მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ახლა ერთადერთი რამ სურს: დატკბეს ოჯახით და ქართული ღვინით..." - ამერიკელს, რომელსაც სიცოცხლის რამდენიმე კვირა დარჩა, უკანასკნელი თხოვნა ქართულად აუსრულეს
"ახლა ერთადერთი რამ სურს: დატკბეს ოჯახით და ქართული ღვინით..." - ამერიკელს, რომელსაც სიცოცხლის რამდენიმე კვირა დარჩა, უკანასკნელი თხოვნა ქართულად აუსრულეს

რამ­დე­ნი­მე დღის წინ "ფე­ის­ბუ­ქის" პო­პუ­ლა­რულ ჯგუფ­ში Spend 4 Seasons in Georgia, უცხო­ელ­მა მა­მა­კაც­მა ფი­ლიპ კო­ვალ­სკიმ თხოვ­ნით მი­მარ­თა ქარ­თვე­ლებს - მას მო­მაკ­ვდა­ვი მე­გობ­რის­თვის ქარ­თუ­ლი სუფ­რის გა­კე­თე­ბა სურ­და და ელო­და, რომ რჩე­ვებს მი­ი­ღებ­და ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­გან.

მე­თი­უს, რო­მე­ლიც ოჰა­ი­ო­ში ცხოვ­რობს, ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნის ბოლო სტა­დია აქვს და ექი­მებ­მა მას სი­ცო­ცხლის მაქ­სი­მა­ლურ ვა­დად 2 თვე გა­ნუ­სა­ზღვრეს. მე­თი­უს ერთ-ერთი ბოლო სურ­ვი­ლიც სწო­რედ ეს არის - სა­ქარ­თვე­ლო­ზე შეყ­ვა­რე­ბულს, კი­დევ ერთხელ გა­ე­სინ­ჯა გემ­რი­ე­ლი ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბი.

მე­გობ­რის თხოვ­ნა და მე­თი­უს უკა­ნას­კნე­ლი სურ­ვი­ლი ახდა აშშ-ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს დახ­მა­რე­ბით - ელჩმა, და­ვით ბაქ­რა­ძემ მე­თი­უს სახ­ლში მზა­რე­უ­ლე­ბი გა­უგ­ზავ­ნა და მას წე­რი­ლიც მის­წე­რა.

"ძვირ­ფა­სო მე­თიუ, ვი­მე­დოვ­ნებ, ისი­ა­მოვ­ნებ ამ ქარ­თუ­ლი ნა­დი­მით, რო­მელ­შიც ყვე­ლა­ზე ავ­თენ­ტუ­რი ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბია, რისი შოვ­ნაც აქ მო­ვა­ხერ­ხეთ. იცო­დე, რომ სა­ელ­ჩო­ში სა­ფე­რა­ვით სავ­სე ჭი­ქას შო­რი­დან, შენ­თან ერ­თად, წე­ვენ მაღ­ლა. ჩვენს გუ­ლებ­ში ხარ და გვინ­და გახ­სოვ­დეს, რომ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის სიყ­ვა­რუ­ლი შენ­თა­ნაა. გა­გი­მარ­ჯოს!" - წერს წე­რილ­ში ელჩი და­ვით ბაქ­რა­ძე.

ამ ემო­ცი­უ­რი ის­ტო­რი­ი­სა და მე­გობ­რის შე­სა­ხებ AMBEBI.GE-ს თა­ვად უყ­ვე­ბა ფი­ლიპ კო­ვალ­სკი, რო­მელ­მაც ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა მე­გობ­რის უკა­ნას­კნე­ლი სურ­ვი­ლის ასას­რუ­ლებ­ლად:

- ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რაც მე­თი­უ­ზე უნდა იცო­დეთ, ისაა, რომ იგი ცნო­ბის­მოყ­ვა­რე ადა­მი­ა­ნია. აინ­ტე­რე­სებს მსოფ­ლიო, სხვა კულ­ტუ­რე­ბი, მუ­სი­კა, სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის სამ­ზა­რე­უ­ლო და ა.შ. ის წარ­მო­შო­ბით ოჰა­ი­ოს შტა­ტი­დან, ქა­ლაქ დე­ი­ტო­ნი­და­ნაა (რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა, ქუ­თა­ისს შე­ვა­და­როთ), მაგ­რამ სხვა ად­გი­ლე­ბის, კულ­ტუ­რე­ბი­სა და ადა­მი­ა­ნე­ბის აღ­მო­ჩე­ნის წყურ­ვი­ლით გა­ი­ზარ­და. მე და მე­თი­უმ ერ­თმა­ნე­თი ცინ­ცი­ნა­ტის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­ვი­ცა­ნით, სა­დაც ორი­ვე ის­ტო­რი­ას ვსწავ­ლობ­დით. უკვე 10 წე­ლია მე­გობ­რე­ბი ვართ.

