატურად ხდება.

დაახლოებით, აგვისტოსთვის გვექნება 3 ათასზე მისვლის შესაძლებლობა და კიდევ უფრო გაიზრდება ტესტების რაოდენობა, როდესაც შემოვიტანთ ავტომატიზირებულ PCR ტესტირების აპარატს. ეს აპარატი შეძენილი გვაქვს და მისი საშუალებით 1300 ტესტის გაკეთება იქნება შესაძლებელი 24 საათის განმავლობაში. სექტემბერზე ადრე ამ აპარატის ჩამოტანა ქვეყანაში ვერ მოხერხდება. ეს იქნება სახელმწიფო ლაბორატორიაში, ლუგარის რომელიმე ფილიალში. გეოგრაფიულად სად განთავსდება, ამაზე ჩამოვყალიბდებით, მაგრამ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ქვეშ იქნება. რაც შეეხება სწრაფ ტესტებს, გარკვეული დამხმარე მნიშვნელობა მათაც აქვს დაავადების საწყისი შეფასებისთვის. ვიყენებთ ორივე ტიპის სწრაფ ტესტებს - ანტიგენსაც და ანტისხეულსაც.

ერთდროულად ამ ორივე ტესტის გამოყენება მის სარწმუნოობას ზრდის. ასევე მის გამოყენებას დამხმარე მნიშვნელობა აქვს ზოგადი პროფილის კლინიკებში. ზოგიერთ შემთხვევაში იქმნება ისეთი სიტუაცია, როდესაც დიფერენციული დიაგნოსტიკისთვის საჭიროა პასუხის მიღება და კლინიკები იყენებენ სწრაფ ტესტებს, თუმცა, ეს არ არის მასიური გამოყენება. თვის განმავლობაში 200 ტესტი ჩატარდეს ამ მიზნისთვის. სხვა მხრივ მათაც აქვთ ხელმისაწვდომობა PCR-ზე. ჩვენი მიზანია PCR ტესტირების შესაძლებლობის მაქსიმალური გაფართოება. იმედი გვაქვს, ეტაპობრივად სწრაფი PCR ტესტებიც გამოჩნდება ბაზარზე და უფრო სწრაფად გვექნება პასუხის მიღების შესაძლებლობა. სწრაფი ტესტებით ტესტირების გაფართოება არ არის ჩვენი მიზანი“, - განაცხადა გაბუნიამ.

იხილეთ ინტერვიუ სრულად