სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბაბუა წარმატებული მზარეული იყო... სულ ვფიქრობ, ცოცხალი რომ იყოს, როგორ შეაფასებდა ჩემს კერძებს" - გაიცანით "ოქროს წინსაფრის" მფლობელი ქეთო ბექაური
"ბაბუა წარმატებული მზარეული იყო... სულ ვფიქრობ, ცოცხალი რომ იყოს, როგორ შეაფასებდა ჩემს კერძებს" - გაიცანით "ოქროს წინსაფრის" მფლობელი ქეთო ბექაური

"მინ­და, რომ ის აიღო" - კონ­სტან­ტი­ნე თე­დე­ლუ­რის ამ სი­ტყვებ­მა 23 წლის ქეთო ბე­ქა­უ­რის ცხოვ­რე­ბა უკვე შეც­ვა­ლა. მან ოქ­როს წინ­სა­ფა­რი მო­ი­პო­ვა და ერ­თა­დერ­თი სა­ერ­თა­შო­რი­სო კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი პრო­ექ­ტის "მას­ტერ­შე­ფის" მე­სა­მე სე­ზო­ნის დიდ თორ­მე­ტე­ულ­ში გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი და­ი­კა­ვა.

მო­მა­ვალ კვი­რას ვნა­ხავთ, რო­გორ გა­არ­თმე­ვენ თავს მო­ნა­წი­ლე­ე­ბი პირ­ველ და­ვა­ლე­ბას. მა­ნამ­დე კი პირ­ვე­ლი ტუ­რის ტრი­უმ­ფა­ტორ­სა და ოქ­როს წინ­საფ­რის პირ­ველ მფლო­ბელს, ქეთო ბე­ქა­ურს გა­გაც­ნობთ.

- რო­დის გა­გიჩ­ნდა კუ­ლი­ნა­რი­ი­სად­მი ინ­ტე­რე­სი?

- ინ­ტე­რე­სი სულ მქონ­და, მაგ­რამ, რო­გორც პრო­ფე­სი­ას, ისე არ ვუ­ყუ­რებ­დი. უნი­ვერ­სი­ტე­ტიც სულ სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით და­ვამ­თავ­რე - სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და დიპ­ლო­მა­ტია. რა­ღაც ეტაპ­ზე მივ­ხვდი, რომ არას­წორ ად­გი­ლას ვი­ყა­ვი, სულ კუ­ლი­ნა­რი­ულ ვი­დე­ობს ვუ­ყუ­რებ­დი, ექ­სპე­რი­მენ­ტებს ვა­ტა­რებ­დი, ამი­ტომ კუ­ლი­ნა­რი­ის აკა­დე­მი­ა­ში ჩა­ბა­რე­ბა გა­დავ­წყვი­ტე. სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში კუ­ლი­ნა­რი­ი­სად­მი უფრო დიდი ინ­ტე­რე­სი და სიყ­ვა­რუ­ლი გა­მიჩ­ნდა.

ჩემი კუ­ლი­ნა­რი­ით გა­ტა­ცე­ბა, ალ­ბათ, გე­ნე­ტი­კის დამ­სა­ხუ­რე­ბა­ცაა. ბა­ბუ­ა­ჩე­მი ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი მზა­რე­უ­ლი შალ­ვა გაგ­ნი­ძე იყო, ძა­ლი­ან ბევრ ად­გი­ლას მუ­შა­ობ­და: სა­ქარ­თვე­ლო­ში, მოს­კოვ­ში, უკ­რა­ი­ნა­ში... სხვა­თა შო­რის, ბა­ბუ­ა­ჩე­მი იც­ნობ­და და გარ­კვე­ულ ხანს მუ­შა­ობ­და კი­დეც გრი­გოლ გაგ­ნი­ძეს­თან - ცნო­ბილ მზა­რე­ულ­თან, რო­მელ­მაც შქმე­რუ­ლის რე­ცეპ­ტი შექ­მნა.

სულ ვფიქ­რობ, ბა­ბუ­ა­ჩე­მი ცო­ცხა­ლი რომ იყოს, რო­გორ შე­ა­ფა­სებ­და ჩემს კერ­ძებს და რა რჩე­ვებს მომ­ცემ­და. ძა­ლი­ან ვა­მა­ყობ მი­სით და მი­ხა­რია, რომ ბა­ბუ­ას საქ­მი­ა­ნო­ბას ვაგ­რძე­ლებ.

- "მას­ტერ­შეფ­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა რა­ტომ გა­და­წყვი­ტე?