ფი­ლი­პი და მე­თიუ ქარ­თუ­ლი ღვი­ნით

- რო­გორ მოხ­და, რომ მას სა­ქარ­თვე­ლო და აქა­უ­რი სამ­ზა­რე­უ­ლო შე­უყ­ვარ­და?

- მეთ­მა ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბი რამ­დე­ნი­მე წლის წინ და­ა­გე­მოვ­ნა, ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო სტამ­ბულ­ში ცხოვ­რე­ბი­სას აღ­მო­ა­ჩი­ნა, სა­დაც 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ცხოვ­რობ­და. სა­ქარ­თვე­ლოს­თან ასე ახ­ლოს ყოფ­ნის დროს, ის თქვენს ქვე­ყა­ნა­საც ეწ­ვია და სა­სი­ა­მოვ­ნო დრო გა­ა­ტა­რა. მისი საყ­ვა­რე­ლი ქარ­თუ­ლი კერ­ძი ხა­ჭა­პუ­რია, ყვე­ლის მა­რი­ლი­ა­ნი და არო­მა­ტუ­ლი გემო უყ­ვარს. ამას­თა­ნა­ვე, რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან უყ­ვარს ღვი­ნო, ჭაჭა და ლი­მო­ნა­თი. ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბი და სას­მე­ლი მის­თვის ფა­ვო­რი­ტია!

- გვი­ამ­ბეთ, მისი იმ სურ­ვი­ლის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც სწო­რედ თქვენ აუხ­დი­ნეთ - რამ­დე­ნად ძნე­ლი იყო მის­თვის ქარ­თუ­ლი სუფ­რის გაშ­ლა ოჰა­ი­ო­ში და რა გა­ა­კე­თეთ ამის მი­საღ­წე­ვად?

- მეთს 1 წლის წინ ლე­ი­კე­მი­ის დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს, რის გა­მოც იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, სა­ცო­ლე სტამ­ბოლ­ში და­ე­ტო­ვე­ბი­ნა და სამ­კურ­ნა­ლოდ ოჰა­ი­ო­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო. ოჰა­იო არ­ცთუ ისე კოს­მო­პო­ლი­ტუ­რი ად­გი­ლია, ასე რომ, აქ ქარ­თუ­ლი რეს­ტორ­ნე­ბი არაა. ძნე­ლია ქარ­თუ­ლი ღვი­ნის შოვ­ნაც, შე­სა­ბა­მი­სად, ბოლო წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მე­თი­უს ქარ­თულ სამ­ზა­რე­უ­ლოს­თან შე­ხე­ბა არ ჰქო­ნია, რის გა­მოც გული ძა­ლი­ან წყდე­ბო­და.

ერთი კვი­რის წინ ექიმ­მა უთხრა, რომ სი­ცო­ცხლის 2 კვი­რი­დან 2 თვემ­დე დრო დარ­ჩა. მა­შინ­ვე და­მი­რე­კა და პირ­ვე­ლი რაც მკი­თხა, იყო, შე­მეძ­ლო თუ არა, ქარ­თუ­ლი ღვი­ნო მი­მე­ტა­ნა მის­თვის. გა­რეთ გა­ვე­დი და სა­უ­კე­თე­სო ღვი­ნო ვი­ყი­დე, რაც შე­იძ­ლე­ბო­და, ჩემს ქა­ლაქ­ში, ვა­შინგტონ­ში მე­შოვ­ნა. სწო­რედ ღვი­ნის ყიდ­ვის მერე გა­ვა­ა­ნა­ლი­ზე, რომ ამას­თან ერ­თად, მე­თი­უს შე­სა­ბა­მი­სი ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბიც სჭირ­დე­ბო­და. მე კარ­გად ვერ ვამ­ზა­დებ, ამი­ტომ, ვფიქ­რობ­დი, რომ ოჰა­ი­ო­ში მცხოვ­რე­ბი ვინ­მე ქარ­თვე­ლი მე­პო­ვა, რო­მე­ლიც კერ­ძებს მო­ამ­ზა­დებ­და.

