პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არიან ასტრონავტები, რომლებიც SpaceX-ის და NASA-ს მისიას ასრულებენ - ისინი საუკეთესო მეგობრები არიან, ცოლები კი ასტრონავტები ჰყავთ
ვინ არიან ასტრონავტები, რომლებიც SpaceX-ის და NASA-ს მისიას ასრულებენ - ისინი საუკეთესო მეგობრები არიან, ცოლები კი ასტრონავტები ჰყავთ

ილონ მას­კის კომ­პა­ნია SpaceX-ის მიერ აგე­ბუ­ლი კოს­მო­სუ­რი ხო­მალ­დი, Crew Dragon ღია სივ­რცე­ში წარ­მა­ტე­ბით გაფ­რინ­და და სა­ერ­თა­შო­რი­სო კოს­მო­სურ სად­გურს და­უ­კავ­შირ­და.

ეს ის­ტო­რი­უ­ლი მოვ­ლე­ნაა, რად­გა­ნაც პირ­ვე­ლად მოხ­და, რომ კოს­მოს­ში ადა­მი­ა­ნე­ბი კერ­ძო კომ­პა­ნი­ის მიერ აგე­ბუ­ლი ხო­მალ­დით წა­ვიდ­ნენ, გარ­და ამი­სა, 2011 წლის შემ­დეგ, პირ­ვე­ლად წა­ვიდ­ნენ ადა­მი­ა­ნე­ბი კოს­მოს­ში აშშ-ის მი­წი­დან.

ეს არის კომ­პა­ნია SpaceX-სა და NASA-ს ერ­თობ­ლი­ვი მი­სია, რო­მე­ლიც თუ წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­დე­ბა, კოს­მო­სურ სად­გურ­ზე რე­გუ­ლა­რუ­ლი ფრე­ნე­ბის და­წყე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

NASA-მ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი მი­სი­ის­თვის გა­მოც­დი­ლი ას­ტრო­ნავ­ტე­ბი შე­არ­ჩია, რომ­ლებ­ზეც უკვე შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ის­ტო­რია და­წე­რეს. უკეთ გა­ვიც­ნოთ ისი­ნი.

რო­ბერტ ბენ­კე­ნი­სა და დუ­გ­ლას ჰარ­ლის­თვის ეს არ არის კოს­მოს­ში პირ­ვე­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბა. ისი­ნი ორ-ორ­ჯერ მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ წარ­სულ­ში NASA-ს კოს­მო­სურ მი­სი­ებ­ში. რო­ბერ­ტი და დუ­გ­ლა­სი წლე­ბია ერ­თმა­ნე­თის სა­უ­კე­თე­სო მე­გობ­რე­ბი არი­ან და აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მათ ცო­ლე­ბიც ას­ტრო­ნავ­ტე­ბი ჰყავთ.

  • დუ­გ­ლას ჰარ­ლი

ის ნასა-ში 2000 წლი­დან მუ­შა­ობს და აქამ­დე კოს­მოს­ში ორი ფრე­ნა აქვს შეს­რუ­ლე­ბუ­ლი - 2009 და 2011 წელს. ნიუ-იორ­კე­ლი დუ­გ­ლა­სი პრო­ფე­სი­ით ინ­ჟი­ნე­რია, ასე­ვე არის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი პი­ლო­ტი - მას დამ­თავ­რე­ბუ­ლი აქვს ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ზღვაო ძა­ლე­ბის სკო­ლა, სა­დაც ამ პრო­ფე­სი­ას და­ე­უფ­ლა. მუ­შა­ობ­და შტა­ტე­ბის სა­ზღვაო ქვე­ით­თა კორ­პუს­ში საც­დელ ფრე­ნებ­ზე.

ჰარ­ლი 53 წლი­საა. ის ნასა-ს ას­ტრო­ნავტთან გუნდს 2000 წლი­დან შე­უ­ერ­თდა.

  • რო­ბერტ ბენ­კე­ნი

ჰარ­ლის მსგავ­სად, ბენ­კენ­მაც ორ­ჯერ იფ­რი­ნა კოს­მოს­ში - 2008 და 2010 წლებ­ში. ის მი­სი­ე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი იყო. პრო­ფე­სი­ით რო­ბიც ინ­ჟი­ნე­რია და ვა­შინგტო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტი აქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი.

49 წლის ბენ­კე­ნი მოგ­ვი­ა­ნე­ბით ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ჰა­ე­რო ძა­ლებს შე­უ­ერ­თდა და მა­ლე­ვე ნა­სას ას­ტრო­ნავტთა კან­დი­და­ტი გახ­და.