- ვფიქ­რობ, რომ პრო­ფე­სი­უ­ლი კუ­თხით ბევ­რი ადა­მი­ა­ნი გა­მიც­ნობს და უფრო გა­მი­ად­ვილ­დე­ბა ამ სფე­რო­ში თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბა. რა თქმა უნდა, არ იქ­ნე­ბა მარ­ტი­ვი და ვა­ა­ნა­ლი­ზებ, რომ ბევ­რი შრო­მა მო­მი­წევს.

- პირ­ველ­მა მო­ი­პო­ვე ოქ­როს წინ­სა­ფა­რი. რო­გო­რი შეგ­რძნე­ბაა და თუ ელო­დი?

- წინ­საფ­რის აღე­ბა­ში ეჭვი არ მე­პა­რე­ბო­და, მაგ­რამ ოქ­როს­ფერ წინ­სა­ფარს ნამ­დვი­ლად არ ვე­ლო­დი. ვფიქ­რობ, შეფ­მა კონ­სტან­ტი­ნემ ჩემს კერ­ძში ხა­სი­ა­თი და­ი­ნა­ხა - ის, რომ მიყ­ვარს ხე­ლოვ­ნე­ბა, მუ­სი­კა და ვცდი­ლობ კუ­ლი­ნა­რი­ა­ში ამ ყვე­ლაფ­რის გა­მოვ­ლე­ნას.

რამ­დე­ნა­დაც სა­სი­ა­მოვ­ნოა ოქ­როს­ფე­რი წინ­საფ­რის მო­პო­ვე­ბა, იმ­დე­ნად ძა­ლი­ან სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლოა (გან­სა­კუთ­რე­ბით, სწო­რედ კონ­სტან­ტი­ნეს მი­მართ), რად­გან ახლა უფრო მეტს ელი­ან ჩემ­გან და არ მაქვს უფ­ლე­ბა, რომ შე­ფებს იმე­დი გა­ვუც­რუო.

რე­ცეპ­ტის სა­ნა­ხა­ვად და­ა­ჭი­რეთ აქ

- რა არის შენი უპი­რა­ტე­სო­ბა სხვა მო­ნა­წი­ლე­ებ­თან შე­და­რე­ბით?

- ალ­ბათ, დრო­ის მე­ნე­ჯმენ­ტი, ცოდ­ნა და საქ­მი­სად­მი დიდი სიყ­ვა­რუ­ლი.

- რას მის­ცემს ქეთო ბე­ქა­უ­რი „მას­ტერ­შე­ფის“ მე­სა­მე სე­ზონს?

- ქეთო ბე­ქა­უ­რი ეც­დე­ბა, რომ კერ­ძე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით სა­კუ­თა­რი თავი გა­მო­ხა­ტოს და სა­კუ­თა­რი სი­ტყვა თქვას კუ­ლი­ნა­რი­ა­ში; ვეც­დე­ბი ყვე­ლას და­ვა­ნა­ხო, რამ­ხე­ლა ენ­თუ­ზი­აზ­მი მაქვს და ვუ­ბიძ­გო ადა­მი­ა­ნებს კე­თე­ბის­კენ, რად­გან მზა­დე­ბა მარ­თლა არ არის ისე­თი რთუ­ლი, რო­გო­რიც ჰგო­ნი­ათ ხოლ­მე.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Musenbezi
16

ეს გოგო დიდი ვერაფერია, უბრალოდ ,,ზურგის ქარმა'' დაუბერა და ეგაა!!!ამერიკიდან ჩამოვიდა სპეციალურად არა ...

ვაი
7

ეს საჭმელია თუ გამოფენის ექსპონატი დ

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ბაბუა წარმატებული მზარეული იყო... სულ ვფიქრობ, ცოცხალი რომ იყოს, როგორ შეაფასებდა ჩემს კერძებს" - გაიცანით "ოქროს წინსაფრის" მფლობელი ქეთო ბექაური

"ბაბუა წარმატებული მზარეული იყო... სულ ვფიქრობ, ცოცხალი რომ იყოს, როგორ შეაფასებდა ჩემს კერძებს" - გაიცანით "ოქროს წინსაფრის" მფლობელი ქეთო ბექაური

"მინდა, რომ ის აიღო" - კონსტანტინე თედელურის ამ სიტყვებმა 23 წლის ქეთო ბექაურის ცხოვრება უკვე შეცვალა. მან ოქროს წინსაფარი მოიპოვა და ერთადერთი საერთაშორისო კულინარიული პროექტის "მასტერშეფის" მესამე სეზონის დიდ თორმეტეულში გარანტირებული ადგილი დაიკავა.