სტუმ­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო­დან

შემ­დეგ სა­ელ­ჩო­ში დავ­რე­კე, სი­ტუ­ა­ცია ავუხ­სე­ნი და ვი­თხო­ვე, ოჰა­ი­ო­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლე­ბის სა­კონ­ტაქ­ტო ინ­ფორ­მა­ცია მო­ე­ცათ. მირ­ჩი­ეს, ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ტუ­რიზ­მის გვერ­დზე და­მე­დო პოს­ტი და ასეც მო­ვი­ქე­ცი - დავ­წე­რე პოს­ტი, სა­დაც მე­თის სი­ტუ­ა­ცი­ას ვხსნი­დი და დახ­მა­რე­ბას ვი­თხოვ­დი. სა­პა­სუ­ხოდ, ასო­ბით მე­სი­ჯი და დახ­მა­რე­ბის შე­მო­თა­ვა­ზე­ბა მო­მი­ვი­და.

რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში კი სა­ელ­ჩო­დან და­მი­კავ­შირ­დნენ და მი­თხრეს, რომ ელჩს დახ­მა­რე­ბა სურ­და და ის მე­თი­უს სახ­ლში კერ­ძე­ბის მო­სამ­ზა­დებ­ლად და სუფ­რის გა­საშ­ლე­ლად, სა­ელ­ჩოს შეფმ­ზა­რე­ულს გა­მოგ­ზავ­ნი­და. ეს სა­ოც­რე­ბაა! ვფიქ­რობ, სა­ელ­ჩო­დან თა­მა­რა რაქ­ვი­აშ­ვილს უნდა ვუ­მად­ლო­დე. მას შემ­დეგ, რაც მას და­ვუ­რე­კე, ის­ტო­რია ელჩს უამ­ბო, 2-3 სა­ათ­ში კი უკვე მზა გეგ­მით და­მი­რე­კეს, რო­გორ უნდა მი­ე­ტა­ნათ ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო მე­თი­უს­თვის.

ამას ნამ­დვი­ლად არ ვე­ლო­დი, ასე­თი გუ­ლის­ხმი­ე­რე­ბის გამო ისევ შოკ­ში ვარ... მაგ­რამ, ქარ­თვე­ლებს ჰუ­მა­ნუ­რო­ბის და მას­პინ­ძლო­ბის ისე­თი გრძნო­ბა აქვთ, რომ სი­ნამ­დვი­ლე­ში, არც მიკ­ვირს!

- რო­გო­რი იყო თა­ვად მე­თი­უს რე­აქ­ცია?

- ისი­ნი შა­ბათს მო­ვიდ­ნენ - შეფმ­ზა­რე­უ­ლი უჩა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი მე­უღ­ლით, ნინი და­რახვე­ლი­ძით და მათი მძღო­ლი - გი­ორ­გი დო­ლენ­ჯაშ­ვი­ლი. ვა­შინგტო­ნი­დან დე­ი­ტო­ნამ­დე ავ­ტო­მო­ბი­ლით 7 სა­ა­თი იმ­გზავ­რეს და ძა­ლი­ან დიდი სი­ხა­რუ­ლი ჩა­მო­ი­ტა­ნეს, ყვე­ლა ბედ­ნი­ე­რი იყო! მე­თიუ გა­ო­ცე­ბუ­ლი დარ­ჩა - თქვა, რომ თავს ისე გრძნობ­და, რო­გორც ბავ­შვი შო­ბის ღა­მეს.

- რა იყო ქარ­თულ სუფ­რა­ზე?

- ხა­ჭა­პუ­რი, ხინ­კა­ლი, სულ­გუ­ნი, ფხა­ლი, შინ დამ­ზა­დე­ბუ­ლი პური, წი­თე­ლი და თეთ­რი ღვი­ნო... ყვე­ლა­ფე­რი უგემ­რი­ე­ლე­სი და ძა­ლი­ან მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი იყო. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ელ­ჩო­დან მო­სუ­ლი ქარ­თვე­ლე­ბის გარ­და, სხვა ქარ­თვე­ლი სუფ­რა­ზე არ გვყო­ლია. ოჰა­ი­ო­ში ბევ­რი ქარ­თვე­ლი არ ცხოვ­რობს.