"ჩემი პირ­ვე­ლი ფრე­ნის დროს მე არ მყავ­და შვი­ლი, ახლა კი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ვარ იმით, რომ შევ­ძლებ მი­სი­ის შე­სა­ხებ მას ვუ­ამ­ბო და ყვე­ლა­ფე­რი გა­ვუ­ზი­ა­რო“, - თქვა ბენ­კენ­მა კოს­მოს­ში გაფ­რე­ნამ­დე.

ჰარ­ლი კი ამ­ბობს, რომ ის ძა­ლი­ან იღ­ბლი­ა­ნია, რად­გა­ნაც კოს­მოს­ში სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბარ­თან ერ­თად მი­დის.

"იღ­ბლი­ა­ნი ვარ, რომ ჩემს სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბარ­თან ერ­თად მივფრი­ნავ. ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნია, რო­მელ­საც სურს, რომ იგი­ვეს გა­კე­თე­ბა შე­ეძ­ლოს“, - ამ­ბობს ჰარ­ლი.

რო­გორც BBC წერს, ორი­ვე ას­ტრო­ნავტს ასე­ვე ას­ტრო­ნავ­ტი ცო­ლე­ბი ჰყავთ. ჰარ­ლის ცოლ­მა ორ­ჯერ იფ­რი­ნა კოს­მოს­ში. წყვილს 10 წლის ვაჟი ჰყავს.

ბენ­კე­ნი ას­ტრო­ნავტ მე­გან მა­კარ­ტურ­ზეა და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. კოს­მო­სის ღია სივ­რცე არც მის­თვი­საა უცხო. მან 2009 წლის მი­სი­ის დროს იფ­რი­ნა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ის NASA-ს ას­ტრო­ნავტთა კორ­პუ­სის ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლია და არის პო­ტენ­ცი­უ­რი კან­დი­და­ტი იმი­სა, რომ გახ­დეს პირ­ვე­ლი ქალი, რო­მე­ლიც მთვა­რე­ზე დად­გამს ფეხს. NASA 2024 წლის მთვა­რე­ზე და­გეგ­მი­ლი მი­სი­ის­თვის მის კან­დი­და­ტუ­რას აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლავს. წყვილს ჰყავს 6 წლის ვაჟი, თეო.

ჰარ­ლი ცოლ­თან და შვილ­თან ერ­თად

ჰარ­ლი, ბენ­კე­ნი, ნა­ი­ბერ­გი და მა­კარ­ტუ­რი ას­ტრო­ნავ­ტის პრო­ფე­სი­ას ერ­თად სწავ­ლობ­დნენ 2000 წლი­დან. მათ ერ­თმა­ნე­თის ქორ­წი­ლე­ბიც არ გა­მო­უ­ტო­ვე­ბი­ათ.

ჰარ­ლი და ბენ­კე­ნი დრო­ის უმე­ტეს ნა­წილს ერ­თად ატა­რე­ბენ. ბენ­კენ­მა CNN-ს კოს­მოს­ში წას­ვლამ­დე უთხრა, რომ ისი­ნი ისე არი­ან, რომ შე­უძ­ლი­ათ სხე­უ­ლის ენით, უსი­ტყვოდ გა­უ­გონ ერ­თმა­ნეთს.

"როცა რა­ი­მეს ვა­კე­თებ, უბ­რა­ლოდ შევ­ხე­დავ და მისი სა­ხით ვხვდე­ბი, რა­ი­მე არას­წო­რად გა­ვა­კე­თე, თუ კარ­გად“ - ამ­ბობს ჰარ­ლი ბენ­კე­ნის შე­სა­ხებ. ბენ­კე­ნის თქმით კი, ამ ორს შო­რის ყვე­ლა­ზე უფრო ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი ჰარ­ლია.

ორი­ვე მათ­გა­ნი შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ზღვაო ქვე­ით­თა კორ­პუს­ში საც­დელ ფრე­ნებ­ზე მუ­შა­ობ­და. ისი­ნი ბოლო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში თა­ნამ­შრომ­ლობ­დნენ ილონ მას­კის კომ­პა­ნი­ას­თან, Space X-თან და ემ­ზა­დე­ბოდ­ნენ მი­სი­ის­თვის, სწავ­ლობ­დნენ ყვე­ლა დე­ტალს ახა­ლი თა­ო­ბის კოს­მო­სუ­რი ხო­მალ­დის შე­სა­ხებ.