მომავალ კვირას ვნახავთ, როგორ გაართმევენ თავს მონაწილეები პირველ დავალებას. მანამდე კი პირველი ტურის ტრიუმფატორსა და ოქროს წინსაფრის პირველ მფლობელს, ქეთო ბექაურს გაგაცნობთ.

- როდის გაგიჩნდა კულინარიისადმი ინტერესი?

- ინტერესი სულ მქონდა, მაგრამ, როგორც პროფესიას, ისე არ ვუყურებდი. უნივერსიტეტიც სულ სხვა მიმართულებით დავამთავრე - საერთაშორისო ურთიერთობები და დიპლომატია. რაღაც ეტაპზე მივხვდი, რომ არასწორ ადგილას ვიყავი, სულ კულინარიულ ვიდეობს ვუყურებდი, ექსპერიმენტებს ვატარებდი, ამიტომ კულინარიის აკადემიაში ჩაბარება გადავწყვიტე. სწავლის პერიოდში კულინარიისადმი უფრო დიდი ინტერესი და სიყვარული გამიჩნდა.

ჩემი კულინარიით გატაცება, ალბათ, გენეტიკის დამსახურებაცაა. ბაბუაჩემი ძალიან წარმატებული მზარეული შალვა გაგნიძე იყო, ძალიან ბევრ ადგილას მუშაობდა: საქართველოში, მოსკოვში, უკრაინაში... სხვათა შორის, ბაბუაჩემი იცნობდა და გარკვეულ ხანს მუშაობდა კიდეც გრიგოლ გაგნიძესთან - ცნობილ მზარეულთან, რომელმაც შქმერულის რეცეპტი შექმნა.

სულ ვფიქრობ, ბაბუაჩემი ცოცხალი რომ იყოს, როგორ შეაფასებდა ჩემს კერძებს და რა რჩევებს მომცემდა. ძალიან ვამაყობ მისით და მიხარია, რომ ბაბუას საქმიანობას ვაგრძელებ.

- "მასტერშეფში" მონაწილეობის მიღება რატომ გადაწყვიტე?

- ვფიქრობ, რომ პროფესიული კუთხით ბევრი ადამიანი გამიცნობს და უფრო გამიადვილდება ამ სფეროში თავის დამკვიდრება. რა თქმა უნდა, არ იქნება მარტივი და ვაანალიზებ, რომ ბევრი შრომა მომიწევს.

- პირველმა მოიპოვე ოქროს წინსაფარი. როგორი შეგრძნებაა და თუ ელოდი?

- წინსაფრის აღებაში ეჭვი არ მეპარებოდა, მაგრამ ოქროსფერ წინსაფარს ნამდვილად არ ველოდი. ვფიქრობ, შეფმა კონსტანტინემ ჩემს კერძში ხასიათი დაინახა - ის, რომ მიყვარს ხელოვნება, მუსიკა და ვცდილობ კულინარიაში ამ ყველაფრის გამოვლენას.

რამდენადაც სასიამოვნოა ოქროსფერი წინსაფრის მოპოვება, იმდენად ძალიან საპასუხისმგებლოა (განსაკუთრებით, სწორედ კონსტანტინეს მიმართ), რადგან ახლა უფრო მეტს ელიან ჩემგან და არ მაქვს უფლება, რომ შეფებს იმედი გავუცრუო.

რეცეპტის სანახავად დააჭირეთ აქ

- რა არის შენი უპირატესობა სხვა მონაწილეებთან შედარებით?

- ალბათ, დროის მენეჯმენტი, ცოდნა და საქმისადმი დიდი სიყვარული.

- რას მისცემს ქეთო ბექაური „მასტერშეფის“ მესამე სეზონს?

- ქეთო ბექაური ეცდება, რომ კერძების საშუალებით საკუთარი თავი გამოხატოს და საკუთარი სიტყვა თქვას კულინარიაში; ვეცდები ყველას დავანახო, რამხელა ენთუზიაზმი მაქვს და ვუბიძგო ადამიანებს კეთებისკენ, რადგან მზადება მართლა არ არის ისეთი რთული, როგორიც ჰგონიათ ხოლმე.

ქართული სამზარეულოს გაცნობა აჭარული ხაჭაპურით, ბათუმიდან დაიწყეთ - რას წერს ბრიტანული გამოცემა საქართველოზე

ივლისის ჯანმრთელობის ჰოროსკოპი - ვინ უნდა იყოს ფრთხილად ტრავმებთან, ვის დასჭირდება სამედიცინო გამოკვლევა და ვინ იგრძნობს ენერგიის მოზღვავებას

"დათვების ოჯახმა გასაგრილებლად საუკეთესო საშუალება იპოვა" - ვიდეო ვაშლოვანის ეროვნული პარკიდან