- მე­თი­უს სი­ცო­ცხლის ცოტა დრო დარ­ჩა... და­წე­რეთ, რომ მისი ერთ-ერთი უკა­ნას­კნე­ლი სურ­ვი­ლი ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლოს კვლავ გა­სინ­ჯვა იყო. თუმ­ცა, აქვს თუ არა სხვა სურ­ვი­ლე­ბიც?

- მეთი ახლა მშვი­და­დაა, ქარ­თუ­ლი სუფ­რა ნამ­დვი­ლად და­ეხ­მა­რა, რომ ამ მო­მენ­ტში გამ­ხნე­ვე­ბუ­ლი­ყო. მე­გობ­რე­ბი სტუმ­რო­ბენ, რომ­ლე­ბიც მე­თი­უს­თან მთე­ლი ქვეყ­ნი­დან ჩა­დი­ან და­სამ­შვი­დო­ბებ­ლად. თურ­ქეთ­ში მყო­ფი მისი მე­გობ­რე­ბიც ურე­კა­ვენ.

ის ძა­ლი­ან უყ­ვართ, ასე რომ, გა­საკ­ვი­რი არაა, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი შო­რი­დან მის სა­ნა­ხა­ვად ჩა­მო­დი­ან. ვფიქ­რობ, ახლა ერ­თა­დერ­თი სურ­ვი­ლი აქვს, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, უბ­რა­ლოდ, დატ­კბეს მე­გობ­რებ­თან და ოჯახ­თან გა­ტა­რე­ბუ­ლი დრო­ით... და დარ­ჩე­ნი­ლი ქარ­თუ­ლი ღვი­ნი­თა და ლი­მო­ნა­თით ისი­ა­მოვ­ნოს...

მკითხველის კომენტარები / 36 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლევანი
2

რაოდენ დიდი სიყვარული დევს ქართულ გენში... როგორ ადვილად შეგვიძლია სიკეთის კეთება?! დახმარება?! გვერდში დგომა?! და ამ ყველაფრის საპირისპიროდ ქართველში არის დიდი დოზით სიძულვილი, სარკაზმი,ერთმანეთის გაუტანლობა, სხვისი დამცირება და მიწასთან გასწორება. 

ღმერთო შენ დაგვეხმარე და დაგვაყენე ჭეშმარიტების გზაზე.

როგორ მინდა რომ საქართველო იყოს საქართველო....

 

ტოტო
1

ბრავო,საქართველოს საელჩოს.

ავტორი:

"ახლა ერთადერთი რამ სურს: დატკბეს ოჯახით და ქართული ღვინით..." - ამერიკელს, რომელსაც სიცოცხლის რამდენიმე კვირა დარჩა, უკანასკნელი თხოვნა ქართულად აუსრულეს

"ახლა ერთადერთი რამ სურს: დატკბეს ოჯახით და ქართული ღვინით..." - ამერიკელს, რომელსაც სიცოცხლის რამდენიმე კვირა დარჩა, უკანასკნელი თხოვნა ქართულად აუსრულეს

რამდენიმე დღის წინ "ფეისბუქის" პოპულარულ ჯგუფში Spend 4 Seasons in Georgia, უცხოელმა მამაკაცმა ფილიპ კოვალსკიმ თხოვნით მიმართა ქართველებს - მას მომაკვდავი მეგობრისთვის ქართული სუფრის გაკეთება სურდა და ელოდა, რომ რჩევებს მიიღებდა ინტერნეტმომხმარებლებისგან.

მეთიუს, რომელიც ოჰაიოში ცხოვრობს, ავთვისებიანი სიმსივნის ბოლო სტადია აქვს და ექიმებმა მას სიცოცხლის მაქსიმალურ ვადად 2 თვე განუსაზღვრეს. მეთიუს ერთ-ერთი ბოლო სურვილიც სწორედ ეს არის - საქართველოზე შეყვარებულს, კიდევ ერთხელ გაესინჯა გემრიელი ქართული კერძები.

მეგობრის თხოვნა და მეთიუს უკანასკნელი სურვილი ახდა აშშ-ში საქართველოს საელჩოს დახმარებით - ელჩმა, დავით ბაქრაძემ მეთიუს სახლში მზარეულები გაუგზავნა და მას წერილიც მისწერა.