  • მი­სია

მი­სი­ის და­წყე­ბი­დან 19 სა­ათ­ში ნა­სამ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ახა­ლი კოს­მო­სუ­რი ხო­მალ­დი ნა­სას კოს­მო­სურ სად­გურს წარ­მა­ტე­ბით და­უ­კავ­შირ­და. მი­სია 30-დან 90 დღემ­დე პე­რი­ოდს მო­ი­ცავს. უნდა ჩა­ტარ­დეს სხვა­დას­ხვა ტი­პის კვლე­ვე­ბი, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით დე­ტა­ლე­ბი უც­ნო­ბია.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ბოლო 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში NASA კოს­მო­სურ სად­გურ­ზე ას­ტრო­ნავ­ტე­ბის გა­საშ­ვე­ბად რუ­სულ Soyuz-ზე იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი. Crew Dragon-ის მი­სი­ის სრუ­ლად წარ­მა­ტე­ბით შეს­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, კომ­პა­ნია სა­ერ­თა­შო­რი­სო კოს­მო­სურ სად­გურ­ზე რე­გუ­ლა­რულ ფრე­ნებს და­ი­წყებს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
simartle
98

ვის რასჰი აინტერესებს ესენი.ვინ გაპრინდება და ვინ მოპრინდება. დიდი ამბავი,ატეხეს ერტი ამბავი.რუსები დიდი ხანია მიპრინავენ.

დუდუ
28

ვის რაში აინტერესებსო კიარა, ვის რასჰი აინტერესებსო))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

ვინ არიან ასტრონავტები, რომლებიც SpaceX-ის და NASA-ს მისიას ასრულებენ - ისინი საუკეთესო მეგობრები არიან, ცოლები კი ასტრონავტები ჰყავთ

ვინ არიან ასტრონავტები, რომლებიც SpaceX-ის და NASA-ს მისიას ასრულებენ - ისინი საუკეთესო მეგობრები არიან, ცოლები კი ასტრონავტები ჰყავთ

ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის მიერ აგებული კოსმოსური ხომალდი, Crew Dragon ღია სივრცეში წარმატებით გაფრინდა და საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს დაუკავშირდა.

ეს ისტორიული მოვლენაა, რადგანაც პირველად მოხდა, რომ კოსმოსში ადამიანები კერძო კომპანიის მიერ აგებული ხომალდით წავიდნენ, გარდა ამისა, 2011 წლის შემდეგ, პირველად წავიდნენ ადამიანები კოსმოსში აშშ-ის მიწიდან.

ეს არის კომპანია SpaceX-სა და NASA-ს ერთობლივი მისია, რომელიც თუ წარმატებით დასრულდება, კოსმოსურ სადგურზე რეგულარული ფრენების დაწყებას ითვალისწინებს.

NASA-მ უმნიშვნელოვანესი მისიისთვის გამოცდილი ასტრონავტები შეარჩია, რომლებზეც უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისტორია დაწერეს. უკეთ გავიცნოთ ისინი.

რობერტ ბენკენისა და დუგლას ჰარლისთვის ეს არ არის კოსმოსში პირველი მოგზაურობა. ისინი ორ-ორჯერ მონაწილეობდნენ წარსულში NASA-ს კოსმოსურ მისიებში. რობერტი და დუგლასი წლებია ერთმანეთის საუკეთესო მეგობრები არიან და აღსანიშნავია, რომ მათ ცოლებიც ასტრონავტები ჰყავთ.

  • დუგლას ჰარლი

ის ნასა-ში 2000 წლიდან მუშაობს და აქამდე კოსმოსში ორი ფრენა აქვს შესრულებული - 2009 და 2011 წელს. ნიუ-იორკელი დუგლასი პროფესიით ინჟინერია, ასევე არის პროფესიონალი პილოტი - მას დამთავრებული აქვს ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების სკოლა, სადაც ამ პროფესიას დაეუფლა. მუშაობდა შტატების საზღვაო ქვეითთა კორპუსში საცდელ ფრენებზე.

ჰარლი 53 წლისაა. ის ნასა-ს ასტრონავტთან გუნდს 2000 წლიდან შეუერთდა.

  • რობერტ ბენკენი

ჰარლის მსგავსად, ბენკენმაც ორჯერ იფრინა კოსმოსში - 2008 და 2010 წლებში. ის მისიების ხელმძღვანელი იყო. პროფესიით რობიც ინჟინერია და ვაშინგტონის უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული.

49 წლის ბენკენი მოგვიანებით ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალებს შეუერთდა და მალევე ნასას ასტრონავტთა კანდიდატი გახდა.