"ძვირფასო მეთიუ, ვიმედოვნებ, ისიამოვნებ ამ ქართული ნადიმით, რომელშიც ყველაზე ავთენტური ინგრედიენტებია, რისი შოვნაც აქ მოვახერხეთ. იცოდე, რომ საელჩოში საფერავით სავსე ჭიქას შორიდან, შენთან ერთად, წევენ მაღლა. ჩვენს გულებში ხარ და გვინდა გახსოვდეს, რომ ქართველი ხალხის სიყვარული შენთანაა. გაგიმარჯოს!" - წერს წერილში ელჩი დავით ბაქრაძე.

ამ ემოციური ისტორიისა და მეგობრის შესახებ AMBEBI.GE-ს თავად უყვება ფილიპ კოვალსკი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა მეგობრის უკანასკნელი სურვილის ასასრულებლად:

- ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მეთიუზე უნდა იცოდეთ, ისაა, რომ იგი ცნობისმოყვარე ადამიანია. აინტერესებს მსოფლიო, სხვა კულტურები, მუსიკა, სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულო და ა.შ. ის წარმოშობით ოჰაიოს შტატიდან, ქალაქ დეიტონიდანაა (რომელიც შეიძლება, ქუთაისს შევადაროთ), მაგრამ სხვა ადგილების, კულტურებისა და ადამიანების აღმოჩენის წყურვილით გაიზარდა. მე და მეთიუმ ერთმანეთი ცინცინატის უნივერსიტეტში გავიცანით, სადაც ორივე ისტორიას ვსწავლობდით. უკვე 10 წელია მეგობრები ვართ.

ფილიპი და მეთიუ ქართული ღვინით

- როგორ მოხდა, რომ მას საქართველო და აქაური სამზარეულო შეუყვარდა?

- მეთმა ქართული კერძები რამდენიმე წლის წინ დააგემოვნა, ქართული სამზარეულო სტამბულში ცხოვრებისას აღმოაჩინა, სადაც 5 წლის განმავლობაში ცხოვრობდა. საქართველოსთან ასე ახლოს ყოფნის დროს, ის თქვენს ქვეყანასაც ეწვია და სასიამოვნო დრო გაატარა. მისი საყვარელი ქართული კერძი ხაჭაპურია, ყველის მარილიანი და არომატული გემო უყვარს. ამასთანავე, რა თქმა უნდა, ძალიან უყვარს ღვინო, ჭაჭა და ლიმონათი. ქართული კერძები და სასმელი მისთვის ფავორიტია!

- გვიამბეთ, მისი იმ სურვილის შესახებ, რომელიც სწორედ თქვენ აუხდინეთ - რამდენად ძნელი იყო მისთვის ქართული სუფრის გაშლა ოჰაიოში და რა გააკეთეთ ამის მისაღწევად?

- მეთს 1 წლის წინ ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს, რის გამოც იძულებული გახდა, საცოლე სტამბოლში დაეტოვებინა და სამკურნალოდ ოჰაიოში დაბრუნებულიყო. ოჰაიო არცთუ ისე კოსმოპოლიტური ადგილია, ასე რომ, აქ ქართული რესტორნები არაა. ძნელია ქართული ღვინის შოვნაც, შესაბამისად, ბოლო წლის განმავლობაში მეთიუს ქართულ სამზარეულოსთან შეხება არ ჰქონია, რის გამოც გული ძალიან წყდებოდა.

ერთი კვირის წინ ექიმმა უთხრა, რომ სიცოცხლის 2 კვირიდან 2 თვემდე დრო დარჩა. მაშინვე დამირეკა და პირველი რაც მკითხა, იყო, შემეძლო თუ არა, ქართული ღვინო მიმეტანა მისთვის. გარეთ გავედი და საუკეთესო ღვინო ვიყიდე, რაც შეიძლებოდა, ჩემს ქალაქში, ვაშინგტონში მეშოვნა. სწორედ ღვინის ყიდვის მერე გავაანალიზე, რომ ამასთან ერთად, მეთიუს შესაბამისი ქართული კერძებიც სჭირდებოდა. მე კარგად ვერ ვამზადებ, ამიტომ, ვფიქრობდი, რომ ოჰაიოში მცხოვრები ვინმე ქართველი მეპოვა, რომელიც კერძებს მოამზადებდა.

სტუმრები საქართველოს საელჩოდან

შემდეგ საელჩოში დავრეკე, სიტუაცია ავუხსენი და ვითხოვე, ოჰაიოში მცხოვრები ქართველების საკონტაქტო ინფორმაცია მოეცათ. მირჩიეს, ამის შესახებ საქართველოს ტურიზმის გვერდზე დამედო პოსტი და ასეც მოვიქეცი - დავწერე პოსტი, სადაც მეთის სიტუაციას ვხსნიდი და დახმარებას ვითხოვდი. საპასუხოდ, ასობით მესიჯი და დახმარების შემოთავაზება მომივიდა.

რამდენიმე საათში კი საელჩოდან დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ ელჩს დახმარება სურდა და ის მეთიუს სახლში კერძების მოსამზადებლად და სუფრის გასაშლელად, საელჩოს შეფმზარეულს გამოგზავნიდა. ეს საოცრებაა! ვფიქრობ, საელჩოდან თამარა რაქვიაშვილს უნდა ვუმადლოდე. მას შემდეგ, რაც მას დავურეკე, ისტორია ელჩს უამბო, 2-3 საათში კი უკვე მზა გეგმით დამირეკეს, როგორ უნდა მიეტანათ ქართული სამზარეულო მეთიუსთვის.

ამას ნამდვილად არ ველოდი, ასეთი გულისხმიერების გამო ისევ შოკში ვარ... მაგრამ, ქართველებს ჰუმანურობის და მასპინძლობის ისეთი გრძნობა აქვთ, რომ სინამდვილეში, არც მიკვირს!

- როგორი იყო თავად მეთიუს რეაქცია?

- ისინი შაბათს მოვიდნენ - შეფმზარეული უჩა მამულაშვილი მეუღლით, ნინი დარახველიძით და მათი მძღოლი - გიორგი დოლენჯაშვილი. ვაშინგტონიდან დეიტონამდე ავტომობილით 7 საათი იმგზავრეს და ძალიან დიდი სიხარული ჩამოიტანეს, ყველა ბედნიერი იყო! მეთიუ გაოცებული დარჩა - თქვა, რომ თავს ისე გრძნობდა, როგორც ბავშვი შობის ღამეს.

- რა იყო ქართულ სუფრაზე?

- ხაჭაპური, ხინკალი, სულგუნი, ფხალი, შინ დამზადებული პური, წითელი და თეთრი ღვინო... ყველაფერი უგემრიელესი და ძალიან მრავალფეროვანი იყო. სამწუხაროდ, საელჩოდან მოსული ქართველების გარდა, სხვა ქართველი სუფრაზე არ გვყოლია. ოჰაიოში ბევრი ქართველი არ ცხოვრობს.

- მეთიუს სიცოცხლის ცოტა დრო დარჩა... დაწერეთ, რომ მისი ერთ-ერთი უკანასკნელი სურვილი ქართული სამზარეულოს კვლავ გასინჯვა იყო. თუმცა, აქვს თუ არა სხვა სურვილებიც?

- მეთი ახლა მშვიდადაა, ქართული სუფრა ნამდვილად დაეხმარა, რომ ამ მომენტში გამხნევებულიყო. მეგობრები სტუმრობენ, რომლებიც მეთიუსთან მთელი ქვეყნიდან ჩადიან დასამშვიდობებლად. თურქეთში მყოფი მისი მეგობრებიც ურეკავენ.

ის ძალიან უყვართ, ასე რომ, გასაკვირი არაა, რომ ადამიანები შორიდან მის სანახავად ჩამოდიან. ვფიქრობ, ახლა ერთადერთი სურვილი აქვს, რომ რაც შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში, უბრალოდ, დატკბეს მეგობრებთან და ოჯახთან გატარებული დროით... და დარჩენილი ქართული ღვინითა და ლიმონათით ისიამოვნოს...

მრავალმხრივი ინტერესების მქონე წარმატებული სტუდენტი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან

ფიზიკური დაპირისპირება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან - დაკავებულია რამდენიმე აქტივისტი

ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეთა პროტესტი გუმათში გრძელდება - აქციის მონაწილეებს გზა ავტომობილებით აქვთ გადაკეტილი