"ჩემი პირველი ფრენის დროს მე არ მყავდა შვილი, ახლა კი აღფრთოვანებული ვარ იმით, რომ შევძლებ მისიის შესახებ მას ვუამბო და ყველაფერი გავუზიარო“, - თქვა ბენკენმა კოსმოსში გაფრენამდე.

ჰარლი კი ამბობს, რომ ის ძალიან იღბლიანია, რადგანაც კოსმოსში საუკეთესო მეგობართან ერთად მიდის.

"იღბლიანი ვარ, რომ ჩემს საუკეთესო მეგობართან ერთად მივფრინავ. ვფიქრობ, ძალიან ბევრი ადამიანია, რომელსაც სურს, რომ იგივეს გაკეთება შეეძლოს“, - ამბობს ჰარლი.

როგორც BBC წერს, ორივე ასტრონავტს ასევე ასტრონავტი ცოლები ჰყავთ. ჰარლის ცოლმა ორჯერ იფრინა კოსმოსში. წყვილს 10 წლის ვაჟი ჰყავს.

ბენკენი ასტრონავტ მეგან მაკარტურზეა დაქორწინებული. კოსმოსის ღია სივრცე არც მისთვისაა უცხო. მან 2009 წლის მისიის დროს იფრინა.

აღსანიშნავია, რომ ის NASA-ს ასტრონავტთა კორპუსის ყველაზე აქტიური წარმომადგენელია და არის პოტენციური კანდიდატი იმისა, რომ გახდეს პირველი ქალი, რომელიც მთვარეზე დადგამს ფეხს. NASA 2024 წლის მთვარეზე დაგეგმილი მისიისთვის მის კანდიდატურას აქტიურად განიხილავს. წყვილს ჰყავს 6 წლის ვაჟი, თეო.

ჰარლი ცოლთან და შვილთან ერთად

ჰარლი, ბენკენი, ნაიბერგი და მაკარტური ასტრონავტის პროფესიას ერთად სწავლობდნენ 2000 წლიდან. მათ ერთმანეთის ქორწილებიც არ გამოუტოვებიათ.

ჰარლი და ბენკენი დროის უმეტეს ნაწილს ერთად ატარებენ. ბენკენმა CNN-ს კოსმოსში წასვლამდე უთხრა, რომ ისინი ისე არიან, რომ შეუძლიათ სხეულის ენით, უსიტყვოდ გაუგონ ერთმანეთს.

"როცა რაიმეს ვაკეთებ, უბრალოდ შევხედავ და მისი სახით ვხვდები, რაიმე არასწორად გავაკეთე, თუ კარგად“ - ამბობს ჰარლი ბენკენის შესახებ. ბენკენის თქმით კი, ამ ორს შორის ყველაზე უფრო ორგანიზებული და მოწესრიგებული ჰარლია.

ორივე მათგანი შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითთა კორპუსში საცდელ ფრენებზე მუშაობდა. ისინი ბოლო ორი წლის განმავლობაში თანამშრომლობდნენ ილონ მასკის კომპანიასთან, Space X-თან და ემზადებოდნენ მისიისთვის, სწავლობდნენ ყველა დეტალს ახალი თაობის კოსმოსური ხომალდის შესახებ.

  • მისია

მისიის დაწყებიდან 19 საათში ნასამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ახალი კოსმოსური ხომალდი ნასას კოსმოსურ სადგურს წარმატებით დაუკავშირდა. მისია 30-დან 90 დღემდე პერიოდს მოიცავს. უნდა ჩატარდეს სხვადასხვა ტიპის კვლევები, თუმცა ჯერჯერობით დეტალები უცნობია.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 9 წლის განმავლობაში NASA კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტების გასაშვებად რუსულ Soyuz-ზე იყო დამოკიდებული. Crew Dragon-ის მისიის სრულად წარმატებით შესრულების შემდეგ, კომპანია საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე რეგულარულ ფრენებს დაიწყებს.

ჩინეთში "მომავლის ქალაქს" აშენებენ - ტექნოლოგიური ცენტრი მზის ბატარეებით განათდება და იქ ავტომობილები არ ივლიან

"ოქროს მდინარეები“ ამაზონის ტროპიკულ ტყეში  - Nasa კოსმოსური სადგურიდან გადაღებულ იშვიათ და შთამბეჭდავ ფოტოებს აქვეყნებს

გვინეაში ებოლას ეპიდემია გამოცხადდა - რამდენად საშიშია ახალი ეპიდაფეთქება, რომელსაც უკვე სამი ადამიანი ემსხვერპლა